ქართველი პოლიტიკოსის ანკეტა

2ჩატარდა საპარლამენტო და გვიახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურ არენაზე ჩნდებიან ახალი ფიგურები, ყალიბდება ახალი პარტიები ან ხდება უკვე არსებული პარტიების გაერთიანება. მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, იქამდე, სანამ სახელმწიფოს აღმშენებლობის მრავალფეროვანი პროგრამების დეტალებში გავერკვევი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის შეხედულებები ნამდვილად ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ მიზნით ვსვამ რამდენიმე კონკრეტულ კითხვას და მსურს მათზე მკაფიო პასუხები მივიღო:

1. ცნობთ თუ არა, რუსეთს საქართველოს დამპყრობლად მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო იმპერიის გუბერნიად გამოაცხადა და საქართველო მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა?

2. განახორციელა თუ არა, რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ხელმეორედ ოკუპაცია 1921 წლის 25 თებერვალს?

3. ) მიიჩნევთ თუ არა, რუსეთს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიების (აფხაზეთის და შიდა ქართლის) მიმტაცებლად?

      ) აღიარებთ თუ არა, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტად 2008  წლის აგვისტოს ომის შემდეგ?

      ) აცნობიერებთ თუ არა, რომ რუსული აგრესიის შედეგად, მხოლოდ 90 იანი წლების შემდეგ, დაიღუპა ათასობით და ლტოლვილად იქცა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე?

4. მიგაჩნიათ თუ არა უდაო ჭეშმარიტებად, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგომ ამოცანათა შორის, მთავარი და სასიცოცხლოდ გადამწყვეტია საქართველოს ,,ნატო”-ს ბლოკში გაწევრიანება?

5. თვლით თუ არა, რომ:

309885_551935558151003_391624216_n  ) საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვა დასავლეთისკენ (,,ნატო”-ში და ევროკავშირში შესვლა) – არის უალტერნატივო გზა;

  ) საქართველოსთვის რუსეთის სახელმწიფოსთან რაიმე პოლიტიკურ კავშირში  ( ,,დსთ”, ,,ევრაზიული კავშირი”) გაერთიანება დამღუპველია.

6. თანამშრომლობდით თუ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან, დაგიფინანსებიათ თუ არა (რა ფორმით) საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედი პირები, კერძოდ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ჩინოსნები?

7. მიიჩნევთ თუ არა, ვლადიმერ პუტინს საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლეთისკენ სწრაფვის განსაკუთრებულად აგრესიულ, დაუძინებელ მტრად?

P.S.

წარმოდგენილი ანკეტის შევსება და კითხვებზე პასუხის გაცემა სასურველია მათთვის, ვინც წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას და აქვს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია.

5ზურაბ ოდილავაძე, 2011 წელი, ოქტომბერი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to ქართველი პოლიტიკოსის ანკეტა

  1. მაია კოხტაშვილი. says:

    თანამშრომლობდით თუ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან? აუფ, ამას რავა იკადრებენ!?😉

  2. ცუდი ის კი არაა, რომ ამ კითხვარზე პირდაპირ პასუხებს ვერ მიიღებ. არც ის რომ თუ მიიღე, მაინც მოგატყუებენ, არამედ ის რომ საზოგადოების ინტერესი მცირდება ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც ზოგი 20-22 წლის ახალგაზრდა იტყვის ახლა “ეს აღარაა აქტუალური” ან “დავიღალეთ ანტირუსული პროპაგანდით”…. არ ვიცი რაშია საქმე, მარა ისე სირაქლებივით იქცევიან, გეგონება 1801 წლიდან ყველაფერი ნაციონალების მოგონილი იყოს…

  3. odilavadze says:

    დიახ, გეთანხმებით, თუმცა, ანკეტა პოლიტიკოსებს გარკვეულ პასუხისმგებლობას მაინც დააკისრებს და ამავდროულად, ნაწილის გადამოწმებაც შესაძლებელია. რაც შეეხება “დავიღალეთ ანტირუსული პროპაგანდით”, რაღა თქმა უნდა, თქვენთან ვარ

  4. elizaveta55 says:

    ასეთი ანკეტის შევსება სავალდებულო უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის და მაშინ მოვისვენბ და ხმას არ ამოვიღებ საერთოდ.

  5. odilavadze says:

    მეც🙂

  6. alexander tvalavadze says:

    Ivanishvili afinansebda general lebeds, da manamde ki lebedis jarebi soxumshi chadioda qartvelebis winaagmdeg sabrdzolod da 9 apriltanac aqvs lebeds kavshiri

  7. odilavadze says:

    დიახ, აი, ამის შესახებ: http://www.tabula.ge/article-16375.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s