საბჭოური ცხოვრების წესი – მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი II)

Прошла зима, настало лето – Спасибо Партии за Это!  XX საუკუნი 70-იანი წლები, ხალხური

1მორალის დასასრული…

წერილის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, რომ საბჭოური ცხოვრების წესი გულისხმობდა კოლექტივიზმსა და ტოტალურ იდეოლოგიურ კონტროლს, მათგან გამომდინარე შიშსა და მორჩილებას. ყოველივე კი ეფუძნებოდა ძალადობას, რომელიც დროთა განმავლობაში (XX საუკუნის 50-იანი წლებიდან) აღარც კი შეიქნა საჭირო, რადგან მონური მენტალიტეტის ჩამოყალიბებასთან ერთად, შიშმა თვითგანახლებადი, თვითშენარჩუნებადი ხასიათი შეიძინა. დადგა ,,სიმართლის დასასრულის ეპოქა”. მაინც რას გულისხმობდა ის, რა ახალი თვისებები შეიძინა ,,ჰომო სოვიეტიკუსმა”?

1. შიშისა და იდეოლოგიური წნეხის ატმოსფეროში, ორმაგი სტანდარტებით ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასთან ერთად, ადამიანებმა დაივიწყეს იდეალები და მორალური პრინციპები, ცნება ,,ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები” გაქრა, გაბატონდა თვითგადარჩენის ინსტიქტსა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებზე დაფუძნებული უხეში მატერიალიზმი. ამიერიდან საბჭოთა ადამაინი მხოლოდ მასზე ძლიერს ემორჩილება, ის მბრძანებლის მითითებებს მექანიკურად ასრულებს, ხოლო ზემდგომის ძალაუფლებისგან თავის დასაღწევად მლიქვნელობის, მოსყიდვის, ქრთამის იმედაა დარჩენილი. ასე რომ, სიმართლის დასასრულის ეპოქა, პირველ რიგში გულისხმობს, მორალის სიკვდილს.

   2. მორალი და პრინციპები შეუმჩნევლად იქცნენ განყენებულ ცნებებად. ვინაიდან  ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიანობის, წესიერების დაცვა-შენარჩუნება შეუძლებელი გახდა, ზნეობა მხოლოდ წარმოსახვით კატეგორიად, ფიქციად იქცა და მან გადაინაცვლა მითის სფეროში, სადაც კეთილი მხოლოდ ზრაპრულად სძლევს ბოროტს. იდეა – მებრძოლია, მორალი – სინდისს აშფოთებს, პრინციპი – ცუდს არ გაკეთებინებს, ხოლო მითი ადვილად შეგაგუებს საკუთარ უმსგავსობასა და უზნეობას. ასეთია ამ კომუნისტური ძალადობისგან დაცვითი მექანიზმის ეტიოლოგია.  ასე დადგა ფარისევლობისა და ორმაგი მორალის ბატონობის ხანა. სწორედ იმ დროიდან მოდის და ჩვენში დღემდე ფორმალურ სახეს ატარებს იდეალებისა და წესიერების დაცვა – პრინციპულობა ხომ, წარმოსახვაში სჯობს, ასე უფრო უსაფრთხო და  კომფორტულია.

33. ზემდგომი გჩაგრავს, ის ბატონია, გულში – მტერიც. ამგვარად ხელისუფლება, ზემდგომი  მტერია!

ამავე ლოგიკით, საბჭოთა სახელმწიფო (ხელისუფლება), რომელიც მიმართავს ძალადობას, თესავს შიშს და აწესებს ყოვეგვარ შეზღუდვებს – ბოროტებაა. მასთან ღიად დაპირისპირებისა ყველას ეშინია, ეს წარმოუდგენელიცაა. ამიტომ წინა რიგებში ინაცვლებენ შემგუებელი, მოხერხებული ადამიანები. ისინი იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებსა და თვალსაჩინო ადგილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ზედა სოციალური ფენა იხრწნება. კანონდარღვევა, კანონდამცველთა მოსყიდვა – ცხოვრების ყოველდღიურ წესად იქცევა. ჩნდება ახალი მისაბაძი მაგალითი, წერილის პირველ ნაწილში ნახსენები, დაშინებული, მლიქვნელი, მპარავი საბჭოთა ადამინის ტიპი – ,,ათას ყ…ე გადამხტარი საბჭოელი ვირთხა”.

სახელმწიფო მტერია, ამიტომ, თუ მას მოპარავ, მოახერხებ და შეუმჩნევლად აიღებ ქრთამს – კარგია. ქურდობა, მექრთამეობა მართლდება, ცხოვრების წესად იქცევა – ამ გზით ,,ოჯახში ფულის შემომტანი კაცი” სანაქებოც ხდება. საზოგადოების ,,წარჩინებულ წევრებს” ქურდობა ხელოვნების დარგში აჰყავთ, ,,ოჯახის მამები” თავდავიწყებით, ოსტატურად იპარავენ, არ ერიდებიან ქრთამს და ამავდროულად ,,უმწიკვლო წესიერიბისა” და ,,განათლებულების” სახელსაც ინარჩუნებენ. რესპექტაბელური ,,ნათლიმამები” საზოგადოების მსაჯულებად, დამრიგებლებად, მორალისტებად გვევლინებიან. ადამიანთა უარესი ნაწილი უმაღლეს სოციალურ ფენაში ექცევა. ასე დადგა ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივების ეპოქა. ასე შეიქნა სახელმწიფოსთან მტრობა, ქურდობა და მექრთამეობა საბჭოური ცხოვრების წესისა და მორალის ნაწილი. ეს სენი დღესაც ცოცხალია.

4. განათლებული, მოწინავე და ამავდროულად ზნეობრივი, წესიერი ადამიანები ადრე, 50-იან წლებამდე დახვრიტეს, სხვები დააშინეს. შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ და იდეოლოგიამ გააფეტიშა, ხელოვნურად გააიდეალა და გაზარდა ,,ახალი ინეტელიგენციის” როლი. ამიერიდან, ,,საამურ” მონობას, პარტიისა და მთავრობის ბრძნული ხელმძღვანელობითა და დავალებით, გააფერადებს და გააცისკროვნებს ,,წითელი ინეტელიგენცია”, ის შექმნის ახალი ადამიანის, ახალ კულტურასა და მორალს! საზოგადოების ეს მცირე, მაგრამ გავლენიანი, ელიტარული ფენა შეიქნა რიგითი ადამიანებისთვის არა მხოლოდ უპირობოდ ავტორიტეტული, არამედ ზემოთაღწერილი უმსგავსობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამნერგველიც კი გახდა. იმ  დროიდან, შემგუებელი, მექრთამე – მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, მხატვრები, არქიტექტორები, კინოსა და თეატრის რეჟისორები, ,,ერის მამებად” და ,,ზნეობის შუქურებად”გვევლინებიან. მათ მცირერიცხოვან ჯგუფს ნაირ-ნაირი სოციალური პრივილეგიებით, ავტომობილებით, ბინებითა და აგარაკებით კვებავს ხელისუფლება. სამაგიეროდ, ,,კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია” ძალას არ იშურებენს, რათა გააკეთილშობილოს ბატონები.

6საბჭოთა ქართველი მწერლები 7 ნოემბრის დემონსტრაციაზე

განსაკუთრებულად ვირტუოზული ოსტატობით, თითქმის 40 წლის განმავლობაში იყენებდა ამ კომუნისტურ ხრიკს –  მოქრთამული ინტელიგენციის მეშვეობით ქართული საზოგადოებისა და ხალხის მასობრივი შეგნების მანიპულირებას – ედუარდ შევარდნაძე.

7,,თეთრი მელა

ელიტის უშუალო მონაწილეობით წარმოებს ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯება და დავიწყება. არ ცხრება დავა და კამათი იმაზე, თუ რამდენი კაცი იბრძოდა დიდგორს – 600 თუ 200 ათასი?! 1921 წლის საბჭოთა, რუსული ოკუპაცია, მე-11 არმია, 26 თებერვალი – არავის ახსოვს, ისტორიკოსები წერენ ,,ახალ ისტორიას”.

დღეს, დემოკრატიის დაბალი ხარისხით აღშფოთებული ინტელიგენციის უშუალო მეცადინეობით გაყალბდა საქართველოს უახლესი  ისტორია. ასე დადგა წარსულის დავიწყების ეპოქა.

8მარიკა ლორთქიფანიძე: ,,ნეტა არ მოვსწრებოდი ამ ყველაფერს

ქართული ,,აკადემიური” ინტელიგენცია ამჟამადაც მუქთა პრივილეგიებისთვის იბრძვის, ის იგივე აზრზე დარჩა, უბრალოდ ღიად ამის დეკლარირებას მორცხვად ერიდება – ჩვენ, ქართველ მეცნიერებს, მწერლებსა და რეჟისორებს საბჭოეთში არავითარი შეზღუდვები არ გვქონდაო, ვოზნესენსკის და ახმადულინას ძლიერ ვუყვარდითო.

9რეზო ჩხეიძე: ,,მე მსურს, რომ გაიმარჯვოს რუსეთის ინეტერესებმა. მაინც მართლმადიდებელი ერია. ამერიკამ ბოლო ხანს ხანს უღალატა დემოკრატიის პრინციპებს”. 

იგივეს იმეორებს ,,წითელი” სამღვდელოებაც – არავითარი ავტოკეფალიის გაუქმება და ეკლესიური ფრესკების მობათქაშება აღარ გვახსოვსო, ვინც მაგას არ ივიწყებს ის მასონია, ქართველების ,,ერთმორწმუნე, მოძმე რუს ხალხთან” გადაკიდება და ,,მეგობრობის ხიდის” ჩატეხვა სწადიაო.

13,,ჩვენ…”

   5. შესაბამისი ცვლილებები განიცადა რიგითი ადამიანების მორალმა და ზნე-ჩვეულებამაც; თავისუფლების მკვეთრმა შეზღუდვამ გამოიწვია პასუხისმგებლობის დაქვეითება, ინერტულ ადამაინს მოტივი გაუქრა თავი ემტვრია ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, აზროვნება გახდა უკრიტიკო, ის უპირობოდ დაეთანხმა და დაექვემდებარა ,,ავტორიტეტების” აზრს – ,,სხვა, ზემდგომი მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მხოლოდ ტაშს დავუკრავ, დავალებას უგულოდ, ფორმალურად შევასრულებ და სამაგიეროდ მშვიდად ვიქნები”. ასე შვეს დიქტარურამ და კოლექტივიზმმა უინიციატივობა – მონა მხოლოდ ,,ბელადის” იმედად დარჩა, ის მიეჩვია უპასუხისმგებლო, შედარებით მაძღარ და მცონარე არსებობას. დადგა საყოველთაო პასიურობისა და უდარდელობის ეპოქა. ასე იქცა ზარმაცობა, უქნარობა, ინერტულობა და ინფანტილიზმი ქართულ ნაციონალურ ტრაგედიად, ამის გამო დღესაც ასე ტკბილად იგონებენ ადამიანები იმპერიის წიაღში ,,ნეტარ” ცხოვრებას და ელოდებიან მორიგ ,,მხსნელს”.

მესიებიც არ ილევა…

P.S.

ზნეობის, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისა და ღირებულებების მითოსის სფეროში გადატანის შედეგად, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მორალი თეორიულ კატეგორიად იქცა, ის მხოლოდ წარმოსახვაში – ზღაპრულ, იდეალიზირებულ სამყაროში არსებობს. ასე მაგალითად, ჩვენ ამაყად ვიმეორებთ, რომ ქართველები ,,შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას ერი ვართ!”, ვამაყობთ იმით, რომ ,,ხელში გორგასლიან- დავითიან-თამარიანი”დროშა გვიჭირავს და სულაც არ გვერიდება ამასთან ერთად, ავიღოთ ქრთამი, მოვიპაროთ ფული თუ სახელმწიფო დოვლათი და შევნატროდეთ ოკუპანტ საბჭოეთსა თუ რუსეთს.

,,წესიერებამ” და ,,მორალმა” ,,აკადემიურ” სუფრაზე გადაინაცვლა – ქართულმა ქეიფმა და სმა-ჭამამ ამაზრზენი იერი შეიძინა, ის გადაიქცა ქართველების გაზვიადებული დიდებისა და გაყალბებული ისტორიის, ფარისევლობისა და მლიქვნელობის, უაზრო სადღეგრძელოების, კომუნისტების მიერ დამახინჯებული წეს-ჩვეულებებისა და გაუთავებელი ღრეობის არენად. დღესაც, მექრთამე აკადემიკოსი და ქურდი მასწავლებელი სუფრასთან დიდ პატივში არიან! მერე რა, ეგ არაფერი, ასეთია რეალური ცხოვრებაა, ის ითხოვს ასე – ოჯახს კვება სჭირდება!

15

 

«მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან – საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე» – .შევარდნაძე

სწორედ ამ ,,უმწიკვლო ჩეკისტმა” – ედუარდ (გიორგი) შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ გააჩანაგა ქართული სახელმწიფო, საბოლოოდ გახრწნა საზოგადოება. მას დღესაც ოვაციებით ეგებება ,,კოლონიური ელიტა”…

16ზურაბ ოდილავაძე. 2011.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s