,,ეკლესიური ძმობის” მატიანე

http://www.youtube.com/watch?v=e_JhoOoOA78

,,უნდა გითხრათ რომ, ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა (მქუხარე აპლოდიმენტები!). მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი! მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო!“ – საქართველოს კათალიკ პატრიარქი (ილია მეორე)

ნაწილი I

8

„უგანათლებულესო მეფის ძეო, კათალიკოზო ანტონ!

საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმინდესის და უმართებულესის სინოდის გამგეობასა. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათალიკოზის ყოფნა… ზემორე აღწერილ მიზეზთა გამო, პატივსა გცემთ რა, ყოვლად უმოწყალესად გთხოვთ, გადადგეთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობიდან…  ს. პეტერბურგი, 10 ივნისს, 1811 წ. ალექსანდრე”.

ამ წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიის უკანასკნელ კათალიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ. მანამ, 1810 წლის 3 მარტს, კათალიკოსი ანტონ II, ვითომდა საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით, თითქმის ძალით გაიწვიეს პეტერბურგს. საქართველოს ეკლესიის მეთაურად დანიშნეს ვარლამ ერისთავი და უბოძეს საქართველოს ეგზარქოსის ტიტული. მასვე დაავალეს, შეემუშავებინა სასულიერო დიკასტერიის (საქართველოს ეკლესიის სათავეში მდგომი რუსეთის სინოდის განყოფილება) მოწყობის პროექტი.

გენერალმა ტორმისოვმა პირდაპირ განუცხადა ვარლამს: „სინოდის ობერ-პროკურორი მამცნობს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოაწყოთ, რომ იგი დამოკიდებული იქნეს წმინდა სინოდზე”. ამ პროექტის თანახმად, შეიქმნა დიკასტერია და საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, ანუ გაუქმდა ივერიის უძველესი საკათალიკოსო, სიკვდილამდე კათალიკოსად არჩეულ ანტონ II-ს, დამოუკიდებელი საეკლესიო ოლქისა და მსოფლიო ეკლესიის წევრს, ჩამოერთვა ხარისხი. რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დაარღვია 30-ე და 35-ე მუხლი მოციქულთა კანონებისა, ასევე 22-ე კანონი ანტიოქიის კრებისა, რომლის მიხედვით, რუსეთის ეკლესიას არ შეეძლო მასზე ძველ საქართველოს ეკლესიაზე განეხორციელებინა დიქტატი. მაშასადამე, რუსეთის ეკლესიამ არაკანონიერი გზით, თვითნებური გადაწყვეტილებით, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩაიდინა უკანონობათა მთელი წყება:
   1. საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა ადგილ-მამულები და ეკონომიკურად წელში გატეხა იგი. მთლიანობაში ჩამორთმეული ქონების ღირებულება, რომელიც რუსეთის მთავრობამ ქართველ ერს წაართვა, შეადგენდა 140 მილიონ მანეთს;
 2. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონი და დადგენილება ქართული ეკლესიის შესახებ, დაწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, ხოლო რაც დარჩა, პეტერბურგში წაიღეს;
3. დაავალა საქართველოს ეკლესიას ედღესასწაულა რუსეთის ეკლესიის წმინდანთა დღეები. გარდა კვირა და უქმე დღეებისა ან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ტაძარში ლოცვა უნდა ჩაეტარებინათ რუსეთიდან ჩამოსულ ბერებს. ეგზარქოსმა პალადიმ გამოსცა განკარგულება, შეეცვალათ ქართული სახელები ბერძნულ-რუსულით, დაეჯარიმებინათ ის მღვდლები, რომლებიც შემდეგში დაარქმევდნენ სახელებს ქართველი წმინდანების პატივსაცემად. ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა დაიწყო სვეტიცხოვლის „რესტავრაცია” და, მისივე განკარგულებით, რუსმა სალდაფონებმა კირით გაათეთრეს სვეტიცხოვლის შიდა კედლები, რის შედეგადაც განადგურდა ბევრი შესანიშნავი ძველი ფრესკა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს უმეტესი ეკლესიების მოხატულობას;
 4. საქართველოს სასწავლებლებში ქართული ენა იკრძალებოდა და სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ეგზარქოსმა პავლემ სასულიერო სემინარიებში აკრძალა ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება. სასულიერო სასწავლებლებიდან დაითხოვა ქართველი მასწავლებლები და ისინი რუსებით შეცვალა. იგივე ბედი ეწია უძველეს ქართულ საგალობლებს. ანტონ II-სადმი გაგზავნილ წერილში მთავარსარდალი ციციანოვი ასე ახასიათებდა ქართულ გალობას: „ეკლესიის აქაური ქართული საგალობლები თხის კიკინს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმღერას, სჯობს ვასწავლოთ კიევური ნოტები”. ასევე შეაფასა ქართული საგალობლები ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, რომელმაც მიმართვაზე – დაენერგათ ქართული საგალობლების სწავლება – უარი განაცხადა: ქართული უნოტო სიმღერა არ ატკბობს სმენასო;
5. საქართველოს ეკლესიის მმართველებად ადგენდა ეგზარქოსებს, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, არ იცნობდნენ ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს.
რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო პირებმა გაძარცვეს ქართული ეკლესია-მონასტრები, შეცვალეს ქართლ-კახეთის ეპარქიათა სტრუქტურა. ეგზარქოსის საქმიანობის პროგრამა კარგად იყო ჩამოყალიბებული შავრაზმელ მღვდელ ვოსტორგოვის სიტყვაში: „საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია, მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე”.
ეგზარქოსი ფეოფილაქტი იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავს, მაგრამ ღმერთმა აღარ აცალა და იქვე, საფლავთან ამოაძრო სული; ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა ეკლესიები და მონასტრები გაქურდა; ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა; ეგზარქოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი და მექალთანე იყო, გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი ქვები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის სამოსლის დატაცებაში. მისი ეგზარქოსობის დროს ქართულმა ეკლესიამ ორი მილიონი მანეთის ქონება დაკარგა.
downloadეგზარქოს პავლეს კიშინიოვიდან სემინარიის რექტორად გამოაყოლეს დეკანოზი ჩუდეცკიც, რომლის მეუღლესთან ეგზარქოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი თბილისში სემინარიის ნამოწაფარმა ქართველმა პირადი ანგარიშის გამო მოკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარქოსმა მთელი ქართველობა დაწყევლა. ამის გამო თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა 8 ივნისს 1887 წელს ეგზარქოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, ბოდიში უნდა მოიხადოთ ქართველი ერის წინაშეო. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოსყიდულმა მკვლელმა მოკლა.

ნაწილი II

   „ყველა, ვინც ახლოს გაიცნობს მეფის რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს სხვა მხარეში, სადაც არ უნდა იყოს იგი. მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება”, – წერდა ფრანგი პუბლიცისტი და მწერალი მარკიზ დე კიუსტენი ნიკოლოზ I-ის დროინდელ რუსეთზე. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ცივილიზებული სამყაროს შეფასებით, „რუსეთი იყო და რჩება ბოროტების იმპერიად”.
წინა ნაწილში აღწერილია, თუ როგორ აძაგებდნენ ქართულ ღვთისმსახურებას, ზნე-ჩვეულებებს, დასცინოდნენ ქართულ გალობას და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებს რუსი ეგზარქოსები. ისინი დევნიდნენ ყველას, ვინც გაბედავდა მათი პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას. შედეგად, XIXს-ის ბოლოს ქართველების დიდ ნაწილში შეიმჩნეოდა გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და თვით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. მორწმუნეებში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას ხელი შეუწყო სასულიერო პირების სახელის გატეხვამ.

5„დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი თავისი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული”, – გულისტკივილით აღნიშნავდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).
ჩვენი ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირნი ყოველთვის იდგნენ ხალხის გვერდით, მათი ერთი ნაწილი აქტიურად ჩაება 1900-1906 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. რუსეთის ცარიზმის მიერ იდევნებოდნენ ეპისკოპოსები კირიონი და დავითი, არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდელი ვასილ კარბელაშვილი და მრავალი სხვა.
რევოლუციის წლებში პროგრესულმა ქართველმა სამღვდელოებამ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. თვითმპყრობელმა მთავრობამ დაარბია ავტოკეფალისტთა ყრილობა და დელეგატების ნაწილი პასუხისგებაში მისცა. დევნის მიუხედავად, 1905 წლის მეორე ნახევარში ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის მთავრობას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტოკეფალიის გაუქმებას ასახელებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ მის აღდგენას. ამასთან დაკავშირებით 1906-1907 წლებში პეტერბურგში გაიმართა სათათბირო სხდომები.

7საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდე, კირიონი, ექვთიმე, პროფესორები: ა.ცაგარელი, ა.ხახანაშვილი, ნ.მარი. თათბირის მონაწილეთა უმეტესობამ, რომელშიც შედიოდნენ ქართველების ცნობილი მტრები: პროფ. გოლუბოვსკი, ოსტროუმოვი, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და სხვები, საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია. 1915 წელს კი საქართველოში დაინიშნა უკანასკნელი ეგზარქოსი პლატონ როჟდესტვენსკი.
პირველმა მსოფლიო ომმა და მომდევნო რევოლუციებმა ბიძგი მისცეს საქართველოში პოლიტიკური და ეკლესიური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1917 წლის 27 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ, დაიწყო იმპერიის რღვევა. ამავე წლის 12 მარტს მცხეთას ათასობით ადამიანი მიაწყდა. წირვის შემდეგ წაიკითხეს „ოქმი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ ცხოვრების აღდგენისა”. მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ გადასცა პლატონს განცხადება საქართველოს ეგზარქოსობიდან მისი გადაყენების შესახებ. მცხეთის კრებამ საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ დანიშნა ეპისკოპოსი ლეონიდე.
შესაბამისი რეაგირება მოახდინა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც თავისი დებულებით მოუწოდა რუს მორწმუნეებს, ქართველი „ავტოკეფალისტი” მღვდლები არავითარ ღვთისმსახურებაში არ მოეწვიათ, არ შესულიყვნენ ქართულ ეკლესიებში, თორემ უსათუოდ მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში.
ავტოკეფალიის განსამტკიცებლად და კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა. 1917 წლის 8 სექტემბერს 600-მდე დელეგატი შეგროვდა თბილისის სიონის ტაძარში. 17 სექტემბერს კრებამ დაასახელა ორი კანდიდატი: ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. არჩევნები ჩატარდა ფარული ხმის მიცემით და მასში მონაწილეობა მიიღო 440 დელეგატმა. კირიონმა ლეონიდესთან შედარებით მიიღო 11 ხმით მეტი. კრებამ კირიონი არჩეულ კათოლიკოსად გამოაცხადა და უგალობა მას „აქსიოს”. ასე დასრულდა ეს ისტორიული კრება და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 107 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია. ახლად დადგენილმა მწყემსმთავარმა, ძველი ტრადიციის მიხედვით, მოკითხვის ბარათები გაუგზავნა აღმოსავლეთის პატრიარქებს, რომის პაპს და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს, რომელთაც ანგარიში გაუწიეს რუსეთის აზრს და ამიტომ კირიონის „მოკითხვის ბარათებმა”, რომის პაპის გარდა, გამოხმაურება ვერ ჰპოვა.
1917 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ბოლშევიკებმა. დაიწყო ეკლესიისა და სარწმუნოების ტოტალური რბევა-აწიოკება.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო 1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვეს ათეისტურ პოზიციაზე მდგომმა „მენშევიკებმა”. ამავე დროს თავი იჩინა უთანხმოებამ კირიონსა და ლეონიდეს შორის. 61918 წლის 27 ივნისს, დილით, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე თავის საზაფხულო რეზიდენციაში, მარტყოფში, საძინებელ ოთახში, განგმირული იპოვეს. სასთუმალთან დაკეტილი რევოლვერი იდო. პატრიარქი დაკრძალეს 7 ივლისს სიონის ტაძარში. გამოძიებამ დასკვნა ვერ გამოიტანა. მარტყოფის ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული.

1920 წლის 27 ივნისს სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) კათოლიკოს-პატრიარქად დაამტკიცა და მას ეწოდა „მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”. 1921 წლის 11 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე აღესრულა. 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში შედგა მესამე საეკლესიო კრება, რომელმაც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და საქართველოს პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტი ამბროსი (ხელაია).

ნაწილი III

   „დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, – წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს ვ.მოლოტოვს. ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით აიტაცებდნენ ამ წერილს, თავის გამოჩენის მიზნით, ქართველი კომუნისტები და შეუდგებოდნენ უკვე დადგენილების სახით მის შესრულებას. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.

21922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.
ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. დანარჩენებს კი 3-4 წლით პატიმრობა განუწესეს. 1925 წლის 8 მარტს, საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. მათი სახელები დღესაც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო კავთისხეველი მოძღვარი, დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი. 1924 წლის სახალხო ამბოხის საპასუხო წითელმა ტერორმა კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია უდანაშაულო გლეხობას. ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს სოფლის გლეხობის რჩეული ნაწილი ჩეკისტებმა გორში, ვითომდა მტყუან-მართლის გასარჩევად, წინ გაირეკეს. სინამდვილეში განზრახული იყო მათი ფიზიკური ლიკვიდაცია სოფლიდან მოშორებით. მამა პანტელეიმონს ციება სტანჯავდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ეს ამბავი რომ შეიტყო, ტანსაცმლით შეიმოსა და გადაწყვიტა, თანასოფლელთა კვალს ასდევნებოდა. რამდენს არ ევედრნენ, – „იმათ არაფერი ეშველებათ, შენ კი ხიფათს გადაეყრებიო”, – დეკანოზმა არ დაიშალა და დატყვევებულ თანასოფლელებს სოფლიდან მოშორებით წამოეწია. მოძღვარი მიხვდა, რასაც უპირებდნენ ხალხს. ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: „მაგათ თუ რამე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და, როგორც ამათი მოძღვარი, მე დამსაჯეთ”. დაღამებისთანავე გლეხები ჩაამწკრივეს და მათ დასახვრეტად მოემზადნენ. გაოგნებული მამა პანტელეიმონი წინ გამოიჭრა და პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა. ბადრაგის მეთაურმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა.

3დაუნდობელ რეპრესიებს შეეწირა ათასობით მამულიშვილი. ზესტაფონში მატარებლის ვაგონებში ჩახოცეს ადამიანები, რომელნიც ხელისუფლებას არასაიმედოდ მიაჩნდა. მათმა სისხლმა წითლად შეღება მდინარე ყვირილა. „კონტრრევოლუციური საქმიანობის” ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა.
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

P.S.
არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება შემდეგი მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია,  სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.

ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან.

ჩვენ ერთად გადავხედეთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანის მხოლოდ რამდენიმე ფურცელს.

თუ დამატებით გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გრძელდება ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) და ბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად დავასკვათ:

1. ,,ერთმორწუნე ძმა“ საუკუნეებია ცდილობს გააქროს ქართული მართლმადიდებლობის კვალიც კი, და ის გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებების მექანიკურ აღსრულებაზე დამყარებულ, ე.წ. ,,ტაძრული რწმენით“ ჩაანაცვლოს;

2. ყველა საუბარი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიური ძმობის შესახებ, წარმოადგენს მიზანმიმართულ ტყუილს და ის რუსული ,,პრავოსლავნიკური“ ტოტალიტარული, ანტიდასავლური იდეოლოგიის დანერგვას ემსახურება.

9ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, ივნისი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

12 Responses to ,,ეკლესიური ძმობის” მატიანე

  1. zurab lezhava says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა.

    • odilavadze says:

      ზურა, ყურადღებისთვის მადლობა, გამახარე!

  2. რამდენჯერმე წავიკითხე. საინტერესოა უდაოდ და თან ქრონოლოგიურადაა აკინძული ყველა უბედურება, რაც კი დაგვმართა ,,უფროსმა ძმამ.” სასოწარკვეთაზე გამარჯვება, ან თუნდაც მასთან შებრძოლება მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ზვიადი და მერაბი ებრძოდნენ გაცილებით უარესს, გაცილებით უარეს უკუნეთში. ეს მაფიქრებინებს, რომ ღირს და შესაძლებელია. ,,მონა, რომელიც მონობის წინააღმდეგ არ იბრძვის, ორმაგი მონობის ღირსია” –

    ზურა, წერილისთვის და ღვაწლისთვის გმადლობთ. პატივისცემით მაია კალანდია.

  3. odilavadze says:

    მადლობა, ნელის და მადლობა ,,კეჟერაძეს”!🙂

  4. რევაზ ბოჭორიშვილი says:

    დიდი მადლობა ზურა. გამუდმებით საჭიროა ამ “ძმობის“ რეალური მატიანის შეხსენება… იქნებ გამოიღოს შედეგი.

  5. odilavadze says:

    იქნებ, იმედია…

  6. გურამი says:

    გული შემიქანდა, სანამ სტატიის დედააზრს აღვიქვამდი. საქართველოს ისტორიისათვის ამ სავალალო “აიწონა-დაიწონას” ჟამს და მისი ეკლესიური ელიტის საეჭვო რეპუტაციის გამო სჯობდა სტატიის სათაურად მისი დაბოლოება გამოგეყენებინათ: “ყველა საუბარი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიური ძმობის შესახებ, წარმოადგენს მიზანმიმართულ ტყუილს და …”.

  7. odilavadze says:

    გმადლობთ

  8. srulebit shekumshuli gulit kitxulob. ugrmesi madloba zurab. ar sheidzleba es 24 saatshi maintz daibechdos? es ra dgeshi vart rom ilias reitingi 93 protzentia. ese igi chvena vart es 7protzenti?
    is teologi komentatorebi sad gaqren neta? aqrom afrqvevdnen inteleqts.

  9. odilavadze says:

    შეიძლება, რომ დაიბეჭდოს, მაგრამ… არ იბეჭდება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s