სიძულვილის გაუმაძღარი ბუნება

,,ერს ისე არაფერი რყვნის, როგორც სიძულვილის ჩვევა“…

I. ,,ოცნებისშიშები

საკმარისია დღეს ტელევიზორი ჩართო და ,,ქართული ოცნების“ ლიდერების გაღიზიანებულ სახეს დაინახავ, სახეს, რომელიც მრისხანედ გიმზერს და მტრობის ენით საუბრობს. !!!ბელადი ჟურნალისტებს გამუდმებით უბღვერს, პროკურორები ყველას დაჭერას გვპირდებიან, ხოლო პარტიის ლიდერები თავიანთ რიგებში ,,ხალხის მტრების“ გამოვლენის ღვაწლს არიან მიცემულნი. ეს ჰალუცინაციურ – პარანოიდალური ფსიქოზი ყოველდღიურად მწვავდება და მას ბოლო არ უჩანს. წინა საუკუნის 30-37-ანი წლები რომ იყოს, ყოველივე გასაგები იქნებოდა, მაგრამ გარეთ აშკარად XXI საუკუნეა… მაშ, ეს პოლიტიკოსები განადგურებით ვის ემუქრებიან? საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაში აგრესიას რისთვის თესავენ?   

   სანამ საზოგადოებაში სიძულვილის დანერგვის სათავეებს განვიხილავდეთ, მანამდე, კოალიციის წლების მანძილზე წარუმატებელი ლიდერების გაღიზიანების მიზეზებში გავერკვეთ. მაშ, რატომ ვერ ტკბება ჩვენი ბელადი, მისი გუნდი ტრიუმფით და ,,ხალხს“ ასე რატომ ,,სწყურია  სისხლი“? რატომ სურთ პოლიტიკოსებს და მათ მიერ მართულ მასას, უმოწყალოდ გაანადგურონ ,,სხვები“?

ზოგადად, მოწინააღმდეგის დამარცხებისა და პოლიტიკური წარმატების მიღწევის ორი გზა არსებობს:

1. პირველი – აღიარო, რომ შენი დაბალი პოლიტიკური რეიტინგის მიზეზი შენშივე ძევს და ამიტომ, უნდა ისწავლო, ბევრი იღვაწო, ხალხის კეთილგანწყობა დაიმსახურო და ამ გზით მიაღწიო წარმატებას; ამბიციების ამგვარად დაკმაყოფილება სრულფასოვანი სიხარულისა და რეალური თვითდაჯერებულობის შეგრძნებას მოგანიჭებს, რადგან გამარჯვება შენი გარჯით დაიმსახურე.

2. მეორე – მიმართო მასების მდაბიო ინსტიქტებზე თამაშს, მასობრივ მოსყიდვებს, ,,შავი პიარით“ ,,ტვინების გამორეცხვას“, ინტრიგების ხლართვას და ამ გზით მოიგო; ფულითა და კომპრომატით კონკურენტის ,,დაძირვის“ გზით, მართლაც შეიძლება წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამ ხერხით სრულფასოვან დაკმაყოფილებას ვერ მიიღებ, რადგან იცი, რომ შენი ტრიუმფი დაუმსახურებელია. ასეთი გამარჯვება, მხოლოდ დროებით, ხანმოკლე სიხარულს მოგგვრის, რადგან გრძნობ, რომ ,,წაგებულს“ მაინც ვერ აჯობე – რეალურად ის კვლავ ძლიერია, გონებრივი განვითარებით ისევ შენზე მაღლა დგას და ამიტომ თვითშეფასება ისევ დაბალი გრჩება.

   დასკვნა კი ასეთია: საკუთარ წარმატებაში მტკიცე რწმენისა და გამარჯვებაში გულდაჯერებულობის უქონლობა გახდა ,,მეოცნებე“ პოლიტიკოსების  ბოღმის მიზეზი – მერყევი მდგომარეობის შეგრძენა ახალ ხელისუფლებას აღიზიანებს და მასში მეტოქის მუდმივ შიშს ბადებს.

ახლა კი დაპირებისამებრ, დასაწყისში დასმულ მთავარ კითხვებს მივუბრუნდეთ: ,,ეს პოლიტიკოსები განადგურებით ვის ემუქრებიან? საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაში აგრესიას რისთვის თესავენ?“.

   ჩემი აზრით, პასუხი ასე ჟღერს: სწორედ მერყევი მდგომარეობის შიშის გადასალახადაა საჭირო ძალაუფლების ყოველდღიური დემონსტრირება, ,,ხალხშისიძულვილის თესვა და ამ გზით საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნების დაძლევა თუ ამაღლების დროებითობის შეგრძნების გაქარწყლება. ასეთია ამ პარანოიდალური ფსიქოზის ბუნება.

II. რამდენად შესაძლებელია სიძულვილით დაკმაყოფილება?
ერთი სიტყვით, გრძნობს რა მეტოქის აშკარა, თუნდაც ინტელექტუალურ უპირატესობას, ბელადს საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი და ძალაუფლების დაკარგვის შიში ტანჯავს. იციან რა, საკუთარი წარმატების აბსურდამდე მისული არაბუნებრიობის შესახებ, ,,მეოცნებეები“ გამარჯვებული პოლიტიკოსის როლს ვერ ერგებიან და უფრო მეტად იბოღმებიან.

2

ამიტომ არ ცხრება ,,გამარჯვებული ხალხის“ სიძულვილიც.   წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ,,არასაოცნებო“ მდგომარეობა დახვდა კოალიციას დღეს: ისევ ,,ცოცხალია“ და ადგილზე იმყოფება პრეზიდენტი, უმცირესობის პარლამენტარებიც მუდმივად ,,შენს“ მერყევ მდგომარეობას გახსენებენ, თითქოს არც მათი მომხრეები იმალებიან…

მაშ ასე, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა ბელადს, მის ,,ჯიბის პოლიტიკოსებსა“ თუ ,,ხალხს“, დაგამცირონ და როგორმე ლაფში ამოგსვარონ, ასე ჟღერს: მათში ჩაბუდებულ ,,ქონდრის კაცსპიროვნული მნიშვნელოვნება და ყოვლისშემძლეობა სწყურია შეიგრძნოს, მათ საკუთარი ძალაუფლებისა და აგრესიის რეალიზებითარასრულფასოვნების კომპლექსის დემონის გამოკვება სურთ და ამ გზით თვითშეფასების აწევა.

ახლა კი, შეგვიძლია საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ: საკუთარი ამაღლების დროებითობისა და წარმავლობის შეგრძნებისგან გასათავისუფლებლად, ამ ადამიანებს ,,ხალხის მტრები, იგივე ,,ჩანერგილები“, რეპრესიები და  ,,სამაგალითო  პროცესებისჭირდებათსწორედ მათი სკამის გამყარებას ემსახურება ბრბოს სიძულვილის მითებითა და ,,შემზარავი ფაქტებითკვება. ყოველივე ეს კი, მათი შიშების, დაბალი თვითშეფასებისა და მისგან შობილი ზიზღის ანარეკლია.

 III. სანამ ,,შეტოპავსბელადი?

ერთი სიტყვით – ამ ლიდერებს სიძულვილით დაკმაყოფილება, გაძღომა სწყურიათ. შესაბამისად, ამოცანა შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ბოღმა და აგრესია? რა შემთხვევაში შეიძლება ბელადი დაკმაყოფილდეს და რამდენად მიღწევადია ზიზღის მეშვეობით ,,ორგაზმი“?

,,მე“ ,,შენი“ გინებითა და დაშინებით ვერ ვძღები იმ დრომდე, სანამ რაღაცას მაინც წარმოადგენ და საერთოდ, მაინც ,,სუნთქავ“. ,,მე“ მხოლოდ მაშინ შეიძლება სიძულვილმა მიკლოს, როდესაც საბოლოოდ განადგურებულს, გამათხოვრებულს გნახავ. ამის გამო, ასეთ ადამიანებს მხოლოდ გასაცოდავებულის, დაცემულის სიყვარული ძალუძთ. შესაბამისად, ,,ოცნების“ ლიდერებს, მათ მიერ მართულ ,,მასებს“ ღირსეული, ჭკვიანი, სრულფასოვანი პიროვნების, რომელიც მათგან განსხვავებულ პოზიციებზე დგას, მანიაკალურად ეშინიათ და ამიტომ ცდილობენ საკუთარი პანიკის ობიექტი, რაც შეიძლება დროზე გაანადგურონ.

wwwბელადი საბჭოელი ,,ბიზნესმენია“, მან ფული ,,საქართველოს ბიზნესპროექტში“ ჩადო, ყველა იყიდა და ყველა მხოლოდ მას უნდა დაემორჩილოს. სანამ გარშემო ვინმე მისგან დამოუკიდებლად იაზროვნებს და მოიქცევა, საფრთხე მუდამ იარსებებს! ამის გამო ვერ ხარობს ის გამარჯვებით, ამის გამო ვერ კმაყოფილდება ის მიღწეულით. მთავარი მიზანი მუდამ სხლტება და მას მუდამ უწევს ,,მტრებთან“ ბრძოლა. ასეთია ამ ,,ბუნებით დემოკრატი ადამიანის“ სნეულება – მეტოქეების ურთიერთღალატი, ჩვენებები, ჭუჭყი, ,,სამხილების“ ნიაღვარი და მოწინააღმდეგის განადგურება მისი შიშების ყოველდღიური საკვებია…

 

IV. გამოსავალი

თუ ძველი ხელისუფლება ნაწილობრივ ავტორიტარული მმართველობიდან, არასაკმარისი ტემპით, მაგრამ აშკარად დემოკრატიული სისტემისკენ პროგრესირებდა, ბ.ივანიშვილის ხელისუფლება (ეკლესიასთან ერთად) ცდილობს ადამიანთა მოღვაწეობის ყველა სფერო (პირველ რიგში – პარლამენტი, სასამართლო, სამინისტროები, გამგეობები და შემდეგ ეკონომიკა, მედია, კულტურა) ხელში ჩაიგდოს და უმრავლესობის (,,ხალხის“) უმცირესობაზე ტერორის გზით, საზოგადოებრივი ცხოვრების ტოტალური კონტროლი განახორციელოს.

გამაერთიანებელ იდეად (იდეოლოგიად) – ,,ქართულ ფასეულობებზე“ დაფუძნებული, უფასო, მიწიერი სამოთხის მშენებლობის მითი, რეალურად კი უცხოსადმი სიძულვილია გამოცხადებული. ამ მიზანს ემსახურება წინა ხელისუფლების, მისი მომხრეების დემონიზაცია და ,,სახალხო რისხვით” დაშინება, რელიგიურ-ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების შევიწროება.

ასეთია კოლექტიური ფსიქოლოგია: ,,მოვიგეთ და ვერ გაგანადგურეთ, ვერც კოლექტივში ვერ გაგაერთიანეთ!“… ამის გამო უნდათ ,,მოგკლან“ და მერე შეგიცოდონ – ,,თეთრი ყვავი“ ხარ, იგივე სარკე ხარ, რომელიც საკუთარ ნაკლულობას მუდამ ახსენებს და ამიტომ ის უნდა დაიმსხვრეს. ჯერ ,,დიადი მომავლის“ მხოლოდ დასაწყისია და შეჩერების დრო ჯერ კიდევ არის…

დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რა აგრესია და დაუოკებელი ,,სისხლის წყურვილი“ იღვრება ტელევიზორებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. ერთი შეხედვით, ასეთია ,,საზოგადოებრივი დაკვეთაც“… თუმცაღა ცხადია, რომ ,,ხალხის“ მოთხოვნებს ბელადისა და ახალი ხელისუფლების სხვა წევრების მიერ ნაქადაგები სიძულვილი უსწრებს – ის ზემოდან ქვემოთ ვრცელდება. მაგრამ ადამიანთა განწყობა ჩვენს თვალწინ იცვლება – შიში ქრება… მეტიც, ,,ოცნების“ ლიდერების მრისხანე გამოსვლებმა კომიკური ხასიათი შეიძინა.

ერთი სიტყვით, ამხანაგო ,,ბუნებით დემოკრატებო“ – თქვენ უკვე სასაცილოები გახდით. ქართველმა ხალხმა ტოტალიტარიზმი უკვე ,,გაიარადა ,,მცოცავიოკუპაციის, ტოტალური კონტროლისა თუ ტერორის უფლებას თქვენ არავინ მოგცემთ. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თუ არ გაჩერდებით, იგივე მასები სასტიკად აღშფოთდებიან და თქვენ დაუნდობელ აგრესიას მოიმკით. გაბრაზებულებო, გაფრთხილდით, ადრე თუ გვიან, ფიწალით, ნამგალითა და უროთი შეიარაღებული ხალხი ,,ბროლის სასახლეს“, როგორც მსუყე ნამცხვარს, ისე მოადგება. მოსახლეობის ნაწილის თუნდაც ამჟამინდელი განწყობა ამ წინასწარმეტყველების საკმაოდ დამაჯერებელ საფუძველს იძლევა

xზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, თებერვალი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

12 Responses to სიძულვილის გაუმაძღარი ბუნება

  1. sos says:

    ,,ერს ისე არაფერი რყვნის, როგორც სიძულვილის ჩვევა“…

    სამწუხაროა, მაგრამ წერილიდან ავტორის სიძულვილი მოედინება მხოლოდ და მხოლოდ…..
    სამწუხაროა, რომ…. ვითომ კი გვიყვარს ჩვენი სამშობლოო?!!!

  2. odilavadze says:

    დიახ, ,,რანიმიი” ადამიანი ვარ, როგორც ერთი იტყოდა…😉

  3. namdvili patrioti xart batono zurab genialuria unda gvzuldes samshoblos mtrebi.

  4. ვლაძიმერ პუწინი says:

    @sos: ტრაკის თამაშს თავი დაანებე და წადი მუხლმოდრეკილმა მოინანიე 41–ს შემოხაზვა!

  5. guamokokinakolti says:

    კარგი სტატიაა. მართალია რაც წერია.

  6. Kentavry says:

    მართლაც მალე ახდება ეს !

  7. odilavadze says:

    გმადლობთ!

  8. maia says:

    პარლამენტი თბილისში რომ გადმოეტანათ, ცოტა შვებას იგრძნობდა ბელადი. ერთი იმით, რომ დანაქადნებს აისრულებდა და სიძლიერის დემისტრირებას მოახდენდა, და მეორეც, კრიმინალური და სოციალური ფონის გაუარესებისას საპროტესტო მასა პარლამენტს მიადგებოდა.ახლა კი ეს პროტესტანტები ერთი მიმართულებით მიმართულებით იმოძრავებენ— სოლოლაკის წისქვილკომბინატისკენ. ერთი სითყვით ქარი დათესა და მალე ქარიშხლის ალოობა ექნება.

  9. odilavadze says:

    ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის…

  10. elizaveta55 says:

    მეორე – მიმართო მასების მდაბიო ინსტიქტებზე თამაშს, მასობრივ მოსყიდვებს, ,,შავი პიარით“ ,,ტვინების გამორეცხვას“, ინტრიგების ხლართვას და ამ გზით მოიგო; ფულითა და კომპრომატით კონკურენტის ,,დაძირვის“ გზით, მართლაც შეიძლება წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამ ხერხით სრულფასოვან დაკმაყოფილებას ვერ მიიღებ, რადგან იცი, რომ შენი ტრიუმფი დაუმსახურებელია. ასეთი გამარჯვება, მხოლოდ დროებით, ხანმოკლე სიხარულს მოგგვრის, რადგან გრძნობ, რომ ,,წაგებულს“ მაინც ვერ აჯობე – რეალურად ის კვლავ ძლიერია, გონებრივი განვითარებით ისევ შენზე მაღლა დგას და ამიტომ თვითშეფასება ისევ დაბალი გრჩება.
    ესაა საქართველოს უბედურების სათავეეე

  11. DK says:

    ზურა, როგორც ყოველთვის, ვისიამოვნე შენი წერილით და სავსებით გეთანხმები. იმედი მაქვს შენი წინასწარმეტყველება გამართლდება. თუმცა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s