პარიზელი დალაქი (ამბრუაზ პარე – თანამედროვე ქირურგიის ფუძემდებელი)

,,Omnium atrium chirurgia nobilissima est” – ,,ხელოვნებათაგან ქირურგია – ყველაზე კეთილშობილია

1 

I. ეკატერინე მედიჩის ღამე

1572 წლის აგვისტო. პარიზში, ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელისა და საფრანგეთის მეფის, შარლ IX-ის დის მარგარიტ ვალუას ქორწილში მრავალი პროტესტანტია ჩამოსული. 24 აგვისტო დგება. შარლ IX ქალაქში სასწრაფოდ პირად შიკრიკს აგზავნის, რომელმაც ერთი ცნობილი პარიზელი დალაქი დაუყონებლივ უნდა მონახოს და სასახლეში მოიყვანოს… მეფემ ვარსამი საიდუმლო ოთახში პირადად ჩაკეტა და ჩუმად ჯდომა უბრძანა. ტუსაღმა მთელი ღამე გაურკვევლობაში გაატარა, სიბნელეში მან ჯერ ეკლესიის ზარების ხმა გაიგონა, შემდეგ კი გათენებამდე კივილისა და სროლის ხმები ესმოდა. ეს იყო კათოლიკების მიერ ათიათასობით ჰუგენოტის ჟლეტის გულისშემძვრელი კვნესა – დედა დედოფლის, ეკატერინე მედიჩის თაოსნობით განხორციელებული სისხლიანი ბართლომეს ღამე. დიდი დალაქიც ჰუგენოტი გახლდათ, მაგრამ შარლ IX-მ მისთვის გამონაკლისი დაუშვა და სიკვდილს გადაარჩინა.

ორი წლის შემდეგ კი, თვით მეფე შარლ IX-ც ლაიბ-ქირურგის ხელში დალევს სულს. მანამდე კი დალაქის თანდასწრებით შარლ IX-ს მამას და უფროს ძმას – მეფეებს ანრი II-სა და ფრანსუა II-ს მოუწიათ იმქვეყნად წასვლა, ხოლო მომავალში, იგივე გარემოცვაში, იმჟამად გამეფებული ვალუას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ანრი III გარდაიცვლება.

მეფეები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ლაიბ-ქირურგი კი რჩებოდა. მეფეები ბევრნი იყვნენ, ის – ერთი. მეფეები ძალაუფლებას თავის მემკვიდრეებს გადასცემდნენ, ,,ლეიბ-ჰუგენოტმა” კი მემკვიდრეობა მთელს კაცობრიობას დაუტოვა. მე მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ ვინ იყო ეს არაჩვეულებრივი დალაქი – იგი გახლდათ, არა უბრალოდ, თავისი დროის საუკეთესო ქირურგი, არამედ თანამედროვე ქირურგიის მამა. ახლა მე ვიტყვი მის სახელს – მასერქვაამბრუაზპარე.3

II. დალაქი და ქირურგი?

დღეისთვის სიტყვათა შეწყობა – დალაქი-ქირურგი საკმაოდ უცნაურად ჟღერს. შუა საუკუნეებში კი არსებობდა მკურნალთა სამი ერთმანეთთან მოქიშპე ბანაკი: 1. ექიმები –  თეორიულად განსწავლული, ხოლო ქირურგიას სრულიად დაშორებული უმაღლესი კასტა; 2. ემპირიული ქირურგები – პრაქტიკულ გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნითა და ხშირად თეორიული მომზადების გარეშე; 3. დალაქები – ყველაზე მრავალრიცხოვანი სახალხო მკურნალთა ჯგუფი. ეს უკანასკნელნი ბევრს მოგზაურობდნენ, ბაზრობიდან ბაზრობაზე გადადიოდნენ და გარდა წვერისა თუ თავის პარსვისა იმხანად ყველაზე გავრცელებულ  ოპერაციებს აკეთებდნენ: სისხლის გამოშვება, კოტოშების დადგმა, წურბელების დასმა, ტამპონადები, ზონდირება და ლითოტომია (კენჭოვანი დაავადების დროს შარდის ბუშტიდან ქვების ამოღების ოპერაცია). გამოცდილება და კოლოსალური პრაქტიკა დალაქს იმ ცოდნას აძლევდა, რომელსაც ვიწრო თეორიული საუნივერსიტეტო პროგრამით შეზღუდული დიპლომირებული ექიმები ვერ იღებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება დალაქებს მაინც საკმაო ზიზღით უცქერდა; ხშირად მეტრიკულ მოწმობაში აღნიშნულიც კი იყო: დაბადებულია კანონიერ ქორწინებაში, ნათესაობაში არ ჰყავს ყმები, დალაქები, მეაბანოები და სხვა…4

უფრო მაღალ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ ქირურგები, თუმცა, სახარბიელოდ, არც მათი ბედი წარიმართა, რადგან შუა საკუნეებში ქირურგია, როგორც მთლიანად მედიცინა,  ეკლესიის მიერ იყო მონოპოლიზირებული. 1215 წელს მოწვეულმა ლატერანის მეოთხე საეკლესიო კრებამ სასულიერო პირებს ქირურგიაში მოღვაწეობა იმ საფუძველზე აუკრძალა, რომ, თითქოს, ქრისტიანობისთვის მიუღებელი იყო სისხლის დაღვრა. ამის გამო, ქირურგია მედიცინიდან გამოყოფილ იქნა და დალაქთა კასტას გადაეცა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ინგლისელი ექიმი თომასვიკერი (XV-XVI სს.) მრავალი წელი ლონდონის დიდი საავადმყოფოს მთავარ ქირურგად მუშაობ,და აგრეთვე, პირველი ინგლისური სახელმძღვანელოს, ,,ადამიანის სხეულის ანატომიის” ავტორიც გახლდათ, ის იძულებული იყო მთელი ცხოვრება დალაქებისა და ქირურგების გაერთიანებული ამქრის წევრი ყოფილიყო. სამაგიეროდ, დალაქების მიერ გამოკრულ აბრაზე, სავარცხელთან და მაკრატელთან ერთად ახალი ანატომიური სიმბოლო გაჩნდა – მენჯის ძვლები!

7ამასობაში მიმდინარეობდა მრავალრიცხოვანი ომები, რაც ერთის მხრივ, ოპერაციული ჩარევის ცოდნას მოითხოვდა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობდა ამ ცოდნის დაგროვებას. ამის გამო, მიუხედავად აკრძლევებისა, ქირურგია განვითარებას მინც განაგრძობდა. ასეთ მძიმე, ნახევრადლეგალურ პირობებში ჩაყენებულ მედიცინის დარგს, რაღა თქმა უნდა, ბევრი შარლატანიც მიეტმასნა. საქმეში ხელისუფლება ჩაერთო და XIV საუკუნის დასაწყისში მიღებულ იქნა მეფის ედიქტი, რომელიც კრძალავდა ოპერაციების ჩატარებას იმ პირების მიერ, რომელთაც ლაიბ-ქირურგთან არ ჰქონდათ გამოცდა გავლილი. სწორედ ამ ამკრძალავი ედიქტის წყალობით ჩამოყალიბდა ფრანგი ქირურგების პირველი კორპორაცია – ,,წმ. კოზმასა დადამიანეს ძმობა და შესაბამისად, ქირურგიის მფარველებად ეს წმინდანები დაადგინეს.

პროფესიული გაერთიანება, სათაც ქირურგები ასე მიისწრაფვოდნენ, მათ დიპლომირებული ექიმებისა და თვით სამედიცინო ფაკულტეტის მკაცრი ზედამხედველობიდან განთავისუფლების საქმეში უნდა დახმარებოდა. ,,ძმობამ” ქირურგების სოციალური მდგომარეობის ამაღლებაში და თვით ქირურგიის აყვავებაში სერიოზული როლი შეასრულა. კორპორაციის მოთხოვნები მოსწავლეებისადმი სულ უფრო მკაცრი ხდებოდა და ბოლოს, მათგან, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური მომზადებისა, ლათინური ენის ცოდნაც მოითხოვეს.

III. პირველი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებები ევროპაში

8

სამედიცინო პროფილის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იტალიის ქალაქ  სალერნოში, ნეაპოლის მახლობლად გაჩნდა. დაახლოებით IX საუკუნეში  დაფუძნებული ეს საექიმო სკოლა, ყველაზე მოწინავედ ითვლებოდა. მოგვიანებით  სალერნომ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

ადრეულ შუასაუკუნეებში ერთი პროფესიის წარმომადგენელთა კავშირს ლათინურ სიტყვას ,,უნივერსიტას” უწოდებდნენ, რაც ,,ერთობას” ნიშნავდა. შემდგომში ტერმინი ,,უნივერსიტეტი”  უმაღლესი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობის ასაღნიშნად დადგინდა.

უნივერსიტეტის სტატუსი, პირველად, ბოლონიის იურიდიულმა სკოლამ მიიღო (1158), შემდეგ იგივე სამართლებრივი სტატუსი ინგლისურმა ოქსფორდმა და კემბრიჯმა (1209) დაიმკვიდრეს. მომდევნო წლებში უნივერსიტეტის წოდება ევროპის სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმაც მოიპოვეს: პარიზი (1215), ესპანური ქალაქი სალამაკა (1218), პადუა (1222), ნეაპოლი (1224), ფრანგული მონპელიე (1289), ლისაბონი (1290), პრაღა (1348), კრაკოვი (1364), ვენა (1365). ბოლოს უნივერსიტეტის სტატუსი გერმანულ სკოლებს ჰეიდელბერგში (1386), კიოლნსა (1388) და ლაიპციგში (1409) მიენიჭათ.

იმხანად, ევროპაში გამეფებული თომააქვინელის(1225-1274) სქოლასტიკური მორალი, სისხლის დაღვრასა და გვამების გაკვეთას მკაცრად კიცხავდა, რაც ლექტორებისა და სტუდენტების, მშრალ, თეორიულ სწავლებაზე გაწირვას ნიშნავდა. პირიზის უნივერსიტეტში ქირურგიული ოპერაციები მკაცრად იკრძალებოდა. მაგალითისთვის, მაგისტრმა მონდინო დე ლუციმ (1275-1326) ბოლონიიდან, მრავალწლიანი მასწავლებლობის განმავლობაში, მხოლოდ ორი ადამიანის გვამის გაკვეთა მოასწრო და მაინც მოახერხა, ანატომიის შესანიშნავი სახელმძღვანელო დაეწერა.

სამედიცინო ფაკულტეტი პრაქტიკოს ქირურგებს, მიუხედავად ზემოთაღნიშნული პროფესიული თუ თეორიული წინსვლისა, მეცნიერული მედიცინისკენ კარს მაინც ჯიუტად უხურავდა, ისინი სამედიცინო განათლების მიღების საშუალებასაც კი მოკლებულნი იყვნენ. თვით ფაკულტეტზე კი არავითარი გამოყენებითი ქირურგია არ ისწავლებოდა! პირველად ქირურგიის პროფესორი იქ დაახლოებით 1635 წელს – სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან სამას სამოცი წლის შემდეგ გამოჩნდა.

ავადმყოფის საწოლთან გამოუცდელნი და უმწეონი, კონსერვატიზმისა და სქოლასტიკური განსწავლულობის მსხვერპლნი, თვითდაჯერებულნი და ქედმაღალნი – სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, მიუხედავად ამისა, თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. ამ დიპლომირებულმა ექიმებმა ბევრი იცოდნენ, მაგრამ მათი ცოდნა იშვიათად თუ უწყობდა ხელს ავადმყოფის გამოჯანრთელებას. ქირურგები გაცილებით ნაკლებ ცოდნას ფლობდნენ, სამაგიეროდ ისინი კურნავდნენ.10

საბედნიეროდ, ქირურგებისთვის სამეცნიერო ხარისხების ჩამორთმევამ მედიცინის ამ  დარგის განვითარება ვერ შეაჩერა. იმ დროს, როდესაც ინგლისში თომას ვიკერი მუშაობდა, საფრანგეთში ჭრიდა, კერავდა და პროტეზირებას ეწეოდა დიდი ამბრუაზ პარე, რომელიც სამართლიანად თანამედროვე ქირურგიის ფუძემდებლად მიიჩნევა.

IV. ბრეტანელი ხელოსნის ოცნება

ბრეტანის ნახევარკუნძული, პატარა, არაფრით გამორჩეული ქალაქი ბურ ერსანი ლავალის მახლობლად დაახლოებით 1510 – 1517 წლებში, წვრილი ხელოსნის ხელმოკლე ოჯახში ბიჭი დაიბადა. სკივრების, ყუთებისა და კოლოფების დამზადებით დაკავებულ მამას შვილის მომავალ საქმიანობაზე ფიქრი დაემატა. ის დალაქის პროფესიაზე შეჩერდა – არჩევანი როგორც ეკონომიკური, ასევე შვილის საზოგადაებაში მდგომარეობის თვალსაზრისით ხელსაყრელად  გამოიყურებოდა.11 პროვინციელი ხელოსნის აზრით, დალაქობა ხეირიანიც იყო და საპატიოც – მას შემდეგ რაც დალაქები მოდაში შემოვიდნენ, ისინი არისტოკრატულ სახლებს ხშირად სტუმრობდნენ. ერთ-ერთ ასეთ სახლში, სადაც პარე თავის მასწავლებელ, დალაქ ვიოლეტთან ერთად მოხვდა, მისი ბედიც გადაწყდა. ცნობილი პარიზელი დალაქი კალო სახლის პატრონს შარდის ბუშტიდან ქვების ამოღების ოპერაციას უკეთებდა. პარე ოპერაციას დაესწრო და გაოცებული დარჩა. სუნთქვაშეკრული პარე კალოს სასწაულთმოქმედ ხელებს თვალმოუშორებლივ, გაშეშებული უცქერდა. ასე აღმოჩნდა ამბრუაზ პარე ,,ხელოვნებათაგან ყველაზე კეთილშობილი” მოქმედების სამუდამო ტყვეობაში. ტერმინი ქირურგია (ბერძ. – cheirurgia), ხომ ხელით მოქმედებას ნიშნავს (cheir – ხელი და ergon – მოქმედება)

1533 წელს, ჩვიდმეტი წლის პარე მიემგზავრება პარიზში, სადაც სწავლას იწყებს სამედიცინო სკოლაში, ისმენს ლექციებს ,,კოლეჟ დე ფრანს”-ში და პარიზის მთავარ საავადმყოფოში, ,,ოტელ დიეში შეგირდ-დალაქად იწყებს მუშაობას.

12

 Hotel- Dieu. პარიზის ცენტრი, კუნძული სიტე. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მის პირდაპირ კი – ,,ოტელ- დიე” – ,,ღვთის სახლი”. დღეს, ამ შენობის შემყურე, ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ მასში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ლაზარეთი იყო განთავსებული:  დიდი დარბაზები, სადაც ფართე ხის პლატფორმაზე, ხშირად იატაკზეც, ავადმყოფები იწვნენ; არავითარი გაყოფა დაავადების, სქესისა თუ ასაკის მიხედვით; ქალები, ბავშვები, მამაკაცები – ყველა ერთად; არავითარი ელემენტარული ჰიგიენა – ქირურგიული ოპერაციები აქვე ტარდებოდა; მკვდრები და ცოცხლები ერთად იწვნენ,- ასეთი იყო ეს უპოვართა საავადმყოფო.  მის სამეანო განყოფილებას, უამრავი მშობიარის გარდაცვალების გამო, ხალხში ,,სიკვდილის კარიბჭეს” ეძახდნენ.

13და მაინც – ეს იყო დაწესებულება, სადაც ადამიანები იკურნებოდნენ და სწორედ ამ საავადმყოფომ მედიცინის, განსაკუთრებით კი მეანობის განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. აქ სამშობიარო პალატა, ჯერ კიდევ მე-XIII საუკუნეში გაიხსნა და ის, არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო მეანობის აკვნად იქცა.

14ამბრუაზ პარე პატარა ქალაქ ლავალიდან პარიზში ჩავიდა და პროვინციელი ხელოსნის სახლიდან ,,ღვთის სახლში” შეაღწია. დაწყებითი სამედიცინო სკოლიდანვე მალე, როგორც იმედის მომცემი მოწაფე, ის სტაჟირებაზე Hotel- Dieu -ში გაამწესეს, სადაც უმდაბლესი შეგირდ-დალაქის წოდებიდან – მსოფლიოში ცნობილი საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგემდე გაიარა გზა. ასე აღსრულდა ბრეტანელი ხელოსნის ოცნება!

V. ,,კარგად დავიწყებული ძველი” – გადატრიალება მეანობაში!

,,ოტელ-დიეს” სამეანო პალატაში პარე ქალთა პათოლოგიური მშობიარობის ტანჯვა-ვაებას და დამსწრე ქირურგების უმწეობას აკვირდებოდა. სწორედ აქ, მის გამჭრიახ გონებაში გაჩნდა აზრი ხერხის შესახებ, რომელიც მეანობაში ,,ნაყოფის ფეხზე მობრუნების” სახელწოდებითაა ცნობილი. მეთოდი ათასწლეულებს ითვლის – მის შესახებ ჯერ კიდევ ძველინდური მედიცინის წიგნებში მოიხსენიება; და მაინც ხერხის ავტორად ამბრუაზ პარეა მიჩნეული, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში ,,ფეხზე შემოტრიალება” სრულიად დავიწყებულ იქნა და ის არსად არ გამოიყენებოდა.

15

თავისი პატარა წიგნი ანატომიაზე მან 1550 წელს დაწერა და ამ წიგნის ბოლოს ხერხის აღწერა მიამატა – ,,როგორ უნდა ამოიყვანო დედის მუცლიდან მკვდარი და ცოცხალი  ბავშვები”. აი, ამ მინაწერს ერგო ხვედრი, მეანობის ისტორიაში ღირსშესანიშნავი როლი ეთამაშა. ქირურგების ხელში ,,ნაყოფის ფეხზე მობრუნება”, როგორც უსისხლო ოპერაცია, მძლავრი საშუალება შეიქნა. უკვე მხოლოდ ამ ერთი ხერხით შეეძლო ამბრუაზ პარეს თავისი სახელის უკვდავყოფა, ის კი, რათა კაცობრიობისთვის შეუფასებელი განძი დაეტოვებინა, გაცილებით შორს წავიდა.

VI. ჯარში ყველაზე პატივცემული

დიდი ქირურგია, რომელზეც ყმაწვილი ბრეტანში ოცნებობდა, პარესთვის კვლავ შორეულ და მიუწვდომელ პერსპექტივად რჩებოდა. ცხრამეტი წლის ასაკში პარე სამხედრო დალაქ-ქირურგი გახდა და ნამდვილ ქირურგიაზე უფლების მოსაპოვებლად მოქმედ არმიაში გაემგზავრა.

16არსად არ ვლინდება ქირურგის ტალანტი ისე გამოკვეთილად, როგორც ომში. სწორედ ომი შეიქნა ის პოლიგონი, სადაც ამბრუაზ პარეს მამაცობა, საზრიანობა, გამომგონებლობის ნიჭი და გულისხმიერება მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოვლინდა.

პარე მეტად კეთილი, გულითადი ადამიანი იყო და ყველა ძალას ხმარობდა, რათა დაჭრილი მეომრები ტანჯვისგან ეხსნა. ფრანგ მეფეს ფრანცისკ I-სა და გერმანო-რომაელ იმპერატორ კარლოს V-ს შორის ომი მიმდინარეობდა. სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით – არაფრით გამორჩეული ბრძოლა; ქირუგიის ისტორიის თვალსაზრისით – უდიდესი ბრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება. ერთი უცნობი, მაგრამ საოცრად დაკვირვებული ფრანგი დალაქის  ტრიუმფი!

ცეხლსასროლი იარაღის საყოველთაო გავრცელების შემდეგ (XIV-XV სს), ცეცხლნასროლი ჭრილობების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ადუღებული ზეთი ითვლებოდა. იმხანად ტყვიით მიყენებული ჭრილობები მკურნალობას ცუდად ექვემდებარებოდა და ისინი, ხშირად  სისხლის განგრენოზული მოწამვლის წყაროდ იქცეოდა. მაშინდელი ექიმების აზრით ცეცხლნასროლი ჭრილობების განსაკუთრებულად მძიმე შეხორცება იმით იყო გამოწვეული, რომ ჭრილობაში ტყვიასთან ერთად მომწამვლელი დენთის მურიც აღწევდა. ამ შხამის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებად კი ადუღებული ზეთი ითვლებოდა; ამიტომ, დალაქები ცდილობდნენ მდუღარე სითხე ჭრილობაში რაც შეიძლება ღრმად ჩაესხათ. ამის გამო სამხედრო ქირურგის კარავთან მუდმავად ცეცხლი გიზგიზებდა, რომელზეც მდუღარე ზეთით ქვაბი ეკიდა.18

პარეც იმ მეთოდს ხმარობდა, რომელსაც ოფიციალური მედიცინა ბრძანებდა. ის ძაბრის ყელს ჭრილობაში ამაგრებდა, სპეციალური სახაპით ჯოჯოხეთურ მდუღარე შენარევს იღებდა და ჭრილობაში ასხამდა. დაჭრილები ტკვივილისაგან იკრუნჩხებოდნენ, მკურნალს კი თანაგრძნობისგან გული ეკუმშებოდა. გამოსავალი არ ჩანდა – დენთის ჭვარტლით მოშხამული ჭრილობის მკურნალობის სხვა მეთოდი, უბრალოდ, არ არსებობდა. იმ საბედისწერო ბრძოლაში დაჭრილების რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ზეთის მარაგი გათავდა. პარე იძულებული შეიქნა დაჭრილების ნაწილისთვის უბრალო, კვერცხის გულისა და ვარდის ზეთისგან სახელდახელოდ დამზადებული ,,ბალზამის” ნახვევი დაედო. პარეს მთელი ღამე არ სძინებია – ის იმ ავადმოყოფთა ბედზე დარდობდა, რომელთაც შეხვევა იმდროინდელი მედიცინის ყველა წესების დარღვევით გაუკეთდათ…

19იმ და ყველა სხვა მომავალ ბრძოლებში დაჭრილებს გაუმართლათ! ქირურგიასაც ბედი სწყალობდა – სწორედ იმ დღეს დაიდო პირველი აგური მომავალი მეცნიერების საფუძველში! რაოდენ დიდი იყო დილით პარეს გაოცება, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ მდუღარე ზეთით დაუფარავი ჭრილობები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა: შეწითლება და შესიება ნაკლები იყო, დაჭრილებს ძლიერი ტკივილები არ აწუხებდათ, მათ მშვიდად ეძინათ. მეზობლად კი ის საწყლები იწვნენ, რომელთა ზეთით ,,მკურანალობა” პარემ მოასწრო – დაჭრილები ბოდავდნენ, საშინელ ტანჯვაში ბორგავდნენ. შემდგომი დღეების განმავლობაში პარე დარწმუნდა, რომ მის მიერ სახელდახელოდ დამზადებული ბალზამით ნამკურნალები ჭრილობები გაცილებით მალე ხორცდებოდა. რაღა თქმა უნდა, პარემდე, ბევრს სხვა ქირურგსაც ომის ქარცეცხლში მდუღარე ზეთი დააკლდებოდა, მაგრამ არცერთი მათგანი ისეთ დაკვირვებულობას და ანალიზის უნარს არ ფლობდა, როგორიც ახასიათებდა დიდ სამხედრო ქირურგს! პარემ, პირველმა, ეს ჩვეულებრივი შემთხვევა მეცნიერულ აღმოჩენად აქცია!

ორი წლის დაკვირვებების საფუძველზე, ამბრუაზ პარემ წიგნი გამოსცა (1537.), სადაც ცეცხლნასროლი ჭრილობების მკურანალობის მისეული მეთოდი აღწერა. მან დენთის წვის პროდუქტების მომწამვლელი მოქმედების შესახებ თეორია უარყო და ჭრილობების სამკურნალოდ ადუღებული ზეთის ბარბაროსულ პროცედურას კატეგორიულად წინ აღუდგა. ეს კი უკვე გაუგონარი თავხედობა იყო – ,,მეტიჩარა”, ,,უვიცმა” დალაქმა, არა მხოლოდ  სამედიცინო მეცნიერებასთან დაპირისპირება გაბედა, არამედ უდავო ფაქტებით დაამტკიცა, რომ სწორედ ის, და არა სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერ-თეორეტიკოსები იყვნენ მართალნი. 20დამატებით, პარეს წიგნი არა ლათინურ, არამედ ფრანგულ ენაზე გახლდათ გამოცემული, რამაც, საბოლოოდ, მეცნიერების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია! მაგრამ ამაზე შემდეგ, ჯერ კი მნიშვნელოვანი შედეგის შესახებ – სულ რამდენიმე წელიწადში სამხედრო ქირურგების კარვებთან ცეცხლი ჩაქრა და დაჭრილების ადუღებული ზეთით წამება შეწყდა. ამიერიდან დაიწყო ამბრუაზ პარეს დიდება!

VII. ცოცხალი ლეგენდა  ამბრუაზ პარე

ფრანგულ არმიაში სასწაულმოქმედ ქირურგზე ხმა უცებ გავრცელდა. ჯარისკაცები ერთმანეთს გადასცემდნენ, რომ ,,ყოვლადმოწყალე მეფის” ლაშქარში არის ისეთი მკურნალი, რომელმაც ადუღებული ზეთი გააუქმა. აქ, არმიაში, სადაც მომდევნო წლებში პარეზე მეომრები ლოცულობდნენ, დაიწყო ,,ქირურგიის მამის’’ დიდების გზა. მისი დიდება, მის მოღვაწეობასთან სრულ შესაბამისობაში მრავლდებოდა და იზრდებოდა. ქირურგის წოდება კი პარემ, მხოლოდ 15 წლის შემდეგ მიიღო. იმ დროისთვის მან მთელი ქირურგია გადაამუშავა და თანამედროვე ქირურგიას მყარი საფუძველი ჩაუყარა. იმ დროისთვის მისი სახელი მშობლიურ საფრანგეთს უკვე შორს გასცდა…

22პერპინიანზე შეტევისას ერთი დიდი მხედართმთავარი მძიმედ დაიჭრა: ტყვია გულმკერდში შევიდა და გარეთ არ გამოსულა. გამოძახებულ იქნა რამდენიმე წამყვანი სამხედრო ქირურგი – ტყვიის მონახვა კი ვერავინ შეძლო. პარესაც უხმეს… დიდი ხანი არც უფიქრია: მან მხედართმთავარი აიძულა ისეთივე მდგომარეობა მიეღო, რომელშიც ის დაჭრის დროს იმყოფებოდა – და ტყვია უცებ აღმოაჩინა: ის ბეჭის ძვლის ქვეშ გაჩხერილიყო; სხვა მდგომარეობაში მისი ნახვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. გაკვირვებული, საკმაოდ გაწბილებული ქირურგების თვალწინ პარემ ტყვია იოლად ამოიღო, თავის კოლეგებს, რომლებიც მას ქირურგადაც არ მიიჩნევდნენ, გამოეთხოვა და საკუთარი კარვისკენ გასწია.

სხვა ბრძოლაში – ეს იყო ბულონის ალყის დროს – პარემ თვით კათოლიკური პარტიის ბელადი, ჰერცოგი დე გიზი გადაარჩინა. ჰერცოგი შუბით დაიჭრა – ლახვარი თვალის ბუდის შიდა კუთხიდან შევიდა და ყურის ნიჟარის უკან გამოსულიყო. გარეთ გამოჩხერილი შუბის ბლაგვი ბოლო მოტყდა და მისი ამოძრობის არავითარი საშუალება არ არსებობდა. ჰერცოგ დე გიზთან იმ დროის, პრაქტიკულად, ყველა გამოჩენილი ქირურგი გამოიძახეს, მაგრამ შუბი ვერავინ ამოაძრო – აბა, რას იზამ, როდესაც ვერც ერთი ქურურგიული ინსტრუმენტით ვერ მოხერხდა შუბის ბოლოში ჩავლება. ვიღაცამ პარეს სახელი ახსენა, დამსწრე კორიფე ქირურგებმა ირონიულად ჩაიცინეს… პარე კი მოვიდა, ბევრი არ უფიქრია ისე, ითხოვა მჭედლის მაშა მოეტანათ. შემდეგ მაშის კბილები შუბის ბოლოს ჩასჭიდა და ლახვარი უცებ ამოაძრო. თქრიალით წამოსული სისხლიც ოსტატურად გააჩერა. განწირული ჰერცოგი, შეიძლება ითქვას, მკვდრეთით აღსდგა. თვით ჰერცოგ დე გიზის, ამ მარტივი და ამავდროულად სასწაულებრივი ხერხით განკურნების შემდეგ, ქირურგი ამბრუაზ პარე ცოცხალ ლეგენდად იქცა!

VIII. პატრიოტის ტრიუმფი

23ზემოთ მოგახსენეთ, რომ პარეს წიგნი ჭრილობების მკურნალობის შესახებ, არა ლათინურ, არამედ ფრანგულ ენაზე გახლდათ დაწერილი, რამაც სამედიცინო ფაკულტეტის აღშფოთება გამოიწვია, და დაგპირდით, რომ ამის შესახებ შემდეგ მოგითხრობდით…

ფრანგებსა და გერმანელებს შორის მორიგი ომი გაჩაღდა. პარე, რაღა თქმა უნდა, ჯარში იყო. ერთხელაც, ოპერაციით გართულმა, გაქცევა ვერ მოასწრო და ტყვედ ჩავარდა. დიდხანს არ ამხელდა საკუთარ სახელს, მაგრამ იგი ტყვედ ჩავარდნილმა თანამემამულეებმა იცნეს. მის შესახებ შეიტყო გერმანელების სარდალმაც, თვით სავოიის ჰერცოგმა. მალევე ჰერცოგმა ქირურგს მაღალი თანამდებობა შესთავაზა. პარემ გადაჭრით თქვა უარი, რამაც სარდალი წყობიდან გამოიყვანა და ქირურგის სიკვდილით დასჯა ბრძანა. პარე სასწაულებრივად გადარჩა, მან ტყვეობიდან გამოქცევა მოახერხა.

ახლა უკვე, პარეს წინ მისი დიდება უსწრებდა; დიდება უკვე არა მხოლოდ ქირურგისა, არამედ მამაცი პატრიოტისაც. დაბრუნებულ გმირს პარიზმა ტრიუმფალური დახვედრა მოუწყო – ხალხის მასები ქუჩებს მოეფინა, რათა ჭეშმარიტად სახალხო მკურნალისთვის და პატრიოტისთვის პატივი მიეგოთ. ამ დროს მოხდა ქირურგიის ისტორიაში მანამ გაუგონარი ამბავი: ლათინურის უცოდინარი ამბრუაზ პარე, დალაქ-ქირურგი, ქირურგთა უმაღლეს წოდებაში მიიღეს და თანაც წმ. კოზმას ძმობის მასტერ-ქურურგის ხარისხშიც აიყვანეს. აი, ამან კი საბოლოდ გააცოფა სამედიცინო ფაკულტეტი და მან უზენაეს სახელზე პროტესტი შეიტანა…

…და დამარცხდა – პროტესტი უყურადღებოდ დატოვეს. მეტიც, სულ მოკლე ხანში პარე Hotel- Dieu-ს ქირურგიული განყოფილების გამგედ აირჩიეს და მეფის ლაიბ-ქირურგის წოდებაც უბოძეს. ასეთი სიმაღლეებისთვის ჯერ არცერთ დალაქს არ მიუღწევია!

IX. და კვლავ უდიდესი აღმოჩენა!

ქება-დიდება პარეს თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. მეცნიერებისადმი მისი ინტერესი დროთა განმავლობაში არ განელებულა –  მას ქირურგია კვლავ თავდავიწყებით უყვარდა. აღმოჩენები, ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი, ერთმანეთს მისდევდა. მედიცინის ისტორიკოსები პარეს ყველაზე დიდ აღმოჩენად, მაინც მის მიერ მოწოდებულ სისხლძარღვების გადაკვანძვას მიიჩნევენ. ეს გახლდათ არა მხოლოდ უდიდესი აღმოჩენა, არამედ გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ქირურგია იმხანად იმყოფებოდა.

24მძიმედ დაჭრილებზე, კიდურების ამპუტაციისა თუ სხვა დიდი ოპერაციების ჩატარების დროს, აუცილებლად იჭრებოდა დიდი, ხშირად კი მაგისტრალური სისხლძარღვები. სიხლდენის შეჩერება კი მხოლოდ… ცეცხლით იყო შესაძლებელი. დიახ, დიახ, არ შემშლია – ძველთაგან ამპუტაციებს მაყალზე გავარვარებული დანებით ატარებდნენ. თუმცა არც დანა იყო სასიკვდილო სისხლდენისაგან საიმედო დამცველი. ამიტომ ხშირად მიმართავდნენ შემდეგ მეთოდს – დიდ ქვაბში ფისი დუღდა… სწრაფად ჩატარებული ამპუტაციის შემდეგ, სწორედ აქ, ადუღებულ ფისში, კიდურის ტაკვს აყურყუმალავებდნენ, ცოცხალი ქსოვილი მყისიერად იხარშებოდა და სიხლის დენაც წყდებოდა… ტკივილისმიერ შოკს გადარჩენილი ავადმყოფის დამწვარი ქსოვილები და ძვლები კი ცოცხლად ლპობას იწყებდა… უმეტეს შემთხვევაში ადამიანი სისხლის მოწამვლისგან იღუპებოდა.

25გამოიგონეს ამპუტაციის უფრო ,,ჰუმანური”, უსისხლო მეთოდიც: ნელა, დღეების განმავლობაში, კიდურს მავთულს თანდათან უჭერდნენ და, როდესაც ის ძვლამდე დადიოდა, ძვალს ხერხავდნენ… მართალია, ამ ოპერაციისას წვეთი სისხლი არ იღვრებოდა, მაგრამ თუ ადამაინი ვერ ასწრებდა ტკივილისგან სიკვდილს, მას კვლავ ქსოვილების ლპობით გამოწვეული სისხლის მოწამვლა ემუქრებოდა. ასეთ ჩიხში იყო შესული შუასაუკუნეების ქირურგია…

ცნობილი ფაქტია – ყველაფერი გენიალური მარტივია და მხოლოდ გენიოსებს ძალუძთ ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან, მარტივი გამოსავალის მონახვა. პარემ ბორბალივით სრულიად უბრალო რამ გამოიგონა – მისი შემოთავაზება (1557.) სისხლძარღვების ჩვეულებრივი მაგარი ძაფით გადაკვანძვაში მდგომარეობდა! სავარაუდო ოპერაციის ადგილის ოდნავ ზემოთ, პარე პატარა განაკვეთს აკეთებდა, დიდ სისხლძარღვებს აშიშვლებდა და მათ ძაფით კვანძავდა.  ოპერაციის მსვლელობისას კი წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, მან ლიგატურის დადებას (სისხლძარღვების განასკვა სისხლისდენის შეწყვეტის მიზნით) მიმართა.

26ეს გახლდათ საოპერაციო ტექნიკაში ნამდვილი გადატრიალება, რომელმაც აუარებელი პაციენტი გადაარჩინა. მას შემდეგ გავიდა 450 წელზე მეტი, ხოლო სისხლძარღვთა გადაკვანძვა სისხლდენასთან ბრძოლის ძირითად მეთოდად რჩება. ქირურგები უკვე დიდი ხანია გულზე, ტვინზე, თვალსა თუ სხვა ორგანოებზე ურთულეს ოპერაციებს ატარებენ, ქირურგიის განვითარებამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია, მაგრამ პარეს ძაფი კვლავ ქირურგის ძირითად იარაღად რჩება!

P.S.

არ არსებობს მედიცინის ისეთი დარგი, რომელშიც პარეს თავისი წვლილი არ შეეტანა. მან დაშავებული ფეხის, ხელისა და ხერხემლისთვის ბევრი ორთოპედიული აპარატი გამოიგონა, მუცლის ქირურგიისა თუ თავის ქალის ტრეპანაციის ტექნიკაში მრავალი სიახლე დანერგა. 27პარეს ეკუთვნის ტრაქტატები ჩუტყვავილასა თუ შავ ჭირზე და ოცამდე წიგნი ანატომიაზე, მეანობასა და ქირურგიაზე, და ბოლოს, თხზულებათა სრული კრებული 25 ტომად, ფრანგულ ენაზე…

სწორედ ამის გამო მას სამედიცინო ფაკულტეტმა გენერალური ბრძოლა გამოუცხადა. ,,დიდმა მეცნიერებმა” პარეს სამედიცინო ნაშრომების გაყიდვიდან ამოღება და აკრძალვა მოითხოვეს. ბრალდების ძირითადი არსი მდგომარეობდა პარეს მიერ ძველი ავტორიტეტების, მათი საუკუნეებით ნაკურთხი მეთოდების უარყოფაში და მთავარი – ,,კეთილხმოვანი, მეცნიერული ლათინური ენის” ,,თავხედურ” უგულებელყოფაში!

პარემ შეტევა ადვილად მოიგერია. მან განაცხადა, რომ მის მიერ მოწოდებულმა  მკურნალობის მეთოდებმა დროით და პრაქტიკით შემოწმება გაიარა… ხოლო, რაც შეეხება მთავარ ბრალდებას, რომ ის მშობლიურ ენაზე წერს, პარემ უპასუხა,- ,,მეშემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ:ჰიპოკრატეც ხომ თავის მშობლიურ ენაზე წერდა და დიდი ბერძენი ექიმის ნაშრომები მხოლოდ საუკუნეების შემდეგ ითარგმა ლათინურ ენაზე…”

29ლიტერატურა მოიძია, თავისუფალი თარგმანი განახორციელა და ამის საფუძველზე  ისტორიული მოთხრობა შემოგთავაზათ ზურაბ ოდილავაძემ. 2012 წელი, მარტი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to პარიზელი დალაქი (ამბრუაზ პარე – თანამედროვე ქირურგიის ფუძემდებელი)

  1. elizaveta55 says:

    შემოვივლი აქ მე, გულიანად წავიკითხავ ამას და დავტოვებ ჩემს ნაკვალევს🙂

  2. odilavadze says:

    გმადლობთ!

  3. Tea says:

    ძალიან საინტერესოა და კარგად დაწერილი. დიდი მადლობა, ზურა
    თეა

  4. odilavadze says:

    მადლობა თეას!🙂

  5. Proteos says:

    ძალიან კარგია და დიდი მადლობა ავტორს.
    ორი რჩევა:
    1. უცხოური სახელების ორიგინალური ვერსიებიც მიუთითეთ. მაგ. “Ambroise Paré”. ეს გაუადვილებს თქვენს მკითხველს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.
    მაგ. ადვილად იპოვნიან სტატიას: http://en.wikipedia.org/wiki/Ambroise_Paré
    2. ამდენი მძიმე საჭირო არაა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s