მარხვის დროს საკითხავი ესსე აღსარებითურთ

,,ჩემი გონება – ჩემი ეკლესიაა“ – ტომას პეინი ( აშშ-ს ,,ნათლიმამა“)

Stev Jobs

I. დღესიძულვილის ქვეყანა

   მორიგი მარხვა… ადამიანებმა ღმერთსა და ერთმანეთს ცოდვების მიტევება სთხოვეს. მობილურებით, ისე რომ ერთმანეთისთვის თვალებში არც კი ჩაუხედავთ. ზოგმა იტირა კიდეც… მთელი წელი ყველა და ყველაფერი გვძულდა, სისაძაგლეებს ჩავდიოდით, უმსაგავსო ჭორებს ვავრცელებდით და შენდობა – უცებ, ერთი დარეკვით? სიაბანდია ეს ყველაფერი, ფარისევლური რიტუალი და თავის მოტყუება – წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე აგებული, ,,ტაძრული რწმენის”, სინდისის დამამშვიდებელი ,,placebo” აბი.

ხვალიდან ხომ ზრდასრული დეიდები და ბიძიები კაცობრიობას ისევ ,,ქოცებად“ და ,,ნაცებად“ დაყოფენ და თან ქრისტიანულ შემწყნარებლობას იქადაგებენ. ,,ნაცები“ ცოტანიღა დარჩნენ, სულ ერთი-ორი და ამ სიყვარულით სავსე ,,ქოცებმა“ ისინი უნდა გაჟლიტონ, გაანადგურონ და გასრისონ. არც ,,ნაცები“ თმობენ… და ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობთ, ვბედავთ? ეს როგორი სტილის არამზადული სიყვარულია – ახალი სიძულვილის ქრისტიანობაა?

პატივცემული საზოგადოება მალევე ისევ დასმენებს, დაჭერებსა და სხვისი უბედურებით ტკბობას მიეცემა, მრავალ სხვა ჭუჭყიან საქმეს ჩაიდენს… და 40 დღე ცოდვებზე იტირებს. თქვენ ვის აგოიმებთ? საკუთარ თავს იბოლებთ? ნაზებო და უმანკოებო, ფრთხილად, ცოდვებზე ტირილით, ერთმანეთისთვის შენდობის თხოვნითა თუ საყოველთაო სიყვარულით არ დადნეთ და ღორის ქონად არ ჩამოიღვენთოთ… ღმერთი თქვენსავით გულმავიწყი იდიოტი გგონიათ? თვალთმაქცებო, ცოდვებზე ტირით?

ერთ დიდ წმინდანს მარხვაზე უთქვამს – ხორცი ჭამეთ, ოღონდ ადამიანს ნუ შეჭამთო. ამდენი შური, ბოღმა, მუდმივი სიძულვილი  და… სიყვარული? ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კარის მეზობლის გვშურს, ნათესავები თუ ოჯახის წევრები, იგივე ,,ქოცობისა“ თუ ,,ნაცობის“ გამო, დანასისხლად ვართ ერთმანეთზე გადაკიდებულნი; ,,ერთმანეთში ვერ მოვრიგებულვართ და ჩრდილოელ დამპყრობელთან ურთიერთობებს ვათბობთ? ათეულობით წლებია ერთიმეორეს გინებით პირი აგვევსო, სისხლი შურით, ზიზღითა და აუტანლობითაა გაჟღენთილი და საყოველთაო სიყვარულს ვიჩემებთ? სწორედ ამ ფარისევლობის ოკეანის გამო აქ, კარგა ხანს ხე კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს – ეს ბოღმით გადამწვარი მიწაა, სიცრუით გამოფიტული და შურით მოწამლული ნიადაგია.

ჩვენს შორის არაფერია საერთო – სრული გაუცხოება და აუტანლობა. ბარიერის ორივე მხარეს – 30 წლის ჩამყაყებული ზიზღი, ჩირქივით ჩაგუბებული. იცით რატომ ვართ ასე პოლიტიკითა და სარწმუნოებით გატაცებულნი? გპასუხობთ – ამ სფეროში სიძულვილისა თუ  დაპირისპირების გადატანის და მისი გამოხატვის შესაძლებლობით. სწორედ ამის გამო ვერ ვიკლავთ წყურვილს პოლიტიკისა და რელიგიის მიმართ – ჩვენ არა ღმერთი, არამედ სხვაზე უპირატესობა გვწყურია. ჩვენ ბოღმა და გესლი ვერ დავშრიტეთ საკუთარ გულში. დიახ, ჩვენ ურთიერთ ზიზღითა და შურით გაჟღენთილი მონების ერი ვართ. მარხვას გილოცავთ!

 4

II. ხვალ – ,,გონების საუკუნე“

ჩვენ ჩამოვრჩით – ცივილიზებულ სამყაროში რახანია ,,გონების საუკუნე“ დგას. ყოვლისმომცველი სიყვარული პრაქტიკულად შეუძლებელი შეიქმნა, ის მხოლოდ დეკლარირებულ თეზისში გადაიზარდა. სწორედ ამიტომ, ადამიანთა მთელი მოდგმის სიყვარულის ქრისტიანული მოთხოვნა ფარისევლობად იქცა. ძველთაგან გამეფებული თვალთმაქცობა, ადამიანის პიროვნებისადმი ცივილიზებულმა დამოკიდებულებამ – მისი პიროვნული თავისუფლებისადმი და თვითგამოხატვის ფორმებისადმი პატივისცემამ, ტოლერანტობამ შეცვალა. უკიდეგანო სიყვარული აღარ შეიქნა საჭირო და აუცილებელი, საკმარისია პიროვნული წესიერება და პატიოსნება – ადამიანებმა მკაცრად უნდა დაიცვან მხოლოდ მორალური ნორმები და იცოდნენ, რომ სხვებზე ,,ფეხის დაბიჯება“ თუ ,,ფეხის დადება“, შური და ჭუჭყიანი ჭორების გავრცელება ჩამორჩენილობის ნიშანია და სამარცხვინოა. მორალის მთავარ პრინციპად კვლავ რჩება ახალი აღქთმის ოქროს წესი – მოექეც სხვას ისე, როგორც გინდა, რომ ის გექცეოდეს.

პიროვნებისადმი ცივილიზებული მიდგომა აგრეთვე გულისხმობს არა სიტყვით სიყვარულს და რეალურად კი მუდმივ ბღვერას, არამედ მისდამი კეთილგანწყობასა და გაღიმებას. რაღა თქმა უნდა, მეტად ფასობს ისეთი ნიჭი როგორიცაა ჩაგრულებისადმი, უპოვარებისადმი და ავადმყოფებისადმი სიბრალული, თანადგომა. ასეთი რაციონალური სიყვარული – იგივე ცივილიზებული ურთიერთობა, მტრისთვის ლოყის მიშვერისგან განსხვავებით, შესაძლებელია. ამას გარდა, ის ,,ყოვლისმომცველი სიყვარულისა” და ,,სულიერების” მსგავსად ეფემერული, უზომო და უწონო ცნება არაა – შენს მორალურობას ყველა ხედავს, ის შემოწმებადია და საზოგადოების მხრიდან კონტროლირებადი. ცივილიზებულ საზოგადოებაში კი წესიერება დაფასებულია, ის მომგებიანია და ამის გამო ყველა ცდილობს ამგვარი თამაშის წესები დაიცვას.

ნაკლები ემოციები და მეტი რაციონალიზმი – გულის ძახილის, მაღალფარდოვანი სიტყვებისა და ადვილად აალებადი, შესაბამისად, მალე ჩაქრობადი და აუცილებლივ სიძულვილში გარდამავალი ემოციური სიყვარულის დრო გავიდა. წარსულს ჩაბარდა ირაციონალური შეფასებების, მოუთოკავი გრძნობების ხანა და დადგა გონების საუკუნე. დღეს შვილებისადმი, მშობლებისადმი, ქალისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის საუკუნეა. საწინააღმდეგო სქესისადმი სექსუალური ლტოლვის და პირადი სიმპათიის ხანა.

ადამიანური ნაწილი იესო ქრისტეშიც კი თანამოაზრის არჩევაში შეცდა და იუდა დაიმეგობრა. ასე მით უფრო არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი ამგვარი შეცდომებისგან. დამატებით, დრო გადის და როდესაც საერთო ინტერესები, შეხედულებები ქრება, მეგობრობაც ნელდება. ასე რომ ,,ტრუსიკებიდან“ სამუდამო ძმაბიჭობის ეპოქაც დასრულდა – დღეს ინეტერესთა თანხვედრაა მეგობრობის წარმართველი ძალა. ძველი სავალდებულო და დამამძიმებელი ტვირთივით მობეზრებული ძმაკაცობა, დაობებული ურთიერთობები, ხელოვნური მეგობრობა კვდება. მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა ასაზრდოებს ახლო ურთიერთობებს, ქალის სიყვარულს კი სექსი, სიმპათია და იგივე საერთო მისწრაფებები.

ადამიანი იმ ახალ წრეს ირჩევს, რომელიც შეესაბამება მის ამჟამინდელ ინტელექტსა და ინტერესებს, იმ კონკრეტული დროისთვის ჩამოყალიბებულ ფასეულობების ერთობას. სიყვარული რაციონალური ხდება – ადამიანი იმასთან ატარებს დღეს, ვინც იმ მომენტისთვის მას აინტერესებს, მასთან ყოფნა სიამოვნებს და არა ,,კანონით“ დადგენილ ,,ბავშვობის ძმაკაც-დაქალებთან“.

ასე ხდება ადამიანი სიყვარულსა და ურთიერთობებში გაცილებით თავისუფალი. ის ვერ დარჩება ძველი კოლექტივისადმი ერთგული და მასთან სამუდამოდ მიბმული. ერთი სიტყვით,  ძმაბიჭებისა და დაქალების ინფანტილური ინსტიტუტი წარსულს ბარდება. მოდის ახალი თავისუფალი ურთიერთობების, ინტერესთა თანხვედრასა და გონებრივ განვითარებაზე დაფუძნენებული ურთიერთობების დრო.

– დაძველებული, ხელოვნური სიყვარულისა და მეგობრული ურთიერთობების ჯაჭვები წყდება!

– შეთხვევითი გარემოებებისგან (უბანი და სვხა) და კლანური ინტერესებით განპირობებული დამოკიდებულის ხარისხი იკლებს – კოლექტივიზმი კვდება!

– ინდივიდუალიზმის დრო დგება – თავისუფელბის ხარისხი იმატებს!

– თავისუფლების დაუძინებელ მტრებს – მიწიერ მიჯაჭვულობას, ყოველდღიური ყოფისგან და ცხვოვრების გარემოებებისგან დამოკიდებულებას – არა!

და ბოლოს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელი და მორიგი ხელისუფლების მიერ გაჩაღებული გაცხარებული საქმიანობის შიშით გამოწვეული რიტორიკული კითხვა: ,,ამათ ხელში (,,ზვიადისტები“ – ,,პუტჩისტები“, ,,ნაცები“ – ,,ქოცები“…) რა გვეშველება?!

პასუხი: საქართველოში არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. რევოლუციები ანგოლაში ხდება, ავტომატებით სირბილი სომალიში უყვართ. ნორმალური ქვეყნები ატარებენ არჩევნებს, ხოლო არჩევნებს შორის სწავლობენ, შრომობენ, კითხულობენ, კულტურულად იხვეწებიან… და ერთმანეთს უღიმიან… და წინ მიდიან.

საქართველო მაშინ გაბრწყინდება, როდესაც უცხო ადამიანის არ შეგვეშინდება, დაგვაინტერესებს კიდეც მისი აზრი ცხოვრებაზე – ანუ გარეშე პირს თანატოლად, საკუთარი თავის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მისი ,,მეს“ გამოკვლევა ახლის მომტანი იქნება ჩვენთვის. ამიტომ, საქართველო მაშინ გახდება მაგარი ქვეყანა, როდესაც ავტოსტოპით შეძლებ თუნდაც თბილისიდან ქუთაისში ჩახვიდე და გზაში ნებისმიერ თემაზე ისაუბრო.Avtostopi

აღსარება:

ღმერთო, ჩვენ ომით და სიძულვილით გვაქვს გული სავსე. ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელსაც ქართველები სუფრებზე ვაფრქვევთ, ჩვეულებრივი, მდაბიო გონებისთვის განკუთვნილი სატყუარაა. რეალურად: ჩვენ შურით, ფარისევლობით და მომხვეჭელობით ვსაზრდოობთ; ჩვენი მორალია – ფარისევლობა; ჩვენ უვიცობით, სიბნელითა და წარმოსახვითი უპირატესობის რასისტული, ყალბი ისტორიული  მითებით ვხელმძღვანელობთ; ჩვენ თითქოს ყველა გვიყვარს და იმავდროულად, ვანთხევთ უამრავ ზიზღს; ჩვენ ვერ ვიტანთ განსხვავებულ აზრს და ამისთვის მზად ვართ ერთამეთი დავჭამოთ – ერთი სიტყვით, ვაღიარებთ, ქართული ნაციონალური უბედურების  ტრიადა ასეთია – შური, ფარისევლობა და უვიცობა.

მამაო ჩვენო, ახლა რაც შემეხება პირადად მე. ჩემი ადამიანებისადმი გრძნობები ძირითადად მერყეობს ნეიტრალურიდან სიძულვილამდე, იშვიათად – სიყვარულსა და სიბრალულს შორის.

მე ადამიანებზე არ ვგიჟდები და არ ვიჩემებ რომ ისინი დიდად მიყვარს, თუმცა, სამაგიეროდ, ვცდილობ არასოდეს გავუკეთო მათ გოთვერნობა და არავისი, რაოდენ წარმატებული და მდიდარიც არ უნდა იყოს ის, არ მშურს. ჩემთვის, ეს უკვე მიღწევაა და პიროვნული თავისუფლების გარკვეულ ხარისხზე მეტყველებს, რადგან სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიჯაჭვულობისა და ზედმეტი მიწიერების გამო არიან ადამიანები ასეთი შურიანები.

გაგიჟებით სიყვარული უკვე ფანატიზმია. მე ვირჩევ კულტურას, ურთიერთ პატივისცემას, კეთილგანწყობასა და ღიმილს. სიძულვილისგან გადაბრეცილი, პირველადად შეჭმუხნული თირკმელივით სახეებისა და ბოღმიანი ბღვერის მაგიერ, სწორედ ღიმილშია ჩვენი ხსნა! მხოლოდ გაღიმება გადაარჩენს საქართველოს!

Dzagliზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, მარტი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

60 Responses to მარხვის დროს საკითხავი ესსე აღსარებითურთ

  1. elizaveta55 says:

    ერთ დიდ წმინდანს უთქვამს – ხორცი ჭამეთ, ოღონდ ადამიანს ნუ შეჭამთო. ამდენი შური, ბოღმა, მუდმივი სიძულვილი და… სიყვარული? ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კარის მეზობლის გვშურს, ნათესავები თუ ოჯახის წევრები, იგივე ,,ქოცობისა“ თუ ,,ნაცობის“ გამო, დანასისხლად ვართ ერთმანეთზე გადაკიდებულნი; ,,ერთმანეთში ვერ მოვრიგებულვართ და ჩრდილოელ დამპყრობელთან ურთიერთობებს ვათბობთ“? ათეულობით წლებია ერთიმეორეს გინებით პირი აგვევსო, სისხლი შურით, ზიზღითა და აუტანლობითაა გაჟღენთილი და საყოველთაო სიყვარულს ვიჩემებთ? სწორედ ამ ფარისევლობის ოკეანის გამო აქ, კარგა ხანს ხე კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს – ეს ბოღმით გადამწვარი მიწაა, სიცრუით გამოფიტული და შურით მოწამლული ნიადაგია.
    გენიოსი ავტორიიი!

  2. odilavadze says:

    მაიცააა 🙂

  3. რევაზ ჩანტლაძე says:

    კარგია. . .ძალიან კარგია. . . ათიანშია მორტყმული . . . . .

  4. zara says:

    eg romeli sikvarulia eklesii karebidan gamosvlistanave rom gvtovebs? arsad minaxavs aseti parisevluri damokidebuleba tvit gmerttan , adamians rom tavi davanebot!
    didi upskrulia gachenili kristianul msoplmxedvelobasa da kartveli adamianis koveldgiur , realur kopasa da kcevas shoris! chvens sazogadoebas paseulobata da girebulebebis xedvis ucnauri kriteriumebi akvs! rixit itkvis” vinc ara hgavs kaxabersa , me ver vitkvi kaxaberado” , ras erchi kargi gamonatkvamia , magram ak ickeba mtavari dilema : vis vcnobt chven kaxaberad? jaba didubeshi, eduardi krcanisis rezidenciashi , kitovani tbilisis kuchebshi , axalaia cixeshi …Da ramdeni chamovtvalo!
    zura madloba!

  5. lika says:

    ზურა, დიდი მადლობა!

  6. იმდენად კარგი წერილია, რომ დიდი განსჯის გარეშე ვწერ – დიდი სიამოვნებით დაგემგზავრებოდით ავტოსტოპით თუნდაც ზუგდიდიდან თბილისში! თემებს რა გამოლევს…

  7. Alex Kadaria says:

    ძალიან მომეწონა, მაგარია……

  8. keti says:

    სულ მაინტერესებს , ნუთუ ეს ყველაფერი მარტო ქართულია ?

    • ara, ra tqma unda ara. ubralod chamovrchit dzalian. chven (ase pirobitad rom vtqvat) miaxloebit im periodshi vart rotza martin luteris gamochena gaxda autzilebeli katolikur eklesiashi. ise ar dagavitzkdet luteri katoliki iko da tavidan artz ufiqria axali eklesiis sheqmna. mxolod eklesiis gatzmenda da dabruneba undoda qristianul idealebtan.

  9. odilavadze says:

    ძალიან საინტერესო კითხვაა! ერთ მაგალითს მოვიყვან. მეგობარმა მითხრა, ვერ წარმოიდგენ როგორ მაგრად გვანან აშშ–ს კატოლიკები და ქართველი მორწმუნეები ფარისევლობაშიო. 🙂
    განსხვავება ალბათ მხოლოდ ამ ფარისევლობის და სხვაზე უპირატესობის განცდის მატარებლების რაოდენობაშია, ჩვენში – მასობრივია, იქ – არა. ამას გარდა იქ ეკლესია იმდენად დახურული სისტემაა არაა და კრიტიკა გაცილებით მეტია, რაც ჩაკეტილი სისტემის წყლულების გაღრმავებას აფერხებს…

  10. odilavadze says:

    მოკლედ, გაუმჯობესების გასაღები კრიტიკასა და საზოგადოებისთვის ამ სისტემის გახსნაშია. სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგება ასე გააფთრებით ჩვენი ეკლესია განსხვავებულ აზრს. ესაა სულ მთელი საიდუმლო

  11. გიო says:

    “გმადლობთ ყურადღებისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის. მე სარწმუნოებრივ საკითხებზე ვერ ვიკამათებ, აქ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაზეა საუბარი”
    ასე მიპასუხე წინა სტატიაზე ჩემ კომენტარზე და გაკვირვებული ვარ,ეს და კიდევ სხვა შენი სტატიები სულ სხვაზე მეტყველებს,ქრისტიანული სარწმუნოების კრიტიკა გაქვს ყველა სტატიაში და ის დაცინვის საგნად გაქვს გადაქცეული.
    “ტაძრული რწმენა”- ო ხშირად იმეორებ და ზიზღით იხსენიებ მას.მინდა გითხრა რომ ქრისტიანობაში არ არსებობს “არატაძრული რწმენა”,ანუ მართმადიდებელი იყო და ეკლესიას და მის აუცილებლობას არ აღიარებდე.შენ ალბათ არც თვლი თავს ქრისტიანად მაგრამ იმათვის მაინც დავწერ, ვინც აქ არის და თავის თავს ქრისტიანად თვლის, მაგრამ ეკლესია სძულს და თავს იმართლებს იმით, რომ ბევრი ეკლესიურ ადამიანზე უკეთესად ცხოვრობს. და რადგანაც წმინდა მამებსაც იმოწმებ ხანდახან ,ესეიგი ოდნავ მაინც პატივს ცემ მათ სიტყვას. ხოდა,მოდი ვუსმინოთ რას ამბობენ წმინდა მამები ეკლესიის და მისი როლის შესახებ ქრისტიანის ცხოვრებაში:
    ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მ ტ ე რ ი ა ეკლესიისა… ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნ ო ე ს კ ი დ ო ბ ა ნ შ ი ა რ ი ჯ დ ა.
    წმ. კიპრიანე კართაგენელი
    ვინც გამოეყოფა ეკლესიას… ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პ ა ვ ლ ე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
    წმინდა ირინეოს ლიონელი
    ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნია სულიწმინდას.თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთ,იგი შეინარჩუნებს ფორმას,ვთქვათ,თითის,ხელის ან ყურისას,მაგრამ მასში არ იქენბა სიცოცხლე;ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა.
    ნეტარი ავგუსტინე
    ვისაც კავშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან,ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს,ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს;წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; ა რ ა ე კ ლ ე ს ი უ რ ი არ შეიძლება იყოს მოწამე,ვერ ეღირსება იგი მეფობას.
    წმ.მღვდელმოწამე კვიპრიანე
    ესეც საკმარისია მგონი.ნუთუ ისინი ცდებოდნენ?! თუ მათ არ გაეგებოდათ მთავარი არსი ქრისტიანობისა,ხოლო დგეს ჩვენ შეგვიძლია შესწორებები შევიტანოთ მათ სიტყვებში,ჩვენ ხომ დღეს გაცილებით მაღლა ვდგავართ ჩვენი მეცნიერულ-ტექნიკური განვითარებით?! (სისულელე)

    • vinaidan tqven 3-4 saukuneebis tzminda mamebis tzitatebi moikvanet, albat qristianobis eg periodi (istoria da literatura) kargad itzit. koveltvis mainteresebda rogor iko shesadzlebeli rom imperatori konstantine, romelmatz sakutari shvili da meugle mokla (es ukanaskneli mdugare abazanashi. sxva gantzirulebze agarafers vambob) tzmindanad agiares da bizantiashi motziqsulta toli iko. tumza erti kargi gaaketa rom kvela religiis mimart tolerantoba gamoatzkhada. kidev bevri saintereso detalia mis paganistur takvanismtzmlobastan dakavshirebit aq ubralod amis sashualeba ar aris. dzalian mainteresebs tqveni mosazreba.

      • odilavadze says:

        ჯანა, ცნობილი ფაქტია – ბიზანტიის 100 იმპერატორთაგან, 70 ხელისუფლებაში მოსულია მისი წინამორბედის ან სხვათა მკვლელობით. ასეთი მორალი სუფევდა ,,მართალი” რწმენის იმპერიაში 🙂

      • გიო says:

        მესმის ჟანა თქვენი, როცა ამბობთ როგორ იყოო ეს შესაძლებელი? ძნელია დღევანდელი ლებერალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ბევრი რამის გაგება ქრისტიანობაში.ფაქტები და ცოდნა კი გაქვთ,მგონია რომ ჩემზე მეტიც,მაგრამ… თქვენთვის იმის გაგებაც ძნელი იქნება,ალბათ წარმოუდგენელიც, რომ ავაზაკი,რომელიც მთელი ცხოვრება ხალხს აყაჩაღებდა და სავარაუდოდ კაციც არაერთი ეყოლებოდა მოკლული, ცოდვათა მიტევება მიიღო ქრისტესგან და პირველი შევიდა სასუფეველში… როგორ მოხდა ეს არა? “საშინელებაა”.ან დავით მეფსალმუნეც ხომ კაცის მკვლელი იყო.მოკლა კაცი და მისი ცოლი შეირთო.ჩვენ კი მას როგორც წინასწარმეტყველს ისე ვაღიარებთ! პავლე ქრისტიანთა მდევნელი იყო.მდევნელი! არ ჭირდება ამას დამატება. შემდეგში კი ის უდიდესი მოციქული გახდა. გაგაოცებს, ეს ქრისტიანობა,არა? !
        რა გითხრათ აბა? ქადაგებას არ დავიწყებ,უბრალოდ იმას გეტყვით, რაც თქვენთვის ასე გამაოგნებელია. ამას ყველაფერს ადამიანის მხრიდან სინანული ჰქვია და უფლის მხრიდან მოწყალება და სიყვარული თვით ამ ადამიანის მიმართ.შენ არც პირველს ღებულობ და არც მეორეს. იმიტომ რომ თქვენივე სიტყვებით ვერ წარმოგიდგენია კაცის მკვლელი როგორ უნდა გახდეს წმინდანი. და ამით თქვენ არ აღიარებთ კონსტანტინესთან ერთად არც იმ ავაზაკს, არც პავლეს,არც დავითს და კიდევ ათასობით წმინდანს. თავისთავად ქრისტესაც არ აღიარებთ,იმიტომ რომ ავაზაკს შეუნდო მისი ყველა ცოდვა მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში. დიახ, ეს ქრისტიანობა,სადაც არ არსებობს ცოდვა ღვთის სიყვარულზე დიდი რომ იყოს. ვერსად ვერ ნახავთ ამას თქვენ სხვაგან. მახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები,როცა ამბობს,თუ როგორი ღრმა და მიუწვდომელია სხვისთვის ქრისტიანობა:
        ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ – ცუმულსა: „ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სიცოფე.“ დიახ ზოგისთვის ეს უბრალოდ საცთურია, ზოგიერთისვის კი სიგიჯე.

    • lasha says:

      ვინც ეკლესიას განეშორება ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება; ერთი კითხვა მაქვს არის ადამიანი “X” თუნდაც იგრეკი “Y”, რომელიც ცხოვრობს წესიერად, პატივს სცემს ოჯახს, აკეთებს სიკეთეს, მისი სიყვარული ქვეყნისადმი და მოყვასისამდი არა მოჩვენებითი, თუმცა არ დადის ეკლესიაში, თუნდაც ათეისტია, თუნდაც სხვა რელიგიის მიმდევარია, და ის ” ვერ გადარჩება ეკლესიის გარეშეე? და მტერია ეკლესიის?” ანუ მტერია საკუთარი ერის მოსახლეობის? ეკლესია ბეტონი არაა, ის ხალხია, მოსახლეობაა რომელიც იქ დადის? და “ამ ცოდვას სისხლითაც ვერ მოიბანს და ტანჯვითაც?

      ისინი ვინც ფარისევრულად, მოჩვენებით დადიან და იმ უცოდველობის ნიღბებს იქვე კარებში რომ ტოვებენ და უარეს აკეთებენ? და თუ ასეა, მირჩევნია ჯოჯოხეთში დავიბუქო ვიდრე ფარისევლობის მონაწილე გავხდე, მირჩევნია ხალხს, საზოგადოებას, ჩემს ქვეყანას ვემსახურო, ჩემი ქვეყანა და სამშობლო გავაღმერთო და მას ვემსახურო, ჩემს სინდისის და მორალის წინაშე ვიყო მართალი. მირჩევია, ვიკითხო, განვითარდე, დავუშვა შეცდომა და ამ შეცდომაზე ვისწავლო, მქონდეს კითხვები და მათზე სწორ პასუხებს ვძიობდე, თუნდაც ჩემთვის არასასურველს მარა სწორს, და ვიყო ინდივიდუალი, და როგორ რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულება.

      კაიიიი რააააააა, ჯერ ერთი საინტერესოა ეს გამოთქმები მართლა სწორადაა მოსული ჩვენამდე? თუ დამახინჯებულია? ან გადაკეთებული ან სულაც მოგონილი რომელიც მხოლოდ ხალხის ეკლესიისადმი არაა ამას არ ვამბობ, არამედ “ქურუმებისადმი” დამონებისაკენაა გამოთქმული ან სულაც მათ მიერ არასწორად ინტერპრიტირებული, რადგან ქრისტე ქრისტიანობა სიყვარულია და მეტი არაფერი და ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი კი მისი საწინააგმდეგოა სხვა თუ არაფერი.

      ამასთან, ისაა სწორი რომ ეკლესია სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს და ხალხის განათლებაში ანუ მათი გონების განათებაში, და არა ამის სრული საწინაამდეგოს არ უნდა აკეთებდეს. თუნდა ავიგოთ, მოგვიწოდებენ გაიგეთ ის რისი საშუალებაც გაქვთ, შენდება ეკლესია. და თვითონ ბოლო მარკის ჯიპებით დადიან, ბავშვი კვდება შიმშილით და ესენი ჯიპებით დადიან, და თავს იმართლებენ ეს შემოწირულობაა, საჩუქარიაა. და ესე იგი ჯიპი თუ აჩუქე მოგეტევება ყველაფერი, და შეიძლება იმ ქვეყანას “დუპლექსაც გამოკრა ხელი”, მოჩვენებით ივლი ეკლესიაში, მოძღვართან თვალში ჩახვედის გარეშე დაწერ და უბრალო წერილით ჩააბარებ აგსარებას და არა შენგან წარმოთქმულს მოისმენს მოძღვარი. ეს იყოს დიდი გამბედაობა და არ ვიცი. და ბოლოს რას მეუბნება: “ახლა წადი, დაწერე და დაწერილი მომიტანეო” და ეს სრულად გაუგებარია ეს აღსარება არაა, ესე იგი ყველაფერი მოჩვენებითია მეტი არაფერი.
      ამდენი სოციალურად დაუცველია ამ ქვეყანაში, თუ ჯიპი აჩუქე ესე იგი,

      ამდენი ეკლესია შენდება, და ეკლესიას დაკარგული აქვს თავისი არსი, “სავაჭრო ობიექტების” ფუნქცია აქვს და იქ მსახურნი კი გაყიდვების მენეჯერები არიან. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამ გამოთქმისათვის ბოდიშს ვიხდი, მარა ასეა, მეტი არაფერი არაა.

      ამდენ, სოციალურად დაუცველს დაეხმარონ, აჩუქეს ის 70 000$ ჯიპი გაყიდე, იყიდე მეოთხედ ფასში სხვა და დაეხმარე ამდენ სოციალურად დაუცველ ბავშვს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამდენი ობოლ ბავშვთა თავშესაფარია, დაეხმარე ასეტ ორგანიზაციებს

    • lasha says:

      ვინც ეკლესიას განეშორება ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება; ერთი კითხვა მაქვს არის ადამიანი “X” თუნდაც იგრეკი “Y”, რომელიც ცხოვრობს წესიერად, პატივს სცემს ოჯახს, აკეთებს სიკეთეს, მისი სიყვარული ქვეყნისადმი და მოყვასისამდი არა მოჩვენებითი, თუმცა არ დადის ეკლესიაში, თუნდაც ათეისტია, თუნდაც სხვა რელიგიის მიმდევარია, და ის ” ვერ გადარჩება ეკლესიის გარეშეე? და მტერია ეკლესიის?” ანუ მტერია საკუთარი ერის მოსახლეობის? ეკლესია ბეტონი არაა, ის ხალხია, მოსახლეობაა რომელიც იქ დადის? და “ამ ცოდვას სისხლითაც ვერ მოიბანს და ტანჯვითაც?

      ისინი ვინც ფარისევრულად, მოჩვენებით დადიან და იმ უცოდველობის ნიღბებს იქვე კარებში რომ ტოვებენ და უარეს აკეთებენ? და თუ ასეა, მირჩევნია ჯოჯოხეთში დავიბუქო ვიდრე ფარისევლობის მონაწილე გავხდე, მირჩევნია ხალხს, საზოგადოებას, ჩემს ქვეყანას ვემსახურო, ჩემი ქვეყანა და სამშობლო გავაღმერთო და მას ვემსახურო, ჩემს სინდისის და მორალის წინაშე ვიყო მართალი. მირჩევია, ვიკითხო, განვითარდე, დავუშვა შეცდომა და ამ შეცდომაზე ვისწავლო, მქონდეს კითხვები და მათზე სწორ პასუხებს ვძიობდე, თუნდაც ჩემთვის არასასურველს მარა სწორს, და ვიყო ინდივიდუალი, და როგორ რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულება.

      კაიიიი რააააააა, ჯერ ერთი საინტერესოა ეს გამოთქმები მართლა სწორადაა მოსული ჩვენამდე? თუ დამახინჯებულია? ან გადაკეთებული ან სულაც მოგონილი რომელიც მხოლოდ ხალხის ეკლესიისადმი არაა ამას არ ვამბობ, არამედ “ქურუმებისადმი” დამონებისაკენაა გამოთქმული ან სულაც მათ მიერ არასწორად ინტერპრიტირებული, რადგან ქრისტე ქრისტიანობა სიყვარულია და მეტი არაფერი და ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი კი მისი საწინააგმდეგოა სხვა თუ არაფერი. ქრისტიანობა სინანულს გვასწავლის და არა მხოლოდ ეკლესიით ხსნას

      ამასთან, ისაა სწორი რომ ეკლესია სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს და ხალხის განათლებაში ანუ მათი გონების განათებაში, და არა ამის სრული საწინაამდეგოს არ უნდა აკეთებდეს. თუნდა ავიგოთ, მოგვიწოდებენ გაიგეთ ის რისი საშუალებაც გაქვთ, შენდება ეკლესია. და თვითონ ბოლო მარკის ჯიპებით დადიან, ბავშვი კვდება შიმშილით და ესენი ჯიპებით დადიან, და თავს იმართლებენ ეს შემოწირულობაა, საჩუქარიაა. და ესე იგი ჯიპი თუ აჩუქე მოგეტევება ყველაფერი, და შეიძლება იმ ქვეყანას “დუპლექსაც გამოკრა ხელი”, მოჩვენებით ივლი ეკლესიაში, მოძღვართან თვალში ჩახვედის გარეშე დაწერ და უბრალო წერილით ჩააბარებ აგსარებას და არა შენგან წარმოთქმულს მოისმენს მოძღვარი. ეს იყოს დიდი გამბედაობა და არ ვიცი. და ბოლოს რას მეუბნება: “ახლა წადი, დაწერე და დაწერილი მომიტანეო” და ეს სრულად გაუგებარია ეს აღსარება არაა, ესე იგი ყველაფერი მოჩვენებითია მეტი არაფერი.
      ამდენი სოციალურად დაუცველია ამ ქვეყანაში, თუ ჯიპი აჩუქე ესე იგი,

      ამდენი ეკლესია შენდება, და ეკლესიას დაკარგული აქვს თავისი არსი, “სავაჭრო ობიექტების” ფუნქცია აქვს და იქ მსახურნი კი გაყიდვების მენეჯერები არიან. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამ გამოთქმისათვის ბოდიშს ვიხდი, მარა ასეა, მეტი არაფერი არაა.

      ამდენ, სოციალურად დაუცველს დაეხმარონ, აჩუქეს ის 70 000$ ჯიპი გაყიდე, იყიდე მეოთხედ ფასში სხვა და დაეხმარე ამდენ სოციალურად დაუცველ ბავშვს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამდენი ობოლ ბავშვთა თავშესაფარია, დაეხმარე ასეტ ორგანიზაციებს

      • გიო says:

        რომ იცოდე ლაშა მერამდენედ მესმის ეს შეკითხვა .ძირითადად ეკლესიაში მოსულების,დიდ ნაწილს, ჩემი დაკვირვებით, ეს შეკითხვა გამოუვლია. თუმცა „თუნდაც ათეისტიაო“,ეს იყო ცოტათი მოულოდნელი და ახალი. შენ ესეიგი თვითონ რწმენასაც არ მიიჩნევ აუცილებლად,იმისთვის,რომ ადამიანი ცხონდეს. შე დალოცვილო, ათეისტი თუ ხარ, რაღას მიედებ-მოედები და ამახინჯებ ქრისტიანობას. თუ არა, მაშინ სიმართლეს გეტყვი,შენ რა ქრისტიანობასაც ქადაგებ, მსგავსი სხვას არ უთქვამს. ეგ შენ გეკუთვნის მარტო.როგორც მართლმდადიდებლური, ასევე კათოლიკური, პროტესტანტული თავისი უამრავი განშტოებებით და ანგლიკანური რწმენისთვის უცხოა ასეთი სწავლება.მემგონი ვერც სექტანტებს უნახავ მასეთი რო ეთქვათ,რწმენა არაა საჭიროო, მარტო „სიყვარულია“ მთავარიო. ქრისტე და ქრისტიანობა სიყვარულიაო .მართალი ხარ,პირდაპირ წმინდანების სიტყვებს იმეორებ,უბრალოდ ეგაა ისინი სიყვარულში სულ სხვას მოიაზრებენ.სიყვარული ისეთი ფართო მცნებაა და იმდენადაა დღეს დამახინჯებული,რომ უკვე ცოდვაც სიყვარულად ითვლება.მაგალითად არ იმრუშოო ბიბლიაში აუამრავ ადგიალს წერია, მაგრამ დღევანდელი ქრისტიანბესთვის ეს რაღაც დრომოჭმულ, ჩამორჩენილ აზროვნებასთან ასოცირდება.ჩვენ შეგვიძლია დღეს შესწორებები შევიტანოთ ქრისტეს სიტყვებში და ამავდროულად ამაყად ვთქვათ რომ ქრისტიანები ვართ. გასაოცარია! რადგანაც ქრისტე ახსენე და ის მხოლოდ სიყვარულს ითხოვსო, მეტს არაფერსო, მე თვითონ ქრისტეს სიტყვებს მოგიყვან სახარებიდან. მოდი ვნახოთ რას ამბობს.
        „ჰრქუა მას იესო: მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.„ (იოანე 11: 25)
        „უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“. (იოანე:8 24 )
        „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს(მონათლვა), ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკოზი16 :16)
        „რამეთუ რომელსა-იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან( ქრისტემ) არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა თანა წმიდათა.“(მარკოზი 8: 38)
        „ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესო არს ქრისტე, ძე ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხოვრებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.“ (იოანე 20: 31)
        „რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს (მათე10:37)
        „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე ვითარცა ნასხლევი და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას.“ (იოანე 15: 6)
        ჩემი რომ იყოს ეს ბლოგი გავაგრძელებდი, მაგრამ საკმარისია მემგონი. ადგილები მივუწერე სპეციალურად,შეგიძლია შეამოწმო ადვილად,თუნდაც რუსულ ან ინგლუსურ ენებზე. მინდა გითხრა, რომ რწმენაზე არის დაფუძნებული ქრისტეს სწავლება.ეს არის ის ფუნდამენტი,რომელზეც სახლი უნდა დაეშენოს და არა თვითონ სახლი,როგორც ზოგიერთებს ჰგონია,რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია.

      • გიო says:

        იმ სიყვარულზე შენ რომ ამბობ,ისევ მაცხოვრის სიტყვებით გიპასუხებ:
        გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაისა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
        ამ ადგილს ასე განმარტავს იოანე ოქროპირი: „უკეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს?“ აქ საგმირო ჯერ კიდევ არაფერი არის: შენ იმიტომ გიყვარან ისინი, რომ იმათაც აქვთ შენი სიყვარული, ე.ი. შენ ასეთ შემთხვევაში გიყვარს მხოლოდ შენი თავი. „რამეთუ მეზვერეთაცა ეგრეთუე ჰყვიან.“ ასეთ ადამიანებსაც კი, რომელთაც იუდეველები თვლიდნენ ანგარების მოყვარეებად, გაცხადებულ ცოდვილებად, ასეთებსაც კი უყვართ იმათი მოყვარენი: ე.ი. ეს არ არის დიდი საქმე; რისთვისაც შეიძლება ასეთი ადამიანები დაჯილდოვდნენ ღვთისაგან? „და უკეთუ მოიკითხვიდეთ შეხვედრისას მეგობართა ხოლო თქუენთა“, – მხოლოდ თქვენს ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებს, „რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთუე ჰყვიანა?“ ეს ცოდვილი ადამიანებიც კი, განა იგივეს არ აკეთებენ. რა არის ეს სიყვარული? რისთვის დაგასაჩუქროთ ზეციურმა მამამ? “
        შენ რომ სიყვარულს უწოდებ, ის მარტო ქრისტიანული კი არაა,თავისი ახლობლები ქრისტიანსაც უყვარს,მუსლიმანსაც,ბუდისტსაც,იუდეველსაც და ათეისტსაც. უფრო მეტს გეტყვი შვილების სიყვარული ცხოველებშიც არის, და ხანდახან სამწუხაროდ, უფრო მეტიც კი ვიდრე ადამიანში. ესეიგი ადამიანი ცხოველზე მაღლა არ დგას გამოდის? ცხოველურ სიყვარულზე მეტი არ უნდა გაგვაჩნდეს? ხოლო ის სიყვარული რომელსაც ქრისტე ქადაგებს მხოლოდ ღვთის რწმენით და მისდამი სიყვარულით შეიძლება მოიპოვო. დოსტოევსკის სიტყვები მახსენდება: „ღვთის არარსებობა არ შეიძლება შეიცვალოს სიყვარულით კაცობრიობისადმი,რადგანაც ადამიანი მაშინვე იკითხავს: რატომ უნდა მიყვარდეს კაცობრიობა?“

      • გიო says:

        რაც შეეხება ჯიპებს და ა.შ. ადამიანს რომ რამე დაემართოს და მივიდეს ექიმთან, მაგრამ ექიმმა რომ ვერაფერი უშველოს და პირიქით ავნოს,ნუთუ ის იტყვის რომ ყველა ექიმი უვიციაა, ან საერთოდ საავადმყოფო არ არის საჭირო? თუ მიხვალ თონეში და ცუდი პური გამოაცხვეს,ხომ არ ამბობ იგივეს ყველაზე ან რომ მეპურეები საერთოდ არ არიან საჭიროო? უბრალოდ ადგება კაცი და წავა სხვასთან,არა? იგივეა აქაც მგონი.თუ ქრისტეს 12 მოციქულში 1 გამცემი და ვერცხლისმოყვარე აღმოჩნდა,დღევანდელ დღეს არ უნდა დაგაბრკოლოს ამან. მითუმეტეს მაცხოვარი გვეუბნება რომ მოვა დრო როცა უკეთურება გამრავლდება და „რჩეულნიც კი შეცდებიან“. სულ ყველა შენს ირგვლივ რომ ფარისეველი და მზაკვარი იყოს,შენ ეს ვერ გაგამართლებს ღვთის წინაშე,შენ თავისუფალი ნება გაგაჩნია და შენ ირჩევ შენ გზას. ნოემ და ლოტმა არ დაივიწყეს ღმერთი მიუხედავად იმისა,რომ მათ ირგვლივ ყველგან ურწმუნოება და ცოდვის ბუდე იყო. თუმცა,უამრავი სამაგალითო სასულიერო პირი გვყავს საქართველოში,უბრალოდ ხშირად ვერ ან არ ვამჩნევთ,იმიტომ რომ ცუდის განკითხვა გვირჩევნია. სხვათაშორის ძალიან ყურადსაღებია ახალ არჩეული პაპის სიტყვები,რომელიც თუ არ ვცდები იმ დღესვე გააკეთა: „ეკლესია საქველმოქმედო ორგანიზაციას არ უნდა დაემსგავსოს!“ მემგონი ძალიან დროული და სწორი შენიშვნა იყო კათოლიკური ეკლესიისთვის.. მართლაც, წინა დღეებში ვუყურე BBC -ის ინგლისურენოვან გამოშვებას,სადაც ერთ-ერთი რეპორტაჯი პაპის არჩევას და კათოლიკურ ეკლესიას ეხებოდა და იქ სიუჟეტის ავტორმა ასე დაათავრა: კათოლიკური ეკლესია ახერხებს ხალხის მოყვანას ეკლესიასთან არსებულ პანსიონატებში,უფასო სასადილოებში გაჭირვებულთათვის, მაგრამ ვერ ახერხებს ხალხის მოყვანას თვითონ ეკლესიაში. ეკლესიის დანიშნულება პირველ რიგში ღვთის სიტყვის ქადაგებაა და შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. აღსარების დროს კი მთავარი შენი გულის მდგომარეობა. წმინდანები ამბობენ,რომ შენ შეიძლება ყველა შენი ცოდვა ჩამოთვალო სიტყვიერად,მაგრამ შენდობა ვერ მიიღო.იმიტომ რომ სინანულის საიდუმლო(აღსარება) ეს გულის მდგომარეობაა. სხვამ კი შეიძლება ფურცელზე ჩამოწეროს,მიცეს მღვდელს და გულში განიცდიდეს თავის ცოდვებს და შენდობა მიიღოს. და არც მღვდლის ღირსებაზეა დამოკიდებული აღსარების საიდუმლო, რადგან ის ხილული მხარეა,ხოლო უხილავი ქრისტე.
        და ბოლოს, რაც შეეხება თუ არის სწორი გადმოთარგმნილიო,თუ გადაკეთებულიაო და ა.შ. .მემგონი შენც გულის სიღრმეში არ გჯერა მაგას როცა ამბობ. რა გითხხრა აბა? თუ ძალიან დაინტერესებული ხარ შეამოწმე ქართული წყაროები ჯერ, რათა დარწმუნდე რომ მე არ ვიტყუები,მერე რუსული თუ იცი, რუსულ ლიტერატურაში გაეცანი,ჩვენი მთარგმნელები ხო არ ცდებიან, ან კიდევ ინგლისურად. მე რომ მომეყვანა ერთი წმინდანის სიტყვები კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ ისინი სხვადასხვა ეპოქაში,მსოფლიოს სხვადასხვდა კუთხეში ცხოვრობდნენ და ყველა ერთი და იგივეს ამბობდა.და ეს კიდევ ზღვაში წვეთია,მე რაც დავწერე. შენ შეგიძლია გადაამოწმო ჩემ მიერ მოყვანილი წმინდანების სიტყვები თავისუფლად,თუნდაც ინტერნეტში. ან ლათინური,ძველ ბერძნული ისწავლო და ორიგინალში წაიკითხო, პირველი წმინდა მამები. ძალიან დიდ, დიდ ბოდიშს ვიხდი,განსაკუთრებით ზურასთან, ამოდენა კომენტარისთვის,უბრალოდ ამაზე მოკლედ არ შემეძლო.

  12. გიო says:

    რაც შეეხება ფარისევლობას. დიახ ზურა მართალი ხარ, მაგრა ეს არც ისე ძნელი შესამჩნევია,ისევე როგორც ადვილია დაინახო ადამიანთა სიძულვილი,განკითხვა სხვისი და ბევრი სხვა. ფარისევლობა,როგორც თვითონ სიტყვის ეტიმოლოგიიდან ჩანს ახალი ფენომენი არ გახლავთ, და ის ძველი რჯულის მოძღვრებიდნან მოდის.თუმცა არც ისინი იყვნენ პირველები ამაში. ალბათ პირველი ფარისევლობა კაენმა გამოიჩინა როდესაც მან ღმერთს მსხვერპლი შეწირა,მაგრამ მისი გული შორს იყოს უფლისგან. მემგონი არ ღირს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა:ფარისევლები,მატყუარები და ა.შ. ცუდის დანახვას რა უნდა?!ჩვენ კარგი უნდა დავინახოთ.შენ ალბათ არ შეგხვედრია სამაგალითო ქრისტიანი,მაგრამ დამერწმუნება ისინი არსებობენ და ყოველთვის იქნებიან,სანამ დედამიწა იარსებებს. უამრავი ფაქტი ვიცი იმის,თუ როგორ ცვლის ეკლესია ადამიანებს.როგორ საერთოდ აღმოფხვრის ბოროტებას და მანკიერებას მათი სულიდან,მაგრამ ამას ყველაფერს დანახვა უნდა.
    შენთან ზურა მემგონი კამათი სულ თავიდან არის დასაწყები. ღმერთის არსებობიდან.
    და კითხვა მაქვს შენთან. გწამს რომ ღმერთი არ არსებობს? 🙂 სპეციალურად გკითხე,რომ თუ გწამს,იმიტომ რომ ათეიზმიც რწმენა და კარგი იქნება თუ ისინი იტყვიან: მე მ წ ა მ ს
    რომ ღ მ ე რ თ ი ა რ არსებობს. და კიდევ,ზემოთ დაწერე რომ ეკლესია ყველაფერს ახალს ებრძვის,თანაც ჩვენიო.მოდი დამიწერე რას ებრძვის ჩვენი ეკლესია და ვიმსჯელოთ უნდა ებრძოლოს თუ არა? ( კიდევ ბოდიშს ვიხდი თუ ჭკუის სწავლებასავით გამომივიდა,უბრალოდ ჩემი “ტაძრული რწმენა“ მინდოდა დამეცვა. 🙂

    • zurastan bodishs vixdi mis magivrad rodesatz gpasuxobt ,magram tqven ambobt rom aq chventvisatz tzert. tqven kitxvaze pasuxi martivia. eklesia ebrdzvis gansxvavebul azrs. da ratz tqveni komentebidanatz schans, tzodnis gansxvavebul tzkaroebs. ebrdzvis aramtz tu sxva religiebis tzkaroebs, sxva qristianuli konfesiebis tzkaroebsatz. aba kitxet romelime martmadidebel ierarqs tzminda fratziskos “fioretti” tzakitxuli tu aqvs. ara da es qristianuli literaturis ert erti mtzvervalia saertod literaturashi. me dartzmunebuli var aq kvelas shexvedria samagalito qristiani. magram me mainteresebs tqven tu shegxvedriat (tundatz tzkaroebidan) samagalito budisti, induisti, iudeveli anda rumi da haiami tu gikvart.

      • odilavadze says:

        ერეტიკოსები ცეცლს! 🙂

      • გიო says:

        ეს დავწერე მე: „და კიდევ,ზემოთ დაწერე რომ ეკლესია ყველაფერს ახალს ებრძვის,თანაც ჩვენიო.მოდი დამიწერე რას ებრძვის ჩვენი ეკლესია და ვიმსჯელოთ უნდა ებრძოლოს თუ არა?“ და ამის პასუხად თქვენგან მივიღე ეს: „tqven kitxvaze pasuxi martivia. eklesia ebrdzvis gansxvavebul azrs. “ (???? ) თან ამას ჩემი კომენტარებით ადასტურებთ. იმავე ლოგიკით თქვენ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ სხვისი აზრის დევნაში ადამიანი, რომელიც იმ აზრს ამბობს, რომ 2 ჯერ 2 4 ია და ეწინააღმდეგება ყვეალს ვინც ამბობს რომ 5 ია. თქვენ შეიძლება მასზე თქვათ მას სხვისი აზრის მოსმენა არ უყვარს,ის რაღაც წესებით ცხოვრობს,მაგრამ სხვას შეუძლია თქვას რომ ის, სულ მცირე, სიმართლეს იცავს. მე თუ “ვებრძვი“ ვინმეს მხოლოდ იმათ,ვინც ჩემს რწმენას ებრძვის და შეურაცხოფს. ამას კიდე, სიტყვით ვაკეთებ და არა მახვილით. თქვენც არ ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას,ესეიგი თქვენც განსხვავებული აზრის მდევნელი ხართ,დესპოტი,ტირანი და ა.შ.? მე არ ვამბობ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი ვინც ამბობს, რომ 2 2 =5 და მე 4.უბრალოდ ჩვენ ჩვენ სიმართლეს ვიცავთ ისევე, როგორც ეკლესია თავის ჭეშმარიტებას იცავს. რა შუაშია აქ დევნა? ხოლო ვინც მართლმადიდებლობის სახელით ათასგვარ ბოროტებას ჩადის,ეს თვითონ ქრისტიანობის ბრალი არ არის,ეს ადამიანის მიერ ჭესმარიტების დამახინჯების ბრალია.დღევანდელ დღეს უამრავი ტოტალიტარული სექტაა,რომელიც ქრისტეს მიმდევრებად თვლიან თავს,თუმცა ისეთ რამეს ქადაგებენ,როცა უსმენ შიში შეგიპყრობს.განა ისინიც მართლა ქრისტეს მიმდევრები არიან? რაც შეეხება ფრანცის ასიზელს. აბა რა მოგახსენოთ „მწვერვალებზე“, ყველას თავისი საზომი აქვს. როდესაც ფრანცისკ ასიზელს ან ნებისმიერ სხვა კათოლიკე წმინდანს წაიკითხავ და შემდეგ მათ მათლმადიდებელ წმიდანებს შეადარებ,გაგიჩნდა ერთი შეკითხვა:განა ორივენი,კათოლიკე და მართლმადიდებელი წმინდანები,ორივე ქრისტეს მიმდევრები იყვნენ? არა, ან ერთი მხარე არის ცდომილებაში, ან მეორე.“ აი ასეთი შეკითხვა გაგიჩნდება და სამართლიანადაც,მათ შორის უფსკრული დევს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებსთ, თვითონ იმ სასულიერო პირს არაფერი დააკლდება,ვისაც ის არ წაუკითხავს,უბრალოდ ისაა,რომ მოძღვარია და ბევრი რამის ცოდნა და გაანალიზება მოეთხოვება,რათა მის სამწყსოს ბრძნულად წარუძღვეს და დაიცვას.
        ძალიან მეუცნაურება თქვენი შეკითხვები. სამაგალითო სიტყვა აქ ძალიან პირობითია. იმირომ რომ სამაგალითო კათოლიკე არ არის სამაგალითო მართლმადიდებელი და პირიქით.არც კათოლიკე და პროტესტანტი.მითუმეტეს არც სამაგალითო ბუდისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქრისტიანისთვის სამაგალითო და პირიქით. ამიტომ თქვენი შეკითხვა, ცალკე შეკითხვებს ბადებს. წყაროებიდანაც და ისეც ხშირად ველაპარაკები,მაგალითად სამაგალითო არაქართველ მუსულმანებს.არ ვიცი თქვენ რისი თქმა გინდოდათ მაგით, იმის ხომ არა რომ მე თითქოს სხვა რელიგიის მიმდევრები მძულს და მათ არ ვღებულობ? ამავეს გულისხმობდით,როცა სპარსულ პოეზია მეკითხებით? კი წაკითხული მაქვს და პატივს ვცემ. მის გარეშე მსოფლიო პოეზია არც ისეთი მდიდარი იქნებოდა, როგორც არის ახლა.უბრალოდ ჩემი სიყვარული სხვა მწერლებისკენ არის მიმართული.

  13. odilavadze says:

    1.ყველა დახურული სისტემა, რომელიც ექცევა უკრიტიკო ველში უფსკრულისკენ მიექანება და იხრწნება. როგორც განვლილმა 30 წელმა დაგვანახა, ეს კანონი უნივერსალურია და ის არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ხელისუფლებას, ციხეს და სხვ. ვრცელდება;
    2. მე და რწმენა. 7 წელი მედავითნედ ვიყავი ეკლესიაში. დღეს, ღემრთი ხშირად არ მახოსოვს, ხოლო როდესაც განსაცდელი დგება იმწამსვე მას მივმართავ. ასეთია ადამიანის ბუნება.
    3. კრიტიკა და განკითხვა. ,,ტაძრული რწმენის” მიმდევრების, ანუ გარეგნული რწმენის, მხოლოდ წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე დაფუძნებული რწმენის, ანუ ფარისევლების კრიტიკას ეძღვნება სახარების დიდი ნაწილი და ამ ქმედებისთვის თვით იესო ჯვარს აცვეს.

  14. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ზურა დიდი, დიდი მადლობა. შენი ბლოგი ახლა აღმოვაჩინე და ვერ ვშორდები. შურიო, ახსენე, ხოდა მეც მშურს, ასე ნათლად, საღად, სრულად რომ გადმოსცემ იმას რასაც მე და ალბათ სხვაც ფიქრობს.. ცხადია ვხუმრობ. რა შური, რის შური :-).. და მართლაც გაღიმება თუ გადაგვარჩენს! არადა პირველი რეფლექსი (სწორედ რეფლექსი) დაბოღმვაა. რაც მესმის და რასაც ვკითხულობ იმაზე თუ რა ხდება საქართველოში (მოგეხსენება დიდიხანია შორს ვარ, ფიზიკურად) ბოღმით მავსებს კი არა, საერთოდ საქართველოსკენ გამოხედვის სურვილს მიქრობს… ხოდა, შენმა ჩანაწერებმა იმედი გამიჩინა! მართლა! დიდი მადლობა!

  15. გიო says:

    1. ეკლესია უკრიტიკო ველში როგორ მოექცა,როცა იმოდენა დევნა და შეურაცხყოფა გადაიტანა 70 წლის განმავლობაში..როდესაც რწმენა სიგიჯესთან ასოცირდებოდა და ეკლესიაში სიარული სამარცხვინო იყო. ასე მარტივად ახსენი ის,რომ ეკლესია ყველაფერს ახალს ეწინააღმდეგება? ან დახურულს რას უწოდებ? მემგონი ამ 30 წელმა ზუსტად ის დაგვანახა რომ ეკლესია პირიქით ფეხზე დგება ნელ-ნელა და არავითარი უფსკრული მას არ ემუქრება. რავიცი აბა,ჩემი აზრით,ძალიან ზოგადი და დაუსაბუთებელი იყო შენი პასუხი ამ საკითხზე, ყველა ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანი,ვისაც არ ეზარება, ეკლესიის კრიტიკითაა დაკავებული.მაგრამ მემგონი არავის გადაუცია ისინი ანათემას და არც ინკვიზიციას უწყობენ. განა აქ თითქმის ყოველი სტატია ეკლესიის კრიტიკას არ შეიცავს?
    2. ამაში კი მართლა დაგეთანხმები.მართლაც ასეთია ჩვენი ბუნება და ღმერთიც ამიტომ უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ გამოვფხიზლდეთ. როგორც მშობელი შვილს დასჯის,ყურს აუწევს ან უყვირებს,არაიმიტომ რომ ეს მას სიამოვნებს,არამედ იმიტომ რომ მისი განსწავლა და გამოსწორება სურს.
    3. ამას კიდე “იარლიკის“ მიწებება ქვია,რადგან თავშივე “ტაძრული რწმენა“ დაახასიათე როგორც გარეგნული,ფარისევლური რწმენა. ისე გამოგივიდა,თითქოს ეს აქსიომა იყოს და მემგონი საკმაოდ მაცდუნებელიცაა ბევრისთვის. ანუ ,თითქოს ეკლესიაში თუ შედი და საერთოდ,ეკლესიურად თუ ცხოვრობ,უკვე ფარისეველი ხარ. სინამდვილეში ეკლესია პირველ რიგში შინაგან რწმენაზე ლაპარაკობს,რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს.შეიძლება ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დადიოდე, აღსარებას აბარებდე და ეზიარებოდე კიდეც, მაგრამ მაინც შორს იყო ქრისტესგან,ისევე როგორც სახარებაში მოთხრობილი ფარისეველი.მაგრამ აქედან თავისთავად არ გამომდინარებს რომ ამაში ეკლესიაა დამნაშავე, ან რომ ეკლესია არ არის საჭირო.(ამაზე ხომ რამდენი წმინდანის სიტყვა მოვიყვანე მაგალითად).ეს ადამიანის გაუკუღმართებული ბუნების ბრალია,რომ ხშირად უგულოდ ეკიდება ყველაფერს, და მართლაც მხოლოდ გარეგნულად არის სჯულის აღმსრულებელი. არ შეესაბამება სიმართლეს ის,რომ ქრისტე თითქოს,მხოლოდ იმიტომ აცვეს ჯვარს,რომ ფარისევლები იყვნენ და რომ ამას ამხელდა მაცხოვარი. საკმარისია წაიკითხო სახარება და ნახავ,რომ მაცხოვარი ყველა ცოდვას ამხელს, ფარისევლობაზე მეტადაც კი.ნეტავ მარტო ფარისევლები ყოფილიყვნენ, მაშინ კიდე არაფერი უჭირდათ. ჯვარს კი იმიტომ აცვეს, რომ ვერ იცნეს ღმერთი და შეიძლება ითქვას უმთავრესად სწორედ ამიტომაც. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქრისტემ აღუთქვა,რომ ყველა ცოდვა მიეტევებოდათ,თუკი ირწმუნებნენ და მოინანიებდნენ.
    თვითონ მაცხოვარი რომ დადიოდა ძველი აღთქმის ეკლესიებში,ლოცულობდა და ძველი აღთქმის სჯულს აღასრულებდა, რომელსაც შენ გარეგნულს, წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე დაფუძნებულ რწმენას უწოდებ,ამაზე რა ვთქვათ ზურა? თუ ამის შემჩნევა არ გსურს? და კიდევ,მაცხოვარმა ამაღლების წინ მოციქუელებს უთხრა,რომ ვინც თქვენს სიტყვას არ მოისმენს, ის მე უარმყოფსო და დაისჯებაო. ხოლო მოციქულები პირველი მღვდელმთავრები იყვნენ ეკლესიის და სწორედ მათი კურთხევით ხდებოდა ეპისკოპოსთა ხელდასხმა ეკლესიაში. და ასე გრძელდება დღევანდელ დღემდე.ანუ თუ ადამიანი ეკლესიას და მასში შესრულებულ წმინდა საიდუმლოებებს არ აღიარებს,ის თავისთავადაც მოციქულებს უარყოფს, როგორც ეკლესიის პირველ მამებს,ანუ არ ღებულობენ მაცხოვრის სიტყვასაც. რა ვქნა, მოკლედ მინდოდა,მაგრამ არ გამომივიდა. ჩემი საყვარელი მწერლის სიტყვები მამხელს; Те, которые умеют хорошо говорить, те коротко говорят!

    • sanam eklesia devnas da kritikas gadaitanda axlo tu shoreul tzarsulshi nu dagavitzkdebatrom tvitonatz tzetzxlit da maxvilit gaustzorda udides antikur tzivilizatzias. arabebs rom ar shemoenaxat antikuri literatura da filosofia chven araferi gvetzodineboda. mxolod aleqsandriis biblioteka ar gadautzviat, kvela gadatzves. marto hipatiis (filosofosi, matematikosi da tavisi epoqis kvelaze ganstzavluli qali) tzotzxlad gatkaveba rad girs romelitz tzminda kiriles metaurobit moxda. shors rom ar tzavidet-gnostikebi romlebitz pirveli qristianebi ikvnen da pirveli qristianuli tzkaroebitz mat ekutvnit, gaanadgura da mospo. udidesi, pirveli mamebidan (romlis tzitatebitz xshirad mogkavt) origeni mtzvaleblad gamoatzxada. pirveli saxarebebi ar agiara (toma, petre, maria-magdalena) da lukasi (romaeli, qriste tvalit rom ar unaxia) kanonikurad stzno.
      ki devna namdvilad iko komunistur periodshi da mxolod is gadarcha vintz tanamshromlobda. magram basil kobaxidzis kritika namdvilad artz miigo da artz damajerebeli pasuxebi gastza, ubralod garika.

      • odilavadze says:

        ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ პეტრეს მიერ დადგენილი მართლმადიდებლური ინკვიზიცია, რომელიც უპრეცენდენტო სისასტიკით გამოირჩვოდა. იმდენად რომ ,,სტაროვერების” ერთმა სოფელმა, რათა თავი აერიდებინა წამებისთვის, 10 000 ადამიანმა ერთდროულად დაიწვა თავი. მეზარება ხოლმე ამეების წერა…

      • გიო says:

        არ ვიცი, თქვენი მხრიდან ეს ცინიზმია თუ უბრალოდ ვერ აცნობიერებთ რას ამბობთ. თქვენ ერთმანეთს შეადარეთ 70 წლის განმავლობაში ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა,დახვრეტები,ამოწყვეტილი ოჯახები,(სისხლის გუბე იდგა იმპერიაში) და ანტიკური ლიტერატურის და ფილოსოფიის განადგურება ერთმანეთს. დიდი ბოდიში, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მათი ლიტერატურის მიმართ, ყველა ის ერთად აღებული არ უდრის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. რაც შეეხება ჰიპათიას, ისტორიკოსები მის მკვლელობას კირილეს მითთებით გამორიცხავენ.ეს ჭორები და ცილისწამებები ნესტორიდან და სავარაუდოდ მისი მომხრეებისგან მოდიოდა,რომელთაც კირილე ძულდა.არ გინდათ აქა იქ წაკითხული მითებით აპელირება. რაც მთავარია, ბევრს შეგეკამათებოდი ანტიკური ფილოსოფიის განადგურებაზე და სიზულვილზე ეკლესიის მხრიდან. უბრალოდ დააკვირდი წმინდანების დამოკიდებულებას მასზე და საერთოდ საერო ცოდნაზე. უდიდესი მამები თვითონ იყვნენ გასწავლულები ანტიკური ფილოსოოფიით. წიგნების დაწვა არ არის ქრისტიანული პოზიცია. „ვითარმედ ესევითარი არს საფილასოფოსოი სწავლაი, რომელი – იგი აქაცა საჭიროდ სახმარად შემოუღებიეს წმიდასა იოანე დამასკელსა, რაითა ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ მათ, რამეთუ თვინიერ ამათ სიტყუათასა, სხუებრ შეუძლებელ არს სიტყვისგებაი წინააღმდგომთაი აი ასე აფასებს ეფრემ მცირე ფილოსოფიას. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა კიდევ წმინდა მამების,მაგრამ უბრალოდ გავიხსენოთ წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, რომელიც ასევე განსწავლული იყო ფილოსოფიაში სხვათა შორის: ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად და რომელი პოვის სიტყვაი კეთილი, შეიწყნარი, ხოლო ჯერკვალი განაგდის. ესაა პრინციპი,კარგი მიიღო და ისწავლო და ცუდი განაგდო.( და არა დაწვა). ეს გნოსტიკებზე საერთოდ ფანტასტიკაა,რაც თქვით. გნოსტიციზმი თავის თავშივე არაქრისტიანულია და მისი მიმდევარიც ისევე არიან ქრისტიანები,როგორც ტოტალიტარული სექტის წარმომადგენლები. იგივე ლოგიკით თქვენ იუდაზე შეგიძლია თქვათ ის იყო პირველი და ნამდვილი ქრისტიანიო და მისგან ხო არ ავიღოთ მაგალითი? თქვენ მგონი ყველას ვინც ქრისტეს სახელს ახსენებთ,ქრისტიანად თვლით. ის მამები ესეიგი არ იყვნენ პირველი და ნამდვილი ქრისტიანები,ხოლო გნოსტიკები კი? კარგი რა! ორიგენე უდიდესი სწავლული იყო იმ დროისთვის.მე ვიტყოდი უკიდეგანო ცოდნა ქონდა,ბევრი სასარგებლო მოიპოვება მის სწავლებებში, მაგრამ მან გადაუხვია მოციქულთა სწავლებებს და სახარების თავისებური განმარტება დაიწყო და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა მათთან. ამაზე არ დავიწყებ ლაპარაკს,ეს ცალკე იმხელა თემაა.უბრალოდ არ დაუჯერა პავლე მოციქულის სიტყვებს: „არ გადახვიდეთ დაწერილს“. ერეტიკოსადაც ამიტომ ითვლება,რომ გადაუხვია და დაამახინჯა ღვთის სიტყვა.
        სახარებებზე აღარაფერს ვიტყვი,უბრალოდ კარგად გაეცანით,თუ როგორ მოხდა სახარებების კანონიკურად ცნობა და ამაში დიდ სასწაულს აღმოაჩენთ.
        და ბოლოს.ახლა მე მექნება შეკითხვა თქვენთან. თქვენ ამბობთ რომ 70 წელი რეპრესიებიდან მხოლოდ ის გადარჩა ვინც თანამშრომლობდა. ვთქვათ მართლაც ასეა. რომის იმპერიაში 70 კი არა,მთელი საუკუნეები მიდიოდა ქრისტიანების წამება სხვადასხვა მეთოდებით,თან ისეთებით რომ დახვრეტა იმასთან შედარებით საჩუქარია. ესეიგი, რა გამოდის, კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული ჭეშმარიტი ქრისტიანი აღარ შემოგვრჩა,არა? იმიტომ რომ,ვინც ერთგული დარჩა ქრისტესი ეწამა და გადარჩა მხოლოდ ის, ვინც უარყო ქრისტე და დაემორჩილა რომის იმპერიას. სამწუხაროა ასეთი ზედაპირული მსჯელობა. 😦

    • dziritadad arsebobs adamianis ori tipi. isini vintz sikvdilamde dziebashi arian da isini vintz ukve itzian cheshmariteba. gilotzavt, tqven meore tips ekutvnit. sakamato namdvilad araferi gvaqvs. mxolod erts davdzendi: aris aseti sitkva inglisurshi “opinionated” bevri vedzebe, qartuli enis spetzialistebsatz davekitxe. aseti sitkva qartulshi ar arsebobs. am sitkvas me ase gadavtargmnidi- adamiani, romelitz cheshmaritebis mflobelia.

      • გიო says:

        თქვენს კითხვებს ყველას გავეცი პასუხი ჩემი შეძლებისდაგვარდად, თქვენ კი მწარე სარკაზმის გარდა ვერაფერი გამონახეთ? ცუდია ძალიან, თუმცა რატომ, შეიძლება კარგიცაა,არ ვიცი. ტყუილად შეიწუხეთ თავი, ინგლისური მეც ვიცი, ეგ სიტყვა ქართულად ასე არ იქნება: ზედმეტად თვითდაჯერებული; ჯიუტი… ? ( having very strong opinions that you are not willing to change, ასე განმართა ეს სიტყვა ოქსფორდის ლექსიკონმა.) გასაგებია თქვენი აზრი. მადლობა „კომპლიმენტისთვის“. მე ფრანგი დიდი მეცნიერის,ლიტერატორის და ფილოსოფოსის სიტყვები მირჩევნია: „ადამიანები სამგვარად შეიძლება დავყოთ: პირველებმა იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ.ესენი გონიერნი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ კი ღმერთი არ უპოვიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.“ რადგან თქვენგან ჩემი „ქება“ მოვისმინე,მეც გავბედავ და ვიტყვი თქვენზე. ჩემი აზრით და იმედია ასეცაა,თქვენ მესამე კატეგორიას მიეკუთვნებით…(ყოველ შემთხვევაში, ქვეცნობიერად მაინც ეძებთ.)

      • einshteinma ufro lamazad tqva ari khalxi vintz kvelapers xedavs rogortz sastzauls da aris xalxi vintz arafers ar miichnevs sastzaulad.me pirvelta ritzxvs mivekutvnebi. magram tqven rom chemi biografia (shinagani) itzodet tqven ufro gagaxsendebodat is sasatzilo dominikeli beris istoria vintz dzalian mortzmune iko da dzalian gulmodgined sheistzavla qristianoba mteli tavisi istoriit. rotza chemi xnis gaxda vatikans uchivla sasamartloshi konstitutziis im muxlis safudzvelze rom xalxs atkuebto. tu vinme shors aris ateizmidan, erterti metz var. ogond tqventvis da chemtvis religiuroba imdenad sxvadaskhva gagebaa rom satzinaagmdego polusebze vart.
        me ar vfiqrob rom pasuxi gaetzit chems romelime kitxvas. amas tven fiqrobt. es ar aris sarkazmi tqven ubralod gamoritzxavt satzinaagmdego azrs. gana shegidzliat tqvat rom ert sitkvashi maintz geparebat echvi ratz aq datzeret? ise dzalian sasiamovno iko, gmadlobt, ogond am kakunis rezhimshi amis gagrdzeleba sheudzlebelia. pativistzemit, ჯანა.

      • გიო says:

        მშვენიერი ფრაზაა. კარგი,მოვრჩეთ,უბრალოდ იმას დავამატებ,რომ მე რწმენაში ეჭვის შეტანა მგონია ის,რასაც თქვენ საწინააღმდეგო აზრის დაშვებას უწოდებთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა,რომ რა თქმა უნდა იყო პერიოდი ეჭვებისა სხვადასხვა თემების შესახებ,მათ შორის ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით,მაგრამ როცა დავიწყე ,გამოძიება და შესწავლა ყველაფრის,საწინაარმდეგო აზრის მოსმენაც,მივადექი იმ ადგილს,რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ჰქვია. სხვათა შორის,ნაწილობრივ საწინაარმდეგო აზრის მოსმენის შემდეგ ჩამომიყალიბდა ჩემი რწმენა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო.მადლობა თქვენ.

  16. odilavadze says:

    კარგი, გიო, დავამთავროთ. შენ მესაუბრები წმინდანებზე და ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე, მე ვწერ კონკერტულ ადამაინებზე, იმაზე რაც მათ გამო რეალურად გვაქვს. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვისაც და კრიტიკისთვისაც. 🙂

  17. odilavadze says:

    და მთავარი! გიო, პირველად ვხვდები მორწმუნეს, რომელიც საკუთარი უპირატესობის განცდით, აგრესიულად არ მიმტკიცებს სადღაც გაგონილ ,,ჭეშმარიტებებს”. ეს უკვე თავისთავად მისასალმებელია, იმედს მისახავს და ყოველგვარი დავის ინტერესს მიქრობს 🙂

  18. pio says:

    იესო რომ ცოცხალი იყოს ფეხებს დაიფერთხავდა და გაიქცეოდა აქედან

  19. keti says:

    ყველაფერი ბევრად მარტივია. ნუ განსჯი სხვას და შეეცადე შენ იცხოვრო უფრო პატიოსნად , გონივრულად და კეთილად. ჩემთვის ქრისტიანობა და ეკლესია ჩემი ისტორიაა, ტრადიციაა და ის ადგილია სადაც ყოველთვის გელოდებიან. მისი კარები ღიაა , რათქმაუნდა თუ შენ ეს გინდა. ამაზე მისაღები და კეთილშობილური რა უნდა იყოს, ვიდრე 10 მცნებაა . წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ამ წესების დაცვით ვცხოვრობდეთ, ალბათ სულ სხვა თემებზე ვისაუბრებდით კამათის გარეშე. სიკეთის კეთება კი ისეთი ეგოისტური საქმეაააააააააა, ეს რომ კარგად გვქონდეს გააზრებული ალბათ ყველანი უკიდურესად კეთილები ვიქნებოდით.

  20. Vaso Gabunia says:

    “ძმაბიჭებისა და დაქალების ინფანტილური ინსტიტუტი წარსულს ბარდება. მოდის ახალი თავისუფალი ურთიერთობების, ინტერესთა თანხვედრასა და გონებრივ განვითარებაზე დაფუძნენებული ურთიერთობების დრო.” (100%!)

    ძალიან მომეწონა, როგორც ყოველთვის!!
    მადლობა!

  21. odilavadze says:

    ვასოს, პერსონალური მადლობა! 🙂

  22. ჯიმშერი says:

    “რა დღეში გაქვს ბიჭო ნერვები?” – ფილმიდან თეთრი ბაირაღები

  23. odilavadze says:

    ჯიმშერ 🙂

  24. ავთო says:

    ერთი კომენტარებში ითხოვს – დაწერე ახალს ეკლესია რას ებრძვისო და სახარების ციტატები მოაქვს 10 საუკუნის წინანდელი ქართულით.
    იცით რატომ “აწვება” ეკლესია დღევანდელი ქართველისთვის ნაწილობრივ გაუგებარ ენას? იმიტომ, რომ სახარების მრევლის მიერ გაგება სასიკვდილო დარტყმა იქნება დღევანდელი ოფიციალური “ეკლესიისათვის”.

  25. manana says:

    ბატონო ზურაბ, თქვენი ბლოგის, ერთგვარი, მომხმარებელი გავხდი…ხომ არაუშავს?

  26. ნინო ჩოგოვაძე says:

    ბევრი ყოფილი ,,ძველი ბიჭი”, ,,ნარკომანი”, გნებავთ ,,ქურდიც” ,,მკვლელიც” უწიგნურებზე და მინიმალური თეოლოგიური განათლების არმქონეებზე აღარაფერს ვამბობ, დღეს ან მღვდელია ან საეკლესიო მსახური. ნუ მეტყვით, რომ მოინაინეს (თანაც გულწრფელად) და შეუდეს… ამას არ დავიჯერებ, რამეთუ ძალიან მწარეა კუჭი მათი და უძღები მადა მათი…
    ბატონო ზურაბ თქვენ დიდად გმადლობთ ასეთი საინტერესო და ფასეული ნაშრომისათვის.

    • odilavadze says:

      ნინო, დიდწილად გეთანხმები. დასაწყისში ეკლასიაში ყველა გულწრფელად მიდის, მაგრამ შემდეგ, როდესაც ახლადმოქცეული რეალურ ცხოვრებას ეჯახება, მასში იღვიძებს ძველი, გამჯდარი ქცევითი სტერეოტიპები. სწრედ აქ იჩენს თავს ,,მწარეა კუჭი მათი და უძღები მადა მათი…”. თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც, რაც სრულებით არ უარყოფს ძირითად კანონზომიერებას – სხვისი ჩაგვრა და ძეხვი რჩება მათ მთავარ მოტივად.

  27. s chem tebia i pozdravliaiu!isgha dagrchenia,avtostopith ki ara elmavalstopith caxvidethundac zugdidshi,imdeni gansxvavebuli azris mkhone mgzavri naxe da,jer kidev sada xar-sakhartvelos transporti ar ekopha math,anu-sakhartvelos gabrckinebisthvis sachiro erthi nihnis
    thurme arseboba 5 cuthi agmoachine!!!!!!!!!!!! danarchenze iphikre .ho,erthic minda davamato,am komentarebshi gansxvavebuli azrisadmi tolerantois brchkviali brdghviali maincdamainc ar igrdznoboda

  28. Lila says:

    dzalian momecona tqveni statia da bevr rameshi getanxmebit. chemi azrit qveynis bedniereba tvitoeuli adamianis bednierebit icyeba. adamianma ki bedniereba tviton unda ipovos tavis meshi yvelanairi garegnuli situaciis miuxedavad. yvelas da pirvel rigshi chem tavs vusurveb rom jer sakutari “me” da shesabamisat bedniereba gvepovos.

  29. ჯ. აბაშიძე says:

    “ჩვენს შორის არაფერია საერთო”
    ჩვენს შორის საერთო ისაა, რომ არაფერია ჩვენს შორის საერთო

  30. teimuraz temo tomaradze says:

    “ქართული ნაციონალური უბედურების ტრიადა ასეთია – შური, ფარისევლობა და უვიცობა.” და როგორ მარჯვედ ხმარობს უკეთური მხეცია ამ სამლესულს?!ასობით ათასობითს გადასწვდება მისი მოქნეული და გაუწევლობის,ინერტულობის,შემგუებლობის გამორჩენის ხიბლში ჩავარდნილნი,მოქნევის მოლოდინშივე კვდებიან,მაგრამ მომავლისკენ,სიახლისკენ,ამოცნობისკენ მიმართული შეუპოვრობა სულს და გონებას გაგინათებს.მხეცის მოქნეულის აცილებაში მყოფი,მარჯვე,სხვა ადამიანის მოძრაობები,სისხარტე და მოქნილობა,მცირე ,მაგრამ დოზირებული შვებაა(უფასო საწვავი)გზის გასაგრძელებლად,კიდევ ერთი მოქნეულის ასაცილებლად.და თუ სიტყვის თქმა მოახერხე,პასუხიც რომ არ გაგცეს მაინც მკურნალთან სიახლოვეს გაგრძნობინებს.ეს უებარი შვება ისეთივე უანგაროებით გეძლევა როგორც მშობლისგან საჩუქარი ან ბავშვობაში წყლიდან ამოყვინთვისას ღრმად ჩასუნთქული ჰაერი…. პ.ს.გმადლობ ზურა

  31. მერაბ says:

    სუპერ!!!! RESPECT!!!!

Leave a reply to odilavadze Cancel reply