,,ყოვლისმცოდნე” მოძღვრები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

,,განაგდეთ ყველა შიში და გულისმოსაგები ცრურწმენა, რომელთაც სუსტი ჭკუა მონურად ფეხქვეშ ეგება. დაე, თქვენ გხელმძღვანელობდეთ გონება, მიანდეთ მას ყოველი ფაქტი, ყოველი აზრი. ნუ შეგეშინდებათ ეჭვქვეშ დააყენოთ თვით ღმერთის არსებობაც კი, რადგან თუ ის არსებობს, მაშინ მას მეტად მოეწონება გონების სინათლე, ვიდრე ბრმა შიში” – 1ტომას ჯეფერსონიამერიკის მე-3 პრეზიდენტი, ,,აშშის დამოუკიდებლობის დეკლარაციისავტორი

შესავალი

ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი სიყვარული და ჩვენზე ზრუნვა მხოლოდ გულით შეიძლება შეიგრძნო და ირწმუნო. შესაბამისად, იდეალურ პირობებშიც კი, წარმოუდგენელია ღმერთის არსებობაში ადამიანს ეჭვი არ შეგეპაროს.
თუ აქვე დავუმატებთ: თანამედროვე სამღვდელოთა უკიდეგანო ამპარტავნებას და უპირობო უცთომელობას, მათ წრეში გავრცელებულ მომხვეჭელობას, მოძღვრების XXI საუკუნისთვის მიუღებელ მოთხოვნებს (,,დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა!”) და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ, რასისტულ განცხადებებს, მორწმუნეთა რიგებში გამეფებულ ფარისევლობას,- შეუძლებელია არ აღშფოთდე კიდეც, არ დაგებადოს მრავალი კითხვა. მაგალითად, რა კავშირი აქვს ამ ,,ყოვლისმცოდნე კრებულს“ ,,მართალ სარწმუნოებასთან”, ღმერთთან? რამდენად საჭიროა ამგვარი შუამავლები უზენაესთან?!

ნუთუ უფალი მართლა იმისთვის არსებობს, რათა გვაიძულოს მივიღოთ მონაწილეობა გაუგებარ რიტუალებში და მოვუშვათ გრძელი წვერი, ყოველ მოსახვევსა თუ გორაკზე ვუშენოთ მას უსახური ბეტონის ტაძრები და გაუთავებლად ვუგროვოთ შესაწირი, ვუკეთოდ დიდი და პატარა მეტანიები, ვიქადაგოთ რუსი ოკუპანტის სიყვარული და ,,მასონური“ ამერიკის დაძირვა, გაშმაგებით ვეძებოთ სამარხვო ,,ბარამბო” თუ კატლეტი, საათობით ვიკითხოთ უმრავლესობისთვის გაუგებარი არქაული ტექსტები? 4ვის სჭირდება ასეთი გარეგნული, მხოლოდ წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე დაფუძნებული, ,,ტაძრული“ რწმენა? ნუთუ ჩვენ მხოლოდ ,,მიწიერი ღმერთების” ნებას ვასრულებთ და მეტი არაფერი? მაშ რატომ ვდუმვართ, ,,ცოცხალი კერპების“ გვეშინია?

I. ვის და რისთვის სჭირდება ,,ტაძრული რწმენა

პასუხი კითხვაზე: თუ რა მიზნით იყენებდნენ ,,მიწიერი ღმერთები” ადამიანთა გულრწფელ სწრაფვას სიკეთისადმი, სინანულისადმი – ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში თვით დიდმა ილიამ გასცა: ,,… დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისთვის იღწვის და საკუთარი სარგებელის დევნაშია გართული. მხოლოდ ორიოდ პირი მოსჩანს ჩვენს სამღვდელოებაში ისეთი, რომელსაც ქვეყნისადმი ძველთა მამამთავართა გულმტკივნეულობა აქვს შემორჩენილი და რომელთა არსებობაც გვათქმევინებს: ჯერ კიდევ მსახურნი მართალთა ღმერთის-მსახურებისა არ წარსწყმედილან ჩვენშიო”. წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VI, 171-172).

   შეგახსენებთ, იმ ხანად საქართველოში მოღვაწეობდნენ – კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ,,დიდი დეკანოზი“ – დავით ღამბაშიძე და მრავალი სხვა. დავსვამ მორიგ რიტორიკულ კითხვას: რაღას უნდა ველოდოთ დღეს – 70 წლიანი კომუნისტური ათეიზმისა და შემდგომი სამოქალაქო ომის განუკითხაობის, გაუნათლებლობის პერიოდის შემდეგ?

პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს სასოწარკვეთაში, ჩვენ სულის მანუგეშებელი ნავთსაყუდელი და ერის გამაერთიანებელი დოქტრინა გვწყუროდა. ეკლესიას უამრავი ხალხი მიაწყდა, მისმა გავლენამ საყოველთაო ხარისხი შეიძინა. იმ ხანად ათასობით გაუნათლებელმა, საეჭვო მორალისა და რეპუტაციის მქონე ადამიანმა რელიგიის, ეკლესიის მეშვეობით იპოვა საკუთარი თავი, იშოვა საქმე და შემოსავლის წყარო. მათ შეავსეს და გაამაგრეს კომუნისტების მიერ შელახული იერარქიული პირამიდა, ააშენეს უამრავი რკინა-ბეტონის აკლდამა, სადაც საბჭოური მენტალობითა და ,,ღვთის სახელით” შეუდგნენ კომუნისტური იდეოლოგიის რწმენით ჩანაცვლებას.5 ,,მასწავლებლების” მიერ ,,პრავოსლავიეს” მიხედვით ინტერპრეტირებული ,,ღვთის სიტყვა”, გარდა საქართველოს ავტომატური ,,გაბრწყინებისა”, გულისხმობდა საბჭოურ-რუსული მტრის ხატების დანერგვასა და დასავლეთის დემონიზაციას. წარმოიშვა გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებებზე დამყარებული ,,ახალი ქრისტიანობა” – რელიგია სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე, ავტორიტეტებისადმი უკრიტიკო, მონური მორჩილებით, ორმაგი ფარისევლური სტანდარტებით – ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ე.წ. ,,ტაძრულირწმენით.

ისე, რომ ვთქვათ, დიდი და გასაკვირი არც არაფერი მომხდარა… განმეორდა უძველესი ,,ბაბილონის კოშკის” ამბავი – ღვთის ნების ადამიანურით ჩანაცვლება …და ,,ცოცხალი კერპების” მიერ გაუნათლებელი, დაბეჩავებული მასის დამორჩილება.

…გავიდა დრო – ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა, საზოგადოება განვითარდა, ბევრმა საკუთარი თვალით იხილა დასავლეთი, აიწია ინფორმირებულობისა და განათლების დონემ – შესაბამისად, თითქოს შეიცვლა მოთხოვნებიც… უხეშ და ,,ყოვლისმცოდნე” მოძღვრებს კი მრევლი მხოლოდ მოემატა. ეს გარკვეულწილად შეიძლება საბჭოეთიდან გადმოყოლილ უკრიტიკო აზროვნების ინერტულობასაც დავაბრალოთ. ამას გარდა, ადამიანები მაინც დადიან ეკლესიაში, რათა არ მოსწყდნენ საზოგადოებას, არ დაიმკვიდრონ ურწმუნოსა თუ ათეისტის ,,სამარცხვინო” სახელი, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ,,მართალი მორწმუნეების” აგრესიულობას, ბევრს უბრალოდ ეშინია და ერიდება ზედმეტ პრობლემებს.

II. მორწმუნის ,,ევოლუცია

6ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი ხშირად ემთხვევა ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ცხოვრებისეულ პრობლემებს, გასაჭირს. შემდეგ ადამიანი ექცევა ტაძრის დიდებულების, ძველი ფრესკებისა და ხატების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ტყვეობაში, მას ხიბლავს გალობა და საიდულმლო წეს-ჩვეულებები, მღვდელმსახურთა მდიდრული სამოსი, ის აღფრთოვანებულია რელიგიური სასწაულებით, ეკლესიურ გადმოცემათა გმირული პათოსით და თავგანწირულ მოწამეთა ცხოვრებით, მას მოსწონს, რომ თანაზიარია ეროვნული იდეის, რაღაც განსაკუთრებულისა და ამაღლებულის.

თუ აქვე დავუმატებთ ჩვენში გავრცელებულ საბჭოურ ინფანტილიზმს, ყოველივე გასაგებია – ბავშვები ხომ ჭეშმარიტი ,,თეოლოგები” და მეოცნებეები არიან და… ასეთებად შეიძლება დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე.

ასეა თუ ისე, დროთა განმავლობაში ეკლესიაში მისული მორწმუნე შეუძლებელია არ დაფიქრდეს, არ გაუჩნდეს ეჭვი და მრავალი კითხვა. ხშირად, ეს ნაკლებადაა ბრძოლა კრეაციონიზმსა და ევოლუციონიზმს შორის, უფრო მეტად ეს რელიგიურ ტექსტებში მოთხრობილის ან გადმოცემებისა თუ აშკარა ცრურწმენების და რაციონალიზმის შეტაკებაა.

აბა რამდენად წარმოსადგენია, რომ ადამიანი არ დაფიქრდეს, თუ როგორ მოხდა და რამდენად რეალურია უბიწო ჩასახვა?… როგორ უნდა განხორციელდეს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა?..

8ჩვეულებრივ, ჩვენს საზოგადოებაში ამ კითხვების დასმაც კი უზრდელობად შეიძლება ჩაგითვალონ, ასე მოქცევა ხომ მიუღებელია! და რატომ?! პასუხი ცხადია – რადგან მოპასუხე მხარეს არ გააჩნია რაიმე რაციონალური ახსნა და შენ მას უხერხულ მდგომარებაში აყენებ. ასე ხდება ამ კითხვების მიჩუმათება, მიჩქმალვა. ამ მეთოდს ორი შედეგი მოჰყვება: პასუხგაუცემელი კითხვები, კრიტიკულად მოაზროვნე განებაში მეტ ეჭვს ბადებს, ხოლო ინერციული, ინფანტილური ტვინი – დევნის და ივიწყებს მათ. მიუხედავად ყველაფრისა ადამიანი განაგრძობს ფიქრს… დასაწყისში მოწრმუნეს ჰგონია, რომ ის ლოცვით მალე გადაადგილებს მთებს, მოახდენს სასწაულებს, ხოლო მარხვითა და ასკეტიზმით გააკვირვებს ჯერ მრევლს, შემდეგ კი მთელს სამყაროს! შედეგი კი აყოვნებს…

ლუის კეროლის ზღაპარში ,,სარკის გავლით” ალისა ბავშვური უშუალობით სვამს კითხვას: ,,რისთვისაა საჭირო ღმერთი, თუ ის არ ახდენს სასწაულებს და არ პასუხობს ლოცვებს?”..აი, რისთვის! რადგან ლოცვით ნატვრის აღსრულება სულ უფრო ეფემერული ხდება, ხოლო მოსალოდნელი სასწაული ჰიპოტეტური, მორწმუნეს ეკლესიის წიაღში დასარჩენად, უკვე სხვა დასაყრდენი სჭირდება და მას უმალ ახალ ყავარჯენს სთავაზობენ კიდეც – ესაა სხვაზე უპირატესობის განცდა, ხიბლი, ამპარტავნება!

III. აღმატებულობის განცდის დამათრობელი სურნელი

უპირატესობის შეგრძნება დაფუძნებულია ისტორიულ-რელიგურ მითებზე და ის ყოველდღიურად იკვებება ,,ქურუმების” ქადაგებებით. ,,უძველესი გადმოცემებით” წარმოებს ისტორის თვითნებური გადაკეთება, წარსულის ზღაპრულად გაზვიადება და ჰეროიზაცია. მასების უკრიტიკო გონებაც ამ ზემოდან მოწოდებული წარმოსახვითი უპირატესობის ქართული მითებით ტკბება. ასეთია: ხალხის სიამაყით და უსაფუძვლო მნიშვნელოვნების განცდით, რასობრივი უპირატესობის ზღაპრებით, მხოლოდ ,,რჩეული ერისთვის” სასუფევლის მუდმივად ,,ღია კარის დღით” და დანარჩენი ცოდვილი მსოფლიოს ჩაძირვითა თუ ჯოჯოხეთში ამობუგვით,- ,,თრობის” ტექნოლოგია. მოძღვრების მიერ დანერგილი ეს უპირატესობის განცდა ხშირად, დასაწყისში მაინც, შეიძლება გაუცნობიერებელიც იყოს, ის თანდათან, შეუმჩნევლად ეპარება რიგით ადამიანს.

15მიწიერმა კერპებმა შეითავსეს ზეციური ღმერთების ფუნქცია, იქცნენ ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლებე არსებებად, რომლებიც აქვე, დედამიწაზე არიგებენ ზეციური სასუფევლის საგზურებს ან სჯიან მთელ ერებს! ასე გადააქციეს ღმერთი საკუთარი აღმატებულობის წარმოსაჩენ ობიექტად. ახლადგამომცხვარ ,,მუდამ მართალ მორწმუნეებსაც” წესად ექცათ, ჩვევად გამოუმუშავდათ აგრესიულად ამტკიცონ საკუთარი უპირატესობა. ,,ქურუმების” კვალდაკვალ, მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება, თითქოს მეტნი არიან რაღაცით შენზე და პრივილეგირებულთა კლასს – ღვთაებრივ საიდუმლოს ნაზიარებ კასტას წარმოადგენენ! მახსენდება ჩემი მოძღვარი, რომელიც ისეთი აპლომბით საუბრობდა ღმერთზე და დარწმუნებით პასუხობდა დასმულ კითხვებს, თითქოს წმინდა სამების თათბირიდან ახლადდაბრუნებული იყო.

აი, ასეთია მთავარი მოტივი და მიზეზი დღევანდელი მათი რწმენისა – უპირატესობის განცდა! ჩვენ, დანარჩენები – ,,უგუნურები”, ,,უწმინდურები”, ,, უვიცები” და ,,ამორალურები” ვართ!

ასე ადვილად, უშრომლად, მეტანიებითა და ლოცვებით, განათლებისა და კითხვის ავლით, სიყვარულისა და მოყვასისთვის თავგანწირვის გარეშე გახდნენ ისინი უპირატესნი. სწორედ ეს აღმატებულობის განცდა ათრობს ამ ადამაინებს და ამავდროულად, რადგან დასმულ კითხვებზე მისაღები პასუხები კვლავ არ გააჩნიათ, ,,მთვრალიმორწმუნეები ღიზიანდებიან და აგრესიულები ხდებიან.

10

არ შეიძლება მტკიცე რაციონალური არგუმენტები ჰქონდეს ღმერთის არსებობას! მაშ რით დაგიმტკიცოს, თუ არა ყვირილით, გინებით და მუშტი-კრივით?

ამის უფლებას მათ აღმატებულობის კასტობრივი მორალი აძლევს – ჩვენ ხომ არ ვთვლით ამორალურად ღორის დაკვლას, ან ცხენის გაშოლტვას

ასეთია ამ ეიფორიის და თრობის ნარკოტიკული ეფექტი. შედეგიც სათანადოა – მითოლოგიური, ანუ ზღაპრული, ანუ მხოლოდ წარმოსახვითი დიდება!

P.S.

13დღეს გარდა წინ წასული დარვინისეული ევოლუციონიზმისა, არსებობს და ვითარდება მეცნიერების ისეთი დარგები როგორიცაა – პალეონტოლოგია, არქეოლოგია, ასტრონომია, გეოლოგია. მუზეუმებში რეალურად ვხედავთ დინოზავრების ჩონჩხებსა და პირველყოფილი ადამიანების თავის ქალებს, ვამჩნევთ ამ ფაქტების ბიბლიურ ტექსტებთან აშკარა შეუსაბამობას – დედამიწის არსებობის არა ათასობით, არამედ მილიონობით წლების შესახებ.

ასტრონომია გვამცნობს, რომ მანძილი უახლოეს გალაქტიკამდე მილიონი სინათლის წელია.…დავფიქრდეთ – მილიონი სინათლის წელი უახლოეს გალაქტიკამდე! სინათლის სიჩქარე უდრის 300 000 კმ/ წამში, ანუ ეს უახლოესი გალაქტიკა ჩვენგან დაშორებულია იმდენი კილომეტრით, რამდენ წამსაც იტევს ერთი წელი და დამატებით გამრავლებული 300 000!!!… ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მტვრის ნამცეცი ვართ კოსმოსური აფეთქებით წარმოქმნილ მილიარდობით ნატეხს შორის… და ესაა უახლოესი გალაქტიკა. ასეთი გალაქტიკები გაცილებით შორსაა და რაოდენობითაც ურიცხვია!.. ასე რომ, შეგვიძლია ვაღიაროთ – ჩვენი ცოდნა უზომო ,,შავ ხვრელებსა” და გალაქტიკის უსასრულობაში იკარგება…ვინ, რა იცის ამ სამყაროს შესახებ?! რა თქმა უნდა, არავინარაფერი! ზოგიერთი მხოლოდ იჩემებს, რომ იცის.

14ამიტომ, მე მირჩევნია სოკრატეს კვალდაკვალ ვაღიარო – ,,მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი” და თუ მაინცადამაინც რაიმე ჯგუფთან კუთვნილებაზეა, მიჯობს აგნოსტიციზმის პოზიციებზე დავრჩე. ვიცი, მეტყვიან, ღმერთი გონებით არ შეიცნობა, ის მხოლოდ გულით შეიძლება ირწმუნოო. დიახ, ვიცი, ვეთანხმები კიდეც, და მაინც მე მირჩევნია, რომ გონება და გული ასეთ შეურიგებელ წინააღმდეგობაში არ იყოს ერთმანეთთან.

დიდი და მნიშვნელოვანიც არაფერი მოხდება, მე ხომ მხოლოდ ერთი, რიგითი მტვრის ნაწილაკი ვარ ამ უკიდეგანო გალაქტიკაში და სხვა არაფერი… თუმც, ისიც ცხადია, რომ ცალკე ნაწილაკი ანარეკლია მთელი სამყაროსი და ეს უმნიშვნელო, მიკროსკოპიული ნატეხი შესაძლოა იტევდეს კიდეც მას. ხოლო თუ ოდესმე მის წინაშე წარვსდგები და ის მკითხავს, თუ რატომ არ ვირწმუნე, მე ბერტრან რასელთან ერთად მივუგებ: ,,ძალიან ცოტა მტკიცებულებაა, უფალო, ძალიან ცოტა მტკიცებულება”,-  და შემდეგ დავსძენ: ,,…მითუმეტეს, უფალო, თუ გავითვალისწინებთ ,,ყოვლისმცოდნე“ მოძღვრებს და უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს“. ეგაა სულ, რისი თქმაც მინდოდა.

16ზურაბ ოდილავაძე. 2011, სექტემბერი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

39 Responses to ,,ყოვლისმცოდნე” მოძღვრები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

  1. sruliad vetanxmebi ,tqven dros gaascarit batono zura.

  2. რეზ says:

    ეს ძველი “მოძღვრებაა”.ახალი გვითხარით, ახალიიიიიიი.:)))))

    • odilavadze says:

      ახალიც – იგივეა. ოროსნებივით🙂

    • ეს მოძღვრება არ არის, ეს ფიქრებია,

    • ეს მოძღვრება არ არის, ეს ფიქრებია, ძალიან დროული ფიქრები.
      საკმარისად რომ არ იყო ნაფიქრალი და ნათქვამი იმიტომ ვართ ასეთ დღეში.

  3. dbasilaia says:

    საინტერესო ნაწერია🙂

  4. თენგიზი says:

    ამ სიბინძურის ავტორს თავი თავისუფალი ადამიანი ჰგონია!!! არადა, საცოდავი, შეპყრობილია!!! ღვთის შემეცნება მოინდომა ამ უბედურმა და მიხვდა რა, რომ იგი შეუცნობადია და რომ ადამიანური გონება ვერც კი მოიაზრებს ღვთის არსს, იგი შეიპყრო უსაზღვრო ზიზღმა (ზიზღი სატანის ერთ-ერთი სახელია!!!) და გმობას მიჰყო ხელი!!!
    უფალს გონებით ვერ შეიცნობ, მას მხოლოდ რწმენით თუ მიუახლოვდები, რწმეეე-ნიიით!!! და თუ არ გინდა გწამდეს, ნუ გინდა, შე კაცო, ამ სიბინძურით მაინც ნუ დაიმძიმებ ისედაც ავადმყოფ სულს!!!
    გირჩევთ, წაიკითხოთ და გაიაზროთ კანტის “წმინდა გონების კრიტიკა”, “პრაქტიკული გონების კრიტიკა” და მსჯელობის უნარის კრიტიკა” და მერე მელაპარაკეთ ადამიანის გონების (თუ გონებრივ) შესაძლებლობებზე, შეუძლია თუ არა მას გონებით შეიცნოს ღმერთი-უფალი!!!

    • odilavadze says:

      ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობა

      • zura says:

        თენგიზი isic ar gvitxra ro samotxis da jojoxetis arsebobis mjerao ))) da jojoxetshi cecxlshi icvebian da samotxeshi dafrinaveno, imaze tu gipikria, ikneba es aris chveni samotxec da jojoxetic rashic exla vart ))))

      • lazare says:

        ბატონო ზურაბ, ამ ვინმე თენგიზმა თავისდაუნებურად თქვენი ძირითადი იდეა დაადასტურა… პრავოსლავურ-ფანატიკური „ეკლესიურობა“ აღმატებულობის განცდის კულტივირებას ახდენს და ლოგიკისა და მეცნიერების უარყოფის (რასაც ასე მონდომებით პროპაგანდირებენ „ღმრთისმსახურები“) შემთხვევაში ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის უზრდელობისა და აგრესიულობისთვის…

  5. odilavadze says:

    ,,სწორედ ეს აღმატებულობის განცდა ათრობს ამ ადამაინებს და ამავდროულად, რადგან დასმულ კითხვებზე მისაღები პასუხები კვლავ არ გააჩნიათ, ,,მთვრალი” მორწმუნეები ღიზიანდებიან და აგრესიულები ხდებიან”.

  6. მაია კოხტაშვილი. says:

    ამ სიბინძურის ავტორს თავი… და ა. შ .. გამარჯობა მაინც გეთქვა შე კაცო, მანამ ასეთ სიბრძნეს გადმოაფრქვევდით🙂

    • odilavadze says:

      მაია, ბევრი ძახილის ნიშნებით შეიცნობა უფალი, აბაა🙂

  7. zaira says:

    Tomam gmertshi echvi rom sheitana , is aravis dausjia , upalma chrilobashi chaakopina titi, anu daumtkica…tu daechvdebi gmerti aucileblad pasuxs gapovninebs…
    “Sharvliani kali s,cags upalsa”-o ,upalma eva shishveli gaachina da ara kabiani , mashin viarot shishvlebma …rac ar unda daburulebma viarot samkaros humanuri kanonebi ,shemokmedis 10 mcneba (romelsac msoplios kvela religia metnaklebad moicavsa) ar davicavit araperi gveshveleba.
    Ise martlac, vin icis sad aris simartle…amas cinat saintereso dokumenturi pilmi vnaxe dostoevskize da aseti sitkvebit mtavrdeba: – vin icis mavanma adamiani mxolod ekperimentistvis daasaxla dedamicaze ,rata gaarkvios ramdenis atana da migceva sheuclia mas am pirobebshi- , akvs am ideas arsebobis upleba , xom metanxmebit?
    Zura bravo , rogorc koveltvis

  8. zaira says:

    Ise, didi xania rac eklesiashi davocket siaruli? Ratom aris sibincure? Adamiani cers imas rasac grcnobs da rogorc esmis sakitxi.
    Erti shekitxva? Viloco alexandre nevelis cminda nacilebtan ?me mainteresebs ras mipasuxebt

  9. odilavadze says:

    გმადლობთ, ზაირა! მეც მხოლოდ გარკვეული ეჭვები, ჩემი ფიქრები აღვწერე, სხვა არაფერი.

  10. ავთო says:

    ძველი ყოფილა, მხოლოდ ახლა წავიკითხე. შესანიშნავია! როგორ მიხარია, რომ აქა-იქ ჩვენთანაც კი არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ ახერხებენ ცურვას. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ზურა!

  11. ınga says:

    zura madloba.Tanamonawıle var gancdebshı

  12. kidev kargi tzavikitkhe es komentarebi, torem kvelaze saintereso komentari gamomrcheboda
    ratz odesme tzamikitkhia.
    baton tengizs kanti kidev ertkhel rom kuradgebit tzaekitkha kanti mis riskhvas ver gadaurcheboda imitom rom stzored kanti iko vintz gmerts stzored gonebit da ara rtzmenit udgeboda da sashinlad akritikebda kvela organizebul da gansakutrebit qristianul religias. itvleba rom stzored man gaukafa gza nitzshes. ignatius loyola rom erchia tzasakitkhad aseti gaognebuli ar davrchebodi. imitom rom stzored zuraa bevrad akhlos germanul idealizmtan romlis damaarsebeli stzored kantia. batoni tengizi ki stilit suliskvetebit da azrovnebit zustad loyolas mimdevaria. tu ar tzaukitkhavs, vurchev tzaikitkhos. gatzilebit ufro moetzoneba vidre kanti romelitz gonebas da ara rtzmenas apelirebs.

  13. odilavadze says:

    🙂

  14. გია შენგელაია says:

    რაო თენგიზ, დაგაბიჯეს მაზოლზე ფეხი შენ და შენნაირ საკუთარ თავს გაქცეულებს? სიზარმაცისა და უვიცობისგან ძვალგასქელებული სხეული ისხლიტავს კრიტიკას? აი შენნაირები ნადვილად ვერ განათლდებიან ვერასოდეს ნეირონთა სიმეჩხრის გამო🙂

  15. mesxi says:

    odilavadzes……ai eseti sisuleleebi roar werot ar jobia? imas ratom ar uyurebt rom eklesia da gvtis rwmena adamians uketesobisken rom cvlis ?imas ratom ar uyurebt rom yvela adamians tavisi shemecnebis zoma gaachnia,zogi metadaris ragac sakitxebshi chaxeduli zogi naklebad da es normaluria yvela profesori ver iqneba …xe nayofit sheicnoba tqveni am werilis shedegi ra aris?gifiqriat magaze?ara mgonia gefiqrot….amitom jobia rame iseti dawerot rom vinmes sargebeli moutanos da ara rogorc exla wert usargeblod

    • Vepar says:

      ჯერ ერთი უსარგებლოდ არ წერს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ იქნებ ზოგიერთს ცოტა მაინც გაეხსნას გონება, მეორეც, კარგი საქმის გასაკეთებლად რა საჭიროა რწმენა? თუ კარგი ხარ ისედაც კარგი იქნები და არაა საჭირო ვიღაცის გჯეროდეს იმისათვის რომ კარგი იყო…

  16. odilavadze says:

    ჩემო უჭკვიანესო, იმედა, ამ ,,სისულელეს” ასობით ადამაინი კითხულობს, მეტად მოსწონს და ,,თუ შეიძლება გაგვატარეთ”. ამ წერილის შედეგია სიბნელიდან და რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა, გასაგებია თუ?

  17. elizaveta55 says:

    მიზანში მოხვდა ვიღაცეებს, ეს მე ძალიან მახარებს… ზურა გაიხარე! სინათლე შემოგაქვს ბნელ სარკმელში, ბუნებრივი რეაქციაა თვალს ჭრის ეს სინათლე 🙂

  18. Vepar says:

    ადამიანს, რომელსაც ჯერავს რომ კაცმა წყალზე გაიარა, მოკლეს და მერე მკვდრეთით აღსდგა რა უნდა ეკამათო? დიდი ნიცშეს ციტატას მოვიყვან: “რელიგიურ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ ყოველთვის მიჩნდება ხელის დაბანის სურვილი.”
    სტატიას რაც შეეხება ძალიან ძლიერია. ბრავო ავტორს! დასასრულს კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან ზემოთ ხსენებული ნიცშეს: “”Faith means not wanting to know what is true”

  19. lasha says:

    da Tu “jipi” achuqe chvens yovlis mcodne “kerpebs” im qveyanas “dupleqsi” gaqvs garantirebuli.
    marazmia es meti araferi, da eklesias dakarguli aqvs Tavis arsi, savaWro obieqtebia maTTvis es meti araferi.

  20. lasha says:

    ვინც ეკლესიას განეშორება ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება; ერთი კითხვა მაქვს არის ადამიანი “X” თუნდაც იგრეკი “Y”, რომელიც ცხოვრობს წესიერად, პატივს სცემს ოჯახს, აკეთებს სიკეთეს, მისი სიყვარული ქვეყნისადმი და მოყვასისამდი არა მოჩვენებითი, თუმცა არ დადის ეკლესიაში, თუნდაც ათეისტია, თუნდაც სხვა რელიგიის მიმდევარია, და ის ” ვერ გადარჩება ეკლესიის გარეშეე? და მტერია ეკლესიის?” ანუ მტერია საკუთარი ერის მოსახლეობის? ეკლესია ბეტონი არაა, ის ხალხია, მოსახლეობაა რომელიც იქ დადის? და “ამ ცოდვას სისხლითაც ვერ მოიბანს და ტანჯვითაც?

    ისინი ვინც ფარისევრულად, მოჩვენებით დადიან და იმ უცოდველობის ნიღბებს იქვე კარებში რომ ტოვებენ და უარეს აკეთებენ? და თუ ასეა, მირჩევნია ჯოჯოხეთში დავიბუქო ვიდრე ფარისევლობის მონაწილე გავხდე, მირჩევნია ხალხს, საზოგადოებას, ჩემს ქვეყანას ვემსახურო, ჩემი ქვეყანა და სამშობლო გავაღმერთო და მას ვემსახურო, ჩემს სინდისის და მორალის წინაშე ვიყო მართალი. მირჩევია, ვიკითხო, განვითარდე, დავუშვა შეცდომა და ამ შეცდომაზე ვისწავლო, მქონდეს კითხვები და მათზე სწორ პასუხებს ვძიობდე, თუნდაც ჩემთვის არასასურველს მარა სწორს, და ვიყო ინდივიდუალი, და როგორ რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულება.

    კაიიიი რააააააა, ჯერ ერთი საინტერესოა ეს გამოთქმები მართლა სწორადაა მოსული ჩვენამდე? თუ დამახინჯებულია? ან გადაკეთებული ან სულაც მოგონილი რომელიც მხოლოდ ხალხის ეკლესიისადმი არაა ამას არ ვამბობ, არამედ “ქურუმებისადმი” დამონებისაკენაა გამოთქმული ან სულაც მათ მიერ არასწორად ინტერპრიტირებული, რადგან ქრისტე ქრისტიანობა სიყვარულია და მეტი არაფერი და ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი კი მისი საწინააგმდეგოა სხვა თუ არაფერი.

    ამასთან, ისაა სწორი რომ ეკლესია სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს და ხალხის განათლებაში ანუ მათი გონების განათებაში, და არა ამის სრული საწინაამდეგოს არ უნდა აკეთებდეს. თუნდა ავიგოთ, მოგვიწოდებენ გაიგეთ ის რისი საშუალებაც გაქვთ, შენდება ეკლესია. და თვითონ ბოლო მარკის ჯიპებით დადიან, ბავშვი კვდება შიმშილით და ესენი ჯიპებით დადიან, და თავს იმართლებენ ეს შემოწირულობაა, საჩუქარიაა. და ესე იგი ჯიპი თუ აჩუქე მოგეტევება ყველაფერი, და შეიძლება იმ ქვეყანას “დუპლექსაც გამოკრა ხელი”, მოჩვენებით ივლი ეკლესიაში, მოძღვართან თვალში ჩახვედის გარეშე დაწერ და უბრალო წერილით ჩააბარებ აგსარებას და არა შენგან წარმოთქმულს მოისმენს მოძღვარი. ეს იყოს დიდი გამბედაობა და არ ვიცი. და ბოლოს რას მეუბნება: “ახლა წადი, დაწერე და დაწერილი მომიტანეო” და ეს სრულად გაუგებარია ეს აღსარება არაა, ესე იგი ყველაფერი მოჩვენებითია მეტი არაფერი.
    ამდენი სოციალურად დაუცველია ამ ქვეყანაში, თუ ჯიპი აჩუქე ესე იგი,

    ამდენი ეკლესია შენდება, და ეკლესიას დაკარგული აქვს თავისი არსი, “სავაჭრო ობიექტების” ფუნქცია აქვს და იქ მსახურნი კი გაყიდვების მენეჯერები არიან. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამ გამოთქმისათვის ბოდიშს ვიხდი, მარა ასეა, მეტი არაფერი არაა.

    ამდენ, სოციალურად დაუცველს დაეხმარონ, აჩუქეს ის 70 000$ ჯიპი გაყიდე, იყიდე მეოთხედ ფასში სხვა და დაეხმარე ამდენ სოციალურად დაუცველ ბავშვს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამდენი ობოლ ბავშვთა თავშესაფარია, დაეხმარე ასეტ ორგანიზაციებს

  21. Nato says:

    mec ori ram makvirvebs am qveyanaze – varskvlavbiT moWedili ca chems zemoT da zneobrivi kanoni chemSi. eklesiashi ki vinc ras ezebs, imas poulobs, amitomac dasanania, rom aq nayofieri niadagia rogorc Tavis motyuebisTvis, aseve farisevlobisaTvis. da aseve dasanania rodesac eklesiashi wrfeli guliT misul karg adamians am umsgavsobis shemyures, eklesiaze guli aucruvdeba, da tavs anebebs imis Zebnas, rasac eZebda

  22. რელიგია ღმერთზე ადამიანური წარმოდგენების ერთობლიობაა მხოლოდ. ადამიანური წარმოდგენები კი არასოდეს არის აბსლუტური. ღმერთი ამ წარმოდგენების მიღმა დგას. ამდენად, ადამიანი შეიძლება იყოს მორწმუნე ანუ სჯეროდეს უფლის არსებობის, მაგარამ არ ეთანხმებოდეს არცერთი რელიგიის წარმოდგენებს ღმერთზე.-ანუ არ იყოს არცერთი რელიგიის აღმსარებელი. რატომღაც მგონია, რომ სწორედ ასეტი ადამიანები არიან ჭეშმარიტად თავისუფალნი და ჭეშმარიტი მორწმუნენი.

  23. thebunebrivi says:

    HUh gauipla mrevli…..zura uceb chemi naceri megona (: gaixareeee (((:

  24. thebunebrivi says:

    კარგია, თანამოაზრე ხარ (: თენგიზს კი ასე ვუპასუხებ: მთელი თქვენი რელიგიური რწმენის მიუხედავად, უფრო აგრესიული და მტრულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო თქვენს მიმართ. “ერიხ მარია რემარკი: ტრიუმფალური თახი”. რავიკი (:

  25. odilavadze says:

    (Y)🙂

  26. Maro says:

    Bravo batono Zura! Sagi naazrevia….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s