სიურეალისტი გენოს თეორია ჰომოფობიის შესახებ

რატომ ასეთი ძლიერი აგრესია მაინცადამაინც მამათმავლების მიმართ? ცხადია, რომ მრავალი უარესი ,,ცოდვა“ თუ ,,დანაშაული“ არსებობს, რომელიც, პირადად, ჩვენს უსაფრთხოებას უფრო ეხება, გაცილებით სახიფათოა და მეტადაცაა ერში გავცელებული. მაგალითად, ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა, ქალის გაუპატიურება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და მრავალი სხვა… და მაინც ასეთი არაადექვატური აგრესია, აუხსნელი სისასტიკე მამათმავალთა მიმართ, რატომ?

გავიხსენოთ, რომ საქართველო მუდმივად დაპყრობილი ჰყავდა ისეთ ქვეყნებსა და იმპერიებს – არაბეთს, სპარსეთსა და ოსმალეთს, სადაც სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის სავსებით მისაღები და მეტად გავრცელებული იყო. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ მით უფრო ხშირი იქნებოდა ამგვარი სექსუალური აქტები დაპყრობილი კოლონიების მოსახლეობასთან. ისიც ცხადია, რომ ასეთ კავშირებს ხშირად არანებაყოფლობითი ხასიათი უნდა ჰქონოდა. მაშასადამე, ქართველებს საუკუნეების მანძილზე უწევდათ ,,ურჯულო“ დამპყრობელთაგან სექსუალური ძალადობის ატანა. ეს ძალადობა მეტად სამარცხვინო და აუტანელი უნდა ყოფილიყო, რადგან სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილებთან ერთად, საკუთარ სოციუმში ის არ უნდა გაცხადებულიყო…

ასეა თუ ისე, მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მტერს ქართველები ხშირად ,,წაკუზული” ჰყავდა. ასე ჩამოყალიბდა ჩვენში განსაკუთრებული შიში და დარჩა გენეტიკური ზიზღი ამ ტიპის ძალადობრივი სექსუალური აქტის მიმართ – ის უკვე ქვეშეცნეულად მოქმედებს და ამის გამო ჩვენი აგრესია რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.

ალბათ აქედანვე, კომპენსატორული მექანიზმის სახით გამომდინარეობს ქართველი მამაკაცების გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ კაცობაზე და მითი სამამულო მამრების არნახულ სიძლიერეზე. ერთი სიტყვით, ეს დაჩაგრული მამრის ჩვეულებრივი კომპლექსია…

ან პირიქით, გაუტკბათ და მოეწონათ, მაგრამ სირცხვილის შიშით ამას ხომ ვერ აღიარებენ?! დათრგუნული შიშები კი, როგორც წესი, შემდეგ აჩენს ძლიერ აგრესიას ამ შიშის გამომწვევი ობიექტების (ფაქტორების) მიმართ. ეს აგრესია შეიძლება ან თავიდანვე გამოვლინდეს აგრესიული გამოხტომების სახით, ან დიდი დროის განმავლობაში იყოს აკუმულირებული და რაღაც მომენტში იფეთქოს საშინელი ძალით. ალბათ, ამან განაპირობა ასეთი უპირობო ზიზღი და აგრესია მამათმავლებთან მიმართებაში – ლატენტური ჰომოსექსუალები თუ ფარული ბისექსუალები ჰომოფობებად ჩამოყალიბდნენ… არა?

ეს, გადაჭარბების გარეშე გენიალური ჰიპოთეზა, ზეგარდმო ეუწყა ნეტარ გენადის, როდესაც ის 2013 წლის 17 მაისს ტელევიზიით, გაშმაგებული მოძღვრების და ღირსებააღდგენილი ბრბოს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე ნადირობას თვალს ადევნებდა.

P.S.

ეს წერილი ერთი წლის წინ დაიწერა… ჩემთან გაცხარებული დებატების შემდეგ, სიურეალისტმა გენომ მაინც აღიარა, რომ აღწერილი აგრესიის გაცილებით თანამედროვე და აქტუალური მიზეზებიც არსებობს. განუხორციელებელი ქართველი მამაკაცების უმრავლესობას, არც თავი აქვს და არც ნიჭი სრულყოფილად დაიხარჯოს ქალთან. ამ მამაკაცებს, რაღა თქმა უნდა, საკუთარი უფერული არსებობა მეტად აღიზიანებთ. ეს პირობითად მამრები იძულებულნი არიან საკუთარი ქმედითუუნარობა სარწმუნობრივი დოგმების დაცვით შენიღბონ, ხოლო დამრღვევებისა თუ განსხვავებულების მიმართ მკაცრ ზომებს მიმართონ. გულდაწყვეტა მატულობს, არსებული რეალობა კი, დახვეწის, სწავლისა და განათლების გარეშე, მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, არ იცვლება. შესაბამისად, მატულობს აგრესიაც.

მამათმავლების  თემა ამჟამადაც მეტად აქტუალურია – ჩვენ კვლავ 17 მაისი გვიახლოვდება! მზადება ადრიანად დაიწყო – დღეს სასულიერო პირებმა მუქარით დატოვეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა მიმდინარეობდა. ამხანაგებო, ეროვნული ფასეულობები და მამული საფრთხეშია! წინ მამათმავლებისა და მათი არჩატარებული ,,აღლუმების“ დასარბევად, წინ!

zსიურეალისტი გენო. 2013 წლის მაისი

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

19 Responses to სიურეალისტი გენოს თეორია ჰომოფობიის შესახებ

  1. elizaveta55 says:

    გაუტკბათ და მოეწონათ, მაგრამ სირცხვილის შიშით ამას ხომ ვერ აღიარებენ?! დათრგუნული შიშები კი, როგორც წესი, შიშის ფაქტორებისა და აგრესორის მიმართ ვლინდება. ალბათ, ამან განაპირობა ასეთი უპირობო ზიზღი და აგრესია მამათმავლობის მიმართ – ლატენტური ჰომოსექსუალები ჰომოფობებად ჩამოყალიბდნენ… არა?
    მე ამ ნაწილში ვეთანხმები, წარსულში რა იყო კაცმა არ იცის თუმცა ახლა ლატენტურ ჰომოსექსუალიზმთან რომ გვაქვს საქმე ფაქტია.

  2. odilavadze says:

    წარსულით ჰიპოთეზა გავამაგრე, ვააა 🙂

  3. elizaveta55 says:

    დეტალები ხო იცი ჩემი სისუსტე თუ სიძლიერეა 🙂

  4. Tea Tabagari says:

    ესეც რადიკალიზმია და ექსტრემიზმი და დიდად არ განსხვავდება 17–ში გამოვლენილი სულისკვეთებისგან. ისინი არ სცემენ პატივს რელიგიას, კაცთმოყარეობას, თქვენ პატივს არ სცემთ ქართველობას და ეროვნულობას, არც ქართველ ადამიანს და არც საერთოდ ადამიანს. საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ცოდნაში – დისკვალიფიკაცია.

    • odilavadze says:

      არა, დიდად განსხვავდება – მე ჩემს შეხედულებას თავს არავის ვახვევ და მით უმეტეს ამისთვის არავის ვცემ. ფუნდამენტური განსხვავებაა, მხოლოდ დანახვა უნდა გინდოდეს და მითოლოგიზირებული ისტორიის ტყვეობიდანაც დროულად გამოხვიდე

    • odilavadze says:

      Gola Bujiashvili ბახტრიონის აჯანყებას გაგახსენებთ მე-15 საუკუნეში. სანამ თუში კაცი (ზოგიერთი წყაროთი მღვდელი) არ გააუპატიურეს, მანამდე არ დაიწყო სპარსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყება. ასეთი ყოფილა მწარე ისტორიული რეალობა 😉

  5. maia kohktashvili says:

    ეჰ ზურა,აქედან თუ დროზე არ გავასწარით, ამ ქვეყანაში ცხოვრების დისკვალიფიკაციას გავიჩალიჩებთ იცოდე…

  6. 17 მაისის შემდეგ მუდმივად ამ თემაზე ვფიქრობ. დიდი წინააღმდეგობა მქონდა შვილთანაც, მადლობა ღმერთს მეგობართა წრეში თანამოაზრეთა სიმრავლეა. მართალი გითხრათ ეს ის შემთხვევაა, როცა კითხვებზე პასუხი უთვალავია. ჩემი თავი გამოვიჭირე იმაშიც, რომ 10 წლის წინ მეც ასე არ ვფიქრობდი, თუმცა ძალადობის მომხრე არც მაშინაც ვიქნებოდი. მითოლოგიზირებული ისტორიის ტყვეობაში ყოფნა უმთავრესი პრობლემაა ქვეყნისთვის, რამდენიც არ გავძვერი ჩემსავე კითხვა-პასუხებში, პრობლემის სათავედ მაინც უწიგნურობამდე მივედი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სამწუხარო პერიოდების ანალიზი სრულად იძლევა იმის საფუძველს, რაც თქვენ ამ აბზაცში მოაქციეთ – ,, ალბათ აქედანვე, კომპენსატორული მექანიზმის სახით გამომდინარეობს ქართველი მამაკაცების გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ კაცობაზე და მითი სამამულო მამრების არნახულ სიძლიერეზე. ერთი სიტყვით, ეს დაჩაგრული მამრის ჩვეულებრივი კომპლექსია…” მოკრძალებულად ვიტყვი, ამ კომპლექსს ემატება კიდევ ერტი რამ, ტესტეტერონის ჰორმონის სიჭარბე, როცა ირგვლივ ამდენი განუხროციელებელი მამაკაცია, რომელმთა უმრავლესობას არც თავი აქვს და არც ნიჭი სრულყოფილად დაიხარჯოს ქალთან, ეს კი აგრესიაში გადადის და 17 მაისს რუსთაველზე გადმოიფრქვა!

  7. odilavadze says:

    მაია, მადლობა!

  8. kvelas tavis hipoteza aqvs rom axsnas is ratz amouxsnelia dgevandel saqartveloshi. me ki chemi hipoteza maqvs rom sadatz kozhri gvqonda (mozol’) iq dagvachires. me spetzialurad mkavda megobrebshi ramodenime, vintz vitzodi rom bidzinaze mushaobdnen, (mere nervebi agar meko amovkare tanatz araferi itzvleboda, etkoba an ideebis naklebobas ganitzdidnen an ert tzertils urtkamdnen) sul mikvirda rom iko mtavari tema antigay suratebi aseti tzartzerit. raxan rusia ar davetanxmo? an maxim shevchenkos antigai videoebs avrtzelebdnen, qvemot komentit, raxan rusia ar davetanxmo?. es imdenad xshirad shemxvda sxvadasxva tzkaroebshi rom rogortz exla ashkarad gamochnda, strategiuli mnishvneloba hqonda. aktziis dros koordinirebuli mushaoba rom midioda esetz shenishnes amerikelebma. (shemidzlia bmulitz vipovno). ese igi vigatz magari strategi kavt- ar vitzi rusetshi tu aq tu eklesiashi. jer kidev rodis maxsovs axalgazrda vikavi bzhezhinskis natqvami. “komunizmis datzemis shemdeg, mtavari sashishroeba martmadidebluri eklesia iqneba”
    ratz sheexeba homo/ bisexsualizms, koveltvis iko aris da iqneba da ara mgonia rom amas rame gansakutrebulad gansxvavebuli qartuli tonaloba qondes. naxevrad iumoris saxit, sasotzarkvetilebisgan es teoriatz gamodgeba.

  9. odilavadze says:

    კოორდინატორის ძიებამ არა მგონი დიდი დრო წაგვართვას – ,,მესამე რომი” და მისი ეკლესია, სპეცსამსახურები + გაუნათლებლობის გამო, ადგილობრივი ადვილად სამართავი ,,გავლენის აგენტები” 🙂

  10. zaza says:

    tkvens hipotezas akvs arsebobis upleba ! ertsac davamatebdi , rom me mgoni mat rigebshic uamravi iko mamatmavali da isini mxolod sazogadoebis cinashe tvitlustraciis cinaagmdeg upro gamovidnen , vidre zogadad mamatmavlobis cinaagmdeg!

  11. odilavadze says:

    გმადლობთ, ასეც შეიძლება ვიფიქროთ. ჰიპოთეზა ბევრია, შედეგი კი ერთი – სიბნელე და ძალადობა

  12. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    ძალზე საინტერესო ჰიპოთეზაა, ნამდვილად.. ფობიებით შეპყრობილი ბრბოს მართვა ადვილია.ისევ როგორც მისთვის ჰომოფობიის ნოყიერ ნიადაგზე სხვა ფობიების ჩანერგვა.დასავლეთის დემონიზაცია, მასონური შეთქმულების “დასაბუთება“ და ა.შ. შედეგი კი მართლა შემზარავია.

    • psiqea says:

      საერთოდ ბისექსუალისთვის დამახასიათებელია გაუცნობიერებელი შიში. არ ვხმარობ ლატენტურ ჰომოსექსუალს შეგენბულად, ვინაიდან ამხელა ამს აარ შეიზლებოდა ყოფილიყო ლატენტური ჰომოსექსუალი, უბრალოდ ბისექსუალები არიან, რომლებსაც ლატენტურად აქვთ სურვილი თავისივე სქესტან ურთიერტობის დამყარების. ვინაიდან კულტურული გარემო გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ადამიანს, მაგრამ ქვეცნობეირში შესაძლოა სრულიად სხვა სურვილები ქონდეს… აი აქ იწყება ჭიდილი საკუთარ თავთან და ეს დაუხარჯავი სექსუალური ენერგია გადმოიღვრება ძალადობაში.
      ეს სამაოდ რთული საკითხია, მაგრამ ქართველისთვის სექსი და მასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, რომ ყველაზე მტკივნეულად აღსაქმელი საკითხია, ახალი არაა. თუ გინდა ადამიანს სახელი გაუფუჭო, აუცილებლად რაიმე სექსუალური ისტორიის ტანამონაწილე უნდა გახადო…

      • odilavadze says:

        psiqea, რა თქმა უნდა გეთანხმებით, დაუხარჯავი სექსუალური ენერგია გადმოიღვრება ძალადობაში. გმადლობთ ყურადღებისთვის.

      • ქეთი says:

        (Y)

  13. ქეთი says:

    ვეთანხმები მაიას: “როცა ირგვლივ ამდენი განუხროციელებელი მამაკაცია, რომელმთა უმრავლესობას არც თავი აქვს და არც ნიჭი სრულყოფილად დაიხარჯოს ქალთან, ეს კი აგრესიაში გადადის და 17 მაისს რუსთაველზე გადმოიფრქვა!”

Leave a reply to maia kohktashvili Cancel reply