ივერიის ძირძველ მიწაზე სექსრევოლუციის აჩრდილი დაეხეტება! (2010 წელი)

,,ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად, ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. 1ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთის დადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზრაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ” – ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტის და სოციოლოგის Z.Ochil seu J.Filipo Bruno -ს  ჩანაწერებიდან ,,მოგზაურობა საქართველოში” (2001 წ.)

შესავალი

რა დროს სექსუალური რევოლუციააო – იკითხავს მკითხველი – მეზობლად – აგრესიული რუსეთი, შინ – პოლიტიკური ვნებათაღელვა, ინფლიაცია, უმუშევრობა? ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია – პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს შაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებაში და ბატონყმურ მენტალობაში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფი წინსვლის საშუალებას. და მაინც, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულო ურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთ მოსაზრებას – თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდა საზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად ,,სასირცხვო”, მოძველებული მორალური ნორმები წარსულს ჩაბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებს ჩქარი ტემპებით განვითარებას.

I. სექსი პატარა ორპირში

როდესაც პირველად ვენეციელი ჟურნალისტის ზემომოყვანილ ,,ჩანაწერებს” ორპირის ინტერნეტ-კაფეში გავეცანი, ცოტა არ იყოს გახარებული დავრჩი, ამ აშკარად ,,ბილწ” სფეროში საქართველოს ჩამორჩენით. იმხანად ჩემსთვის, ეკლესიის ,,ჯვარქუდიანი” წევრისთვის, ისიც სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ ქართველები უდაოდ მთელი პლანეტის წინ ვიყავით მშენებარე ტაძრების რაოდენობითა და მართალი, შეურყვნელი რწმენით, რასაც მხოლოდ ჩვენთვის იერუსალიმში ზეციდან ცეცხლის გადმოსვლაც ადასტურებდა. გავიდა წლები, მე კომპიუტერი შევიძინე…

ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა, 2008 წელი. დერეფნების კატაკომბები. ყველა კაბინეტში, სადაც კი შევიხედე, სამარისებული სიჩუმეა, კომპიუტერის მონიტორს მიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანი თვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებენ კლავიშებზე ერთსა და იმავე ვნებიან ტექს:

4მამაკაცი: ,,საყვარელო …, გილოცავ თავისკვეთას პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენ გენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და ყველგან… გეფერები მუხლებზე…🙂 მიყ-ვარ-ხაარ, პატარაავ!”;

6ქალი: ,,შენც აგრეთვე, უფალი გფარავდეს! მადლობთ ამდენი ქათინაურისთვის, თბილო და ცელქო🙂 მეც ძალიან მიყ…”.

სამსახური დამთვარდა. ოთახებიდან გამოდიოდნენ დეიდები, დაღლილი და გაოფლილი, ოდნავ აწითლებული და ნეტარი სახეებით, მათი გული ჯერ კიდევ ვირტუალურ ოცნებათა სამყაროში ნანაობდა. ვიდექი და სიბრალულით ვუყურებდი: სხვა რა აკეთოს რაიონის მოწყენილობაში ამომწყვდეულმა ქალმა? საუკეთესო შემთხვევაში ის მუშაობს, შესვენებაზე გარბის ბაზარში, 6-ზე მიდის სახლში. მძიმე ჩანთები, პარკები. შესვლისთანავე უნდა შეუდგეს სადილს, დააპუროს შვილები, შემდეგ გვიან მობრძანებული გამომთვრალი ქმარი, რომელიც გასკდომისთანავე დაიძინებს, გაზეთსაც არ გადახედავს, თბილ, ოჯახურ საუბარზე ზედმეტია ოცნებაც კი, და ამოუშვებს ხვრინვას. ამ ქალბატონების უმრავლესობა მოკლებულია პირად კომპიუტერს. გამოსავალი? სერიალები, რომლებმაც ბოლო დროს მეტად ეროტიული ხასიათი შეიძინეს. ტკბობა გრძელდება, ამჯერად სხვისი სასიყვარულო განცდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში მათ ასე აკლიათ. საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობიუს პირობებში ეს ქალები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ სიყვარულის სუროგატით, უსიტყვოდ გააგძელონ ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნონ უმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს, ვააა!

მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვებებით ამ ტიპის ქალებზე, მათთან ვირტუალური თუ რეალური ურთიერთობის შედეგად ნაწილობრივ ჩავწვდი ამ მოვლენის არსს. ეს ,,კდემამოსილი”, 35-50 წლის, ხშირად ლამაზი ქალები, რომელთაც  Z.Ochil, brothers and one sister (2003)-სის ცნობილი კლასიფიკაცია, ყველაზე მრავალრიცხოვან,  ,,ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფს  მიაკუთვნებს, აწარმოებენ ხანგრძლივ, დაუსრულებელ და ვრცელ მიმოწერას ინტერნეტით, გამუდმებით ახსენებენ ,,უფალს”, თავიანთ გვერდზე განათავსებენ ბანალურ ტექსტებსა თუ ციტატებს სასიყვარულო ურთიერთობეზე, ყოველდღიურად და საქვეყნოდ აღწერენ ,,პირად”, ,,იდუმალ” განცდებს, დებენ სექსუალური ფანტაზიების ამსახველ სურათებს და ეროტიკული შეფერილობის აუდიო-ვიდეომასალებს, არც თუ იშვიათად, გულის ან წითელი ვარდის გამოსახულებით, რომლის ფონზე აუცილებლად ფიგურირებს სიყვა ,,LOVE…”. ,,უბიწოდ” მეოცნებე ქალბატონები, მამაკაცისგან ითხოვენ რომანტიულობას, ,,სიგიჟემდე” უყვართ პოეზია და თვით წერენ ,,ლექსებს”; კეკლუცი, მრავალრიცხოვანი, პირადი ფოტოებით,  ისინი, როგორც თაფლი ფუტკარს ისე, იზიდავენ უამრავ თაყვანისმცემელს, აბავენ სასიყვარულო მიმოწერას ერთდოულად მრავალ მამრთან, ხშირად თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდებთან. პოლიგამიური ფლირტი მიმდინარეობს ყოველდღიურად, პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში, ის ამ ქალების მთელი ცხოვრების აზრს შეადგენს! 8ფაქტია – ამგვარ ურთიერთობებს ახლავს ნარკოტიკულის მსგავსი დამოკიდებულება სიყვარულით ტკბობისადმი და მას არ შეიძლება არ ახლდეს სექსუალური დაკმაყოფილების ფსიქიკური ფორმა – ,,ფსიქიკური ორგაზმი”. ამასვე ადასტურებს მეცნიერული კვლევებიც – ქალებმა შეიძლება წარმოსახვითაც კი, ყოველგვარი შეხების გარეშე, განიცადონ ორგაზმი.

მივუბრუნდეთ ორპირელ დეიდებს, ჩვენ ისინი სერიალებზე მიჯაჭვულები დავტოვეთ. ღამისკენ, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი დიასახლისი ან დაიძინებს, ან, გააჩნია ფანტაზიის გაქანებას, ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და აღგზნების კულმინაციას მექანიკური სტიმულიაციით მიაღწევს, ანუ მაგრად ,,გაათავებს”. ორპირულ ფარისევლურ ენაზე ამას ,,ტანის დაბანა” ჰქვია. როგორც შევამჩნიე, ამგვარ მრავალსაათიან ,,აბაზანებს”, ნაირ-ნაირი ,,ბადიუზანების” სურნელოვან ქაფში ლივლივით, მამრებთან საუბრის შემდეგ, მრავალი გაცილებით თანამედროვე და ნატიფი ქალიც ხშირად მიმართავს. შეგვიძლია დავასკვნათ – ადამიანები უხმოდ შეთანხმდნენ ტყუილზე, პსიქუირი ორგაზმით დაკმაყოფილება გრძელდება! ის ხომ ფარულია, ამიტომ მის დაშვებაზე საზოგადოება თვალს ხუჭავს, მითოლოგიური უბიწო ყოფა მოქმედებაშია!

აღსანიშნავია და დიდად სასიხარულოც ის ფაქტი, 9რომ ,,უბიწო სექსის” მოყვარულთა არმიაში დღეს უკვე არსებობს ,,პრადვინუტი” ანუ წინმდგომი ქალების მრავალრიცხოვანი დივიზიაც! სექსუალური ფრონტის ეს მებრძოლები მოქმედებენ გაბედულად, ახერხებენ საზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გადალახვას და ვირტუალური გაცნობის შემდეგ თამამად გადადიან რეალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე. დამახინჯებული, სუროგატული, მაგრამ მაინც სექსუალური რევოლუცია მიდის ჩვენს თვალწინ! ჩვენ უბრალოდ არ ვიმჩნევთ ამას.

 II. ნეტარების  სამი წყარო – Одноклассники.ru, Знакомства@Mail.Ru, Skype!

   ქართველების, განსაკუთრებით ქალების დიდი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ყველა, დარეგისტრირებულია და აქტიურად მოიხმარს გარკვეულ სოციალურ-საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელებს:

1.პოპულარობით უდავო ლიდერი, ეკლეკტიკური მომხმარებლით და ზომიერი ეროტიული შინაარსით  – Одноклассники.ru;

2.შედარებით ინტელექტუალური, მაინც დიდწილად ფლირტზე ორიენტირებული – Facebook ;

3.მხოლოდ სასიყვარულო, სექსუალური ურთიერთობები, ჭრელი შემადგენლობა, პუტანების დიდი არჩევანი –Знакомства@Mail.ru;

4.შედარებით ნაკლებად პოპულიარული და სწრაფად მზარდი, – Tegged და Badoo;

5.იდუმალი Skype! – აქ ხდება სხვა საკომუნიკაციო საიტებზე შეხვედრილ ადამიანთა მჭიდრო დაახლოვება, ერთის მხრივ – სურათების, აუდიო-ვიდეომასალის სწრაფი გადაგზავნით, მეორე მხრივ – საუბარი და ვიზუალური გაცნობა-ტკბობა ვიდეოკამერის – ,,თვალის” გამოყენებით.

ჩამოთვლილ ქსელებს, მოსახლეობის უმრავლესობა, გარდა კომუნიკაციისა, მოიხმარს, როგორც გაცნობის და შემდგომ რეალური სასიყვარულო ურთიერთობების დამყარების საშუალებას. თუმცა ქალების უმრავლესობა ამ ფაქტს  უარყოფს, ხოლო საზოგადოდ ყვება ზღაპარს, რომლის თანახმად, ამ ,,საიტზე” საკუთარი ნების გარეშე, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და ის ვიღაც ნათესავმა ბავშვმა დაარეგისრირა. ყოველივე ამაში თავისთავად არც არაფერია ცუდი, რომ არა ერთი ნაციონალური თავისებურება – როგორც ყველაფერში, ქართველები აქაც, მთელი თავისი უზომო ტემპერამენტით, დიდი ვნებით და ემოციათა ოკეანით, მიეძალნენ ამ გასაცნობ პორტალებს და შედეგად, ქართველი ქალების დიდი უმრავლესობა უბრალოდ ,,ზის” ამ საიტებზე, როგორც ნარკომანი ნემსზე. არც კაცები აკლებენ ხელს, თუმცა მათ მეტი უფლებები და შესაბამისად, მრავალფეროვანი გართობის საშუალება აქვთ.

III. სექსუალური რევოლუცია ,,აქ და ,,იქ

16საქართველო ის ქვეყანაა, რომელსშიც არ მომხდარა სექსუალური რევოლუცია. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ XX საუკუნის 60-ან წლებში, ჯინსების, როკ-ნ-როლის და ჰიპების ეპოქის დადგომასთან ერთად, გადახედა საზოგადოების სექსუალურ ცხოვრებას, რასაც მოჰყვა სექსუალური ურთიერთობების ძირეული შეცვლა. შედეგად, პიროვნება და საზოგადოება გათავისუფლდა მკაცრი მორალური ნორმებისგან, გადაიხედა შეხედულება უმანკოების თაობაზე, ქორწინების გარეშე სექსის აკრძალვა დავიწყებას მიეცა, ორალური სექსი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღარაა ტაბუ.

XX საუკუნის 90-ან წლებამდე (საბჭოთა კავშირის დაშლამდე) ქართველების შეხედულებები სექსზე ძირითადათ ეფუძნებოდა ქრისტიანულ და კომუნისტურ, ანუ ორთოდოქსულ და ტოტალიტარულ იდეოლოგიებს და მათგან გამომდინარე შემდეგ მორალურ ნორმებს: 1.სქესთა უთანასწორობა მამაკაცთა სასარგებლოდ და შესაბამისი ორმაგი სტანდარტების მორალი. კაცი მიჩნეული იყო ოჯახის უფროსად, ნორმალურად ითვლებოდა ძალადობა ოჯახში. ქალი თითქმის არ ეკუთვნოდა საკუთარ თავს: ის ჯერ მამის საკუთრებას წარმოადგენდა, შემდეგ – ქმრისას; 2.ზოგადად სექსი წარმოადგენდა საზოგადოებაში ტაბუირებულ თემას, ხოლო მეცნიერება მასზე ითრგუნებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ. სექსის როლი გაიგივებული იყო მხოლოდ გამრავლებასთან; 3.კონტრაცეპციასთან და აბორტებთან მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება, დროდადრო მათი აკრძალვაც კი; 4. ჰომოსექსუალიზმის, ქორწინების გარეშე სექსის (განსაკუთრებით – ქალებისთვის) მიუღებლობა და კანონით დევნა.

pradvinutebiდღეისათვის ვითარება მკვეთრად შეიცვალა – საქართველოში მომწიფდა ყველა პირობა სექსუალური გარდაქმნებისთვის. როგორც ცივილიზებული სამყაროს შემთხვევაში, აქაც თავისი გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ამაღლებამ. ,,რკინის ფარდის’’ დამსხვრევამ და დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებამ, მასობრივმა განათლებამ და მეცნიერების როლის გაზრდამ, იდოლოგიური წნეხის შემცირებამ, გადასვლამ აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიალურზე, გამოიწვია ცვლილებები ადამიანთა ცნობიერებაში. ბიბლიური ჭეშმარიტებები ეჭვის ქვეშ დადგა, ქალებმა იგრძნეს თავი კაცებთან თანასწორად.

90-იანი წლებიდან ქართველმა ქალმა აიღო თავის ხელში ყოფა-ცხოვრების მართვის სადავეები, ყოველდღიური ყოფის მთელი სიმძიმე სწორედ მას დააწვა მხრებზე. ქალის როლი საქართველოში არნახულად გაიზარდა – ის შრომობდა ფიზიკურად, ვაჭრობდა ბაზრობებზე, მუშაობდა საზღვარგარეთ, კაცები კი ან საფლავებში იწვნენ, ან ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკებით გაბრუებულნი განისვენებდნენ და ცრემლით თვალზე, ინფანტილური სასოწარკვეთით აღიქვამდნენ რეალობას. ქალი არა თუ გაუტოლდა მამაკაცს, არამედ ზოგ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე მასზე წინ დადგა და სათანადოთ, თავისი კუთვნილი უფლებებიც მოითხოვა. ქალს ბავშვების გაჩენა-აღზრდის გარდა, შეეძლო დაკავებულიყო მისთვის სასურველი საქმიანობით. სექსი გახდა არა მხოლოდ ბავშვების გაჩენის რაღაც მკვდარი, მექანიკური აქტი, არამედ უსაფრთხო, სიამოვნების და სიხარულის მომგვრელი წყარო.

ინტერნეტის და კომპიუტერული ტექნიკის მასიურმა შემოჭრამ საქართველოში  გააადვილა სქესთა შორის ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობა. სექსუალური რევოლუციის წინსვლისთვის არანაკლებმნიშვნელოვანია ის, რომ ვირტუალურ სამყაროში ქალი და მამაკაცი გაცილებით ადვილად, ღიად ბედავენ პირადი  სექსუალური პრობლემების განხილვას, აგრეთვე მიმდინარეობს ცხოველი ბჭობა ზოგადად სქესთა შორის ურთიერთობაზე, აქ აკრძალული თემები აღარ არსებობს!  ინტერნეტის წყალობით უამრავმა ადამინმა დაამყარა სასიყვარულო ურთიერთობები და შედეგად, მანკიერი წრე გაირღვა – რევოლუციამ მასობრივი ხასიათი შეიძინა! მოძველებულმა რელიგიურმა და იდეოლოგიურმა, მასებში ტაბუირებეულმა სექსუალურმა ნორმებმა ვერ გაუძლეს დროის მოთხოვნებს და ისინი არქაულ, სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. ტაბუ დაიმსხვრა, ის მოკლე ხანში საბოლოოდ შემოიდება არქივის მტვრიან თაროზე!

მაგრამ თვით ჩვენი საზოგადოება პოსტინდუსტრიალურისგან ძლიერ განსხვავდება, რაც ჩანს თუნდაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი მოპყრობაში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მართალია ქალმა მოითხოვა გაზრდილი მნიშვნელოვნების შესაბამისი უფლებები, მაგრამ საზოგადოება ძნელად თმობს მოძველებულ მორალურ ნორმებს, ქალი ჯერ კიდევ რჩება საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში და ის დიდწილად მაინც კაცისგანაა დამოკიდებული.

IV. სექსუალური რევოლუციის ქართული თავისებურებანი, ანუ რა სურთ ქართველ ქალებსა და მამაკაცებს?

ჯერ კიდევ საუკუნის წინ ზიგმუნდ ფროიდმა თავის შეგირდ ქალს დაუსვა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც პასუხი ჯერჯერობით ვერავინ გასცა – ,,რა სურთ ქალებს?”.

20

დასაწყისისთვის მოკლედ გადავხედოთ თანამედროვე მეცნიერების შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე. აქვე დავსძენ – ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ წამყვანი ქალი სექსოლოგების (ჯულია ჰაიმანი, მერედიტ ჩივერსი, ვირჯინია ჯონსონი, ლიზა დაიმონდი, მარტა მინა) კვლევების მონაცემები, რადგან ვინ შეიძლება იყოს კომპეტენტური ისეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც ქალის სექსუალური ლტოლვაა? რაღა თქმა უნდა – ისევ ქალი. თუმცა, ისეთი გამოცდილი მკვლევარიც კი, როგორც ქალის სექსოლოგიის ცნობილი სპეციალისტი ქუინის უნივერსიტეტიდან, სექსუალური კვლევების სფეროში მსოფლიოში წამყვანი გამოცემის – ჟურნალ  Archives of Sexual Behavior -ს სარედაქციო საბჭოს წევრი, მერედიტ ჩივერსი, ქალების აღგზნების და სურვილის საუდუმლოზე საუბრისას აცხადებს: ,,ხანდახან მგონია, რომ პირველი მოგზაური ვარ, რომელიც უღრან ტყეს მიადგა. ამ ტყეში ერთი პატარა ბილიკი კი მიიკლაკნება, მაგრამ ეს ბილიკი დიდი აღმოჩენებისთვის არ კმარა”.

1. ჩივერსმა ჩაატარა ცდები ორივე სქესის, სხვადასხვა ორიენტაციის მოხალისეებზე. ვიდრე ისინი ადევნებდნენ თვალს პორნოგრაფიულ სცენებს, მერედიტი ზომავდა მათი აღგზნების ხარისხს ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლებით. მეცნიერმა მოხალისეებს სპეციალური აპარატი, პლეტიზმოგრაფი დაუმაგრა გენიტალიებზე, რითიც ის სასქესო ორგანოებში სისხლის მოძრაობის (მატება-კლება) ხარისხ ადგენდა. პარალერურად, მონაწილეებს დაურიგეს კლავიატურაც, რათა თვითონაც დაეფიქსირებინათ, რამდენად აღგზნებულად გრძნობდნენ თავს ამა თუ იმ ფილმის ყურებისას. მამაკაცების შემთხვევაში, მათი სუბიექტური და პლეტიზმოგრაფზე დაფიქსირებული აღგზნების (ანუ ერექციიის) ხარისხი ერთმანეთს დაემთხვა. ქალების შეთხვევაში კი სულ სხვაგვარი შედეგი გამოვლინდა. სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქალების გენიტალიებმა აღგზნებით უპასუხეს ყველაფერს, რაც ეკრანზე გამოჩნდა – ქალი და კაცი, ქალი ქალთან, კაცი კაცთან. მათ გენიტალიებში სისხლის მიმოქცევამ იმატა, როცა უყურებდნენ დიდი მაიმუნების, ბონობოების, სექსსაც. ერთი სიტყვით, ქალების შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გონება და გენიტალიები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა, პლეტიზმოგრაფსა და კლავიატურაზე დაფიქსირებული შედეგები თითქმის არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ქალის სხეულსა და ტვინს შორის  შეუთავსებლობის გამო მერედიტ ჩივერსი მის სექსუალობას ჰყოფს ორ განცალკევებულ სფეროდ – ფსიქოლოგიური და სუბიექტური. ლტოლვა, თავსდება სუბიექტურ სისტემაში, ხოლო ფსიქოლოგიური აღგზნება მის შესახებ ბევრს არაფერს გვიმხელს. ,,ასე რომ არ ყოფილიყო – ხუმრობით ამბოს მეცნიერი – უნდა  დამეჯერებინა, რომ ქალებს სურთ ბონობოებთან ჰქონდეთ სექსი”.

222. იუტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და გენდერული სწავლების პროფესორი, ლიზა დაიმონდი მიიჩნევს, რომ ქალის სურვილის ძირითადი წყარო ინტიმურობასა და ემოციური  კავშირშირია, რამაც შეიძლება ქალს თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაციაც კი შეაცვლევინოს. დაიმონდი ამტკიცებს, რომ უმრავლეობა ქალებისა ეთანხმება გამონათქვამს: ,,მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფიზიკური ლტოლვა უჩნდება ადამაინის, და არა მისი სქესის მიმართ”.

3. განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ნევადის უნივერსიტეტის პსიქოლოგიის პროფესორი მარტა მინა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სიახლოვეს და ინტიმურ კავშირს – აცხადებს მინა – არასწორია დავასკვნათ, რომ სწორედ ურთიერთობებია მისი სურვილის ძირითადი წყარო. მართალია პარტნიორებს შორის გაფუჭებული ურთიერთობა ხშირად კლავს სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ სურვილის შენარჩუნების გარანტიას არც კარგი ურთიერთობა იძლევა”. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქალის სურვილი, განსხვავებით კაცისგან, ურთიერთობებზე არაა დამოკიდებული, ის უფრო ნარცისულია. ქალის ლტოლვას განაპირობებს საკუთარი თავისადმი სიყვარულის შეგრძნება, განცდა, რომ თავი იგრძნოს ეროტიკული აღგზნების და სექსუალური ნდომის ობიექტად. მისი აზრით: ,,კაცის სხეული ერექციის გარეშე აღგზნებას თითქმის არ გამოხატავს, მაშინ, როცა ქალის სხეული აღგზნებულია თუ არა – ყოველთვის მიანიშნებს დაპირებას სექსზე. ქალის სურვილის გაღვივებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სასურველ ქალად თავის გრძნობა და გარკვეულწილად ნარცისიზმიც. ქალისთვის, შეგრძნება იმისა, რომ ის სასურველი არსებაა, უკვე  თითქმის უდრის ორგაზმს”.

   4. დასახელებული მეცნიერების თვალსაზრისით ქალების შემთხვევაში, ვიღებთ არა შემტევ, მამაკცებისთვის დამახასიათებელ მიმწოლ სექსუალურობას, არამედ უფრო საპასუხო, რეაქციულ პროცესს. როდესაც მამაკაცი და ქალი ქმნიან წყვილს და ამ კავშირის ტესტოსტერონით დამუხტული ერთი მხარე, ანუ მამაკაცი რისკზე მიდის და აგრესიული ხდება, ცხადია წყვილის მეორე ნაწილი ანუ ქალი ამ აგრესიის მიმღები იქნება. ასეთ შემთხვევასი ქალი უნდა იღებდეს და ადექვატურად პასუხობდეს კაცის აგრესიას. კაცს მუდამ ეჩქარება, მას დროული სექსი სურს. ეს განსხვავება კი ხშირად კონფლიქტს იწვევს.

დაბოლოს მივუბრუნდეთ კითხვას – რა სურთ ქალებს? შესაძლოა, რომ დაიმონდის თეორია ინტიმურობის სექსუალური ძალის შესახებ, ავსებდეს მინაც მტკიცებას, რომ სურვილის საწყისი ნარცისიზმია. ასეა თუ ისე, შეუთავსებლობა ობიექტურს (სისხლის მიმოქცევა, ლუბრიკაცია) და სუბიექტურს (ლტოლვა) შორის ქალებში, კავშირის ეს შინაგანი წყვეტა, სავარაუდოთ ამძაფრებს ზოგიერთი ქალის უარყოფით დამოკიდებულებას საკუთარი სხეულისადმი, რის გამოც მას უჭირს უკანასკნელი ბარიერის გადალახვა და რეალურ სექსამდე მისვლა. ქალმა თვითონ  არ  იცის წესიერად, რა უნდა, ის ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში.

ამგვარი ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, შეგვიძლია გადავიდეთ, ასე ვთქვათ, სექსუალური ლტოლვის ქართულ თავისებურებებზე.

   17A. ქართველი მამაკაცის ქცევითი სტერეოტიპი, რაღა თქმა უნდა, საბჭოური ბავშვობიდან მოდის. მთელი ცხოვრება კაცი დედაში ჭვრეტდა დიასახლისს, რომელიც სახლში მაგარ ხაჭაპურს უცხობდა და უგემრიელეს ღომ-საცივს უმზადებდა, ურეცხავდა, უკერავდა, ულაგებდა. მამა ამ დროს ,,საყვარელთან” ერთობოდა ან ,,ბოზებში” დაიარებოდა, დედას კი ქალად არავინ აღიქვამდა – არც მამა, არც გარეშე კაცები და არც მოზარდი შვილი. შედეგად, სოციალისტური მენტალიტეტის ქართველი კაცი მოკლებულია განცდას, რომ ქალის სახით მას თანასწორ, სრულუფლებიან ადამიანთან აქვს საქმე, ის ქალს პატივს მხოლოდ სიტყვებით მიაგებს, სუფრაზე და სადღეგრძელოებში ეთაყვანება. მამაკაცში ჩამოყალიბებული ორმაგი სტანდარტების მორალის გამო, ქალთან ტყუილიც დასაშვებია, მისი ,,გადაგდებაც მოსულა” და მიტოვებაც და ეს არ აღიქმება დიდ უსინდისობად, არც პირადად, საკუთარ თავთან და, არც საზოგადოება გაკიცხავს კაცს ამგვარი საქციელისთვის. პირიქით, ,,მსაჯულთა” აზრით, კაცის ღალატი, პოლიგამიურობა, მის ,,მაგარ კაცობას” წარმატებულობის ელფერს შესძენს. ამრიგად დღეისთვის, ქართულ საზოგადოებაში ქალის როლის საგრძნობლად ამაღლების მიუხედავათ, ქალის უთანასწორობა კაცთან ჯერ კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.

ცნობილია, ბუნებით კაცი მონადირეა და ის მუდამ ახალი ნადავლის დაპყობისკენ არის მიდრეკილი. განცდას, რაც შეიძლება მალე, ნებისმიერი ხერხით დაამარცხო ,,მტერი”, გნებავთ ,,შეაცდინო” ის, ქართველ კაცში ამძაფრებს შემდეგი გარემოებაც. სოციალისტურ ბანაკში ,,სექსი საერთოდ არ არსებობდა”, სასირცხვო იყო და კაცს მუდმივად უწევდა ქალთან ხვეწნა-მუდარა, რათა ის სექსზე დაეყოლიებინა, ათასგვარი ხრიკის გამოგონება სჭირდებოდა, რათა ქალთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. გავიხსენოთ თუნდაც, ქალების დასაპყრობად რუსეთში, ათასობით კილომეტზე, 37 მანეთად ქართველი კაცების ჯოგებად ფრენა. აღნიშნულ მიზეზთა გამო, მამრის ისედაც ბუნებრივი მოწოდება მონადირეობისადმი, ახალი ნადავლის დაპყრობისადმი მეტად გაზრდილია ქართველ მამაკაცში.

მაშასადამე, ჩვენში მამაკაცები ქალს აღიქვამენ, როგორც დასაპყრობ, მეორეხარისხოვან, ,,გასაჟიმ ობიექტს და შედეგად, ქართველი კაცი პრაქტიკულად სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე იწყებს ფიქრს ახალ ,,ნადავლზე”.29

   B. ქართველი ქალი. სიყვარულში, სექსში ორი მხარეა და ყოველივე უარყოფითი არ შეიძლება იყოს, როგორც ამას ქართველი კაცები თვლიან, ერთის – ქალის ბრალი. სწორედ მამრის მანკიერი მოპყრობის გამო, ქალის ,,ავადმყოფობის” ტიპიური ისტორია, მისი სექსუალური შიშების ანამნეზი ასე გამოიყურება: …დიდი სიყვარული, სექსი! …ის კვლავ და კვლავ, მერამდენედ დარჩა მიტოვებული, გულგატეხილი. ქალი ხვდება, რომ სექს მალევე ღალატი მოჰყვება, სწორედ აქტზე თანხმობის გამო, დაახლოების მაგიერ, ის სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს – მისადმი სიყვარული, აღფრთოვანება წარსულს ბარდება.

უარყოფითი გამოცდილება იწვევს გულის აცრუებას, რადგან ქალმა რეალურ ცხოვრებაში ვერ მონახა მუდმივი პარტნიორი, ვერ დაამყარა მდგრადი სასიყვარულო კავშირი. ის იძულებული ხდება ფრთხილად იყოს მამრთან და შეიკავოს თავი სექსისგან, ხოლო სობოლოო თანხმობის შემთხვვაშიც კი, დიდ ხანს აწვალოს კაცი, რათა მაქსიმალურად ბევრი დათმობა გამოსტყუოს მას და ხანგრძლივად შეინარჩუნოს მეტად სასურველი სექსუალური ობიექტის სტატუსი.

მაგალითად, ერთმა, თითქოს ნორმალურმა, წარმატებულმა ქალმა, აუზზე გარუჯვისას, ნაპირზე გამოჩენილი ათლეტების დანახვაზე გამიმნხილა: ,,აი სწორედ ასეთი პიჟონების მაგრად ახურუშება და შემდეგ სირ-ამოღებული დატოვება მევასებაო!”. ასე გრძნობდა ის ქალი საკუთარ თავს სექსუალური ლტოლვის სანატრელ ობიექტად, ასე იკმაყოფილებდა ის საკუთარ ნარცისიზმს. ქალმა ხომ წარსულის გამოცდილებიდან იცოდა – როგორც კი ის დათანხმდებოდა სექზე, მომენტალურად დაკარგავდა სექსუალურ მომხიბვლელობას და მას სანაგვეზე მიაგდებენ. სწორედ  ნეგატიური გამოცდილების გამო  ქართველი ქალი  ძნელად იძლევა თანხმობას სქესობრივ აქტზე!

   19დასკვნა. არქაული ქართული საზოგადოება, დღესაც, კაცის და ქალის სასიყვარულო ურთიერთობას აღიქვამს როგორც ომს, რომელშიც არის გამარჯვებული აგრესორი, მონადირე – მამაკაცი და დამარცხებული, დამცირებული მსხვერპლი – ქალი. ურთიერთობის ამგვარი აღქმის შედეგად, წინასწარ ბრძოლის წაგებაზე ორიენტირებული ქალი ცდილობს, რაც შეიძლება გვიან აღმოჩნდეს მტრის ხელში და შესძლოს მომავალ კაპიტულიაციამდე მეტი დათმობები გამოსტყუოს გამარჯვებულს. მამაკაცი, თავის მხრივ, ალყას ურტყამს მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს და უტევს, რათა საბოლოოდ მიიღოს კონტრიბუცია და შემდეგ ხარკის სახით დაუნიშნოს დამარცხებულს გადასახადი. გარდა წმინდა საომარი მოქმედებებისა, თავგამოდებულ ბრძოლა-ვაჭრობაში, ორივე მხრიდან, როგორც ეს ნამდვილ სამხედრო კონფლიქტს ახასიათებს, ჩართულია ნათესავ ,,დესპანთა” კორპუსი და სამეგობრო წრის ,,სახალხო” დიპლომატია.

სექსის ომისმიერ აღქმაზე, ამ უთანასწორო ბრძოლაში მხოლოდ ერთი გამარჯვებულის არსებობაზე, თუნდაც აქტის აღმწერელი ქართული სიტყვები მოწმობს: მი-თხოვება, გა-თხოვება, ხმარება, მი-ცემა, შე-ცემა, შეც-დენა, გაჟიმვა, მო-ტ…. და სხვა. ყველა ჩამოთვლილი სიტყვა გამოხატავს მხოლოდ ერთ, ტოტალიტარული საზოგადოებისთვის დამახსიათებელ აზრს და მიმართულებას: ერთი მხარე – მამაკაცი, რჩება მოგებული, ხოლო მეორე – დედაკაცი, დაზარალებული. ამ ,,მონათმფლობელურ” აქტს კაცი სჩადის და მხოლოდ ის იღებს სიამოვნებას, სარგებელს, ქალი კი, მორჩილად ნებდება ბედის განაჩენს.

მაგრამ სექსი არ გახლავთ გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი, ის მუდმივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა – ,,ძირითადი ინსტიქტი”. ყოველივე ზემოყვანილიდან ლოგიკურად გამომდინარეობას კითხვათა კითხვა: რა გამოსავალი მოძებნოს ქართველმა ქალმა, რათა დააღწიოს თავი მოჯადოებულ წრეს, ერთი მხრივ – მუდმივად გრძნობდეს თავს სექსუალური ლტოლვის ობიექტად, იკმაყოფილებდეს ნარცისიზმის სურვილს, ჰქონდეს მამაკაცთან მყარი, ხანგრძლივი ინტიმური და ემოციური კავშირი და მეორე მხრივ – ის კვლავ და კვლავ არ დარჩეს მიტოვებული, გულგატეხილი?

18

ქალის ყველა, ამ შეუთავსებელი მოთხოვნის ერთდროულად  თავის მოყრა საქართველოს პირობებში მხოლოდ ვირტუალურ სამყაროს ძალულს. ქართველმა ქალებმაც შესაბამისი პასუხი გასცეს დასმულ კითხვას – ინტერნეტიი-ი!

V. ინტერნეტი და ქართული სექსუალური რევოლუცია

,,ქართული საზოზაგადოების ჩამორჩენილობისა და რელიგიური ფარისევლობის მიუხედავად, მართალია ნახევარი საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, სექსუალური რევოლუცია საქართველოში შემოიჭრა, რასაც დიდწილად ინტერნეტმა შეუწყო ხელი” – ამტკიცებს თავის კვლევებში ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტი და გამოყენებითი სოციოლოგიის დოქტორი  Z.Ochil seu J. Filipo Bruno (2008). მისი მეცნიერული შრომა შემდეგი შესავლით გახლავთ წამძღვარებული:

,,საქართველოში სექსუალურ ყოფაქცევაზე თუ ნორმებზე მკაცრი საზოგადოებრივი და სარწმუნოებრივი კონტროლის პირობებში, სწორედ ვირტუალური სამყარო შეიქმნა ის სივრცე, რომლის დახმარებითაც გახდა შესაძლებელი თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების დამყარება. კომპიუტერის მეშვეობით ქართველმა ქალებმა მოახერხეს საკუთარი საცხოვრებელი სოციუმიდან გაქცევა, თავი დააღწიეს იმ წრეს, სადაც მათ ყველა იცნობს და შესაბამისად, ადვილია მათი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება, შემდგომი საზოგადობრივი გაკიცხვით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში, გათხოვების პერსპექტივის დიდად შემცირებით. მხოლოდ ინტერნეტით თუ იქნებოდა ყველასაგან დაფარული ამა თუ იმ ქალის და კაცის გაცნობა, რითიც ქართველი მდედრები თავს აარიდებდნენ საზოგადოებრივ მსჯავრს, ,,ბოზის”, ,,გარყვნილის” თუ ,,მრუშის” სახელს. ინტერნეტნა გაარღვია ჩაკეტილი საზოგადოება, ასე დაიწყო საქართველოში სექსუალური რევოლუციის გამარჯვებით სვლა! ივერიის ძირძველ მიწაზე სექსრევოლუციის აჩრდილი დაეხეტება! 33ჯადოსნურმა ვირტუალურმა სამყარომ თავისი უხილავი, ღვთაებრივი ხელით ეს დაჭკნობისთვის განწირული ყვავილები საკუთარი წრის გამოფიტული ნიადაგიდან მოსწყვიტა და ახალი სოციუმის ნოყიერ ნიადგაზე გადარგო, რათა ისინი კვლავ გაფურჩქვნილიყვნენ, ტკბილი ნაყოფი გამოესხათ და მამრობითი სქესის ინდივიდებს ახლადდაბადებული ქალის მივიწყებული, გამაბრუებელი სურნელი შეეგრძნოთ!” 

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ინტერნეტმა საბოლოოდ გაჭრა გორდიას კვანძი. სქესთა შორის ომი შერბილდა, მკაცრი მსაჯულები ვერ იგებენ მიმდინარე ,,ბრძოლის” შესახებ და ამიტომ ქალი ადვილად წვება მამაკაცთან. ქართველმა ქალმა, თავისთვის წამგებიან პირობებში, ინტერნეტის მეშვეობით გაარღვია წინააღმდეგობათა მოჯადოებული წრე და ვირტუალურ სამყაროში შეიძინა ის გარანტიები, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ გამონახა – ქალი სასურველია, მამაკაცთან კავშირი ხანგრძლივია, ემოციური და ყოველდღიური, ხოლო მიტოვება, გულგატეხილობა, ან საერთოდ არაა, ან ნაკლებად მტკივნეულია, რადგან დაკარგულ, გაქცეულ მამრს მალევე და ადვილად, ,,მაუსზე” თითის რამოდენიმე დაჭერით მოეძებნება შეცვლა.

მიუხედავათ ყველაფრისა, ქართველ ქალებს მაინც უჭირთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და სექსუალურ აქტამდე მისვლა, რასაც შემდეგი ორი მიზეზი განაპირობებს: ა)ფიზიოლოგიური – ფსიქიკასა და სხეულს შორის შეუთავსებლობა და ბ) ნაციონალური – ქართველ ქალებს ისე ძლიერ აქვთ თავში ,,გაჭედილი” საკუთარი წარმოსახვითი უმანკოება, რომ მაინც აგრძელებენ საკითხისადმი მითოლოგიურ მიდგომას და ,,ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფის” შევსებას. ქართული საზოგადოება კვლავ გააფთრებით იცავს საკუთარ წარმოსახვით წესიერებას.

ასეა თუ ისე, მითით გადაილახა დაუძლეველი წინააღმდეგობა, ქართულმა ცნობიერებამ აქაც შესძლო შეუთავსებელის შეთავსება, უმანკოების და სექსის! Z.Ochil seu J. Filipo Bruno -ს დღიურებში, ,,ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფის” გვერდზე, კუთხეში ვკითხულობთ მინაწერს: ,,ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!”. იქვე, ოდნავ ქვემოთ მიჯღაბნილია: ,,ფარისევლობა ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!”. ერთდროულად – ნეტარი და მრუში, კდემამოსილი ქალიშვილი და ,,მაგარი ნაშა“ –  ,,სუპერ!”. 

32

 P.S.

საქართველოში ქალის და კაცის ურთიერთობამ საკმაოდ მახინჯი ფორმები შეიძინა, რადგან აქ გაბატონებული ფარისევლური მორალით ადამიანები ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ. აქედან გამომდინარე ქალებს საქართველოში, როგორც ყველგან მსოფლიოში: ფიქრით – მაგრად უნდათ; იძულებულნი არიან თქვან, რომ სრულიად არ უნდათ და საერთოდაც ეს თემა არ არსებობს, ბასტა! რა ხერხს მიმართავს ქართული საზოგადოება, რათა გადაწყვიტოს დილემა? აღნიშნული წინააღმდეგობის დაძლევა წარმოებს ისევ ნაცნობი მითოლოგიზაციის მეთოდით: იბადება მითი ქართველი ქალების მსოფლიოში უპრეცენდენტო წესიერების, სინაზის, უმანკოების და კდემამოსილების შესახებ. საქმეში ერთვება ორმაგი სტანდარტების მორალი: ქალები ღიად აკეთებენ და იქცევიან ისე, როგორც სხვას ანუ საზოგადოებას სურს და მკაცრადაც მოითხოვს; ფარულად – ეწევიან ან ხელოვნურ თვითდაკმაყოფილებას, ან მალულ ინტერნეტ-გაცნობას და სექსს უცხო სოციუმის მამაკაცებთან. ფარისევლური მითის საშუალებით წინააღმდეგობა კვლავ უმტკივნეულოდ დაიძლია, უბიწოება და სექსი, მრუშობა და უმანკოება – შერწყმით! მაგალითად, როგორც ცივი, სველი ცეცხლი, წყლიანი ზეთი, ცოცხალი მკვდარი. შედეგად, წარმოიიქმნება სუროგატი, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ასეთივეა სიყვარულის და სექსის სუროგატი, ცრუ, უფერული და უსიცოცხლო. მიუხევად სასტიკი წინააღმდეგობისა ტოტალიტარული საზოდადოების მხრიდან, თავისი  მოძველებული მორალით, ხელოვნური დოგმებით და მრავალი ტაბუთი, ქართველმა ქალმა გაბედა და ინტერნეტის მეშვეობით  გაიჭრა გაუკონტროლებელი, თავისუფალი სქესობრივი კავშირების ასპარეზზე! ახლო მომავალში ნაფტალინით დაფარული სიტყვა – ,,საყვარელი გაქრება და  Boyfriend-Girlfriend-ის ცნება საქართველოს რეალობად იქცევა, საზოგადოება ნორმალურად აღიქვამს სექსს, ის გაიხსნება და გავითარდება! ,,უკმარისობით  გამოწვეული აგრესია წარსულს ჩაბარდება, ხალხი დამშვიდდება, ფარისევლობა და  მითოლოგიური აზროვნება დავიწყებას მიეცემა! სიყვარული ნამდვილად  გადაარჩენს  საქართველოს

39ზურა ოდილავაძე”. 2010 წელი, აგვისტო.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

4 Responses to ივერიის ძირძველ მიწაზე სექსრევოლუციის აჩრდილი დაეხეტება! (2010 წელი)

  1. momconss– zalian . realobaa….

  2. rez says:

    ეს ძველია. რამე ახალს დიდი ინტერესით წავიკითხავდი…

  3. odilavadze says:

    ძველია, რადგან ჩემი წერილები ,,ტაბულის” ბლოგიდან აქ გადმომაქვს. გმადლობთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s