იდეოლოგიზირებული რწმენა

I. ახალი ,,ტაძრული რწმენა   ტოტალიტარული იდეოლოგია

ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი საერთო სახლი, ,,ხალხთა საპყრობილე” – საბჭოთა კავშირი. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. 1ამ აქტით ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ ფაშიზმის და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გაათანაბრა. ილუზია – ,,სოციალიზმი ადამიანური სახით” – საბოლოოდ გაიფანტა.

ტოტალიტარული რეჟიმის არსი მდგომარეობს სახელმწიფოს ყოვლისმომცველ კონტროლში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. სისტემა ემყარება კოლექტივიზმს. პიროვნების უფლებები მკაცრად იზღუდება. საზოგადოების ცხოვრება მთლიანად იდეოლოგიზირებულია. მონოპოლური იდეოლოგიის გარშემო ხდება მასების დარაზმვა რაღაც ზეამოცანის, უტოპიური მიზნის მისაღწევად. საბჭოეთის შემთხვევაში, ამგვარ გამაერთიანებელ იდეად გამოცხადებული იყო მიწიერი სამოთხის – კომუნიზმის მშენებლობა. მოსახლეობაში იდეოლოგიის დანერგვა და რეჟიმის ფუნქციონირება ხორციელდებოდა ტოტალური ზედამხედველობით და ძალადობით, – ურჩთა დაშინება-განადგურებით. გავიდა 80 წლიანი ,,სროკის” ვადა, ჩვენ ,,სვაბოდაზე” გამოვედით. დავტოვეთ კი ,,ციხეში” ტოტალიტარულ წარსული, გაქრა ის ჩვენი ცნობიერებიდან უკვალოდ?

პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს გასაჭირში, სამოქალაქო ომში, ჩვენ სულის მანუგეშებელ ნავთსაყუდელს ვეძებდით. მისი როლი ეკლესიამ წარმატებით შეასრულა. ათეიზმში გაზრდილმა თაობებმა აღმოაჩინეს სხვა, არამიწიერი ცხოვრება – ,,ზეციური იერუსალიმი”, გაჩნდა აქამდე არნახული საქმე – სულის ცხონება! ამავდროულად, ქართველებს გვწყუროდა ერის გამაერთიანებელი ნაციონალური დოქტრინა, რომელიც შეცვლიდა ,,ველიკორუსულ შოვინიზმს”. მოხდა ჩანაცვლება – კომუნისტური იდეოლოგიისა სარწმუნოებით.

ტოტალიტარულმა უკრიტიკო და პასიურმა ცნობიერებამ სარწმუნოებაც შესაბამისი აბერაციით მიიღო. ჩვენ შევუდექით ,,პრაქტიკულ ქრისტიანობას”: 1.შაბლონური აზროვნებით – სიყვარულის გარეშე და აქედან გამომდინარე, გაქვავებულ დოგმებზე და წეს-ჩვეულებეზე დამყარებული, ე.წ. ,,ტაძრული” რწმენით; 2.ორმაგი ფარისევლური სტანდარტებით – ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში; 3.,,უზენაესი ავტორიტეტისადმიუკრიტიკო, მონური მორჩილებით.

totemახლა, კომუნიზმის მაგივრად, საქართველოს გაბრწინება გამოცხადდა უზენაეს მიზნად, კერძოდ კი, სულების საყოველთაო, კვლავ ,,კოლექტიური” ცხონება! რათა გარედან ახლადშემოსულ, აშკარად უპირატეს ცხოვრების დასავლურ წესს, რაციონალური აზროვნების და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არ გაემარჯვა, საჭირო გახდა მტრის ხატის შექმნა. დაიწყო დასავლეთის დემონიზაცია, ამუშავდა ,,წარმოსახვითი უპირატესობის მითების” წარმოების პრორუსული იდეოლოგიური მანქანა. ჩვენ ყველგან მასონები, იეღოველები და სისხლში შეყვანილი ჩიპები გველანდებოდა. ერი დაირაზმა ერთი ამოცანით – სულის გადარჩენა და ერთი სიძულვილით – მასონების თუ იეღოველების ექსპანსიიდან საქართველოს ხსნა! ეკლესიას უამრავი ხალხი მიაწყდა, მისმა გავლენამ საყოველთაო, სახელმწიფოებრივი ხარისხი შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი იერარქების საბჭოურ მენტალობას, ადვილი გასაგებია, თუ როგორ მოხდა ის, რაც მოხდა…

კათოლიკოსპატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს. დეს კი, სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდოლოგია, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ  იდეოლოგიად. ახლა უკვე ეს, იდეოლოგიად ქცეული ,,მართლმადიდებლობა”, აღარ კმაყოფილდება ხალხის სულიერი წრვთნით, ის იჩენს ცხოველ ინტერესს და ერევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში. ორგანიზაციის თუ პირის საზოგადაებრივი მსჯავრდადებით, ეკლესია უკვე იძენს რეპრესიულ ფუნქციას. რელიგიური ლიდერები იდეოლოგიურად აკონტროლებენ მოქალაქეების პირადი ცხვოვრების წესს, კულტურას და ხელოვნებას, პრეტენზია უჩნდებათ ჩაერიონ სოფლის მეურნეობაში და საბანკო-საკრედიტო პოლიტიკაშიც კი! ყველაზე ცუდი კი, ცალკეული ადამიანის ,,პრევენციულიშიში გახლავთ, რათა თავს არ დაატყდეს ეკლესიის რისხვაასეთია რეპრესიების სავალალო შედეგი!

ასე თანდათან, იერარქების მცდელობით და ჩვენი წაყრუებით, ,,მართლმადიდებლობა” თვით გარდაიქმნა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ყველას კარგად გვახსოვს საბჭოეთის ლოზუნგი: ,,Партия –  наш рулевой!”,-  აი, ზუსტად ასე! 7მრევლის და სამღვდელოების გაუნათლებლობამ და მისგან გამომდინარე რელიგიურმა ფანატიზმმა საბოლოოდ დაასრულეს სარწმუნოების იდეოლოგიზაციის პროცესი. საპატრიარქო აღმოჩნდა ,,მუდამ მართალის” პოზიციაში, ის პოლიტიკური მოთამაშეცაა და, ამავდროულად, უკრიტიკო ველში ცხოვრობს. განსჯის გარეშე დარჩენილი იერარქები ადვილად ინარჩუნებენ უზენაესი არბიტრის და შეუცდომელი ადამიანების სტატუსს. შესაბამისად, დაბალი წოდების სამღვდელოებამ, ღმერთის შესახებ ხალხს ყოველივე ,,გაუიასნა”, ქრისტეს ღვთაებრივი სწავლება თავგანწირულ სიყვარულზე, წეს-ჩვეულებების მშრალ კრებულად აქცია და შეუდგა ,,ბაბილონის გოდოლის” შენებას. ამგვარი მდგომარეობა პირველ რიგში თვით ეკლესიას, მის ავტორიტეტს ვნებს და კულტის მსახურთ უკიდეგანო ამპარტავნებაში აგდებს.

II. რუსული შეფუთვა –  Made in USSR!

ერთ სარწმუნოებას, მისი ,,სიწმინდის დაცვისთვის” შექმნილ მტრის ხატს და საზიარო მითოლოგიას საფუძვლად უდევს საერთო პოლიტიკური და რელიგიური მიზნები. ,,მესამე რომის” იდეოლოგიის თანახმად, რუსეთის იმპერია დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური მასშტაბით, ,,მსოფლიო მასონიზმი ებრძვის”, კერძოდ კი, ,,ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას”! downloadამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე. თუ გავითვალისწინებთ ,,ერთმორწმუნე ძმებთან” მჭიდრო ეკლესიურ კავშირს, ქართველი იერარქების ზაგორსკისეულ განათლებას, ჩვენი სამღვდელოების დიდი ნაწილის სულიერ და მენტალურ ერთობას რუსეთთან, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია ამ მითების და მათგან წარმოებული მტრის ხატის არა მხოლოდ რუსული ფესვები, არამედ მათი მიზანმიმართული ,,პედალირება” რუსეთის იდეოლოგიური მანქანის მიერ. გაუგებარია მხოლოდ ერთი რამჩვენ რას გვარგებს ცივილიზებულ სამყაროსგან გამიჯვნა, რას აძლევს ქართველ ხალხს რუსეთიდან სარწმუნოების იმპორტი და ამერიკასთან მტრობასაკითხავი, აი, ეს არის.

P.S.

დღეს, ვლადიმერ პუტინთან ერთად, საბჭოთა კავშირის დაშლას, რუსეთის პატრიარქი კირილიც მისტირის. ის რუსებს ნაციონალური ღირსების გაღვივებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, სსრკ-ს დაცემის მიზეზი სწორედ ნაციონალური თვითშეგნებისა და სიამაყის, ისტორიის აღქმის დეფიციტი იყო.  რითიც მთავრდება იმპერიული თამაშები ,,ნაციონალური ღირსების” ასამაღლებლად, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად დაინახა 2008 წლის აგვისტოს დღეებში…

5ზურაბ ოდილავაძე. 2011 წელი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s