შემდეგ პატრიარქად – მევლუდი!

სულ რამდენიმე დღის წინ, (სტატია გამოქვეყნდა არჩევნებამდე – 2012 წლის, ივნისში) ,,ფეისბუკი” გავხსენი. მთავარ გვერდზე შემდეგი ,,სტატუსია” განთავსებული:

 Z.U. ,,პატრიარქმა საკვირაოდ იქადაგა! ერი დააიმედა, მან აღნიშნა: ,,საქართველოს სვლა ევროპისკენ წარმატებით დაგვირგვინდება!.. მე ვაპირებ, როგორც ქართველი ერის სულიერმა მამამ, ღია წერილით მივმართო ევროპის მოქმედ ხელისუფალთ, აგრეთვე რომის პაპს, რათა მათ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირისაკენ! ამასთან, კიდევ ერთხელ შევახსენებ რუსეთის მთავრობას და ერთმორწუნე ხალხს, რომ მათ არ შეშვენით ოკუპანტობა!.. 1ყველა ქართველმა თავისი მატერიალური თუ გონებრივი ქონება, ერის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს და არა საზიანოდ, მაგ., რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად! ოცნება კარგია, მაგრამ ჩვენი ოცნებაც და საქმეც, თუ პირადულ ,,წიკებსა” და სარგებელს მოვარგეთ, ჯობია, საერთოდ, არ ვიოცნებოთ!” (იხ. პატრიარქის დღევანდელი ქადაგება). მე, ზოგადად, შეფასებისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ,,წიკების” ხსენება, პატრიარქს არ შეეფერება! :)”…

ქვემოთ მიწერილ კომენტარებს ვკითხულობ:

R.N. – ღადაობ თუ მართლა ამბობ?🙂

I.N. – ეს ღადაობაა, თუ მართლა ასე იქადაგა? მე არ მახსენდება, ილია მეორეს რუსეთზე ასე ელაპარაკა! მგონი, ღადაობაა!🙂

Z.U. – აბა, თქვენ სხვანაირად წარმოგიდგენიათ, ერის სულიერი მწყემსმთავარისგან?🙂

G.M. – მაგარი ოცნებაა… ეჰ!

I.L. – და ამ ყველაფრის წინამძღვარი იყო თ.გიგნაძის კათარზისი…🙂

ავიღე და მეც მივაწერე:

Odilavadze Zura – კომენტარების ჩამთავრებამდე, პატრიარქი კინაღამ შემიყვარდა. მართლაც, გაბედული სულიერი წინამძღოლი, რომ გვყავდეს, რა ადვილად გადაწყდებოდა ჩვენს წინაშე მდგომი ძირითადი ამოცანები – ერთობა, რუსული ოკუპაცია, ნატო და წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეჰ

*         *         *

ttმოდით, ჩვენაც წავიოცნებოთ, დროებით, ერის სულიერ მამებს თავი დავანებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც ვარკეთილის მეტროსთან ახლოს, ოროთახიან გარემონტებულ ბინაში, ცოლთან და ორ შვილთან ერთად, 47 წლის, საშუალო სტატისტიკური ტაქსის მძღოლი მევლუდი ცხოვრობს. ჩვენი ,,მევლო”, შიგადაშიგ იგინება და სუფრას პატრიარქის სადღეგრძელოთი იწყებს, მას მითოლოგიური საქართველო, ასევე მითოლოგიურად უყვარს და ფხიზლად ყოფნისას, ტაქსისტების მორალურ-ეთიკურ ,,მინიმალისტურ” კოდექსს, გაჭირვებით, მაგრამ იცავს. დასავლეთიდან საქართველოში ჩამობრძანებული კეთილმოსურნე პოლიტიკური ლიდერის ტელევიზიით ყოველდღიური ხილვისა და საკუთარი გაურკვეველი სათნოებების გამო, მევლუდმა წარმოიდგინა, რომ წესითა და რიგით, საჭიროებისამებრ, მსოფლიოს პოლიტიკოსებმა და პროგრესულმა კაცობრიობამ მას უნდა მოუსმინოს…

3დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება, რომ იწინასწარმეტყველო მოვლენათა შემდეგი განვითარება: ერთხელაც, ქართველი ხალხისა და მისი უკუღმართი ბედით შეძრწუნებული მევლუდი, საღამოს, რაგბში, საქართველო – რუსეთის ნაკრებების მატჩის, ორი ბოთლი ,,Балтика №9” თანხლებით ყურების შემდეგ, პატრიოტიზმის საკმაო დოზით აღივსება, შვილის საწერ მაგიდას პირველად მიუჯდება, სიგარეტს ღრმად დაანაფაზებს და ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ქართველების დიდ ქომაგს, ქეთრინ ეშტონს, ზემოთმოყვანილი, ,,სტატუსის” მსგავსი შინაარსის წერილს გაუგზავნის: ,,პატივცემულო ქალბატონო ქეთრინ, გწერთ და თვალზე ცრემლი მადგება…”4

მაშ, როდესაც ამჟამად, ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ქართველ ხალხს დღესაც რუსული აგრესია ემუქრება და საქართველოს სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიულ ამოცანას, დასავლეთთან  ინტეგრაციის გზით, რუსეთის იმპერიის ორბიტიდან თავის დაღწევა წარმოადგენს, მევლუდისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ რეალური ავტორიტეტის მქონე, ერის სულიერი მამა, თუნდაც საშუალო სტატისტიკურ ტაქსის მძღოლს,რატომ არ მიბაძავს? მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებისთვის, როგორც ეს, ბოლშევიკური  ტერორის მიუხედავად, ამბროსი ხელაიამ გაბედა, რატომ არ მიმართავს?.. 

პირველიერარქი სრულიად სხვა რიგის პრობლემებითაა დაკავებული. მაგალითად, საკვირაო ქადაგებაში (17.06.2012) ის აღნიშნავს, რომ ჩვენ შვილებს ,,დავუნიშნეთ ისეთი ზედამხედველები, ე.წ. მანდატურები, რომელნიც კი არ ზრდიან ჩვენს შვილებს, არამედ აქცევენ მათ ენის მიმტან ადამიანებად”. აგრეთვე, პატრიარქის სასტიკ გულისწყრომას, ბაგრატის ტაძრის საერო (სამუზეუმო) ნაწილში მინის კონსტუქციისა და ლიფტის დამატება იწვევს. ქადაგების დასასრულ, უწმინდესი, ხელისუფლებაში მოკალათებულ ,,მასონებს” აფრთხილებს: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

მართლაც, უამრავი რამაა მოსასწრები: მახათას მთაზე უშველებელი ტაძრის მშენებლობისთვის შემოწირულობის პროცესის ორგანიზება; საკუთარი საგალობლების მოსასმენად, რატომღაც პარიზში და არა თბილისში, ისეთ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტზე გამგზავრება, სადაც შენაწირს, 200 კაციან დელეგაციაზე გაწეული მგზავრობის ხარჯები, ბევრად აღემატება. პატრიარქის წინაშე სხვა გადაუდებელი პრობლემებიცაა წამოჭრილი: სასოფლო-სამეურნეო კულტურების ეროვნული ნიშნით არჩევა და საბანკო-საკრედიტო ვალდებულებების გაუქმება, ციხეების დანგრევა და მათ მაგიერ, ეკლესიების მშენებლობის საშვილიშვილო საქმე. ასევე მწვავედ დგას ქალის მიერ, დაღლილი ქმრის ფეხების დაბანისა და ახალგაზრდების საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრების აკრძლვის საკითხებიც.

მოკლედ, საჭირბოროტო პრობლემები არ ილევა, არც პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისას, ხალხის დარაზმვის მიზეზებს უჩანს დასასრული. ,,ტემპერატურის ასაწევი” და აჟიოტაჟის ,,ასაგორებელი” თემები ბევრია: ,,აიდი” ბარათების აღებასთან დაკავშირებული, ხელისუფლების მზაკვრული განზრახვის მხილება; სომხური ეკლესიისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭება თუ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა; ახლახანს ,,თავიდან აღმოჩენილი”, სერგო ორჯონიკიძის დროინდელი, ყოველწლიურად განახლებადი, დავითგარეჯის მონასტრების, ერთის მხრივ, მიმტაცებელ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან და, მეორეს მხრივ, ტერიტორიების გამყიდველ ხელისუფლებასთან დიადი ბრძოლის ეპოპეა… ერთი სიტყვითსაუბარია ყველაფერზე, გარდა მთავარისა – რუსული ოკუპაციისა!

მეტიც, რუსი დამპყრობლის გულის მოსაგებად, ერის სულიერი მამა ,,მესამე რომის” აგრესიულ მბრძანებლებს, პირზე კოცნით მოსკოვს ეახლა და ოკუპაციის, ასიათასობით ლტოლვილისა და ათასობით დაჭრილ-გარდაცვლილი მეომრის გვერდის ავლით, სისხლისმღვრელ ომს, ,,გაუგებრობა” უწოდა. rrrერის მწყემსები, ნაირნაირი საბაბით, ოშკის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს აფერხებენ და ამავდროულად, კრინტს ვერ ძრავენ ,,ერთმორწუნე ძმების” მიერ ჩადენილ ვანდალიზმის ფაქტებზე – აფხაზეთში ჩვენი ერის სულიერი საგანძურის ხელყოფაზე, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობასა და უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების მობათქაშებაზე. ამ ველური უმსგავსობის ფონზე, საქართველოსადმი პათოლოგიური ზიზღით შეპყრობილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე, მოკრძალებული ვასალისგან, გაპრზიდენტების აღსანიშნავად, მილოცვას მაინც იღებს…

DDDორიოდ სიტყვით, ,,სტატუსში” ნახსენებ თ.გიგნაძის ,,კათარზისსაც” შევეხები, რომელმაც ჩემდა გასაკვირად, ბევრისგან დადებითი შეფასებაც კი მიიღო. არადა ,,ტაბულელ” ლევან სუთიძის მიერ დასმულ, მართლაც მწვავე კითხვებს, მჭერმეტყველი დეკანოზი, ყველა ხერხით გაურბის. საუბარს ეკლესიის საბჭოურ წარსულსა და იერარქების ოკუპანტთან არაადექვატურად თბილ ურთიერთობებზე, თ.გიგნაძე, პირდაპირ რომ ვთქვათ, დემოგოგიურად თავს არიდებს. ერთმა რეცენზენტმა, ისიც კი დაწერა, რომ ,,ამნაირ პასუხებს, სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა, რადგან სასულიერო პირმა კომუნისტების დარად დემაგოგიის კორიანტელი დაატრიალაო”. ადამიანები, სავარაუდოდ, მოძღვრის ორატორულმა ნიჭმა და ამჯერად გამოტოვებული ,,ცოდვილი” შავკანიანების ,,დანდობამ” მოხიბლა. დეკანოზის ,,მოლბობა”, შეიძლება მის გაზრდილ პოპულარობას, იგივე ,,სთარობას” მივაწეროთ. მოკლედ, ,,ამხანაგმა” თეოდორე გიგნაძემ, რაიკომის მდივნის ,,მართალი” სიტყვა შემოგვთავაზა.

ხსენებული ,,სტატუსის” ბოლო კომენტარი კი ასეთი გახლდათ:

L.A. ზ., თქვენდაუნებურად გენიალური რამ ჩაიდინეთ – საქართველოს მომავალი პატრიარქის სურათი დახატეთ! ჩემი მომავალი პატრიარქი, ამ სტატუსში აღწერილ პიროვნებას უნდა ჰგავდეს. 

საკმარისია, როგორც ზემოთ ნახსენებ, საშუალო სტატისტიკური მევლუდის შეთხვევაში,  წარმოსახვას მოვუხმოთ და სრულიად რეალისტური სურათი წარმოგვიდგება: პატრიარქი ერს, ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს და რომის საყდარს მიმართავს; საქართველოს სახელმწიფო და მისი გატანჯული ხალხი სულ რამდენიმე წელიწადში აღწევს თავის მთავარ საწადელს – ეროვნულ თანხმობას, რუსული აგრესიის შეჩერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებასა და მომავალში წარმატებული, დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს აშენებას… შეუძლია და ვერ ბედავს?.. ყოველივე ზემოთთქმულის გამო, შემდეგ პატრიარქად მე ვირჩევ მევლუდს!

Ne pravზურაბ ოდილავაძე. 2012, ივნისი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to შემდეგ პატრიარქად – მევლუდი!

  1. elizaveta55 says:

    მევლუდი, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თუ დაგვცალდა🙂

  2. odilavadze says:

    ჩვენ ვირჩევთ მევლუდს!😉

  3. მაია კოხტაშვილი. says:

    ამბროსი ხელაიამ გენუის კონვერენციას მიმართვა გაუგზავნა, სადაც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, სტრასბურგში მიშასა და ჩვენი დელეგაციის ვიზიტს კი ჩვენი დღევანდელი პატრიარქი პუტინკირილეს ჩახუტებული ხვდება….

  4. odilavadze says:

    პრიორიტეტები შეიცვალა…

  5. nestan abdushelishvili says:

    ქართული ეკლესია გამალებით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ანგარიშით 1991-1993 2:0 1993- 2003 1:0 2003- 2012 1:1
    2012 დღემდე 1:0 საბოლო ანგარიში 5:1

  6. odilavadze says:

    1. რუსული დაკვეთა და 2. პოლიტიკურ – ფინანსური გავლენის შენარჩუნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s