31 აგვისტო

შესავალი

1

რითია ღირსშესანიშნავი ეს დღე? 31 აგვისტოს ყირგიზეთმა, ტრინიდადმა და ტობაგომ, იმპერიებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს; შარლ ბოდლერმა, მარინა ცვეტაევამ და პრინცესა დაიანამ, ამიერი ქვეყანა დატოვეს; სამყაროს კი, რომის იმპერატორი კალიგულა, ,, Scorpions”-ის გიტარისტი რუდოლფ შენკერი და მე მოვევლინეთ. დადგენილი ჩარჩოებიდან გასვლით, შინაგანად დაკავშირებულ ამ მოვლენათაგან, მე მხოლოდ ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლების საკუთარ მცდელობებზე ვისაუბრებ. მაშ ასე…

I. მარტოობა  გზა სიმშვიდისკენ

მთელი ცხოვრება ღრმა განცდებში გავატარე. პირველი სურათი, რომელიც ჯერ კიდევ 6-7 წლის ბავშვს სამუდამოდ დამამახსოვრდა, ასე გამოიყურება: ქ.პეტროპავლოვს-კამჩატსკი, ძლიერი ქარბუქი; თავიდან ფეხებამდე შეფუთული, ციგაზე ვზივარ და მასზე გამობმული თოკით, თოვლის ბურუსში გახვეული დედა, აღმართში მიმათრევს; გარშემო, მხოლოდ თოვლის გორაკებია. ამ დროიდან, სამყაროში მარტოობის განცდა დამეუფლა. როგორც კი წამოვიზარდე, გოგონების უყურადრებობამ, ცხვირის სიდიდემ და ბანჯგვლიანმა ფეხებმა შემაწუხეს. სტუდენტობისას, უპასუხო სიყვარულსა და სამყაროს უსამართლოდ მოწყობაზე ვდარდობდი. ერთი სიტყვით, ამათუიმ სახით, მარტოსულობის მძიმე განცდა, მუდმივად არ მტოვებდა. მხოლოდ 50 წლის შედმეგ მივხვდი, რომ სწორედ მარტოობაში ვარ თავისუფალი, ალბათ ბედნიერიც. მთელი 50 წელი დამჭირდა, რათა მარტოსულობას ჯერ შევჩვეოდი, შემდეგ მარტოობაში მეპოვნა საკუთარი თავი – მასში ხელმეორედ დავბადებულიყავი და დედის მუცლის სიმშვიდის მსგავსად, შემყვარებოდა ის.2

ნახევარი საუკუნე დამჭირდა, რათა მძიმე ფიქრებით, უძილო ღამეებით, ტანჯვით, ტკივილით, კვდომით, ცრემლებითა და გაუთავებელი წუწუნით უხვად გაჯერებული სუბსტანცია მიმეღო და მისგან ადამიანის ყოფის მთავარი სიბრძნე გამომედნო: ,,მეგობარო, პლანეტები უშენოდაც მოძრაობენ, მზეც თავისით ჩადის და ამოდის, ხვალ მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს. სამყარო შენგან დამოუკიდებლადაც გამართულად ფუნქციონირებს, ხოლო კაცობრიობა სიკვდილისთანავე დაგივიწყებს… ასე რომ, შენი განცდები ფუჭია; ბედისწერას იქამდე მიენდე, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზეც დიდად ნუ იდარდებ. ადამიანო, დაიჯერეამაოდ შფოთავ, დაწყნარდი და გულგრილობამდე მისული, აუტიზმის მსგავსი სიმშვიდე  დაისადგურებს შენში.

II. განცდების ტყვეობაში

ჩვენი ცხოვრება – ერთის მხრივ, ხანგრძლივი განსაცდელია, ხოლო მეორეს მხრივ, ამ განსაცდელით მოყენებულ, ,,დაუმსახურებელ” ტკივილზე დარდი და ,,უსამართლოდ” თავსდამყდარი გასაჭირის დაძლევაზე განუწყვეტელი ფიქრი. ჩვენი დრო ძირითადად, საკუთარი თუ უახლოესი ადამიანების პრობლემებზე დარდს მიაქვს. ეს ფიქრები დღისით გვაწუხებს და ღამით არ გვაძინებს, ისინი ჩვენს გონებას მთლიანად მოიცავენ. სწორედ დარდია, რომ გვღლის, გვთრგუნავს და გახარების საშუალებას არ გვაძლევს, ეს განცდები იწვევს ჩვენს გაღიზანებასა და აგრესიას. ვიღებთ კი, თუნდაც ამხელა მსხვერპლის გაღების ხარჯზე, რაიმე შედეგს? არა. მაშასადამე, ამგვარი დარდი არაპროდუქტიულია და ამიტომ ფუჭი. ჩვენი მთავარი მტერი ეს განცდებია და ის დიდად განსხვავდება მიზანდასახული ფიქრისგან, რომელიც კონკრეტული ამოცანის, რაციონალური აზროვნებით გადაჭრაზეა მიმართული. ამიტომ ყველაზე სასარგებლო რჩევა ასეთია – განაგდე არაპროდუქტიული ფიქრები, ამაო დარდი და განცდები! წინააღმდეგ შეთხვევაში, ისინი ,,ჩაგიხვევენ” და ,,წაგიღებენ” – ,,უსამართლობა” გულს აგიჩუყებს და შენ ტკივილით, გაჭირვებით, საკუთარი თავის შეცოდებით ტკბობაში საბოლოოდ  ჩაიძირები.

III. სიმშვიდის პრაქტიკუმი

ეს ცხოვრება, მართლაც წუთისოფელია და მის მატერიალურ მხარეზე დიდად კონცენტრირება არ ღირს. ყოველდღიური ყოფა, ატანის შემდეგ ხერხს გკარნახობს – ეცადე, გულდაწყვეტა თუ წყენა დაივიწყო და ცხოვრება ისევ ხალისიანად განაგრძო. მეც, წარსულიდან, მხოლოდ მიღებული გამოცდილება მახსოვს, მომავალზე არ ვდარდობ და დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

3

გახსოვდეს, ყველა განსაცდელი გადაივლის. გაჭირვების ჟამს, რათა სიძნელეების თავდახრილი გადატანა გაგიადვილდეს, საკუთარ თავს ხშირად უმეორე – მძიმე ვარდნას, თუ  მას მოთმინებით აიტან, აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ჯილდო. სასიხარულო ამბავი, წარმატება წინაა! არ აჰყვე სასოწარკვეთას და იქონიე რწმენა – გამარჯვება და კეთილდღეობა მოგაკითხავს შენ! თუნდაც მძიმე სენის ჟამს, დათრგუნე დარდი, ნუ წახვალ საკუთარი თავის შეცოდებით ტკბობაში. სენი, რომელიც არ კლავს – აძლიერებს. იმისათვის რომ, ყოველდღიური ყოფის წნეხმა არ გაგთელოს, აუცილებელია საკუთარი ფიქრები მართო და პროდუქტიული აზროვნება ისწავლო!

ეცადე, ნეგატიური ზრახვა არ მიიღო და განაგდო იგი – სანამ დამთრგუნველი აზრი, მძიმე განცდად ჩამოყალიბდება, გონებით მისი ,,ტრიალი’’ შეწყვიტე; გულაჩუყებული, ნუ დატკბები საკუთარი საცოდაობით და, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უარყოფითი განცდა გულში არ ჩაისახლო. იგივე ეხება ღამის არაპროდუქტიულ ფიქრებს, რომელთაც უძილობამდე მივყავართ – ნებისყოფის დაძაბვით, როგორმე შეწყვიტე ცნობიერების ნაკადი, ფიქრებს არ გაჰყვე; მაგალითად, იფიქრე თუნდაც, რაღაც სისულელეზე, ითვალე, ან ნებისმიერი, მარტივი ამოცანა ამოხსენი. ყველა შემთხვევაში, უბრძანე საკუთარ თავს, ნუ შეჰყვები განცდებს და დამერწმუნე, შენ ფიქრების მართვას ისწავლი. მუდმივად, საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დაუსვი: ამ ფიქრებმა, რაიმე რეალური შედეგი მომცა? არა! მაშ, რასაჭიროა ისინი?!

4გაღვიძებისთანავე ადექი, დილიდან ხალისიანი, ტემპიანი მუსიკას მოუსმინე, აყევი მას, იცეკვე, იმღერე. შემოქმედებითი, გატაცებით შრომა – უებარი გზაა, უარყოფითი, ფუჭი ფიქრებისგან გასავისუფლებლად. იკითხე და იფიქრე წიგნის შინაარსზე, გააკეთე ამაზე ჩანაწერები და საკუთარი აზრი გამოხატე.

ცხოვრებამ ათასგზის დამარწმუნა, რომ მომავალზე წუხილი, ცხოვრების, თუნდაც ერთი წლით დაგეგმვა, სიზიფეს შრომას ჰგავს. ჩემს მიერ ,,გათვლილი” 100-ი ვარიანტიდან, რეალური ცხოვრება არა თუნდაც მე-100-ეს, არამედ, მაგალითისთვის, 278-ვარიანტს მთავაზობდა. ასე რომ, მომავალზე დარდი არაპროდუქტიულია და ამიტომ აზრს მოკლებული – მომავალი, მიუხედავად ჩვენი გათვლებისა და მასზე დარდისა, მაინც მოულოდნელ არჩევანს გვთავაზობს. გაითავისე, რომ ბედისწერა შენთვის მიუწვდოემლი კანონებით მოქმედებს და ,,შეუცნობად არიან გზანი უფლისანი.” მაინც ისე იქნება, როგორც იქნება და წინასწარ თავის მოკვლა, არაფერს სცვლის.

IV. პოზიტიური აზროვნების 3 მთავარი თეზისი

1. მიეჩვიე გამარჯვებას და გამარჯვებულის როლს – ყოველივე შენს ხელთაა, შენ უნდა შეძლო ნებისყოფის მობილიზაცია და ყველაფერი გამოგივა. შენ ხარ ის, რაც გსურს იყო. შენ იმ ადგილს იკავებ, რა ადგილსაც შენ საკუთარ თავს ანიჭებ.

2. იცოდე, თუ მოინდომებ, ,,კედელში გახვალ”! ამისთვის, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე, შემდეგ წაიკითხო და ,,კედელში გასვლის” ხერხების შესახებ ყველაფერი გაიგო, მერე წარსულის გამოცდილება და შენზე ჭკვიანი ადამაინების რჩევები გაითვალისწინო, კიდევ იფიქრო დაბოლოს… გაქანებით, მიზანდასახულად ,,კედლისკენ” გაიქცე. ამჯერად დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად წინაღობას მივარდე და… შენ ისე გახვალ ,,კედელში”, რომ თავიც კი არ  გეტკინება.

3. საქმე გაქვს მძიმედ, გიჯერებ, მეტიც, გითანაგრძნობ, მაგრამ დარდით არაფერი გეშველება. ასეთ მძიმე დროს, სჯობს იფიქრო, თუ რამდენ ადამიანს, გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე შენ… ბევრს ლეიკოზი აქვს, მძიმედ დაავადებულ მცირეწლოვან შვილს უვლის, ციხეში ზის და მრავალი სხვა… შენ შეგიძლია მათზე იფიქრო, შეიცოდო და შეიყვარო ისინი, ამასობაში საკუთარი დარდიც გადაგივლის.

V. დღეს

55 წლის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ცხოვრების ნელმა დინებამ, მდინარე ზამბეზივით, გადატეხის ადგილს მიაღწია და ვიქტორიას ჩანჩქერივით, სწრაფი ვარდნა იწყო. დროის სვლა აჩქარდა – წლები, თვალის დახამხამებაში გადის, თუმცა, დადებითი ემოციების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

ასაკის მატებასთან ერთად, ფრიად მნიშვნელოვან კანონზომიერებას მივაკვლიე – ჩემი ყოველდღიური განწყობა, აშკარად ფულის ქონაზეა დამოკიდებული. საკმარისია, 100-300 დოლარი უჯრაში მეგულებოდეს და ცხოვრება ჰაეროვანი, ფერადი და მშვენიერი მეჩვენება. უფულობისას, პირიქით, სასოწარკვეთა მიპყრობს, საკუთარ თავზე, მეტად კი სხვებზე ვღიზიანდები. შენც ასე იქნები – ხშირად, ფული არ გაქვს და ამას განიცდი. მესმის,  ძნელია, მაგრამ სანამ უკიდურესად არ გაგიჭირდება, არ ითხოვო.  ფუფუნებაზე ნათხოვ ფულს, არც ფასი აქვს, თან ,,სპონსორებიც” მიგიხვდებიან და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. თუ ითხოვ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი მინიმუმი გჭირდება და გულით მოგცემენ კიდეც. მინიმალურით დაკმაყოფილდი და ბევრი მოგეცემა.

ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სამი ფუნდამენტური პრინციპის ჭეშმარიტებაში დამარწმუნა, რომელთაც საკუთარ თავს გამუდმებით ვახსენებ:

– ,,მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის”

– ,,ადამიანი ცვალებადია”

– აშკარად, ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!”

VI. ცხოვრების აზრი

ჩემი ასაკისთვის, არ შეიძლება არ დაფიქრდე ცხოვრების აზრზე. პირად ცხოვრებაში, მე შვილებზე ფასეული, გასახარი და ხანგრძლივად სასიყვარულო, ვერაფერი აღმოვაჩინე. საზოგადოდ კი, საქართველოს, მისი თავისუფლების იდეისთვის ბრძოლა მინდა იყოს ჩემი ცხოვრების აზრი. შვილებისა და შენი ქვეყნის იქეთ, ყოველივე წარმავალია და დროებითი.

პირადი ცხოვრების აზრთან დაკავშირებით, ადამიანს გიჩნდება მეტად მწვავე კითხვა: დააკლდებოდა კი კაცობრიობას რაიმე, რომ საერთოდ არ დაბადებულიყავი? აი, აქ კი გულდაწყვეტით უნდა ვაღიარო – ფარდობითობის თეორია მე ვერ შევქმენი, ვერც ,,რობინზონ კრუზო” ან ,,სამი მუშკეტერი” დავწერე, ამიტომ თამამად შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ სიკვდილის შემდეგ, ყოფიერება უჩემოდ განაგრძობს თავის დინებას და კაცობრიობა გულდაწყვეტის გარეშე დამივიწყებს.

ასეა თუ ისე, რადგან ერთის მხრივ, ფარდობითობის თეორია ვერ შევქმენი, ხოლო მეორეს მხრივ, ყოვედღიური ყოფისგანაც დავიღალე, გმირული სიკვდილი, ჩემთვის,  საუკეთესო გამოსავალია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩემი გაჩენა არ იქნება აზრს მოკლებული – ასე კაცობრიობას საკუთარ მნიშვნელოვნებას დავუმტკიცებ, ჩემს პიროვნებაზე ხსოვნასაც დავტოვებ და ერის ისტორიაში, ვოკალურ-ინსტუმენტალური მუსიკალური ანსამბლის, ,,ორერას” ტოლფას წვლილს მაინც შევიტან. ამის გამო, ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს – ამ ცხოვრებას ნუ ეპოტინები, შენ ხომ მაინც, ატომებად დაიშლები. მიწა – მიწად იქცევი და გაქრები…

6რწმნენა? როგორც ყველა: გაჭირვების ჟამს – მიწაზე განრთხმული მორწმუნე ვხდები, დალხენისას კი ღმერთი მავიწყდება და მორიგ წარმატებას, საკუთარ ძლიერებას ვაწერ. ხანდახან ალტრუისტი ვარ, ხშირად – ეგოისტი, იშვიათად – კაცთმოძულე. უსამართლობისგან თავს, ირონიით, არცთუ იშვიათად მწარე სარკაზმიდაც ვიცავ.

და მაინც, რისთვის ცხოვრობს ადამაინი? როგორია მისი ,,ბედნიერების ფორმულა”? რაღა თქმა უნდა, წარმატებისთვის, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნობის განცდით და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებით იქნას რეალიზებული. ჩვენი ცხოვრების აზრი – შემოქმედებითი შრომით თვითდამკვიდრებაა და ასე საკუთარი თავის წარმოჩენა, წარმატების მწვერვალისკენ სწრაფვა. ღირს კი დაბადება, შემდეგ წვალება, ამდენის დათმენა, თუ ვერ შეჰქმენი ,,ფარდობითობის თეორია?”. ალბათ, არა და მიუხედავად ამისა, მე მაინც 31 აგვისტოს დავიბადე და ვარსებობ.

P.S. 

სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ზემოთ დაწერილის სრულად გაგებისთვის, გათავისებისთვის, ჯერ უნდა ყველაფერი დაკარგოს, აუცილებელია, სასტიკი ტკივილი და დიდი გასაჭირი გადაიტანოს. ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტნაკლები დაძლევა და ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლება არ მოდის.

7

ზურა ოდილავაძე. 2012 წელი, აგვისტო

P.P.S. 

წლების წინ დაწერილი ეს სტატია, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, არ შემეძლო ოდნავ არ გამეახლებინა. მოკლედ დავამატებ ჩემი ცხოვრების წარმართველი დევიზისა და მთავარი მიზნის შესახებ: ,,ვლადიმერ პუტინსა და რუსულ იმპერიას; ყველას, ვინც ამჟამად რუსეთის მხარეს იბრძვის ან თუნდაც, მორალურად რუსეთს მხარს უჭერს; განსაკუთრებით კი, ქართველ პუტინისტებს – გულახდილებსა თუ დაუფარავებს და მორცხვებსა თუ გულის სიღრმეში ,,ხუილოს“ ტრფიალებს; საქართველოში ტალიავინის კომისიის დასკვნით, ,,დილის ცხინვალის დაბომბვითა“ და ,,ბულგაკოვ-დოსტოევსკი- ჩაიკოვსკის“ სიყვარულით რუსეთის 2008 წლის აგრესიის ,,გამპრავებლებს“ – ყველას უკლებლივ და ალალი გულით ვუდსტოკიდან მოგმართავთ მე – ზურა ოდილავაძე და ჯიმი ჰენდრიქსი:

ყოველ 31 ავისტოს თქვენ შგცთ ჩვენ!

Woodstock .... 45 წელი გავიდა

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

15 Responses to 31 აგვისტო

  1. მაია კოხტაშვილი. says:

    “უსამართლობისგან თავს, ირონიით, არცთუ იშვიათად მწარე სარკაზმიდაც ვიცავ”— ვაჰ, რა ჯანდაბა ვქნა, რომ მეც ზისტად ეგრე ვარ =D.

  2. odilavadze says:

    სხვა რა გზაა, უნდა გააგრძელო🙂

  3. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    “პოზიტიური აზროვნება“.. ყველაზე დიდი მიღწევა დასავლური ცივილაზიციისა (ჩემის აზრით ). სწორედ რომ “მიღწევა“ . ინდივიდუმებისა და საზოგადოების დონეზე.. მუდმივი წინსვლისა და განახლების საწინდარი. და ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქართველებისა…. ერთი ჩემი კოლეგა ამბობს ხოლმე, სანამ Jean Perrin ში (ონკოლოგიური ცენტრია) არ მოხვედრილხარ, ყველაფერი კარგადაა ო..🙂

  4. odilavadze says:

    რევაზ, გეთანხმებით, ნეგატივიზმი კლავს!🙂

  5. nargiza says:

    უნდა გადმოვბეჭდო,კედელზე გავაკრა და ყოველდღე ვიკითხო!!!!დიდი მადლობა!

  6. lika says:

    ზურა, პატიოსანი ადამიანი ხართ, დიდ პატივს გცემთ! გილოცავთ!

  7. ნინო ქებულაძე says:

    სულმოუთქმელად, დილის ქადაგებასავით წავიკითხე! დიდი მადლობა, ზურა❤

  8. Marina Khvitia says:

    batono zurab,cavikitxe da titkos sarkeshi chavixede! ceris nichi rom mkonoda albat eseve davcerdi! didi madloba! mixaria rom arsebobs eseti kartveli adamiani rogoric tkven brdzandebit.gilocavt ! gmertma xangrdzlivi da janmrteli sicocxle mogcet.

  9. odilavadze says:

    უღრმესი მადლობა! ზურა

  10. ნინო ჩოგოვაძე says:

    ბატონო ზურა! გმადლობთ, გმადლობთ და გმადლობთ!

  11. Marina says:

    yovel 31 agvistos gmertma xeli mogimartot Tqven da Jimi Hendriqss! neta kaci viyo, gavsamdebodit!!!

    • odilavadze says:

      მარინა, მართალი გითხრათ, დიდად არც მე მსიამოვნებს გინება, მაგრამ ჩვეულებრივი სიტყვები უკვე ვერ/არ გამოხატავს სრულად ამ კვლავ ,,გაცოცხლებული” არამზადების სისაძაგლეს. მადლობა, თქვენ!

      P.S. ეს მხოლოდ მათდამი უზომო სიძულვილის გამოხატულებაა და სხვა არაფერი. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ🙂

  12. გაიხარეთ ბატონო ზურაბ….ძალიან საინტერესოდ აყალიბებთ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას …ჩამაფიქრეთ…!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s