,,აკრძალულია და მორჩა”-ს! – ათეისტური მომავალი

1ეკლესიისა თუ სარწმუნოებრივ პრობლემებმატიკაზე კრიტიკული პუბლიკაციების  უმრავლესობა სვამს კითხვას, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია – რატომ არ შეიძლება გარკვეულ რელიგიურ საკითხებზე ღია საუბარი, რა მიზეზით ადევთ მათ მკაცრი ტაბუ? დახურული თემების საგანს ძირითადად შეადგენს: 1.პატრიარქის და სამღვდელოების მოქმედებით დაინტერესება; 2.საღვთო წერილის კრიტიკული გააზრება და მასში ეჭვის შეტანა.

საკითხის აქტუალურობას განაპირობებს შემდეგი გარემოება: ,,აკრძალვების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა ხდება სამღვდელოების მიერ მორწმუნეებში შესაბამისი განწყობის შექმნით, რაც შემდეგ გამოიხატება ,,დამრღვევების”  მიმართ მრევლის აგრესიულ გამონათქვამებსა თუ ქმედებებში.

I. რატომ არ შეიძლება კრიტიკული კითხვების დასმა პატრიარქზე და ეკლესიაზე?  

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული აგრესია მოსდევს არა ღმერთზე, ბიბლიაზე კრიტიკულ მსჯელობას, არამედ პატრიარქის ამა თუ იმ ნაბიჯის, გამონათქვამის განხილვას, ღმერთმა ნუ ჰქნას – დაწუნებას! მართლმორწმუნე მრევლი ფაქტიურად, უზენაესზე წინ აყენებს პატრიარქს – მასზე საუბარი მკაცრად ტაბუირებულია, მისი სიტყვები აპრიორი ჭეშმარიტებაა, საქმეები ღვთის ნაკარნახევი, რაც თავის მხრივ ბევრ სადაო საკითხს წამოჭრის…

რა ხანია ვცდილობ გავარკვიო – რითი იხსნება შემდეგი პარადოქსი: მე ვარ ერის კაცი და ვთქვათ ასე – ჩემთვის უმაღლესი ავტორიტეტია პრეზიდენტი. ეკლესიური ადამიანისთვის იგივე სტატუსში აყვანილია პატრიარქი. 2ახლა გთხოვთ გამცეთ  პასუხი კითხვაზე: რატომ არის დასაშვები და რატომ არ ითვლება სახელმწიფოსა და ერის შეურაცხყოფად პრეზიდენტის გამუდმებული ლანძღვა მაშინ, როცა იგივე საზოგადოება საშინლად ღიზიანდება სასულიერო პირზე კრინტის დაძვრის შემთხვევაშიც კი?!

ამასთან დაკავშირებით მოჰყავთ ჩემთვის მიუღებელი არგუმენტი – ესაა განსხვავებული (უარყოფითი) აზრის გამოხატვით ,,მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”. რატომ ითვლება, თითქოს სხვათა რელიგიური გრძნობები განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელია და ამ თემაზე საუბრისას იმაზე მეტი დელიკატურობა გვმართებს, ვიდრე ეს ზოგადად, ნორმალურ ზრდილობიან ადამიანებს მოეთხოვებათ ნებისმიერ თემაზე საუბრისას?

ამგვარი ,,კრძალვის” შეჯამებული ,,დასაბუთება” ასე ჟღერს: კითხვა – რატომ არ შეიძლება? პასუხიგანკითხვა არ შეიძლება და იმიტომ! მორჩა! დარწმუნებული ვარ – ამ ტაბუს დასაბუთებული ახსნა ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს! სწორედ ეს იწვევს მოპასუხეთა გაღიზიანებას! შეგახსენებთ, რომ თვით იესო ქრისტე არა მხოლოდ სიტყვისთვის, არამედ საქმისთვის განიკითხავდა იუდეველთა ღმრთის მსახურთ. სახარების ტექსტის დიდი ნაწილი ფარისევლობის მხილებას ეთმობა და იმ დროისთვის ებრაელი ხალხის სახელმწიფო რელიგიის, იუდაიზმის კრიტიკას… ამისთვის იესო ჯვარს აცვეს.

დანიაში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისას, რელიგიური გრძნობების პატივისცემის თაობაზე ჟურნალისტმა ე. მიულერმა შესანიშნავად თქვა: ,,ისლამის აღმსარებლები, როგორც ყველა სხვა რელიგიის მიმდევრები, თვლიან, რომ ისლამის ფასეულობები უნდა ბატონობდეს სხვათა ფასეულობებზე, რადგან მხოლოდ მათთვისაა ცნობილი ჭეშმარიტი გზა და სიმართლე. თუ ადამიანებს სურთ უყვარდეთ მე-VII საუკუნეში მცხოვრები მქადაგებელი მეტად ვიდრე საკუთარი ოჯახი, ეს მათი საქმეა, მაგრამ სრულიად არაა აუცილებელი დანარჩენებმა ეს აღიქვან სერიოზულად”. იგივე საკითხზე ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი გ.ლ.მენკენი ამბოს: ,,ჩვენ უნდა პატივი ვსცეთ მოყვასის რელიგიას, მაგრამ ისე და იმდენად, რამდენადაც ჩვენ პატივს მივაგებთ მის აზრს, რომ მისი მეუღლე – მზეთუნახავია, ხოლო შვილები – ვუნდერკინდები”

II. რატომაა აკრძალული საღვთო წერილის და დოგმების კრიტიკული შეფასება?

51. მიუხედავად ჩემი დაჟინებული კითხვა-ძიებისა, ვერავის გაუცია პასუხი, თუ:  რა ბედი ეწვევა გარდაცვალების შემდეგ დედამიწის არამართლმადიდებელ მოსახლეობას – 1,5 – მლრდ ჩინელს, 1,3 – მლრდ მუსულმანს, 1- მლრდ ინდოელს და 1- მლრდ კათოლიკე-პროტესტანტს? – ჯოჯოხეთი, კუპრი, მატლი?! მოსიყვარულე ღმერთის გაუგონარი სისასტიკის ახსნა ჩემთვის უცნობია.

2. არ შეიძლება არ გაგიჩნდეს ფრიად საფუძვლიანი კითხვა – როგორ იხსნება ბიბლიასა და სახარებაში ორი სრულიად განსხვავებული, ამავდროულად ერთარსი ღმერთის – იაჰვეს (იეღოვას) და ქრისტეს ყოფნა?! თუ ბიბლიის მიხედვით  ძველაღთქმისეულ ღმერთზე, როგორც ,,ლიტერატურულ პერსონაჟზე” ისე ვიმსჯელებთ, წარმოგვიდგება თანამედროვე გაგებით ფრიად არამიმზიდველი სახე: გულღრძო დესპოტი; სისხლმოწყურებული მკვლელი-შოვინისტი; ჰომოსექსუალებისადმი შეუწყნარებელი ქალთმოძულე; ბავშვთა, ხალხთა მკვლელი; განდიდების მანიით შეპყრობილი მჩაგვრელი რასისტი. თუ ვინმე ბიბლიის სიტყვასიტყვითი განმმარტებელი შემეკამათება ამგვარ დახასიათებაში, შევახსენებ რომ ცოლ-ქმრული ღალატისათვის, ფიჩხის შაბათს შეგროვებისათვის და მშობლებთან ურჩობისათვის იაჰვე ბრძანებს დამნაშავის სიკვდილით დასჯას!

6ყოველივე გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ, რომ იუდაიზმი ჩაისახა უძველეს დროს კაცობრიობის ,,განთიადზე”, როგორც ულმობელი ღმერთის კულტი, რომელიც პათოლოგიურად შეწუხებულია სექსუალურ აკრძალვებზე, დამწვარი ხორცის სურნელზე და მის მიერ გამორჩეული მომთაბარე ტომის განსაკუთრებულობაზე ზრუნვით. გაუგებარი და ძნელად ასახსნელია – თუ როგორ გარდაიქმნა ის ბავშვების და ერების მკვლელი, ქალების მჩაგვრელი, სასტიკი იაჰვე – მოსიყვარულე, თავმდაბალ კრავად – ქრისტედ?!

სასწაულებრივი ტრანსფორმაციის თეოლოგიური ახსნისთვის მოჰყავთ შემდეგი მაგალითი: ,,პატარა ბავშვს დედა ტუქსავს ხელზე დარტყმით, ცეცხლისკენ ხელი რომ არ წაიღოს და არ დაიწვას, დედა სცემს, იმიტომ რომ ბავშვს ახსნილი ჯერ არ ესმის, არაა მზად ამისათვის, ხოლო ქრისტე – მეორე ეტაპია, კაცობრიობა – მოზრდილი ბავშვია, რომელსაც უკვე ესმის მშობლის და მიჰყვება დარიგებას”. განსხვავებული ვერსია კი ასეთია – პავლემ ტარსუსიდან ებრაული ტომების ველურ ღმერთზე სწავლება ანტიკური ჰუმანიზმთან შესაბამისობაში მოიყვანა და დააარსა ქრისტიანობა როგორც ნაკლებად მკაცრი იუდაიზმის ვერსია, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ ებრაელებისადმი, არამედ მთელი კაცობრიობისადმი.

7

ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ქრისტიანობის წარმოშობის ისტორიული ვერსიაც საკმარისია – ის რომ ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენდა კაცობრიობის კულტურისა და ხელოვნების დღევანდელ მიღწევათა უმრავლესობა და სწორედ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ, ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაყრდნობით, შეასრულა ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ისტორიული მისია – მე სავსებით მაკმაყოფილებს! გასაკვირია და მიუღებელი მხოლოდ ის – თუ რატომ არ შეიძლება ამ საკითხებზე კრიტიკული საუბარი?!

დასკვნის სახით ვიტყვი: სწორედ თეოლოგიური ახსნის და რაციონალური მტკიცებულებების მოყვანის უუნარობა გახლავთ მიზეზი შეუწყნარებლობისა, აგრესიისა, რომელსაც ჩვეულებისამებრ სამღვდელოება და მრევლი იჩენს. შეთქმულების თეორიებს, მოარულ მიეთებს და მტრის ხატებს  კი ეკლესიისადმი უნდობლობისკენ და შეუქცევადი ათეიზმისკენ მივყავართ. ეს უპირობო ,,დიაგნოზების დასმა” და ჯოჯოხეთში უაპელიაციო ,,საგზურების გამოწერა” მაფიქრებს  მეც…

9ზურაბ ოდილავაძე, 2011, იანვარი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

9 Responses to ,,აკრძალულია და მორჩა”-ს! – ათეისტური მომავალი

  1. zara says:

    Tkven ukve saubrobt zura da sakmaod kritikulad…tkvens mier gazhgerebul bevr sakitshi gansxvavebuli azri gamachnia, imdenad ramdenadac me ateisti ar gaxlavart, magram absoluturad getanxmebit imashi , rom adamianma sakutari shexeduleba unda gamotkvas, rac ar unda suleluri moechvenos is sxvas…( ak tkven ar ggulisxmobt , tkvens chkuas did pativs vcem)
    Biblia atascleulebis cin icereboda , sazogadoebis gadarchena – ganvitareba – srulkopistvis kanonebi, dges rom umkacresad gvechveneba albat aucilebeli iko, iseve rogorc 2000 clis cin christes dabadeba da movlineba cveli agtmis mocvelebis gamo sheikma aucilebeli da cincasul sazogadoebas sxva rame s,сhirdeboda…ra tkma unda amaze ar vlaparakob zecidan gamogvigzavnes, tu adamianebma shekmnes sachiroebisda mixedvit… Mas shemdeg christianobis modernizaciis procesi ar shemckdara…sazogadoeba vitardeba, mecniereba carmoudgenel mcvervalebs ipkrobs da tkven carmoidginet akedan gamomdinare katulikurma eklesiam sakmaod “mkrexeluri” gancxadebebi gaaketa mag. rom dedamica ertaderti ar aris sadac adamianebi saxlobeno , amit ra minda vtkva, rom Chven pexs ar vuckobt dgevandelobas, pirikit vebrcvit…12 saukuneshi shekmnili cesebita da kanonebit vcxovrobt…eklesiuri cxovreba ar aris sherckmuli saero cxovrebastan , aman adanianis gaoreba gamoicvia….gaoreba, imitom rom sheuclebelia dges im motxovnebis shesruleba rasac eklesia moitxovs… da ra aris sachiro? modernizacia… da amas uagresad ganscavluli saeklesio mogvaceebi s, chirdeba…ver vitkodi ar gvkavs, magram etkoba shignit aris ragac cinaagmdegobebi da brcolebi

    • odilavadze says:

      zara, გმადლობთ ყურადღებისთვის! გეთანხმებიდ და დავამატებ, რომ სწორედ კითხვები, ბჭობა და კამათი უნდა გახდეს ამ მოდერნიზაციის საწყისი.

  2. roca tqvenamde amagldeba kvela , mashin sheizleba am kitxvaze pasuxis gacema ,batono zura.

    • Natela Sixarulidze says:

      სრულიად გეთანხმებით, ნელი, რომ საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე , დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მითუმეტეს კრიტიკა

  3. Eduard says:

    რაც არ უნდა ფუნდამენტალისტურად ჟღერდეს წარმოუდგენელია მართმადიდებლური დოგმატიკით იმაზე საუბარი, რომ რელიგიის თანამედროვე ცივილიზაციისადმი აყოლილი ადამიანის მოთხოვნების შესაბამისი დოგმირება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, რელიგიის წიაღიდან ეს არ მოხდება, რადგან დღეს არც მარტინ ლუთერები გვყავს და რომც გვყავდეს ქართული მრევლის რეალობაში მას შუასაუკუნეობრივი ინკვიზიციით აღსასრული სანატრელი გაუხდებოდა. უფრო მეტი უნდა იყოს ახელმწიფოს მხრიდან ადამიანისა დ სახელმწიფოს როგორც ადამიანთა ორგანიზაციული ფორმის პროპაგანდა მაგრამ ქართული სახელმწიფო დღეს თვითონაა კომფორმისტი ამ საკითხზე რელიგიის პოზიციასთან მიმართებაში, რაშიცაა ყველაზე უფრო დიდი უბედურება.

  4. Eduard says:

    ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში რომ, ქართული სახელმწიფოს გადარჩენაში ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას რაიმე დიდი პოზიტიური წვლილი აქვს, როგორც ინსტიტუციას (არ ვგულისხმონ ერთეულ წმინდანთა საერო ან სასულიერო მიზნებით მოწამეობრივი აღსასრულის შემთხვევებს) შეტანილი, მეტიც ქართული სახელმწიფო, როგორც კი გაძლიერების გზას ადგებოდა ყოველთვის უწევდა ეკლესიის ალაგმვა, როგორც გავლენიანი ინსტიტუტისა, რადგან მისის იდეოლოგიური და მატერიალური შევიწროვების გარეშე ქართული სახელმწიფო ქვეყნის შიგნითვე აწყდებოდა ყოველთვის პრობლემებს.

    • odilavadze says:

      Eduard, ვაღიარებ, ავტორი გეთანხმებათ იმაში, რაშიც თქვენ არ ეთანხმებით

  5. Maia Bokeria says:

    რათქმაუნდა გეთანხმებით, რომ ყოველივე ზემოთქმული საკითხების გააზრებით, მართლა გიჩნდება ბევრი კითხვა. მე მგონია რომ ეკლესიის უმთავრესი ძალა სწორედ იმ დიდ დაიდუმლოებას უკავშირდება რასაც სიკვდილი ქვია. ყველას ერთი გზა გვაქვს მაგრამ ყველას ეშინია ამ გზის ბოლოსი. რელიგია ერთგვარი ხსნაა ამ შიშისაგან, თითქოს ყოველდღიურად ემზადები, ბარგს ალაგებ, რაღაცას აგროვებ ამ გზისთვის. თანაც მარტო არ ხარ. დიდ ცოდნას დიდი სიმარტოვის შეგრძნება მოაქვს, თუ იმქვეყნიური ცხოვრების არ გჯერა, დეპრესია გეუფლება. ყველა ვინც ამ ცხოვრებაში გიყვარს ადრე თუ მალე კვდებიან. მათთან განშორება ძალიან ძნელია, როდესაც იცი, რომ ყველაფერი მთავრდება და აღარასდროს ამ ადამიანს აღარ ნახავ, თითქოს ველაფერს აზრი ეკარგება. ეს მგონი ქვეცნობიერის დონეზეა ჩადებული ადამიანში. არიან ბედნიერები, რომლებიც ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ და მარტივად გეტყვიან, რა მოხდა შე კაცო: მოცარტი მოკვდა ,შექსპირი, და ასე შემდეგ და რა უჭირს შენც თუ აღარ იქნებიო. მაგრამ აი როცა ყოველდღიურად ფიქრობ, რომ გავიდა კიდევ ერთი დღე, ხარ აბსოლუტურად დაუცველი ამ უზარმაზარ სამყაროში, ანუ ერთ წუთში რა მოხდება ისიც კი არ იცი, ხარ უსუსური არსება და არც არავინ ზებუნებრივი არ გეხმარება თურმე და არც ადამიანის არსებობაა კოსმოსის თვალსაზრისით დიდი ყურადღების ღირსი – ძნელია! აი აქ მოდის რელიგია და თითქოს ხსნას გთავაზობს სასოწარკვეთილებისაგან. მართლაც ნეტარ არიან მორწმუნენი. მგონი საკმაოდ ავცდი თემას, მაგრამ თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ამ საკითხზე, ბატონო ზურა🙂

    • odilavadze says:

      მაია, მე მხოლოდ ყოვლისმცოდნე, გაამაყებულ მოძღვრებზე ვსაუბრობ და არა რწმენაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s