„ზამთრის ომის” ყურადსაღები გაკვეთილები

სულ ახლახან ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნდა ცხოვრებისთვის 100 საუკეთესო ქვეყნის სია. ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, ცხოვრების ხარისხის, განათლების და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად მიჩნეულია ფინეთი. fცხადი ისტორიული პარალელების გამო, არ იქნება ინტერესს მოკლებული გავიხსენოთ, თუ როგორ იპყრობდა მეზობელ, პატარა ფინეთს უზარმაზარი რუსეთის იმპერია და როგორ ცდილობდა, ამისთვის ადგილობრივი მოღალატეები გამოეყენებინა. რითი დამთავრდა ამგვარი მცდელობა, საყოველთაოდ ცნობილია. ისტორიიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანის მაგიერ, ჩვენში დღესაც არაერთგზის მოისმენ: „რუსეთის მთელ მსოფლიოს ეშინია! მისი ჯარი უძლეველია!”. აღნიშნულის საპირისპიროდ, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ რა დაუპირისპირა ამ მცირერიცხოვანმა ერმა მსოფლიოს უდიდეს არმიას, როგორ მოახერხა დაეღწია თავი რუსეთის კლანჭებისგან და დღეისთვის აეშენებინა აყვავებული სახელმწიფო.

საბჭოურ-ფინური 1939-1940 წლის ომი, ანუ „ზამთრის ომი” – შეიარაღებული კონფლიქტი 1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 12 მარტამდე სსრკ-ს და ფინეთს შორის.

omi

ჯერ კიდევ 1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-მ და გერმანიამ დადეს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, ეგრეთ წოდებული „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი”, რომლის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის თანახმად, სსრკ-ს ინტერესთა სფეროში შეყვანილ იქნა ფინეთიც. უკვე იმ დროისთვის ყველასათვის ცხადი იყო, რომ სტალინი გეგმავდა ფინეთის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას და მის ძალადობრივ გასაბჭოებას.
30 ნოემბრის გამთენიისას წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ დამოუკიდებელი ფინეთის საზღვრებს უზარმაზარ ფრონტზე ბალტიიდან ბარენცის ზღვამდე. საბჭოთა თვითმფრინავების ორმა ასეულმა დაუშინა ბომბები 16 ფინურ დასახლებულ პუნქტს. ომის დასაწყისშივე სსრკ-ს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მარიონეტული „ტერიიოკის მთავრობა”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინელი კომუნისტი ოტო კუსინენი. იმავდროულად, სახელდახელოდ შექმნილ „სახალხო არმიას” უნდა შეეცვალა ფინეთში საბჭოთა საოკუპაციო ჯარები და „სახალხო მთავრობის” მთავარი საყრდენი გამხდარიყო. ფინეთის დაპყრობის გეგმა კუსინენის მარიონეტული მთავრობის დახმარებით ჩაფლავდა. „ფინეთის სახალხო მთავრობამ” და მისმა „სახალხო არმიამ” თავიანთი სამარცხვინო არსებობა დაასრულეს.
წითელი არმიის დანაკარგები სამთვიან ომში შემზარავია! მოკლულთა რიცხვი 127 ათასს აჭარბებს! საბჭოთა ავიაციამ, რომელიც „ზამთრის ომში” რიცხობრივად 26-ჯერ აღემატებოდა მოწინააღმდეგისას, მოახერხა დაეკარგა 650 საბრძოლო თვითმფრინავი! მწყობრიდან გამოყვანილ იქნა 3 179 ტანკი! მოსკოვში არ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას ფინელების მხრიდან და ლაშქრობას როგორც „სამხედრო გასეირნებას” ისე აღიქვამდნენ. ამგვარი ილუზია საბჭოთა ლიდერების წარმოსახვაში შეიქმნა მოწინააღმდეგე არმიების განკარგულებაში მყოფი შეიარაღების და ცოცხალი ძალის შედარების საფუძველზე. ქვემოთ მოყვანილია ძალთა თანაფარდობა 1939 წლის 30 ნოემბრისთვის.

დივიზიების რაოდენობა
პირადი შემადგენლობა
ქვემეხი და ნაღმტყორცნი
ტანკი
თვითმფრინავი
ფინეთის ჯარი
14
265 000
534
26
270
წითელი არმია
24
425 640
2876
2289
2446
შეფარდება
1: 1,7
1: 1,6
1: 5,4
1: 88
1: 9,1

მიუხედავად ყველა ობიექტური მონაცემისა, ომი დასრულდა საბჭოთა არმიის სრული კრახით! ჩამოვთვლი ფინელების გამარჯვების ძირითად შემადგენლებს:

   ttt1. ომისთვის მზადყოფნა, თავდაცვითი ნაგებობების აღმართვა. დაცვის ძირითად ზღუდეს წარმოადგენდა მანერჰეიმის ხაზი”, რომელიც შედგებოდა რამდენიმე გამაგრებული დაცვითი ზოლისგან ტანკსაწინააღმდეგო წინაღობებით, ბეტონის ნაგებობებში და ხის მიწურებში განთავსებული საცეცხლე წერტილებით. ამ თავდაცვითი ხაზის შექმნას ხელმძღვანელობდა დიდი ფინელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ბარონი კარლ გუსტავ მანერჰეიმი.
2. საერთაშორისო დახმარება და მოხალისეთა ლაშქრები. ომის პერიოდში ფინეთში შემოვიდა უამრავი სამხედრო ტექნიკა. ფინელების მხარეს იბრძოდა 16-19 ათასამდე მოხალისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
3. ტანკსაწინააღმდეგო ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით. ფინელებმა საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ პირველად მასობრივად გამოიყენეს ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით, რომელთაც შემდგომში „მოლოტოვის კოქტეილი” ეწოდა. მათი გამოყენებით 3000-ზე მეტი საბჭოთა ტანკი გამოიყვანეს მწყობრიდან.
4. პარტიზანული ომი, მოთხილამურეთა რაზმები, სნაიპერები. „ზამთრის ომში” ფართოდ გამოიყენებოდა პარტიზანული ომის ტაქტიკა. ავტომატებით შეიარაღებული მოთხილამურეების მცირერიცხოვანი ავტონომიური რაზმები, უპირატესად ღამით, თავს ესხმოდნენ გზებზე გადაადგილებად საბჭოთა საჯარისო ნაწილებს, ხოლო შეტევის შემდეგ თავს აფარებდნენ ტყეს. 3უდიდეს ზარალს წითელ არმიას აყენებდნენ სნაიპერები, რომლებიც ხსნიდნენ ცეცხლს ხეებიდან. ყველაზე ცნობილი მათ შორის გახლდათ სიმო ხაიხა, რომელმაც 542 წითელარმიელი გაანადგურა თავისი სნაიპერული შაშხანით და ამდენივე ავტომატით.

P.S.
ფინეთის ომის მაგალითი მოყვანილია არა მილიტარისტული განწყობების გასაღვივებლად, არამედ იმისთვის, რათა საბჭოეთიდან გადმოყოლილმა სამუდამო განწირულობის, წარუმატებლობის, დამარცხებული ერის კომპლექსმა საბოლოოდ არ დაისადგუროს ჩვენს ცნობიერებაში. საქართველოს პატარა სახელმწიფოს, მის მცირერიცხოვან ერს, არც შეიძლება უნდოდეს ომი, მაგრამ რადგან რუსეთის რეალური პოლიტიკა მუდამ მიმართულია აგრესიისკენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
რიტორიკულ კითხვას, თუ როგორ დავამარცხებთ რუსეთს (ანუ როგორ მივაღწევთ მათი ტანკების და ჯარების ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანას), ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი გააჩნია – ისევე, როგორც ეს ფინელებმა, ავღანელებმა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, ძალით თუ მშვიდობიანი გზით, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით მოახერხეს. ამგვარია ისტორიის გარდუვალი ლოგიკა. დღეს უკვე ოფიციალურ დონეზე რუსეთი ცნობილ იქნა ოკუპანტად, ეს მხოლოდ დასაწყისია.

1ზურაბ ოდილავაძე. 2011წელი

შენიშვნა – 2016 წლის, 23 თებერვალი

ზემოთ მოყვანილია თავმოყვარე ერის, თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგად მიღებული ჯილდო! ამერიკელმა ხალხმა სწორედ იმიტომ მოიპოვა კეთილდღეობა და შვა ბობ დილანი თუ ჯიმი ჰენდრიქსი, სტივ ჯობსი თუ ბილ გეითსი, რომ ჯერ ერმა დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა და მოიპოვა თავისუფლება.

ამიტომ არაფერია მოულოდნელი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასა და მის პოპულარობაში, ის ჩვენი ერის ,,ღვიძლი შვილია“ – ჩვენ თავად ვართ კოლექტიური ,,ბიძინა”, ,,კალა’, ,,სტალინ-გოგი“, ,,კორკოტა“… და კიდევ ბევრი სხვა…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to „ზამთრის ომის” ყურადსაღები გაკვეთილები

  1. rogorc kvela . arachveulebrivia da iqneb gaitvaliscinon .

  2. ძალიან კარგია ბატონო ზურაბ.. დიდი მადლობა..
    როდესაც ვამტკიცებ, რომ ფინელებზე კარგად არავის მიყავს თავისი ქვეყნის საქმე, დამცინიან… არადა, ფინელებს შეუძლიათ შექმნან ,,კოლექტიური გონი,,.. ჩვენ კი, ვეღარაფერი.. ადრე შეგვეძლო, ეხლა აღარ.. ცუდია… ე.ი. ვერ ვზრდით მომავალ თაობას სწორედ. სხვათა შორის ფინელებს საუკეთესო სასკოლო განათლება აქვთ და მათი ბავშვები სულ ლიდერები არიან და იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.. ადრე, ჩვენებიც მუდმივად იყვენენ პრიზიორებში და ხშირადაც იმარჯვებდნენ..

  3. odilavadze says:

    დიახ, აი, რას ნიშნავს – ,,ძალა ერთობაშია” მოქმედებაში

    • ძალიან საინტერესო. წარმოდგენა არ მქონდა რუსების ასეთ უპირატესობაზე. დიდი მადლობა ზურა.

  4. მადლობა საინტერესო ექსკურსისთვის ზურა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s