ავტობიოგრაფია

საახალწლოდ ისე, რომ რედაქციიდან იმ თვის ხელფასის აღებაც ვერ მოვასწარი, ხუთშაბათს გვიან ღამით მე მოვკვდი. საღამოსკენ ჩაძინებულს გამეღვიძა, სიგარეტს მოვუკიდე, ღრმად დავანაფაზე, კიდევ… და გულის ტკივილმა ადგილზე გამაშეშა! თვალები დავჭყიტე, ჰაერს თევზივით ვყლაპავდი, ტკივილი იმატებდა. spiral-galaxy-ngc1232-1600მალევე გონება დავკარგე და როგორც აღმოჩნდა, გარდავიცვალე. რაღაც დროის შემდეგ, ყოველგვარი ,,გვირაბისა“ და ,,გაბრწყინებული მწვანე მდელოს“ გავლის გარეშე, გონზე მოვედი. ჩემს წინ მჯდომი დოქტორი ფუკო (მისი სახელი საიდანღაც ვიცოდი) მეუბნება: ,,სალამი, მეგობარო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარადისობაში! მაშ ასე, საქმეზე გადავიდეთ – მოკვდინების პროცედურა ითვალისწინებს ავტობიოგრაფიის აუცილებელ ჩაბარებას და განვლილი ცხოვრების თქვენეულ ვერსიას – წარმოიდგინეთ, თითქოს საკუთარ თავზე წერთ. ფუკოს შევხედე, რაღაცის კითხვა დავაპირე, მან არ მაცალა და მომიგო: ,,ეს თქვენივე შემდგომი გარდაქმინისთვის იქნება გამოსადეგი“. მისი ტონი შეპასუხებას არ ითვალისწინებდა და მეც ,,აუცილებელი პროცედურის“ გავლას შევუდექი. დოქტორმა გამამხნევა: ,,დაიწყე… ჰო, ბავშვობაზე უფრო ვრცლად, გემახსოვრება ეგზიუპერის – ,,ჩვენ ყველანი საკუთარი ბავშვობიდან  მოვდივართ”. მეც დავნებდი და საბჭოური ბავშვობის სიძნელეების თხრობას შევუდექი:

,,დავიბადე 1954 წელს. სულ 11 თვისა ვიყავი, როდესაც სამხედრო ექიმი მამა კამჩატკის ნახევარკუნძულზე გაამწესეს. დანიშნულების ადგილამდე მგზავრობას – მატარებლით 11 დღე და გემით 5 დღე დასჭირდა. ფეხი მოქანავე მატარებელშივე ავიდგი და მას შემდეგ ბაჯბაჯით დავდივარ.

,,კამჩატკა” – ეს არის ღვთის მიერ მივიწყებული მხარე, სადაც ნაფურთხი მიწაზე ყინულის ბურთულად ვარდება, 8 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ბარდნის და თოვლის საფარი 2-3 მეტრს აღწევს; ეს არის დაწყევლილი მიწა, სადაც უძლიერესი ქარი – ,,პურგა“ მუდამ უბერავს და ამიტომ სიტყვა ,,ხილვადობა“ ყოველგვარ აზრს კარგავს; იმ ქვეყანაში ყველა, ქალი თუ კაცი, რომ არ გაიყინოს, სამედიცინო სპირტს წამალივით იღებს და გაზაფხულზე დამდანარი თოვლის საფარქვეშ ასობით გახევებულ გვამს – «Подснежник» – ს პოულობენ; ეს არის ჯოჯოხეთი, სადაც ერთი წლის გაძლება სამ წლიან სტაჟად გეთვლება, «За Одичалость» სამმაგ ხელფასს გიხდიან და სახლის კარიდან გამოსასვლელად გვირაბის გათხრა გიწევს; ეს იყო დიდი საბჭოური ციხე, რომელშიც ათიათასობით კატორღელს დილის 6 საათიდან ოქროს მაღაროებისკენ მიერეკებოდნენ; ეს არის ბედკრული ადგილი, სადაც 20-ზე მეტი მოქმედი ვულკანი დამანგრეველ მიწისძვრას იწვევს და კუნძულებს ლავით ფარავს; მიუხედავად ყველაფრისა, აქ კორეელები არხეინად ცხოვრობენ და ძაღლის ჩასუქებულ ლეკვებსაც გემრიელად მიირთმევენ.

ის დრო გაჩერებული კადრებივით მახსოვს. პირველი სურათი, რომელიც ჯერ კიდევ 4-5 წლის ბავშვს სამუდამოდ დამამახსოვრდა, ასე გამოიყურება: ქ.პეტროპავლოვს-კამჩატსკი, ძლიერი ქარბუქი; თავიდან ფეხებამდე შეფუთული ციგაზე ვზივარ და მასზე გამობმული თოკით, თოვლის ბურუსში გახვეული დედა აღმართში მიმათრევს; გარშემო მხოლოდ თოვლის გორაკებია. აგრეთვე მახსოვს ოთახი, ქოთანზე ვზივარ, მშობლები ჩემთვის უცხო, ქართულ ენაზე ჩხუბობენ.

უკან რომ წამოვედით, 6 წლის ვხდებოდი, გზად მოსკოვში გავჩერდით. ,,იტალიურ“ ეზოში მარტო გასული, მოსკოვის ქუჩებს გავუყევი. ჩემს გაუჩინარებას დიდი ალიაქოთი გამოუწვევია. როდესაც დედ-მამას დავუნახივარ, თურმე ჩემთვის მივსეირნობდი, გარემოს ინტერესით ვათვალიერებდი და შემხვედრთ ვუღიმოდი. ტირილი არც მიფიქრია და შეშინებული მშობლების დანახვისთანავე სიცილით მომვკვდარვარ. დედა იხსენებდა – იმდენად მხირული და თბილი ბავშვი იყავი, რომ გცემდი, მაშინაც კი არ ტიროდი და მიცინოდიო. მეტად მონდომებული და ინიციატივიანი პიროვნებაც ვყოფილვარ, რასაც შემდეგი ეპიზოდი ადასტურებს: ადრე გაზაფხულზე მამას ნაწილიდან 5-6 ჯარისკაცი მოუყვანია და მშობლებს მათი დახმარებით ბოსტანში ჯერ ბუდეები ამოუთხრიათ, შემდეგ ისინი ნაკელით ამოუვსიათ და დღის ბოლოს პომიდვრის ნერგები დაურგავთ. დაღლილი მამაკაცებისთვის დედას სუფრა გაუწყვია. ვახშმიდან გარეთ გამოსულ სტუმრებს კი, მე ნაკელში ამოგვანგლული დავუნახივართ – 500 ნერგი პომიდორი სათითაოდ ამომიძვრია და საგულდაგულოდ უკან ყუთებში ჩამიწყვია.

მთელი დღე შემეძლო სათამაშოების გროვასთან ვმჯდარიყავი და ხშირად თურმე იქვე, ქოთანზევე ვიძინებდი. თავისუფლებისთვის მებრძოლის სულიც მქონია – მამის მიერ გაშენებულ კურდღლების მეურნეობაში შევდიოდი და ყურცქვიტებს გალიის კარებს ვუღებდი, ხოლო დასასჯელად მოცვენილ მშობლებს კვლავ მხიარულად ვუცინოდი და ვუცინოდი…

გადათეთრებული, ქარბუქის ბინდში გახვეული კამჩატკისა და ნაცრისფერი მოსკოვის შემდეგ, გაფერადებული სამყარო მხოლოდ საქართველოში ჩამოსლვის შემდეგ აღმოვაჩინე! მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა: ყვითელი მზე, ცისფერი ცა, ბაბუას ეზო, ხასხასა მწვანე ბალახი, ხეხილის ბაღი, ვაზი და შავი ყურძნის მტევნები.

დიდად არც ბაღის მომვლელები მწყალობდნენ, რადგან ,,წყნარი საათის“ დროს თვალებს პირველი ვახელდი და ჩემი ბოხი ხმით ყველას ვაღვიძებდი. ამასობაში დაც გაჩნდა…“

WIgniავტობიოგრაფიის ,,ჩაბარების“ პროცედურაში ის იყო გასაკვირი, რომ მე არ ვწერდი, მხოლოდ ცხოვრების სურათებს ვიხსნებდი და ისინი რაღაც მექანიზმებით ფუკოში ტექსტად იქცეოდნენ – მე ამას ვხედავდი და დროდადრო ნაწერის შესწორებასა თუ  ფრაზების გამართვას ვახერხებდი. ერთერთი ასეთი მცდელობისას, ფუკომ მოულოდნელად მომიგო:

– მწერალმა, პირველ რიგში, საინტერესო ისტორია უნდა იცოდეს, რომ შემდეგ მოახერხოს და მის მიერ გააზრებული ამბავი მკითხველს მიმზიდველი ფორმით მიაწოდოს. ამას გარდა, თვით ტექსტს ხშირი გადაკითვა სჭირდება, რათა წინადადებაში აზრის გასაგებად ჩამოყალიბებასთან ერთად, სიტყვათა შეთანხმების ,,მელოდიურ“ ჟღერადობას მიაღწიო.

მე დოქტორს ავხედე:

– ფუკო, გეთანხმები, მაგრამ რაიმე ღირებულის შექმნის საფუძვლად, მე მაინც დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივიჩნევ და მხოლოდ შემდეგ მოდის დაუღალავი შრომა და ტალანტი.

– იცი, მონოტონური თხრობაც, რაოდენ დახვეწილი და საინტერესო არ უნდა იყოს ის, მომაბეზრებელია – აქ მან დაამთნარა – პერიოდულად რიტმს უნდა შეცვლა და სიტყვათა მელოდიაში ახალი ელფერის შეტანაც, არ უნდა დაგავიწყდეს… კარგი, ეს ისე, გააგრძელე, გისმენ.

,,დილაა. გავიღვიძე. უმცროსი და გვერდით წევს. უნდა გავაწვალო. მიყვარს თამრიკოს კივილი. ,,გინდა მაგარი ფოკუსი – ღუმელზე დავჯდები?“. თამრიკო – ,,ააა! დედაა!“. მივდივარ ღუმელთან. თამრიკო – ,,ააა!“. ტრუსი ჩავიწიე. თამრიკო – ,,ააა! დედაა!“. დავჯექი! თამრიკო – ,,ააა!“. მე –  ,,უუ – ვააა!“. დედას ღუმელი ადრიანად აუგიზგიზებია, რის შესახებაც თამრიკოს სცოდნია. მაგრად დავიწვი. დედა შემოვარდა. სიმწრისგან კრიჭა შემეკრა, ხმას არ ვიღებ. მაინც მცემეს. ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვერ გავიგე – რა დავაშავე?

   მეზობლად ვარ. სადილი იწყება. ნიგვზიანი ხარჩოა. ღომს არიგებენ. დიდ გობს დავადექი. ოხშივარი ასდის. ცხვირით ვიყნოსავ. მეზობლის დიდი ბიჭი იქვეა. მერვე კლასელია. ფეხი გამომდო. მთელი სახით ღომში ჩავვარდი. საშინლად დამეწვა. კანი გადამძვრა. ტკივილი. ისევ მცემეს. მიზეზი კვლავ ვერ გავიგე. რთულია საბჭოური ბავშვობა. მშობლები ნასრედინის მტკივნეულ იგავს მიამბობდნენ: ,,მოლას შვილი წყლის მოსატანად უნდა გაეშვა. სანამ დოქს გაატანდა, მანამ სცემა. რატომ ურტყავდიო? დოქის გატეხვის შემდეგ გვიანი იქნებოდაო. ასეთია ტოტალიტარული აღზრდის წინმსწრები მეთოდი“.

– კარგი, საკმრისია, ასე დავწვრილებით მოყოლაც არაა მიზანშეწონილი, შენ თხორბასთან ერთად, იმ პატარა ბავშვად იქცევი და ამისგან ტკბობაში ვარდები, გული გიჩუყდება და მთელს ბავშვობას ერთიანად აღწერ, ჩვენი მიზანი კი საპირისპიროა – მოყოლასთან ერთად ბავშვობის სამუდამო დავიწყება.

– ერთიც რა, გთხოვ!

– მიდი, ნება შენია, მე, უბრალოდ ხმაღლა ვფიქრობ.

– მოგიყვები იმის შესახებ, თუ როგორ აღმოვაჩინე სამყაროში ტყუილის არსებობა და რამდენად გაუგებარი იყო იმხანად ჩემთვის მისი დანიშნულება. პირველი რაც დამამახსოვრდა, ეს იყო მშობლების გულის ტკივილი, მათ მიერ ,,კამჩატკაზე“ ხუთი წლის განმავლობაში ნაშრომ-ნაჯაფის წყალში ჩაყრის გამო – ,,მთელი ცხოვრებისთვის“ ნაყიდი ტანისსამოსისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაგიერ, სიმინდითა და ქვებით ავსებული კონტეინერები მივიღეთ. შემდეგ, მეზობელი გრიშა კვიცს მპირდებოდა, ოღონდ თოკი არ მაქვს და მომიტანეო. სახლში მივრბოდი, ბაბუას თოკს ვევედრებოდი. ის კი ღიმილით მპასუხობდა, ნუ დაუჯერებო. ეს ,,ჯადოსნური“ შემოთავაზება რამდენჯერმე განმეორდა და გული ძლიერ მატკინა – გრიშას სადისტი დედას რო შ…ცი მე! საბოლოოდ კი, ადამინების რწმენა ამ შემთხვევის შემდეგ დავკარგე: დამწყები კლასების მოწაფე ვარ. უნივერმაღის ვიტრინაში ახალთახალი სპორტული ველოსიპედი «Чемпион» გამოდგეს. გაგიჟებულმა სახლში მივირბინე და ეს წარმოუდგენელი სიახლე დედას მოვუყევი. დამპირდა, თუ სასწავლო წლის ბოლოს ყველა საგანში ხუთები გამოგვყვება, ველოსიპედს გიყიდითო. გაასმაგებული მონდომებით ვმეცადინეობდი! სკოლიდან გამოსული, ყოველდღე ჩემი ოცნების ველოსიპედის სანახავად მივიჩქაროდი, მეშინოდა არ გაეყიდათ. მაღაზიაში შევდიოდი და ხარის რქებივით დაგრეხილ საჭეს ვეფერებოდი. პირობა შევასრულე და ოჯახურ საბჭოზე – გვეშინია, მანქანა არ დაგეჯახოსო. არა ვიღაცამ, არამედ თვით საყვარელმა დედ- მამამაც გადამაგდო – დღემდე მახსოვს…

ამასობაში მამამ სმას უმატა, დედამ კი ჩემს ცემას. მოქმედებაში შედიოდა ტოტალიტარიზმის ფუძემდებლური პრინციპი – ,,შიში და თანხმობა”. ჩვენ ყოველდღიურად საკუთარ მანკიერებას გვახსენებდნენ და შედეგად, უკიდურესად დაბალი თვითშეფასებით გვაჯილდოებდნენ. ყოველივეს საბჭოური სექსუალური აკრძალვები და გარდამავალი ასაკი დაემატა – მე მხიარული განწყობა ვეღარ შევინარჩუნე, დავნებდი და ბუნებით გულთბილი, მხიარული არსება, საკუთარ თავში ჩაკეტილ, მარტოსულ მოზარდად გადავიქეცი”.

sheizუკვე ბავშვობის გახსენების პროცესში გარკვეული შვება ვიგრძენი. შემდეგ, ზრდასრულ ასაკზე გადასვლასთან ერთად, სიმსუბუქე მატულობდა. მე თანდათან  პიროვნულ თვისებებს ვკარგავდი და სამყაროს ნაწილი ვხდებოდი. ეს, საკუთარი ,,მესგან“ დაცლის პროცესი მეტად მათავისუფლებდა – აღარც სირცხვილის შეგრძნება მაწუხებდა, პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთიც თანდათან ქრებოდა. იმ მიწიერი ცხოვრებისგან განსხვავებით, სადაც ,,მეს“ ტანჯვითა და ტკივილით იმეტებ, აქ იგივე პროცესს, პირიქით, აღუწერელი გამჭირვალობის გრძნობა მოჰქონდა. თხრობასთან ერთად, ჩემში ცხოვრების ის ეტაპი კვდებოდა და ფუკოში დაწერილი ტექსტის სახით გადადიოდა. ფუკო, თითქოს ჩემი ,,მე“ იყო, რომელიც თქვენთან უნდა დარჩენილიყო – ჩემი დატოვებული ,,მეების” კრებული, რომელთაც მე გველის ტყავივით ვიცვლიდი და მორიგი პერანგის მობერების შემდეგ, კვლავ თქვენში ვტოვებდი. მარადისობა შემოდიოდა ჩემში და მე მას ვუერთდებოდი – თქვენთვის ჩემი სუბსტანცია ქრებოდა. დღეს კი, მე ქვაში ვარ, მიწაში და ჩიტის ჟღურტულის ხმაში.

დოქტორმა ფუკომ სიგარეტის ყუთი ამოიღო, ჩემთვის არც შემოუთავაზეაბია, ისე გააბოლა:

– ჩემო მეგობარო, დაწერილ სიტყვას აუცილებლად მიჰყვება ის ენერგეტიკა, განწყობილება, რომლითაც ის ავტორის მიერ იმ კონკრეტულ მომენტში დაიწერა. იგივე ხდება ვთქვათ, ,,სკაიპითა“ თუ ,,ფეისბუქით“ საუბრისას.

– ეს უცნაური ფენომენი, ჩემო ფუკო, მეც ბევრჯერ შევამჩნიე. რა-რა და ეგ საკითხი ხუთიანზე ვიცი.

   – მოკლედ, ფაქტი ერთია, ყველა საკუთარი ,,მეს“ წარმოსაჩენად, შეიძლება სამკურნალოდაც ან გარე სამყაროსგან დასაცავად ჰქმნის, წერს… ჰო, გავერთეთ, გავაგრძელოთ, სიგარეტის მოწევა როდის დაიწყე?

– ეჰ, ფუკო, ცხოვრების ეს ეტაპიც სიგარეტის წვასთან ერთად დაიფერფლა…

,,წლები, წლები, ხომ იცი… მესამე კლასისთვის გემო გავუსინჯე ბაბუას თამბაქოს და წითელ, აყროლებულ ,,პრიმას”. მალევე მამის პიჯაკის ჯიბიდან მოპარულ ,,Philip Morris”-ზე გადავედი – ყავისფერი პლასტმასის ყუთი ძალზედ მომნუსხველად გამოიყურებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, აკრძალული ხილის კვლევა, დამალულისადმი უზომო ინტერესი და კლეპტომანიაც კი, ჩემი ცხვორების წესად იქცა. მე ისტერიულად ვაღებდი დაკეტილ უჯრებსა თუ კარადებს, ვიქექებოდი საგულდაგულოდ გადამალულ ოჯახურ ოქროულობაში, ფრჩხილის გრძელი ქლიბით ყულაბიდან საათობით ვაძვრენდი და შემდეგ უკან ვყრიდი რკინის მანეთიანებს.

მავნე ჩვევების დაგროვებასთან ერთად ჩემში სექსუალური ხან ევოლუცია, ხანაც რევოლუციაც მიმდინარეობდა. პოლიგამიური სასიყვარულო ფსიქოზი ბავშვობაშივე  დამეწყო. 10-12 წლისას თავდავიწყებით მიყვარდა ყველა ხუთოსანი კლასელი გოგო, ისინი დღესაც დეტალურად მახსოვს: პუტკუნა, თეთრბაბთებიანი ოლია დ.; გაბერილლოყებიანი, დიდთვალება, ნაზი რიტა ჯ.; მაღალი, გიშრისფერთმიანი, ხმელი, დაკუნთული ფეხებით ლიუდა კ. … მახსოვს მათი სიარულის მანერაც კი: ოლიას მძიმე, ბაჯბაჯა სვლა; რიტას ჰაეროვანი ნაბიჯი ფეხის წვერებზე; ლიუდას ბალერინასავით გარეთ მიმართული ტერფებით ნარნარი. ამას გარდა, ვგიჟდებოდი უმცროს პიონერხელმძღვანელზე სვეტა დ.- ზე და მის მომნუსხველ ბორცვებზე, ხოლო დიდტუჩება, ქერათმიანი, ცისფერთვალება უფროსი პიონერხელმძღვანელი ფაინა, რომელიც იმ ხანად ასაკოვან და ამიტომ მიუწვდომელ ქალღმერთად მიმაჩნდა, უკიდურეს სასოწარკვეთაში მაგდებდა. ჩემში ეს ვნებათაღელვა მიმდინარეობდა კლასის დამრიგებლის შვილის – ნადია გ.-ს თავდაუზოგავი, ეჭვიანობით და ტკივილით აღსავსე სიყვარულის ფონზე, რომელსაც გონების დაკარგვამდე მივყავდი და სხვა ყველა ლტოლვას ფარავდა. მამის ნაჩუქარი ,,რობინზონ კრუზოს”, ,,სამი მუშკეტერისა” და ,,გრაფ მონტე კრისტოს” წაკითვამ საბოლოოდ დამღუპა! გამუდმებით ვოცნებობდი, სიზმრადაც კი ვხედავდი, თუ როგორ დაკბენდა ჩემს უსაყვარლეს ფერიებს საშინელი ბუზი ,,ცეცე” და მათ ეწყებოდათ აფრიკული ციებ-ცხელება – ,,ქიუ”(Q).  ამ დროს მე, ერთადერთი ერთგული მიჯნური, მშველელად ვევლინებოდი მათ სასიკვდილო სასთუმალზე მიგდებულთ, თავზე ვევლებოდი და ნაზად, მოსიყვარულე ხელით ვადებდი შუბლზე ცივ საფენებს. ასე იდებდა დასაბამს ჩვენი საუკუნოვანი, უსაზღვრო სიყვარული… სიზმრად ჩემი ლტოლვის ობიექტები პერიოდულად იტეხავდნენ ფეხებს, მათ თავს ესხმოდნენ ბოროტი ყაჩაღები და ისევ და ისევ მე, უკიდეგანო ოკეანის ტალღების, შტორმის მიუხედავად, კარაველის ცხვირზე წინმდგომი, კამზოლში და თეთრ, მაღალყელიან წინდებში გამოწყობილი, გვერდზე გამოჩრილი ხმლით მივცურავდი მათ გამოსახსნელად.

MERLINმეექვსე კლასისთვის ჩემში აბობოქრდა ტაიფუნი, დაიწყო უნებლიე ,,მიწისძვრები“! წარმოუდგენლად მიზიდავდა ბიძაჩემის მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი მწვანე ავტოკალამი, რომლის გადატრიალებისას ორი ქერათმიანი ლამაზმანი შიშვლდებოდა; ჭკუიდან გადავყავდი მკერდზე ოპერაციების სამედიცინო ატლასს. შემიყვარდა მოკლეკაბიანი ფრანგულის მასწავლებელი დარინა, რომლის  გამოც წინა მერხზე გადავჯექი და გამუდმებით ძირს ვაგდებდი კალამს, რათა შემდეგ, თითქოს კალმის ასაღებად ქვემოთ ჩავმძრალიყავი და თვალი შემერჭო მის სქელ, ოდნავ შეჭმუჭნულ ბაყვებში. ხელოვნურმა და უნებლიე ,,მიწისძვრებმა“ იმატა და რიხტერის შკალით ათ ბალს მიაღწია! მერხებს შორის დაჭერობანა, თეთრბაბთიანი კლასელების მკვრივი ძუძუები და მოკლეკაბიანი მასწავლებლები – სასტიკ ნდომას კიდევ უფრო აუტანელს ხდიდნენ.

მეშვიდე-მერვე კლასისთვის, როდესაც თეთრი პერანგის გულის ჯიბეს ,,დაისის” უკვე პირადი ყუთი ჭუჭყიანი წითლით ასხივოსნებდა, გადამრია პოლონელი ებრაელი ფიზიკის მასწავლებელის, სავარაუდოდ თეთრმა, უაღრესად ფაფუკმა ტრაკმა. ვერ მოვითმინე. შესვენების შემდგომი ჭყლეტვისას ნაზად მივადე გავაზე ხელი და გავშეშდი. დროთა სვლა შეწყდა! ახლაც მახსოვს ცომისებრი სირბილე, რომელშიც ჩაეფლო ჩემი მტევანი.

საცხოვრებელი სახლის სხვენი გახდა ჩემი და ეზოს ბიჭების ხშირი შეკრების ადგილი. აქ მიდიოდა გინებაში დახელოვნება, შაირობა, სიგარეტის წევა და კოლექტიური ნძრევა. ერთი იმდროინდელი ეპიზოდი: მე და გია მარტოდმარტო დავრჩით სხვენზე. სიგარეტს ვეწევით. გია ოდნავ უფროსია. ჯიბეში იქექება. ამოიღო საღეჭი რეზინის – ,,ჩიკლისის” თეთრი ფირფიტა – მჩუქნის და მთავაზობს: ,,მოდი კუტუს თავს უკან შეგიყოფ, კაი?”. შემეშინდა, მეხვეწება. არ ვთანხმდები. გამოვიქეცი. ,,ტოტალიტარული დეიდების” სიბრძნემ მიშველა, ვიცოდი: ,,ჯერ ,,ჟუვაჩკას” დაღეჭავ, მერე სიგარეტს გააბოლებ და ბოლოს გაბოზდები კიდეც!”.

დადგა მერვე-მეცხრე კლასის გარდამტეხი ხანა. კაშკაშა მზე. ბირჟაზე მოზრდილი ,,ძველი ბიჭები” მოცისფრო-ლურჯ ,,Levi Strauss“-ის ან უკანა ჯიბეებზე ოქროსფერ ელვებიან ,,Super Rifle“-ისა და ,,Wrangler“-ის ჯინსებში. თემურა, ჭიჭყინა, ნუკრია, პავლიკა… მუდამ კაიფში, წელში მოხრილები, ცხვირსახოცით ხელში, ჩამყაყებულ სოციალისტურ საზოგადოებას ხმამაღლა აგინებენ, მათი ყველას ეშინია, მილიციასაც, რომელსაც მაინც გაურბიან, დანებით დადიან, ,,საკაიფოდ ბაზრობენ”, ყველაზე ლამაზი გოგონები მათ ეტრფიან. ამიერიდან შესაბამისია ჩემი ოცნებაც – ყველა ძალით ვეცადო, როდისმე მაინც მივაღწიო მათი მანერების, ჩაცმულობის, გამბედაობისა და მომხიბვლელობის სიმაღლეებს.

ამ დროისთვის ანუ მერვე კლასისთვის, დეიდაჩემის უჯრაში ნაპოვნმა ,,ნოქსირონის” ვარდისფერმა ფლაკონმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ასეთივე ცხოველი ინტერესი აღძრა სხვა ფერადმა ტაბლეტებმაც: წითელმა ,,ციკლოდოლმა”, მწვანე ,,ელენიუმმა”, ყვითელმა ,,ლომპარკინმა” და თეთრმა ,,სედუქსენმა”. დანარჩენში, ჩემზე ორი-სამი წლით უფროსმა მეზობელმა და იმ დროისთვის უკვე გამოცდილმა მორფინისტმა, ბესიკამ გამარკვია.

მეცხრე კლასის დამთავრება ლურჯი ,,კოსმოსით” აღვნიშნე. ,,მეიდანის“ პლანმა გაახალისა დაგუბებული კომუნისტური ყოფა. მეგობრებთან ერთად ვიწყეთ ტაშკენტში, სამარყანდში, ბუხარაში ფრენა, გავეცანით ფერგანის ხეობას, მის ფლორას და ,,ატომნიი” ჯიშებს. შედეგად, უკანა ჯიბიდან გაქრა ცხვირსახოცი, მან ახალი ფუნქცია შეიძინა. მოსაწევიანი ცხვირსახოცის ორთქლში გატარებით, შემდეგ კი კარებში მოყოლით მიღებული მაცანის ყავისფერი თუ ღია მწვანე ჭადები ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ,,ჩაის სახლი”, ,,ფრანციას” ნამცხვრები, სიცილ-კისკისი და მადიანი ჭამა.

მეათე კლასი ოქროსფერი ,,ივერიის” დეფიციტური სიგარეტის ყუთით დავხურე.

ხელოვნური ,,მიწიძვრები“ გრძელდებოდა, სექსი კი ძლიერ აგვიანებდა – სოციალიზმისა და საქართველოს გამო. და აი! და აიი-ი-ი, აღსრულდა საუკუნოვანი ოცნება! არის! საზაფხულო საგამოცდო ციებცხელებისას სასტუმრო ,,საქართველოში” ათმანეთიანი რუსი მეძავები შემოფრინდნენ. დავ-კაც-დიიიი! პირველ ქალს ფულის გარდა ,,სოიუზ-აპოლონის” ქათქათა თეთრი სიგარეტის ყუთიც მივართვი. სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და ძმაკაცებთან ერთად ,,პაეზდკაში” ვოლგოგრადს გავემგზავრე. ბევრი ვიკაიფე, ცოტაც ვიჟიმავე.

mishaსამედიცინო ინსტიტუტში ყველას ერთად, მთელ კურსს ერთი გოგო გვიყვარდა და ის, რაღა თქმა უნდა ცკ-ს პირველი მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის შვილი გახლდათ. პირველ კურსზევე მორფინის 1% და ომნოპონის 2% ამპულებს შევასკდი… რეჯიბა დედამოტყნულმა მოიტანა ორ მანეთად და დააყოლა – აიღე და ნაშებს უპრობლემოდ შეაბავო. შემდეგ ,,რესპუბლიკურში” ინტერნატურა, საორდინატოროს სიმყუდროვე ნაზ პრომედოლ-ფენტანილ-კოკაინის კოქტეილში ჩაიძირა. ერთმა, მერვე სართულიდან უკრა თავი, გავფრინდებიო… ვერ შესძლო, დაენარცხა საავადმყოფოს რუხ, ხორკლიან ასფალტზე, ბარძაყის ძვლები იღლიებში ფრთებივით ამოუვიდა. არც მე ვაკლებდი ხელს. რესპუბლიკურის მე-12 სართულზე, გარედან, ფანჯრის რაფებით ობობასავით მივცოცავდი. საბურთალოს ცივი ქარი, თეთრი ხალათის ამაყად აფრიალებული აფრა, შიში…“

– აი, ახლა კი ატრაკეებ, მე-12 სართული რა ამბავია?! ფაქტებს მიაწექი, ნუ სიაბანდობ!

– რა, არ გჯერა? გეფიცები, ,,რესპუბლიკურის“ კედელზე რაინქოლდ მესნერივით, სტრახოვკის გარეშე გარედან დავცოცავდი! მთავარი მედდის სეიფები, უხვად წამალი, რამე. წამალი რას არ გაგაკეთებიონებს, შენ რა იცი… ,,ბარძაყებიდან იღლიებში ფრთების ამოსვლას“ გადავრჩი. თანდათან სუნთქვის, კვების, სექსის და სხვა დანარჩენის ადგილიც წამალმა დაიკავა.

დოქტორმა საგრძნობლად მოიწყინა, თუმცა, მე მაინც მამხნევებდა. ერთხელ წამოიძახა კიდეც – ვაა, საღოლ შენ, ქურდულად მოქცეულხარო! ამ ფუკოსი ვერ გავიგე, ის ლიტერატურაშიც ერკვეოდა, ექიმობაშიც, ქურდიც იყო, წესიერი კაციც… ალბათ ყველაფერი ერთად, როგორც ყველა ადამიანი?

– ფუკო, სასტიკი დრო იყო, დახუთული, მახინჯი. აი, უყურე, რა გითხრა: სოციუმის ღირებულებებზე, მისი წევრების მისაბაძ ეტალონზე ზუსტად მეტყველებს ხალხში მოარული გამონათქვამები. ,,კაცური კაცის“ მორალს ასახავდა ასეთი ამაზრზენი კლიშეები: გამოცდილი ადამიანი – ,,ათას ყ…ზე გადამხტარი კაცი”; იმჟამინდელი ბიზნესმენი – ,,კომბინატორი“ იგივე ,,დელეცი“ – ,,მე ისეთი პროფესია მაქვს, ყ…დან ყ…ზე დავხტუნავ, მაგან რა უნდა მომატყუოს?!“; ,,ქურდის ქურდი ცხონდა“; ახლობლობის გამოხატულება – ,,მაგაას? ვირს მო…ნევინებ“; კომუნისტური პარტიის რიტორიკა – ,,გვიმტკიცებენ, ყ…ე კიტრია და ტაში დაუკარითო“; ,,ყველა ქალი ერთი ყ…თაა ნაკეთები, მხოლოდ სახელები აქვთ სხვადასხვა“; …და აი, მოხერხებულობისა და ბედნიერების საოცნებო ფორმულაც – ,,ყ…ეც მუ…ში და სულიც სამოთხეში“. რა გინდა რომ ქნა, რომელი ერთი ნორმა გინდა გაიზიარო?!

– ჰო, რა ვიცი, თუმცა, ეს ნარკომანიას მაინც არ ამართლებს… არ ვიცი, ვერ გეტყვი… იცი, რა შევამჩნიე? თუ შენს მიერ შექმნილი ტექსტი, გარკვეული დროის შემდეგ წაკითხვისას, სხვისი, ვიღაც უფრო მაგარის დაწერილი გეჩვენება, მაშინ შენ კარგი რამ შეგიქმნია.

   – ფუკო, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! ჩემს მდგომარეობაში შედი! დაიჯერე, ყველაფერი დაკავებული იყო, ყველა ხვრელი ამოქოლილი! ელიტარული კლანები, კასტები, ფეოდალები, ქურდები! აი, მაშინდელი ავტორიტეტები : უმაღლესი სასწავლებლის რექტორი – მექრთამე, მომავალი ,,ცეკას“ მდივანი; წამყვანი ისტორიკოსი სიმართლეს გვიმალავდა, არ ვიცოდით რუსული ოკუპაცია, თებერვალი, ქაქუცა და ამის მაგიერ, ანანისტებივით ვდაობდით იმაზე, თუ რამდენ ყიზილბაშს გაავლო მუსრი დიდგორს დავით აღმაშენებელმა  – 600 თუ 200 ათასს? ასეთივე მწერლები, რეჟისორები, რომელთაც ქართული კულტურის მომავალი ათეულობით წლებით მიითვისეს და დაამახინჯეს. დღესაც ამ ხალხს ვცემთ პატივს. შევარდნაძე დედამოტყნულის გამოჩენისას აღფრთოვანებულები ფეხზე ვდგებით და ტაშს ვუკრავთ! ეს საზოგადოება საკუთარ თავს არ სცემს პატივს! ისინი ,,სიმართლის დასასრულის“ ეპოქიდან არიან!

– მაგრად გაქვს აკრეფილი საბჭოეთზე, აი! მოდი, იცი, სანამ გააგრძელებდე, რას გეტყვი – ყველა ელიტარული კლანისა და დახურული კასტის დედას შე…ვეცი მეც! გეკადრება, ძმაო – ხელოვნება, ლიტერატურა მკვდარია, თუ მასში მხოლოდ ესთეტიკური ტკბობაა და ის არაა გაჯერებული რეალობისადმი მძვინვარე პროტესტით! ჯიგარი ხარ, სწორად უბერავდი, უბრალოდ, ხომ იცი, ახლანდელი როლი მავალდებულებს… მომიყევი, ბოლოსკენ რა იყო, ბარემ ეგეც შეუბერე და ვხედავ, მარადისობისთვის უკვე მომწიფდი, თითქმის მზად ხარ!

,,სად გავჩერდი? აა, ჰო, მოკლედ, ექიმი ვარ, ჯიბეს უფილტრო ,,Camel”-ის ყვითელი და ,,Gitan”-ის  ლურჯი ყუთი ამშვენებს. პარალელურად იყო რუსთავი მარნეულით, კიროვობადი ყაზახით, ორჯონიკიძე ნაზრან-აჩალუგით და კახეთი ბელაქნით: ,,ნოქსირონ-ატ კაშლია” – რწყევით; მორფის ,,სირეცი” – თავის გახეთქვით; სუფთა ოპიუმი – სიცხით და აგდებით; დაანგიდრიდებული ოპიუმი, ,,ბანია” და ჰეროინი – საშინელი ლომკით; პერიოდული შველა – ნორფინით ან სუბუტექსით, იშვიათად – მეტადონით. სულ მთლიანობაში – ერთი დიდი, გაუთავებელი ლომკა. აბსტინენცია – გაყინულ სივრცეში და გაჩერებულ დროში ჩამოკიდებული, ცივი ოფლით, ხშირი პოლუციებით. სრულფასოვანი, უწამლო სექსი გაქრა, ის წამალმა შეიწოვა.

მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ბაზრები, თათრები, ინტენსიური ჩხერვა. ერთი-ორი ექთანი, ძირითადად წამლისთვის… როგორც იქნა, მოვიდა ,,პერესტროიკის” და არყების დამანგრევეკლი ეპოქა! ,,საბჭოელ უძლეველ გოლიათს“ დასავლეთთან შეიარაღებულ შეჯიბრში თიხის ფეხები აღმოაჩნდა!

ჯიბეში – მწვანე-ოქროსფრით ,,Marllboro Ligths”. დაიწყო ,,უპარაშუტო ვარდნა”: სამოქალაქო ომი, ,,ზვიადისტები” და ,,მხედრიონი”, გადასხმები, ,,ესპერალეს” ჩაკერებები, ხშირი ავტომატიანი ,,რაუნდები” ნარკოლოგიურში მოთავასებით, მტკივნეული მილიციებით, ბევრი ცემებით და ნარკოტიკის ჩადებით, პერიოდული დანებებებით, სასამართლოებით და 3-5 ათას დოლარიანი სამწლიანი პირობითებით.

გახანგრძლივებული სიკვდილი, სეფსისის ცენტრი, მუდმივი 39-გრადუსიანი სიცხეები, ცახცახები, ინფექციური ჰეპატიტი, ციროზი, ასციტი… წლები, ბევრი წლები… საავადმყოფოდან გამოწერა, რათა დაწესებულებას ზედმეტი სიკვდილი არ ჩათვლოდა და სტატისტიკა არ გაფუჭებოდა. სამი წელი ლოგინად გაუნძრეველი გდება… სასოწარკვეთა და ბრიტვით ვენების ჭრა. აღსასრულის ათწლიანი მოლოდინი… რა სექსი, რის სექსი?!

2000 წელს ყველაფერი ერთად მოვისროლე აგიზგიზებულ ღუმელში და მივაწექი ეკლესიაში! მთელი ქუჩა ღუმელში ამომწვარი ერთი ქვაბი პლანის სუნით დაბოლდა. სამეზობლომ შვებით ამოისუნთქა – მთვრალი ღამით აღარ იღრიალებს, მშვიდად დავიძინებთო.

ამასწინათ სიგარეტს მოვუკიდე მეგობრის აივანზე. მეგონა, მარტო ვიყავი, არავინ მხედავს, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ცხოვრებაზე ვფიქრობ. ვნებიანად ვექაჩები. თურმე ოთახიდან ძმაკაცი მითვალთვალებს, მაკვირდება. დავამთავრე, შევედი. მეუბნება: ,,ბიჭო, ახლა გიყურებდი – რა ავადმყოფი ხააარ! ვუცქერდი, როგორ ეწეოდი თამბაქოს, რა გულიანად ურტყამდი ღრმა-ღრმა ნაფაზებს და მივხვდი – ერთ მოქაჩვაში იყო მოქცეული ყოველივე: თამბაქო, მოსაწევი, წამალი და სექსიც კი!“

– ეკლესიაში რაღაზე არ გაჩერდი? რას ერჩი ანაფორიან დამრიგებლებს?

– მოკლედ, ერთი სიტყვით მოგახსენებ: რაც ერი – ის ბერი. გარეთ უცდომელი ,,ეპისკოპოსების“ ელიტა – იგივეა ეკლესიაშიც. ორი ლოზუნგი მაქვს ამ მდგომარეობისადმი მიძღვნილი: ,,ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!” და
,,ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!“

– გასაგებია, გამართლება ყველაფერზე გაქვს…

– ჩემო ფუკო, ყოველდღიურობის წნეხი მეტად დამთრგუნველია და ამ თვალსაზრისით, მე შემიძლია ვაღიარო, რომ ვწერ, რათა ყოველივეზე არ ვიფიქრო. მართალი გითხრა, თან ძალიან მეჩქარება, მე ხომ ნახევარი საუკუნე გავაცდინე და უნდა მოვასწრო – სათქმელი ვთქვა!  დღედაღამ ვფიქრობ, მსიამოვნებს აზროვნების და მიგნებების პროცესი. კონკრეტულ ადამაინებზე ფიქრი ნაკლებად მიტაცებს, ამისთვის დროც არ მრჩება. ამიტომ გარკვეული გაეგოისტება მეპატიება..

– ჰო, აი, ხომ გითხარი, უკვე მომწიფდი, მზად ხარ!

– ახლა უკვე მეც ვატყობ, მართლაც მზად ვარ. მომბეზრდა ეს სამყარო. გავცივდი ადამიანებისადმი. ჩემი გრძნობების გამა მერყეობს გულგრილობიდან სიძულვილამდე. როდის დაიწყო ეს გაცივება? ალბათ ბავშვობიდან. როდის გადავიდა ის საკუთარი თავისა და გარე სამყაროს ზიზღში? დღეეს? ზუსტად არ ვიცი, როდის, თუმცა ყველაფერი აქეთ მიდიოდა.

გარშემო – ამდენი შური, უვიცობა, სიბნელე, ფარისევლობა… ამ მობეზრებისგან, საკუთარი თავით უკმაყოფილებისგან გამომდინარეობს ჩემი ლოზუნგიც: დღეს, ადამიანს სიგიჟისგან იხსნის მხოლოდ – იშვიათად იუმორი, უფრო ხშირად კი  ცინიზმი და სარკაზმი“. 12აბა, გაგიგია ბავშვი, რომ სცემენ და მაინც იცინის? მე ამ ცხოვრების დედას რო შევეცი, ახლა სადაც სასაცილოა, იქ აღარ მეცინება… მომწყინდა, ყველამ და ყველაფერმა დამღალა, თავი მომაბეზრა. ერთი სიტყვით, მარადისობისთვის მზად ვარ!

ფუკო აფეთქდა:

– კაცო შენ აქ აღსარების ჩასაბარებლად და სინანულისთვის კი არ ხარ! ადამიანის სიაბანდი სინანული აქ არავის სჭირდება. ეგ ცოდვებზე ტირილი და ფარისევლობა აქ არ გადის! შეიძულე იმიტომ, რომ ის საზიზღარია და მორჩა!

დოქტორ ფუკოს ლექციიდან ,,შეშლილი პროტესტანტების“ პრემიის მიღების ცერემონიალზე

   …დასასრულს მინდა გაგაცნოთ ის, რაც მან გადმომცა, სანამ ყოველდღიური ყოფისადმი საბოლოოდ გაცივდებოდა და ჩვენდამი გაქვავდებოდა ანუ დაგვტოვებდა ჩვენ. აი, მისი ბოლო ფიქრები:

,,…როგორც აღვნიშნე, ჩემი მონათხრობი ფუკოში ტექსტად იქცეოდა. ამის შემდეგ, მე მოთხორბისა და ფუკოს ბედი არ ვიცი. თუ ტექსტს თქვენ ახლა კითხულობთ, ეს ფუკოს დამსახურებაა, მაშასადამე ის თქვენთანაა. ჩემი ვნებებით, პიროვნული თვისებებით აღჭურვილი დოქტორი ფუკო თქვენშია. იმედია, ფუკო წერს, სწავლობს, რათა სიტყვათა იდეალურ შეთანხმებასა და მელოდიურ ჟღერადობას მიაღწიოს – შექნმას სიმფონია. ეს მხოლოდ ვარაუდია, მე ამის შესახებ არც არაფერი ვიცი და დიდად არც მაინტერესებს.

მე საუბრის, ფიქრის უნარი დავკარგე. მე არც ემოციები მაქვს, არც განცდები და არც სურვილები მაწუხებს. არ მინდა ვიპაკაზუხო და დავიჩემო, რომ პეპელაც ვარ – არა, მე მხოლოდ მისი ფრთების ფარფატის ხმაში შემიძლია ვიყო. პეპელა ხომ ცოცხალია და ესე იგი, მას სტკივა და განიცდის საკუთარ ხანმოკლე ცხოვრებას – ერთიანად, ბევრს. ეს ალბათ მეტად რთული ასატანია, ან პრიქით, შესაძლოა ყვავის ცხოვრებაა ყველაზე ცუდი, რადგან ის ძალიან იღლება ცხოვრებისგან და დაბერებისგან.

ასეა თუ ისე, მე ტკივილსაც ვერავინ მაყენებს, რადგან ხეც კი არ ვარ, მე უბრალოდ ეთერში ვარ, როგორც ფოთლის შრიალი, ჩიტის გალობა. ხეს აქვს ემოცია, განცდები, რადგან ისიც ამოდის, იზრდება და ხმება, ჩიტსაც სტკივა და სცივა, მე – არა. ჩემში ყოველივე ორგანული მოკვდა, მე არ შევდგები ცოცხალი უჯრედებისგან – არა. მე ყოფიერებაში ვარ განზავებული, ეთერში ვარ გახსნილი, ნისლში და ღვარცოფში, ღრუბელში და ელვაში.

არც ის ვიცი, არის ამ ღრუბლებში სხვა ჩემსავით, ყოფილი ,,მეები“? ჩვენ თუ ბევრნი ვართ კიდეც, ერთმანეთს არ შევიგრძნობთ, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით და არც ერთმანეთის გვშურს. არც ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ ნეიტრალურად თანავარსებობთ.

ვერც დროს შევიგრძნობ, მე მარად ვიყავი – გუშინაც, დღესაც და ხვალაც ვიქნები – მე თვით ვარ მარადიული. მე გალაქტიკაში ვარსკვლავების ციმციმში ვარ, ღამეში და დღის სინათლეში… და თოვლის ფანტელების ვარდნის ხმაში და სიჩუმეში…

თოვლის ფანტელი, რომელშიც მე ვარ, დნება და წყლად იქცევა, მეც გემშვიდობებით, დროებით, სანამ მარადისობაში შემიერთდებით, თუ, რა თქმა უნდა, ეს ბედნიერება თქვენ როდისმე გეწვიათ.

ისე, კანონზომიერი შედეგია – მობეზრება, ზიზღი, სარკაზმი, გამოუვალი ჩიხი – კიდევ კარგი გადავრჩი და ამ ცხვორებისდამი მოვკვდი – ემოციებისგან, ვნებებისგან, ცუდისგან, კარგისგან დავიცალე და მარადისობას შევუერთდი და თვით გავხდი მარადისობა.

მე ქვასთან ერთად გაუნძრევლად და ცივად ვდევარ, ქართან ერთად დავქრივარ, მზის სხივებში ვარ და ვათბობ, თოვლში ვარ და ვბარდნი. თუ თქვენს ფანჯრებზე წვიმის წვეთების კაკუნი მოგესმათ, იცოდეთ, ეს მე ვარ თქვენთან სტუმრად მოსული. სტოპ…“

1ზურაბ ოდილავაძე. 2012, დეკემბერი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

51 Responses to ავტობიოგრაფია

  1. maia says:

    ზურა გილოცავ! დებიუტი აშკარად წარმატებულია ;)

  2. გენიალურია!!!!! დიდი მადლობა, ბატონო ზურა!!!!!!!

  3. odilavadze says:

    მადლობა თქვენ!

  4. არაჩვეულებრივია. ერთი არა, მაგრამ რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით ნამდვილად იკითხება.

  5. ნინო ერქომაიშვილი says:

    dzalian kargadaa dacerili

  6. qurdi maxo says:

    არაჩვეულებრივია თუ გულსატკენად, თუ გასაღიმებლად და თუ მწარედ დასაფიქრებლად, ბრავო ზურა

  7. zalian sainteresod ikitxeba,dagafiqrebs ,daganagvlianebs,da agatirebs.

  8. lia iremashvili says:

    აქ ის არის, რაც გულს მიხრავს და რასაც ხშირად ვერ ვამბობ, -,,ჩვენ ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ”.საოცრად კარგია!

  9. სიმღერით გეტყვი რა:

  10. ესეც be grateful ქართულად, ფუკოსთვის (ბავშვობაში, შაშშის კოჭის მოკვლა რომ დაგვავიწყდებოდა ფუკაო ალბათ წამოგიყვირია ჩემსავით).

  11. odilavadze says:

    მადლობა, ზუსტად! :)

  12. zelimkhan udzilauru says:

    კარგია ზურა! გილოცავ! იკითხება და იფიქრება სულმოუთქმელად! :)

  13. Georgicus says:

    “ჩემო მეგობარო, დაწერილ სიტყვას აუცილებლად მიჰყვება ის ენერგეტიკა, განწყობილება, რომლითაც ის ავტორის მიერ იმ კონკრეტულ მომენტში დაიწერა. იგივე ხდება ვთქვათ, ,,სკაიპითა“ თუ ,,ფეისბუქით“ საუბრისას.” -ხშირად მიფიქრია ამაზე :) +1 კაი სტატიაა :)

  14. irina says:

    კითხვა დავიწყე. სამზარეულო დუღს. მაინც არ თუ ვერ ვდგები. ვაგრძელებ კითხვას. “დე, რაღაც დამწვრის სუნია”, არ ვცემ ხმას, კითხვა დავამთავრე .დიდი მადლობა.

  15. ძალიან სასიამოვნოა ისეთი ნაწარმოების კითხვა, რომელსაც გააჩნია , ჩვეული მდგომარეობიდან ამოვარდნის უნარი. ეს არის ჩემი ნარკოტიკი. დიდი მადლობა , ზურა, დოზისთვის :)

  16. odilavadze says:

    :) გმადლობთ და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

  17. lela says:

    didi madloba ,saocrad kargi xedvaa. gilocavt damdeg axal cels ,carmatebebiii….

  18. m.jorjadze says:

    როგორც ყოველთვის, ადამიანური, გულწრფელი, დამაფიქრებელი და ძალიან ნაცნობი. სიამოვნებით წავიკითხე ზურა. დიდი მადლობა! გილოცავ დამდეგ ახალ წელს და გისურვებ იმას, რაც ყველაზე მეტად გაგახარებს შენც და ალბათ ჩვენ ყველას. ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, რომელზეც ვოცნებობთ.

  19. odilavadze says:

    გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!

  20. Natali says:

    დიდი მადლობა. მრავალ შობა-ახალწელს დაესწარით!

  21. Tami Gongadze says:

    კითხვისას რამოდენიმეჯერ ვიგრძენი ეპიგასტრიუმის არეში სასტიკი წვა ყრუ ტკივილით… კიდევ კარგი, შენი ავტობიოგრაფია ჩემი ტოტალური ინფარქტის განვითარებამდე დამთავრდა, ზურა… :-))
    მაგარი ხარ!!!

  22. ninomoses says:

    ზურა, რა უნდა მომეწონოს ამ ჩანახატში, როცა ვიცი რომ შენი სისხლითაა დაწერილი, ვისიამოვნო და დავტკბე შენი სიკვდილით? მე ხომ სრულად გავიაზრე შენი არაადამიანური ტკივილი, განა უარესები არ ხდება? მაგრამ რამდენისთვის ეს ორგანული მდგომარეობაა და თავადაც ხდება ისეთივე როგორც გარემოა. შენ ეს ვერ შეძელი და მოგკლეს. ესაა მკვლელობა. , დანარჩენი დროის საკითხია. ბოდიში ასეთი სიტყვებისთვის, მაგრამ მე ვიცი რასაც ვამბობ. გისურვებ რომ გაზაფხული დაგიბრუნდეს და ააყვაოს შენი ულამაზესი, სათუთი, ნაზი და დაუცველი სული. კიდევ ერთხელ ბოდიში, უბრალოდ მეც ძალიან მეტკინა.

  23. odilavadze says:

    ნატალი, თამი, მადლობა, გილოცავთ.
    P.S. ნინოს ცალკე და განსაკუთრებით!

  24. zaira says:

    zura axali clis molocva cavikitxe , magram ar gipasuxe …vipikre , modi gadabalexebit ara , ertxelac gulianad cavikitxav sagamos 7 is mere metki da…ar dadga es dro … tkven ise cert , rom cakitxulze aucileblad grmad unda dapikrde, namdvilad ar gichirt mkitxveli zustad im ganckobaze daakenot , ra ganckobitac daceret … mikvars rogorc cert ,ragac axalia , tan calian nacnobi, bevri ram iko chemeuli xan gamegima, xan lamis cavitire ,xan sibralulit avivse sheni g miris tu chems mimart…es xom avad saxsenebeli drois standartuli bavshvobaa metnaklebi sxvaobit , magram umetescilad msgavsi, romelmac chveni taoba chamoakaliba tavisi xasiatit …chems tavs rac vkitxe cakitxvistanave is iko, rom dgevandeli bavshvebi ,chveni shvilebi rogori bavshvobidan modian da moucevt tu ara bevri ramis gaxseneba imisatvis , rom samudamod daivickon? zura bravo calian momecona ! gilocavt damdeg axal cels ! male tkven rom gagixardebat iseti axali celi momelocos!

  25. odilavadze says:

    ზაირა, დიდი, მადლობა! გილოცავთ!

  26. ეს ნამდვილად დებიუტი იყო??? საოცარია

  27. odilavadze says:

    ანი, გმადლობთ, გილოცავთ ახალ წელს! დებიუტი მხოლოდ ამ ბლოგზე :)

  28. გარდასახვა უკუღმართი ბავშვოდიდან ფილოსოფოსამდე!!! შენ იმით უნდა გაამართლო ამქვეყნად მოსვლა და შემდგომ მარადისობაში გადასვლა, რომ შენი “მე” დიდი ადამიანია! გმადლობ ზურა !

  29. Revaz Dadiani says:

    …ვწერ, რათა ყოველივეზე არ ვიფიქრო, თან მეჩქარება … უნდა მოვასწრო…. მსიამოვნებს აზროვნების და მიგნების პროცესი.

    კარგია !

  30. odilavadze says:

    გმადლობთ, გილოცავთ ახალ წელს! :)

  31. nino mindiashvili says:

    არის ის მომენტი,როდესაც შესაფერის სიტყვებს ვერ ნახულობ..ისევე,როგორც ახლა…მხოლოდ ერთს გეტყვით-გ ა ი ხ ა რ ე თ ! ! !

  32. inga kiknadze says:

    ზურა,ძალიან მაგარია.თუმცა, ტკივილი და სევდა დამიტოვა.

  33. ზურა, წავიკითხე, მაგარია!!!! სევდიანი ვარ:(

  34. odilavadze says:

    ცხოვრება გრძელდება, გმადლობთ.

  35. თიკო says:

    მშვენიერია,კარგად იკითხება და მეც ის წლები გამახსენა….მოგონებები ამოტივტივდა… :)

  36. odilavadze says:

    თიკო, გმადლობ! :)

  37. zura, kvelaferi amovibechde da ertad tzavikitkhe.chem tavs vulotzav rom turme saqartvelos tavisi mark twain-i kavs, me ki ar vitzodi. (ra tqma unda mkholod tom soieris avtors ar vguliskhmob)
    da ratz sheekheba am pirvels, gasaotzaria, asetma mokle natzarmoebma aseti tzarmoudgeneli sigrmis da diapazonis emotziebi rom gamoetzvia, ver vikhseneb. tavidan chemi kvelaze sakvareli tzigni gamakhsenda Frank McCourt-is “Angela’s Ashes”, magrmam mere saidan sad gadavvardi da bolos ki iq gavedi sadatz tzmindanebi gadian. da mere khvdebi ra fasdaudebelia is gza, titqos ertnairi magram srulebit unikaluri da ertaderti rasatz gavdivart… mere mteli dge vfiqrobdi rom is kvelaferi ratz vitzkhovre, titqos kvelaze tzudi da sashineli kvelaze mtavaria chemtvis imitom rom iman shemqmna iseti ratz dges var. aseti dzala khom mkholod namdvil khelovnebas aqvs, ratz ar unda mtkivneuli ikos maintz agamaglebs. tumtza zevit amerikeli da irlandieli mtzerali movikvane, is ratz tzavikitkhe namdvilad arafers ar gavs da namdvilad zuraa odilavadze. magram ra dasanani, oh ra dasanani iqneba tqven tu marto am vitzro tristvis tzert. pativistzemit, jana.

  38. odilavadze says:

    იანა, იანა, მადლობის მეტი რა მეთქმის.

  39. nika says:

    erti amosuntkvit cavikitche da guli damckda rom ase tshkara damtavrda.

  40. odilavadze says:

    უღრმესი მადლობა, ჩემო ს., შენი ასეთი შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს!

  41. tsira says:

    დიდი მადლობა ზურა, აბსოლიტურად სულ სხვა ,, ოჩილა ” გავიცანი . წარმატებებს გისურვებ ,რასაც ნამდვილად იმსახურე .

  42. odilavadze says:

    ცირა, გმადლობ და ძალიან გამახარე!

  43. keti says:

    Написал я или нет, неважно. Они все равно будут искать второй смысл, даже в моем молчании. Так уж они сделаны. Они слепы к Откровению.

  44. nugzar berulava says:

    .გმადლობთ ბატონო ზურა,თქვენმა ჩანახატმა ჩემში ცხარე ცრემლი გამოიწვია.დროდადრო მეგონა ჩემს შესახებ ვკითხულობდი,(ნარკომანიაზე საუბრის გამოკლებით.) ძალიან მაგარია!!!!!!! ბრავო!!!!გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

  45. odilavadze says:

    დიდი მადლობა, მეც გილოცავთ!

  46. shoko says:

    gulwrfelia tkveni gulgriloba sizulvilamde…madloba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s