საბჭოური ცხოვრების წესი – მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი I)

,,კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს” – ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – ,,გზა ბატონყმობისაკენ

შესავალი

საქართველოში ბევრს დაავიწყდა ბოლშევიზმის ძალადობრივი არსი და წარსული ეპოქიდან მხოლოდ იდეალიზირებული კეთილდღეობა ახსოვს. ზედმეტად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ  საბჭოთა კავშირის არა მხოლოდ სამართალმემკვიდრე, არამედ პოლიტიკური და იდეური   გამგრძელებელი ამჟამად დღევანდელი რუსეთია. ჩვენდა სამწუხაროდ და სავსებით ლოგიკურად ეს ,,გულმავიწყი” ადამიანები საბჭოთა ნოსტალგიის განმკურნებლად დღესაც ჩრდილოელ მეზობელს მოიაზრებენ, იმაზე კი თვალს ხუჭავენ, რომ საბჭოური ,,შპროტიანი” მაძღრობა აღმოცენდა უამრავი პატიმრის მონური შრომისა და მილიონობით განადგურებული სიცოცხლის ფასად, მთელი თაობების ინდივიდუალური სწრაფვების დათრგუნვისა და მანკიერი კოლექტიური მორალის დანერგვის გზით.n

ტოტალიტარიზმის ცნობილი მკვლევარების, კარლ ფრიდრიხისა და ზბიგნევ ბზეჟინსკის გამოთქმით სსრკ-ში ,,შიში და თანხმობა გახდნენ სიამის ტყუპები”, ანუ შიშმა შვა საყოველთაო თანხმობა და ისინი სიამის ტყუპებივით შეეზარდნენ ერთმანეთს. ასე ,,შეუმჩნევლად დაავიწყეს ადამიანებს, თუ საიდან მოდიოდა ის უხმო  მორჩილება ასეთია მონური ნოსტალგიის, კუჭით აზროვნების ბუნება და შედეგი – მან შიშის გამო არასასურველი ძალადობა განდევნა, ხოლო ინფანტილური გონებით კეთილდღეობის ,,ფოჩიანი კანფეტი” დაიმახსოვრა.

 რატომ არის სათაურში ნახსენები სექსი… ქალისა და კაცის სასიყვარულო ურთიერთობები არ გახლავთ ამ წერილის თვითმიზანი, არამედ მხოლოდ საშუალებაა მეტად თვალსაჩინოდ გამოვლინდეს საბჭოეთის სიმახინჯე, რადგან თუ ურთიერთობათა ისეთი ინტიმური სფეროც კი, როგორიც სექსია, არა მხოლოდ ექვემდებარებოდა იდეოლოგიურ კონტროლს, არამედ საჭიროების შემთხვევაში დასჯის საბაბიც კი ხდებოდა, ადვილი წარმოსადგენია თუ რა ,,გამადიდებელი შუშის” ქვეშ კონტროლირდებოდა პიროვნების ცხოვრების  სხვა დანარჩენი სფეროებიც. აქაც იგივე –  ტოტალური კონტროლი და შიში…

1ზემოთხსენებულიდან გამომდინარეობს წერილის მიზანიც. დღევანდელი პრობლემების ფესვები უმეტესწილად საბჭოური მენტალობიდან მოდის. სწორედ ამიტომაა საინტერესო და აუცილებელიც ტოტალიტარიზმის ყოველი ნიუანსის მაქსიმალურად გაშიშვლება და ისე განხილვა. ავადმყოფობის მკურნალოსას ხომ ექიმი ჯერ მიზეზს არკვევს, შემდეგ სნეულების განვითარებას აკვირდება და ისე წარმართავს თერაპიას.

I. საბჭოთა ,,პროდუქტის მთავარი მახასიათებლები – დეფიციტური, უხარისხო და დამალული

2ჩვეულებრივ, როდესაც ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობის თემაზე საუბრობენ, პირველად ახსენებენ 1986 წელს ,,ტელე-ხიდის ლენინგრად-ბოსტონის” მსვლელობისას საბჭოთა მონაწილის მიერ წარმოთქმულ ცნობილ ფრაზას – ,,სსრკ-ში სექსი არ არის”. თვით გამონათქვამის აშკარა აბსურდულობა ნათლად წარმოაჩენს საბჭოთა საზოგადოების ფარისევლურ მორალსა და მისი კულტურის ანტისექსუალურ ხასიათს.

მაშ იყო თუ არა სექსი საბჭოეთში? სქესთა შორის ურთიერთობები სსრკ-ში ტაბუირებულ თემად იყო გამოცხადებული, ,,კომუნიზმის მშენებლის” უმანკოება კი მითოლოგიზირებული. სექსუალური ურთიერთობები განსაკუთრებით იმალებოდა – სექსის არა თუ მოთხოვნილებას, არსებობასაც კი არავინ იმჩნევდა. შესაბამისად, როგორც სხვა დანარჩენი სსრ-ში, სექსიც დეფიციტური, უხარისხო იყო და ის სამარცხვინოდაც ითვლებოდა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ეს მხარე მეუღლეებს შორისაც კი ამორალური ელფერით განიხილებოდა. ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი ამონაწერი საბჭოთა ქალის სამაგიდო წიგნიდან – ,,დომოვოდსტვო”. მაშ ასე მეუღლე სამსახურიდან დაბრუნდა…

3

«Выдержки из книги по домоводству, изданной в 60-х годах в СССР:«…Вы должны помнить, что к приходу мужа со службы нужно готовиться ежедневно. Подготовьте детей, умойте их, причешите и переоденьте в чистую, нарядную одежду. Они должны построиться и приветствовать отца, когда он войдет в двери. Для такого случая, сами наденьте чистый передник и постарайтесь себя украсить – например, повяжите в волосы бант. В разговоры с мужем не вступайте, помните, как сильно он устал, и начто ему приходится идти каждодневно на службе, ради вас – молча накормите его, и, лишь после того, как он прочитает газету, вы можете попытаться с ним заговорить».И оттуда же, из части «Советов для мужчин»: «После совершения интимного акта с женой, вы должны позволить ей пойти в ванную, но следовать за ней не нужно, дайте ей побыть одной. Возможно, она захочет поплакать.»

ეს საბჭოთა სექსუალური ანთოლოგიის შედევრი მართლაც გასაოცარ სურათს გვიხატავს! ,,შრომით გათანგულმა მონამ შემოაღო სახლის კარი, ის ძლიერ დაღლილია და გაღიზიანებული, მას შია. ისმის ბრძანება: სწორდიი! სუფთა ბავშვების შერენგა. პატარა, გაყურსული მომავალი მონები ხმას არ ძრავენ, ზოგიც შიშით ქვეშ იფსამს. მონა-ცოლი – საბჭოურ ,,შმოტკებში“ და ბაფთადაბნეული გამოპრანჭული მდედრის სახით, ბატონს ,,კირზის” ჩექმებს ხდის და შემდეგ უხმოდ უდებს სალაფავს. ,,გენერალი” ძაღლივით იბღვირება და ჭამს… უმადური ბატონი გაძღა! უკმაყოფილო მონათმფლობელი მოღუშული სახით იღებს გაზეთს, მან ხომ ჯერ იდეოლოგიური დოპინგი უნდა მიიღოს, დანარჩენი შემდეგ… და აი, დგება სექსიი-ის? არა, მექანიკური აქტის – მამრის სპერმისგან დაცლა-განთავისუფლების დროც… ჭუჭყიან, ამორალურ ქმედებაში უნებლიედ ჩათრეული, დაჩაგრული ტყვე-მდედრი აბაზანაში გადის და გულს ტირილით იოხებს”.

ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობის გვირგვინი, უდიდესი სიამოვნების მომგვრელი ფიზიოლოგიური აქტი, დაბოლოს, ბუნებრივი მოთხოვნილება, წარმოჩენილია როგორც ქალისთვის შეურაცხმყოფელი, უსიამოვნო, მაგრამ დომინანტი მამრისთვის აუცილებელი, მექანიკური ქმედება და ის მდედრმა იძულებით უნდა აიტანოს!

აი, ასე გამოიყურებოდა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მითოლოგიზირებული რეალობა: ,,კომუნიზმის მშენებელი” პროლეტარი არ ექვემდებარება ,,მდარე ბიოლოგიურ ინსტიქტებს”, ის დაკავებულია მხოლოდ ქარხანაში შრომით, ჭამითა და პოლიტგანათლებით, მის ცხოვრბებაში არ არსებობს ადგილი სექსისთვის!”. აქვე დავძენ, რომ სიყვარულის, სექსის, როგორც რაღაც გარყვნილი და დასამალი ქმედების შესახებ წარმოდგენის საბჭოური იდეოლოგიური კლიშე დღესაც ცოცხალია ჩვენში და მისით ნაკარნახევი ფარისევლობის შედეგს ყოველდღიურად ვიმკით.

4,,საქართველოში სექსი არ არის!”

როგორც შესავალში აღვნიშნე, ამჟამად ბევრს დაავიწყდა იმ ეპოქის მახინჯი არსი და მხოლოდ მოჩვენებითი კეთილდღეობა ახსოვს. რათა ცხადად წარმოჩნდეს საბჭოთა საზოგადოების ჩამორჩენა, შეგახსენებთ, რომ ხსენებული წიგნი – ,,დომოვოდსტვო” მრავალმილიონიანი ტირაჟით 60-ან წლებში გამოიცა. ამ დროს ცივილიზებულ სამყაროში მენტალობის მძლავრი და ფუნდამენტური გარდაქმნები მიმდინარეობდა, დაიწყო სექსუალური რევოლუცია, იფურჩქნებოდა ,,ყვავილების შვილების” – ჰიპების მოძრაობა, ტარდებოდა ,,ვუდსტოკის” ფესტივალი, ახალ ეპოქას ჰქმნიდნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და ,,Beatles”-ი, დაიწყო ფილოსოფიისა და კულტურის პოსტმოდერნისტული აყვავება! ამასთან დაკავშირებით მოვიყვან ,,რკინის ფარდას” ამოფარებული იდეოლოგების აკრძალვებს, რათა ,,დასავლურ გარყვნილებას” არ გამოეჟონა და, ღმერთმა ნუ ჰქნას – არ შეეღწია საბჭოთა ადამიანის ,,კდემამოსილ გულში”!

5

ასე უაპელაციოდ, ერთი სიტყვით – ,,ვერნო!”, ასამართლებს მსოფლიო როკის ვარსკვლავების ,,უმსგავსო ხროვას”, 50 წელს გადაცილებული ახალგაზრდა კომუნისტი ნიკოლაევის ოლქიდან, ქალბატონი ე.პრიაჟინსკაია!

II. ,,სიმართლის დასასრული

6კომუნისტებმა ბევრი ,,ინოვაცია” შეიტანეს ადამიანის კულტურული და ზნეობრივი განვითარების თეორიასა და პრაქტიკაში. ასე მაგალითად, დიდი ზარზეიმით იქნა მიღებული და ჩემი სტუდენტობისას ყველანი იძულებით ვიზეპირებდით – ,,კომუნიზმის მშენებლის მორალურ კოდექსს”. ასეთივე ,,რევოლუციურ გამოგონებათა” რიცხვს მიეკუთვნებოდა ახალი ,,საბჭოური ცხოვრების წესიც”.

მაინც რითი განსხვავდებოდა ასე საბჭოთა ადამიანი, ვთქვათ, გერმანელისგან, რომ მას ამდენად გამორჩეული მორალური ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა და სრულიად განსაკუთრებული წესით ეცხოვრა? ამ ყველა, პირველი შეხედვით აბსურდული სიახლის აზრი მიმართული იყო ადამიანის ბუნების დათრგუნვისკენ, პიროვნული თვისებების ნიველირებისკენ და ინდივიდის კოლექტივისადმი დაქვემდებარებისკენ. ძლიერი იდეოლოგიური წნეხი უზრუნველყოფდა პიროვნების დამორჩილებას პრიმიტიული კოლექტიური მოთხოვნებისა თუ ინტერესებისადმი. კულტურას, მორალს, ინდივიდის პირადი ცხოვრების წესს, მათ შორის, სიყვარულს, სექსსაც კი, შეუმჩნევლად აკონტროლებდნენ ,,შესაბამისი ორგანოები”.   ხანგრძლივმა ძალადობრივმა წნეხმა და თვალთავლმა ისე დააშინა მასა, იმდენად ბუნებრივი  გახადა მლიქვნელობა, ხალხი ისე მიეჩვია უხმო მორჩილებას, რომ 50-იანი წლების შემდეგ  საკუთარ მონობას ვერც კი ამჩნევდნენ, მან სრულიად მოიცვა საბჭოთა ადამიანის  ბუნება და გენეტიკური ხასიათი შეიძინა. ყოველდღიური ძალადობა აღარ იყო საჭირო, შიში სადღაც  ქვეცნობიერში ბუდობდა და იქედან მართავდა ინდივიდს!

მონობის მიზეზი, შიშის პირველწყარო დავიწყებას მიეცა. აღარავის ახსოვდა მილიონობით უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანი, გადასახლებული ერები, ხალს მიავიწყდა  ,,გულაგი”. მეტიც! კოლექტივი არა თუ არ იმჩნევდა მისთვის თანადროულ უამრავ პოლიტპატიმარს, არამედ ზიზღით მოიხსენიებდა მისი რიგებიდან გარიყულ ახლადგამომცხვარ  ,,მტრებსა” თუ ,,მოღალატეებს”. მონობა ნებაყოფლობითი და ხალისიანიც კი გახდა – მას ხომ პარტიისა და მთავრობის მფარველობით უსაფრთხოების გარდა, კეთილდღეობაც მოჰქონდა. ასე ,,შეუმჩნევლად შეიქნა ბოლშევიკური უღლის ქვეშ ყოფა მხიარული და საამურიკომუნისტურმა იდეოლოგიამ შეუძლებელი შეძლო – 50-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანისთვის მონობა ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაიქცა!

და მაინც, დათრგუნვასა და მონურ შიშს დროთა განმავლობაში არ უნდა დაეკარგა მიმზიდველი, მომხიბვლელი იერი! ამ მიზნით წარმოებდა საბჭოთა ცხოვრების წესის უპირატესობის წარმოჩენა ახალ-ახალი ზღაპრებით, რომლებიც მიზანმიმართულად ზემოქმედებდნენ ადამიანის ცნობიერებაზე: 1. შრომითი პროცესის იდეალიზაცია – ,,სტახანოვური” შრომით მიღწეული პატივი და დიდება, ეროტიკულ-სექსუალური პერსპექტივებით ,,დამსახურებული” დასვენება სანატორიუმში და საბჭოთა ადამიანის ოცნების ზღვარი – ავტომობილი ГАЗ-24!; 2. საბჭოთა ადამიანის ,,ზებუნებრივი”, გაზვიადებული წესიერებისა და ასექსუალურობის პროპაგანდა, მისი მორალური სიმტკიცის აბსოლუტის რანგში აყვანა და 3. წარსულის იდეოლოგიური შელამაზება, ჰეროიკული, ,,სტერილური” ისტორიული მითების შექმნა.

7

ასე გაჩნდა, ,,დასაბუთდა” და მასებში დაინერგა მითი საბჭოთა ადამიანის განსაკუთრებულობის შესახებ, აქედან გაიდგა ჩვენში ფესვები დღესაც არსებულმა და ცოცხალმა  უპირატესობის შეგრძნებამ უცხოტომელის მიმართ. ასე ზღაპრულად აღმოვჩნდით კულტურითა და განათლებით ქართველები მთელი მსოფლიო წინ, დიდწილად ასე შეიძინა ქართველმა ქალმაც შეუდარებლად სპეტაკი და კდემამოსილი არსების სახელი.

ეს იდეოლოგიური გამოთაყვანება, რაღა თქმა უნდა მიმდინარეობდა ,,კომუნისტური პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობითა” და პარტიული ლიდერების ქება-დიდების ფონზე. საბჭოური კოლექტივიზმი გულისხმობდა კომუნისტური პარტიის მიმართ, არა მხოლოდ უპირობო, არამედ ტაშის კვრით, მონური სიხარულით გამოხატულ  მორჩილებას. დაიბადა ახალი ჯიშის არსება: საბჭოთა ადამიანი, რომელიც გართობისას, სექსუალური აქტის დროსაც კი, ფიქრობდა  და ოცნებობდა ,,მშობლიურ კომპარტიაზე”, კოლექტივზე, ქარხანაში შრომით პროცესზე და, რაღა თქმა უნდა, ,,მსოფლიო იმპერიალიზმის ბუნაგის”, ამერიკისა თუ ,,ნატო”- ,,მშვიდობიანი  ატომით გადაბუგვაზე!

ცხადია, ყოველივე რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ფიზიოლოგიურ ბუნებასა და მის ინდივიდუალურ მისწრაფებებს. ანუ, პიროვნება, თითქოს-და  გადაულახავი დილემის წინაშე აღმოჩნდა – რომელი გზა აერჩია: ერთის მხრივ – ტოტალური კონტროლი და იდეოლოგიურად მავნე ქმედებაში მხილების შიში, მეორეს მხრივ – ინდივიდის ბუნებრივი სწრაფვა გახდეს მნიშვნელოვანი, მიაღწიოს წარმატებას საწინააღმდეგო სქესთან, მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა და თავისუფლება. ადამიანი იძულებული შეიქნა მთლიანად დაქვემდებარებოდა შიშს და წასულიყო საკუთარი ბუნების წინააღმდეგ! გამოსავალი თითქოს არ ჩანდა… და აი! და აი!!! ის მოინახა – ერთის ფიქრი, მეორეს ქადაგება და ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მესამეს კეთება! ორმაგი მორალით ცხოვრება საბჭოთა ცხოვრების წესად იქცა. შიშმა ჯერ შვა მონობა და შემდეგ მას დაემატა ფარისევლობა ,,შიშმა  მონობა, მონობამ  ფარისევლობა თხამ ვენახი შეჭამაა!”

დადგა ,,სიმართლის დასასრულის ეპოქა!

P.S.

საბჭოთა საზოგადოების ორმაგი, გარყვნილი მორალის, მისი მითოლოგიზირებული წესიერების დასახასიათებლად და  კომუნიზმის ,,ადამაინურ სახეზე” ყოველგვარი ილუზიის გასაფანტად, მომყავს მხოლოდ ერთი, იმ ხანად ხალხში გავრცელებული გამონათქვამი. წინასწარ ვუხდი ბოდიშს მკითხველს, მაგრამ ამ ,,მარგალიტის” მოყვანა საჭიროდ მიმაჩნია, რათა ცხადად წარმოვაჩინო საბჭოურ ღირებულებათა სისტემის სიმახინჯე. ადამიანის, პიროვნების უმაღლესი ხარისხის შექებისა და შეფასების საყოველთაოდ გავრცელებული ნორმა ასე ჟღერდა: ,,იცი, ეს კაცი ათას ყლ… გადამხტარიაო”,- ანუ ყოველნაირ გასაჭირს სულ იმაზე ხტუნვა – ხტუნვით დაუძვრაო… ანუ საქმე გვაქვს არსებასთან, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ღირებულებები და  მორალური პრინციპები, გარდა თვითგადარჩენის ინსტიქტისა! ასე შეიქნა მისაბაძი მაგალითი  საბჭოთა ადამიანისთვის  მლიქვნელი, მოხერხებული, შემგუებელი ,,ვირთხა

როდესაც საბჭოთა მორალზე ვმსჯელობდით, მეგობარმა იხუმრა – წარმოიდგინე, რომ ის ყ…ბი, არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაა განლაგებული და როგორი შიშნარევი მონდომებით, ქოშინითა და წვალებით ახტება მას საბჭოელი ,,მაგარი კაციო”. თქვენც წარმოიდგინეთ და გაიღიმეთ – საბჭოეთი ცოცხალია, ის ჩვენშია…

8ზურაბ ოდილავაძე. 2011წელი, ოქტომბერი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

4 Responses to საბჭოური ცხოვრების წესი – მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი I)

  1. tami gongaze says:

    …ამჟამად ბევრს დაავიწყდა იმ ეპოქის მახინჯი არსი და მხოლოდ მოჩვენებითი კეთილდღეობა ახსოვს… ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ !!!
    ვაი, რომ გვიანი იქნება თითზე კბენანი… :-(((

  2. odilavadze says:

    თითი კიდევ არაფერი, იდაყვზე კბენანი მითხარი🙂

  3. iqneb ,rogorme auxilot tvali am brbos . monoba -monatrebult.

  4. maia kalandia says:

    ბრბოს თვალის ახელის შანსი არ არსებობს, ბრბო უნდა მოკვდეს. სიკვდილი დროშია გაწერილი, რომელიც მინიმუმ საუკუნეს მოიცავს. ნუ ავჩქარდებით, სიჩქარე მაინც წრეზე დაგვატრიალებს და მხოლოდ თავბრუდახვეულნი დავრჩებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s