რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები

,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ” – მილან კუნდერა

I. რუსული აგრესია

1921 წლის 15-16 თებერვალიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე.

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში.1

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი იერიშის მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ…2

…1921 წლის 23 თებერვალს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 თებერვალი ჯარის მიერ დატოვებული თბილისისთვის წითლად გათენდებოდა.

II. სამხედრო ოკუპაცია

ქართული არმიის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარები თბილისში შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ასე დაიწყო  საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი, სისხლიანი ისტორია, რომელმაც 650 000 ადამიანის   სიცოცხლე იმსხვერპლაასიათასობით უდანაშაულო მამულიშვილი კი დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა ხალხთა საბჭოთა საპყრობილეში – ,,გულაგში“.3

წითელმა არმიამ 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა.

1921 წლიდან, მძლავრი ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობა გაიშალა სვანეთში, კახეთში, ხევსურეთში, გურიაში. მათგან აღსანიშნავია 1922 წელს დაარსებული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმი” აღმოსავლეთ საქართველოში. ამ რაზმის წევრებისთვის სურსათის მოწოდებისთვისაც კი, საბჭოთა ცეკა რიგით მოქალაქეებს სჯიდა, აწიოკებდა მათ ოჯახებს. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩოლოყაშვილის რაზმთან კავშირისთვის დახვრიტა ათობით ქართველი სამხედრო პირი და პოლიტიკური მოღვაწე.

5

1922 წლის აგვისტო-სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით ხევსურეთში მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები გააჩაღა.

პირველ რიგში დამსჯელმა რაზმებმა დაანგრიეს და გადაწვეს აჯანყების მონაწილე ხევსურეთის სოფლები. მაგალითად, არ დაინდეს და ცოცხლად, სახლთან ერთად დაწვეს დავდრომილი მოქალაქე, გაგა გოგოჭური.

1923 წელს გურიაში პარტიზანული მოძრაობის გასანადგურებლად გაგზავნილმა სადამსჯელო ექსპედიციამ მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი, დაწვა პარტიზანული რაზმის მეთაურის, მანწკავას ძმის სახლი. სადამსჯელო რაზმის მეთაურმა ალექსანდრე (საშა) ობოლაძემ ცეცხლში ჩააგდო და ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 15 წლის ვაჟი. იგივე სადამსჯელო ექსპედიციამ ცეცხლს მისცა გურიის მთელი რიგი სოფლები.

რეპრესიები მიმდინარეობდა თბილისშიც. 1923 წლის თებერვლის მხოლოდ ერთ ღამეში ციხიდან გამოიყვანეს და გაუსამართლებლად დახვრიტეს 92 ადამიანი. 1923 წლის 16 თებერვალს, ქართველი საზოგადოებრიობის თხოვნის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ვაჟაფშაველას უფროსი ვაჟი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი, ლევან რაზიკაშვილი.

71923 წლის მარტში ჩეკამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მოახერხა საქართველოს გათავისუფლების მიზნით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის – ,,სამხედრო ცენტრის” ხელმძღვანელების, 15 ცნობილი ქართველი გენერლისა და სხვადასხვა ჩინის ოფიცრის დაპატიმრება. ესენი იყვნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე, ილია ჭავჭავაძის დისწული, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, გენერლები – ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები – როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, დიმიტრი ჩრდილელი, გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრები – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენატი ლევან კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელე მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ელიზბარ გულისაშვილი. ყველა მათგანი 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ქალაქგარეთ, დღევანდელი ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს.

,,სამხედრო ცენტრის” წევრების გარდა, ასევე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (,,დამკომი”) წევრები, მისი თავჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე, აგრეთვე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცკ-ას უმრავლესობა. 1923 წლის 9 ნოემბერს ჩეკისტებმა დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრინოე ხომერიკი, რომელიც საქართველოში არალეგალურად იყო ჩამოსული აჯანყების მოსამზადებლად. 1924 წლის 28 იანვარს დააპატიმრეს ,,დამკომის” კიდევ ერთი წევრი გიორგი წინამძღვრიშვილი. 6 აგვისტოს ჩეკამ დააპატიმრა ეროვნული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი. იმავე დღეებში დააპატიმრეს გენერლები ფურცელაძე და ყარალაშვილი.

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში კვლავ იფეთქა ანტისაბჭოთა აჯანყებამ. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო გამოსვლები ჭიათურაში, შორაპანში, გურიაში, სამეგრელოში, გარეკახეთში, სვანეთში. საბჭოთა ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში აჯანყება ჩაახშო. საქართველოს საბჭოთა ტერორის უმაგალითო ტალღამ გადაუარა. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის სატუსაღოებიდან გამოიყვანეს და დავხრიტეს 24 პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე იყვნენ დაპატიმრებულები და აჯანყებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. 29 აგვისტოს ღამით დააპატიმრეს კახეთის აჯანყებულთა ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ისინი მაშინვე დახვრიტეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ ჭიათურისა და საჩხერის აჯანყებულები შეირიგა, იარაღაყრილი ხალხი, დაახლოებით 150 კაცი, თბილისში გასაგზავნად ოთხ საბარგო ვაგონში ჩაკეტა. ვაგონებში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გზაში, კერძოდ ზესტაფონის სადგურში, არგვეთის ჩიზში, მატარებელი გააჩერეს და დაკეტილ ვაგონებში ხალხი ტყვიამფრქვევებით დახოცეს. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა სისასტიკით განთქმული საბჭოთა ჩეკისტი ილარიონ (ვალიკო) ტალახაძე.

სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით,1924 წლის აჯანყების მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობად მიჩნეულია 4-დან 7 ათასამდე ადამიანი. 4განსაკუთრებით დაზარალდა ქართველი თავდაზნაურობა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციის ძირითად მამოძრავებელ ძალად რაცხდა და მის განადგურებას მთავარ ამოცანად მიიჩნევდა. ჩეკას საპატიმროებში, არაადამიანურ პირობებში გამოამწყვდიეს ათასობით ქართველი პატრიოტი. ასობით დაპატიმრებული რუსეთში გადაასახლეს. გაუსამართლებლად დახვრიტეს ათასობით მოქალაქე. წამებით მოკლეს ასობით პოლიტიკური პატიმარი.

III. ერთმორწუნე მტერი

„დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, – წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს .მოლოტოვს.

ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით აიტაცებდნენ ამ წერილს, თავის გამოჩენის მიზნით, ქართველი კომუნისტები და შეუდგებოდნენ უკვე დადგენილების სახით მის შესრულებას. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.

1922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი.

კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოსპატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.

10ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. დანარჩენებს კი 3-4 წლით პატიმრობა განუწესეს. 1925 წლის 8 მარტს, საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. მათი სახელები დღესაც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო კავთისხეველი მოძღვარი, დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი. 1924 წლის სახალხო ამბოხის საპასუხო წითელმა ტერორმა კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია უდანაშაულო გლეხობას. ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს სოფლის გლეხობის რჩეული ნაწილი ჩეკისტებმა გორში, ვითომდა მტყუან-მართლის გასარჩევად, წინ გაირეკეს. სინამდვილეში განზრახული იყო მათი ფიზიკური ლიკვიდაცია სოფლიდან მოშორებით. მამა პანტელეიმონს ციება სტანჯავდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ეს ამბავი რომ შეიტყო, ტანსაცმლით შეიმოსა და გადაწყვიტა, თანასოფლელთა კვალს ასდევნებოდა. რამდენს არ ევედრნენ, – „იმათ არაფერი ეშველებათ, შენ კი ხიფათს გადაეყრებიო”, – დეკანოზმა არ დაიშალა და დატყვევებულ თანასოფლელებს სოფლიდან მოშორებით წამოეწია. მოძღვარი მიხვდა, რასაც უპირებდნენ ხალხს. ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: „მაგათ თუ რამე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და, როგორც ამათი მოძღვარი, მე დამსაჯეთ”. დაღამებისთანავე გლეხები ჩაამწკრივეს და მათ დასახვრეტად მოემზადნენ. გაოგნებული მამა პანტელეიმონი წინ გამოიჭრა და პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარაბადრაგის მეთაურმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა.
დაუნდობელ რეპრესიებს შეეწირა ათასობით სასულიერო პირი. „კონტრრევოლუციური საქმიანობის” ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, ძმები ანდრია და პეტრე კარბელაშვილები, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.

1924 წლის 11 სექტემბერს საზარელი ტრაგედია დატრიალდა გორის მაზრაში. ბოლშევიკებმა აჯანყებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ როგორც ინტელიგენციის წარმომადგენლები – მესხიშვილები, ამილახვრები, ერისთავები, – ასევე მღვდელმსახურები. წითელარმიელებმა «ხალხის მტრებად» შერაცხილები ერთმანეთთან ხელფეხშებორკილი გაუყენეს გორის გზას, თითქოსდა მათი გორის ციხეში გამომწყვდევა ჰქონდათ განზრახული. დაპატიმრებულები გორამდე არ ჩაუყვანიათ, ისინი კასპსა და გორს შორის, ტირიფონის ველზე ჯერ ბარბაროსულად აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს და მათი სხეულები იქვე გათხრილ ორმოში ჩაყარეს. მახლობელ სოფლებში მცხოვრებთ დიდხანს ახსოვდათ სასიკვდილოდ განწირულთა შეძახილები, საერთო სასაფლაოდან კი დახვრეტილთა სამოსის ნაგლეჯები მოჩანდა. იმასაც ამბობდნენ, რომ წითელარმიელებმა სასულიერო პირებს ცოცხლად ჯერ წვერულვაში დააგლიჯეს და მხოლოდ შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს. ისიც ითქვა, რომ სადამსჯელო რაზმის წევრებმა ცოცხალმკვდარი ადამიანები დამარხეს და სამარხზე დაყრილი მიწა კარგა ხანს ტორტმანებდა. იმ ადგილს კარგა ხანს მცველები იცავდნენ, რომ ჭირისუფალს ცხედრების წაღების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

ტირიფონის ველზე დახვრიტეს ძმები პეტრე და ანდრია კარბელაშვილები. მათ კიდევ ორი ძმა ჰყავდათ – პოლიექვთოსი და ვასილი. ოთხივენი საგალობლების შესანიშნავი შემსრულებლები და პოპულარიზატორები იყვნენ. ძმებიდან ერთ-ერთი, ვასილ კარბელაშვილი ქართლ-კახური საეკლესიო საგალობლების კრებულის ავტორი გახლდათ.

12მართალია «ჩეკამ» პეტრე და ანდრია დახვრიტა, მაგრამ რეპრესიები ღვთის სამსახურში მყოფი ოჯახისადმი ამით არ დასრულებულა. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და დახვრიტა პოლიექვთოსის ვაჟი, დოცენტი დავითი, ასევე დახვრიტეს ვასილის ორი ვაჟი – შალვა და ელიზბარი…

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა.

კათოლიკოსპატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვაკომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

   P.S.

არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.

ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან.

თუ გადავხედავთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანეს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გრძელდება ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) და ბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: გვაძლევს კი რაიმე ოპტიმიზმის საფუძველს იმპერიასთან თუნდაც მხოლოდ სარწმუნოებრივი თანაცხოვრების ამგვარი გამოცდილება?

Rezoასეთივე გაუგებარი შეუპოვრობით იმპერია აფეთქებდა ბაგრატსა და ნარიყალას. ეს თითქოს აუხსნელი სისასტიკე კვლავ რუსული იმპერიული  ხასიათიდან გამომდინარეობს. მათი ირაციონალური, დამპყრობლური ბუნება, რომელიც მიმართულია სხვა ერის კვალის წაშლაზე, არსად გამქრალა. პუტინს და მის თანამოაზრეებს ქართველების ბიოლოგიური ზიზღი ამოძრავებთ. სწორედ ტაძრების ნგრევა მეტყველებს მათ უმწეობაზე. იმპერიას მთელი საქართველო ჰქონდა დაპყრობილი, გადათეთრებული, წირვალოცვა ყველგან რუსულ ენაზე აღევლინებოდა, მაგრამ დღეს ეს უბრალოდ ცუდი მოგონებაა. ასევე წავლენ აფხაზეთიდანაც. დღეს უკვე 500 მდე უძველესი ეკლესია მონასტერი შეკეთდა, ასე  განახლდება ,,ბედია” და ,,ილორიც”.

ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იმპერიის უცვლელად აგრესიულ სახეს. მისი პოლიტელიტის ძირითად საზრუნავს დღესაც საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა: ,,ბოროტების იმპერიის” კლანჭებიდან თავის დაღწევა და დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში დროული ინტეგრაცია”. არსებული მდგომარეობა გვკარნახობს, აღვიქვათ რუსეთი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი! პრაგმატულად შევხედოთ საკითხს: რუსეთთან ,,ცხელ” თუ ,,ცივ” ომში გამარჯვების გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება – ასეთია მკაცრი რეალობა და ის ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითავისოს.

14ზურაბ ოდილავაძე. 2012, თებერვალი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

29 Responses to რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები

  1. martla arachveulebrivia ,unichieresi brzandebit,sulmoutqmelad velodebi axall s……..

  2. odilavadze says:

    გმადლობთ!

    • gmadlobt batono zurab am arachveulebrivi statiis gamoqveynebistvis da visurvebdi yvela imadamins caekitxa romlebic mxars uchers rusettan tanamegobrobas iqneb tveni statiidan mainc sheignon tu ra survilebi amozravebs rusets saqartvelos mimart

  3. Kote says:

    რუსული ოკუპაცია არ იყო. სტალინი, ორჯონიკიძე და ბერია რუსები არ ყოფილან. წითელი არმია დააარსა ტროცკიმ და არც ის იყო რუსი. წითელ არმიას ბევრი მომხრე ყავდა საქართველოში. ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი რომელსაც მიაგნეს უცხოეთში სიცოცხლის ბოლო პერიოდში ჩამორთმეულ ინტერვიუში ამბობდა რომ ისინი იყვნენ მხოლოდ მცირე ჯგუფი რომელსაც არ ქონდა მხარდაჭერა ხალხში და ამიტომ შეწყვიტეს ბრძოლა და გადავიდნენ ოსმალეთში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ისევე დაზარალდა როგორც ქართული. 1937 წელს ჩატარებულ ოპერაციაში “კულაკი” რომელსაც სტალინი ედგა სათავეში ფიზიკურად იქნა განადგურებული მანამდე უკვე რეპრესირებული მართლმადიდებლური სამღვდელოების 85 პროცენტზე მეტი. ამის შესახებ არის ინფორმაცია მასიური ძალადობის ენციკლოპედიაში.
    http://www.massviolence.org/The-NKVD-Mass-Secret-Operation-no-00447-August-1937?artpage=2#outil_sommaire_1

    • odilavadze says:

      არა, არა და არა! ეროვნება არაფერ შუაშია, საქართველო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო. რუსეთის ხელწერა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. იმპერია იყო და დღესაც რჩება იმ სახელმწიფოდ, რომელიც ახალი მიწების დაპყრობით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ერების შემდგომი ასიმილიაციით, განაგრძობს სწრაფვას გაფართოებისკენ. სად იყო სტალინი, როდესაც XVI საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა დასრულდა, რუსეთმა არარუს ხალხთა მიწები – კარელია, კომი, ვოლგისპირეთი, ურალისპირეთი; XVII საუკუნეში – ციმბირი, უკრაინა, ბელორუსი; XVIII საუკუნეში პოლონეთი, ყირიმი და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო მიიერთა. XIX საუკუნეში იმპერიის შემადგენლობაში კავკასიაც აღმოჩნდა… ასეთია იმპერიის ბუნება.

      • odilavadze says:

        ეს რუსული მითია. ისეთი ქვეყანა, რომელიც თან კეთილმეზობლობაშია იმპერიასთან (თუ ის ნატოს წევრი არაა) და ამავდროულად, არაა მისი ვასალი, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. გადახედეთ ,,დსთ”-ს…

      • აბსოლუტურად გეტანხმები ზურა.

    • Nana says:

      kargi iqneba, tu me-19 saukunis da 20-e saukunus dasackisis qartul literaturas gadaikitxavt, mag: mixeil javaxishvilis arsena marabdels.

  4. ზურაბ! საინტერესო პუბლიკაციის მომზადების გამო, რასაკვირველია, გულითად მადლობას იმსახურებთ. ნარკვევი სიმცირის მიუხედავად ძალზე ტევადია, მაგრამ მაინც ტოვებს უკმარისობის შეგრძნებას, ვინაიდან შორსაა იმ დანაშაულობათა სრული აღწერისაგან, რომლებიც რუსებს აქვთ ჩადენილი საქართველოსა (ოკუპაციამდე 115 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო ჩვენი ქვეყანა, დღეს კი – 69700 კვ.კმ. აფაზეთ-ცხინვალიანად ) და მისი მოსახლეობის მიმართ. თუმცა, გასაგებია, რომ ვითარება დროულ პასუხს ითხოვდა და ამ მიზეზით საშური იყო მასალის გამოქვეყნება. ტყუილ-უბრალოდ ხომ არ აქვს დართული ნაშრომს კრემლის კარზე ნაპატიებ რეზო ჩხეიძის გამოსახულება მისივე უკიდურესი ცინიკური ოქროკაზმულითურთ: ,,მე მსურს, რომ გაიმარჯვონ რუსთის ინტერესებმა…“ მართლაც რომ ვაი იმ დაჩიავებულ
    ქართველობას, რომლის გასაგონადაც ეს ურცხვი თახსირი ბედავს ამგვარ განცხადებას!!

    • odilavadze says:

      ბატონო, Miqela Sikvdiladze, რა თქმა უნდა გეთანხმებით! უბრალოდ, სტატიის მოცულობა ამხელა ინფორმაციას ვერ დაიტევდა და კიდევ – მე მსურდა მეჩვენებინა იმპერიის დაუნდობელი არსი, რაც თითქოს მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს. დიდი მადლობა შექებისთვის!

  5. eteri says:

    kargi oqneba tu am cerils kvela qartveli caikitxavs. namdvilad srul inpormacias moicavs. gmadlobt. sheizleba cota zogiertebi dapikrdnen, rom samshoblo pirad interesebze magla dgas.

  6. odilavadze says:

    გმადლობთ, მეც სწორედ ეს ამოცანა დავისახე

  7. DX says:

    დაწყებული ვახტანგ მეექვსიდან,გაგრძელებული ერეკლეთი და დამთავრებული 1993 წელს ელცინი შევარნაძის შეთანხმებით ცეცხლის განუახლეობის შესახებ,რუსეთი ყოველთვის მტრულ და ანტი ქართულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოში.ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გვახსოვდეს დღესაც,როცა თითქოს და თბება ურთიერთობა რუსეთთან.ძნელი თუნდაც ერთი ფაქტიც გავიხსენოთ რომ დიდმა მეზობელმა მეგობრული ჯესტი გამოიჩინა პატარა მეზობლის მიმართ.რაც შეეხება რუსეთის მართმადიდებლობას,პარადოქსია მაგრამ ფაქტი რომ 2008 წელს,მართლმადიდებლურმა რუსეთმა ცეცხლს მისცა ბორჯობის ტყე–პარკი,და ისლამური თურქეთი აქრობდა ხანძარს და დახმარების ხელს გვიწვდიდა!!!!!!!!

  8. odilavadze says:

    გმადლობთ, რა თქმა უნდა…

  9. manan says:

    ქართველებო პრობლემა ჩვენშია ჩვენ რომ სათანადოდ გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო
    სხვა ვერ მოგვერევა.მაგრამჩვენდა საუბედუროდ არ დაგველია შადიმან ბარათაშვილები!!!!!!!!!!

  10. odilavadze says:

    ჩვენი პრობლემა – ჩვენია, მაგრამ ეს სხვისი ტერიტორიების ოკუპაციას, სრულებით არ ამართლებს. ამას აკეთებს რუსეთი საუკუნეებია და ყველა დამნაშავეა მის წინაშე? ავღანეთიც დამნაშავე იყო? აღმოსავლეთ ევროპაც? რომელი ერთი?

  11. elizaveta55 says:

    ზურა ემოციის გარეშე არ იკითხება, ბრავო…

  12. odilavadze says:

    🙂

  13. ნინო ჩოგოვაძე says:

    ზურა, მიხარია, რომ არსებობ, ძალიან ვამაყობ შენით, ძალიან!!!! გმადლობთ! ბრავო, ბრავო და ათასჯერ ბრავო!

  14. მერამდენედ გადავიკითხე, მადლობა ზურა…

  15. shushtaka says:

    აი ის არასრული ჩამონათვალი რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს. კოლაბორაციონისტებისა და გაუცნობიერებელი რეგვენების დახმარებით: 783 წელი- გეორგიევსკის ტრაქტატი (უბედურების დასაწყისი)
    1795 კრწანისის ბრძოლა (მახმად ხანთან ერთად პასუხისმგებელი თბილისის ტრაგედიაზე არის რუსეთი)
    1801 წლის 12 სექტემბერი, ქართული სახელმწიფოებრიოის უკანონოდ გაუქმება.
    1804 წლის აჯანყება მთოულეთში. და აჯანყების ჩახშობა.
    1810 წელი,იმერეთის სამეფოს უკანონოდ გაუქმება.
    1812 წელი,კახეთის აჯანყება,ქართველთა ჩახოცვა არტილერიით.
    1811 წელი, ავტოკეფალიის გაუქმება.
    1815წელი, სასულიერო რეფორმა იმით დაიწყო, რომ საქართველოს ეკლესიების და მონასტრების მამულები რუსეთის სახელმწიფო ხაზინის გამგებლობაში მოექცა.
    1819-20 ლწები,იმერეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.
    1832 წლის შეთქმულების დასჯა.
    1841 წლის გურიის აჯანყების სისხლში ჩახშობა.
    1856 წლის სამეგრელოს აჯანყების სისხლში ჩახშობა.
    1886 წელს,დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა.
    1907 წელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.
    1918 წლის იანვარი,ბრძოლები შამქორის სადგურთან.
    1920 წლის მაისი,ბრძოლა რუსების წინააღმდეგ.
    1921 წლის 25 თებერვალი,რუსების მიერ საქართველოს დაპყრობა.
    1924 წელი, აჯანყების სისხლში ჩახშობა.
    1937 წელი, დიდი რეპრესიები საქართველოში.
    1941-45 წლები, მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი მეომრის დაკარგვა.
    1949 წელი,კვლავ რეპრესიები, მეგრელთა საქმე.
    1956 წელი,აქცია თბილისში,მისი ძალით დაშლა და 150 მშვიდობიანი მანიფესტანტის მკვლელობა.
    1978 წელი, ქართული ენის სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა.
    1989 წლის 9 აპრილი,ყველავ ვიცით.
    1991-92 წლების მოვლენები.
    1993 წელი,ომი აფხაზეთში
    2008წლის აგვისტოს ომი. მეტი რაღა უნდა გაუკეთოს ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყანას,რომ მიხვდეს ის უკანასკნელი შტერი და სირთავიანი,რომ რუსეთი არის ჩვენი დაუძინებელი მტერი. და მოეშვას ცრუ მოლოდინის რეჟიმით ცხოვრებას,რომ” მოლაპარეკებებით” მიაღწევს დადებით შედეგს.რით ვერ გაიცნეს ამ რეგვენმა ხალხმა რუსეთი?-ხო,ხო,ხო, მოილაპარაკებს კიდეც, ხელსაც მოაწერს ხელშეკრულებაზე,მაგრამ არ შეასრულებს ისევ იმას გააკეთებს,რაც თვითონ უნდა.ასეთია რუსული მენტალიტეტი და ახლა,ხომ ვერ გადაკეთდება?-კარგია,რომ ბატონმა ზურაბ ოდილავაძემ ასეთი კარგი სტატია შემოგვთავაზა,მაგრამ იმ რეგვენ რუსეთუმე ხალხზე ექნება რაიმე ეფექტი?-რათქმაუნდა არა.რეგვენი რეგვენად დარჩება სამწუხაროდ!

  16. გმადლობ ზურა.❤

  17. Sofi Moshi says:

    უღრმესი მადლობა ესეთი მასალის მოწოდებისათვის..წარმატებებს გისურვებთ.გაიხარეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s