მამაკაცი და ქალი

,,ერთი ადამიანისადმი სიყვარული გულისხმობს სიყვარულს ადამიანისდმი – როგორც ასეთისადმი, სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა ორის ერთობლივი ეგოიზმი” – ერიხ ფრომი

ნაწილი I. ქალებსროგორ ,,დავაბათკაცი!  

სათაურში გამოტანილი სიტყვა – ,,დავაბათ”, სრულად ვერ ასახავს მარტოსული ქალის პრობლემას. მისთვის ხომ კაცის დატყვევება სულაც არ წარმოადგენს რაიმე სიძნელეს. Nahsaსაკმარისია სულ ერთი ვნებიანი გამოხედვა, კეკლუცი გაღიმება, სექსზე ოდნავ მინიშნებაც კი და მამრი ფინია ძაღლივით ,,უკანა ფეხებზე” დგება და იდიოტური გამომეტყველებით იწყებს ,,კუდის ქიცინს”. ამოცანა მოპოვებული მდგომარეობის დიდი ხნით შენარჩუნებაშია, ანუ კაცის ხანგრძლივად ,,მიბმაში”. საკითხს, მამაკაცის ცვალებადი ხასიათი და მის მიერ ქალის არათანასწორუფლებიან პარტნიორად აღქმა ართულებს. ჩვენში ხომ მამაკაცები ქალს, როგორც დასაპყრობ, ,,გასაჟიმ” ობიექტს ისე აღიქვამენ და ქართველი კაცი პრაქტიკულად სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე იწყებს ახალ ,,ხორცზე” ფიქრს.

როდესაც ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე იწყებ საუბარს, ჟღერს ერთიდაიგივე შინაარსის გამამტყუნებელი განაჩენი: ,,ყველა კაცი ერთნაირია, თქვენ მხოლოდ ერთი რამ გინდათ!”. ეს ,,სტერეოტიპი” ჩამოყალიბდა წარსულში ქალის უარყოფითი გამოცდილებით, რის გამოც იგი უფრთხის მამაკაცს და ერიდება მასთან ახლო ურთიერთობას. მეც, როგორც მამაკაცმა, მოვინდომე ნაწილობრივ მაინც ,,გამომესყიდა” კაცების ეს ,,დანაშაული”. ამ მიზნით შევეცადე ქალებისთვის მიმეცა გარკვეული რჩევები, თუ როგორ ,,დააბან”, უფრო კი ,,მიიბან” მამაკაცი, როგორ გაამყარონ და გაახანგრძლივონ მასთან ურთიერთობა, როგორ მიიღოს ორივე მხარემ სიხარული ურთიერთობისაგან და შეამსუბუქოს განშორების ტკივილი.

ნებისმიერ ქალს გაუჩნდება კითხვა,– რატომ უნდა ვუსმინო ვიღაც ზ.ო.-ს რჩევებს და საერთოდაც, რა უფლებით მასწავლის ის მე?! რაღა თქმა უნდა, ვერც მე გავბედავდი ესოდენ რთული და ფაქიზი თემის წამოწევას, რომ არა ჩემი მეგობრობა Ochil seu J.Filippo Bruno-სთან – ჯოვანი მოჩენიგოს სახელობის სექსუალური კვლევების ცენტრის წამყვან ფსიქოლოგთან და იმავდროულად, პოპულარულ ვენეციელ ჟურნალისტთან. სწორედ მას ვთხოვე გაეწია კონსულტაცია ჩემთვის, ის ხომ, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, დიდი ხანი ცხოვრობდა საქართველოში და კარგად იცნობს ჩვენი ყოფისა და ურთიერთობების თავისებურებებს. ისიც, ცხადია, დამთანხმდა და აი, ჩვენი ერთობლივი ნაღვაწი თქვენს სამსჯავროზეა.  მაშ ასე, რა ზომებს უნდა მიმართოს ქალმა, რათა თუ მუდმივად არა, ხანგრძლივად მაინც დარჩეს სასურველ არსებად და თავიდან აიცილოს მიტოვებით გამოწვეული ტკივილი?

უპიველეს ყოვლისა, ქალმა აუცილებელია დაიცვას ე.წ. ,,ბრუნოს კვინტედა”:

1. თავიდან გადამწყვეტი  ,,შეფუთვაა”! ახალს ვერაფერს აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ სექსუალური გარეგნობა და ჩაცმის გამორჩეული სტილი აოგნებს მამაკაცს!

ა) სექსუალური გარეგნობა სულაც არ გულისხმობს მხოლოდ დიდ უკანალსა და მკერდს. თვალები და გამომეტყველება, საუბრის მანერა, მიხვრა-მოხვრა და ბევრი სხვა დეტალი უნდა ასხივებდეს სექსუალურობას, ქალისაგან უნდა იგრძნობოდეს მინიშნება, დაპირება სექსზე! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარგი მანქანაც კი, კაცისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი კაცისთვის, ქალის სექსუალური მიმზიდველობის ნაწილია, ის მის დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს.

Magari Qaliიყავით მუდამ სასურველნი! შენ ისე უნდა გამოიყურებოდე, თითქოს იმწუთის გამოსული ხარ აბაზანიდან და ახლახანს იყავი სილამაზის სალონში. გარშემო აფრქვევ სუნამოს ნაზ და გამაბრუებელ სურნელს. გაქვს კარგად მოვლილი სახე, ხელ-ფეხი, ფრჩხილები და აუცილებელი – მოიცილე მოძველებული, ნახევრადგადამძვრალი ლაქი ფრჩხილებიდან და მიხედე ფეხის ქუსლებს! ხშირად, სახის შემდეგ კაცები რატომღაც ქუსლებს აკვირდებიან და სწორედ ფეხის ამ ნაწილით აფასებენ ქალს.

შემდეგ უკვე მოდის ქალის მისეული სტილი, თანამედროვე ჩაცმულობა, მოდურობა. ასეთ ქალთან ერთად სულ გინდა სადღაც წახვიდე, უჩვენო შენი ,,მონაპოვარი” სხვებს! სულაც არ გახლავთ აუცილებელი ძვირფასი ქურქები და ოქროს სამკაულები – ტანზე მომდგარი ჯინსების ან კარგად გამოყვანილი მოკლე კაბის, მოდური მაისურისა თუ ბლუზის, გემოვნებით შერჩეული აქსესუარების საშუალება ყველა ქალს აქვს და ეს სრულიად საკმარისია. აუცილებლობას არ წარმოადგენს ,,სუპერ”- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, აქაც შეგიძლია დაკმაყოფილდე ,,შტაცკი შუზებით”, ,,ბალეტკებით” ან სულაც ხარისხიანი სპორტული კედებით. კატეგორიული არა და სამუდამო დავიწყება, სახლშიც კი – ქეჩის ,,ჩუსტებს”, ქუსლზე გაცრეცილ პირსახოცის წინდებს და ფანელის ჭრელ ხალათებს, დახეულ, თვალწასულ კოლგოტებს!

ზოგადი, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი რჩევები ასეთია: იყავით მუდამ ფორმაში – წონა, დიეტა. პეწი, მოვლილობა. იყავით ცოცხლები, ძალიან ორიგინალურები და სხვანაირები, თქვენი უნებლიე ,,მოუხერხებლობით”, ,,თავქარიანობით”, უწყინარი ,,ცუდი” ქცევით და ,,შეცდომებით” მოხიბლეთ მამრი! დამატებით, გახსოვდეს ორირამ: პირველი – ღმერთმა დაგიფაროს ვულგარული გადაჭარბებისგან, ზედმეტად გამომწვევი გარეგნობისა თუ ქცევისგან – ეს აფრთხობს მამაკაცს, მას შერცხვება კიდეც თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა! მეორე –სულ ერთი დეტალის უყურადღებოდ დატოვებაც კი – და მთელი შრომა წყალში ჩაგეყრება! ჩამოთვლილის ყოველდღიურად შესრულება – დაცვა ძნელია, შრომატევადი, მაგრამ, თუ გსურს ის რაც გსურს, უნდა მოინდომო, რადგან დიდი სიძნელეების გადალახვის გარეშე, ისეთი ,,მაღალი მიზნები”, როგორიც შენ დაისახე, მიუღწეველია.

2. მიუწვდომელობა. ამ რჩევაში იმალება მამაკცთან ხანგრძლივი ურთიერთობის მთავარი არსი, ,,მიბმის საიდუმლო” და გარანტია! კაცს მუდმივად უნდაჰქონდეს განცდა იმისა, რომ შეიძლება დაკარგოს საყვარელი ქალი – შიში მისი სიყვარულის არამდგრადობისა, შესაძლო ღალატისაც კი! თუ მამაკაცი დარწმუნდა, რომ მისი სატრფო ვერსად გაიქცევა, ვერ მიატოვებს მას, აიტანს მისგან ყოველგვარ უმსგავსო საქციელს, ღალატსაც კი, თუ ქალი სიყვარულისა ან ,,ქართველი ცოლის” სტატუსის მონადაა ქცეული, მამაკაცი აუცილებლად წავა სხვასთან. ამ შემთხვევაში კაცი ქვეცნობიერად ფიქრობს ასე: ,,ეს განაღდებული მყავს, ჩემია! როგორც არ უნდა მოვექცე, თბილად თუ უხეშად, მივაქცევ ყურადღებას თუ არა – მაინც ამიტანს, რომც ვუღალატო – გაიქცევა და ისევ დაბრუნდება, შემირიგდება, სად წავა?!”. ფიქრს კი აუცილებლად ქმედება მოჰყვება. ,,ახალი ხორცისადმი” მიზიდულობა და ცდუნება დიდია, მაშინ როდესაც ,,გარანტირებული ქალი” ვეღარაფრით გხიბლავს.

თქვენ ღალატის ფაქტის წინაშე აღმოჩნდით? თუ ძვირფასია ეს ადამიანი თქვენთვის ,,მიუტევეთ” და სწორედ საკუთარი მიუწვდომლობისა და დამოუკიდებლობის წარმოჩენით, სცადეთ დაიბრუნოთ ის. ზოგადად კი ,,ღალატის” ფაქტს მიუდექით გაგებით, ფიზიკური ღალატი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის ქალი ვისშიც ,,გაგცვალეს” თქვენზე მეტად უღირთ. მრავალფეროვნებისადმი სწრაფვა ადამიანის, მით უმეტეს კი მამაკაცის ბუნებაში დევს, ამიტომ მიიღეთ ,,ღალატის” ფაქტი, არა როგორც პირადი შეურაცხყოფა, არამედ როგორც ბუნებრივი კანონზომიერება…  კიდევ, ,,აკრძალული ხილი” გემრიელია, ხოლო როცა აკრძალვა ნაკლებია, ხშირად მისწრაფებაც ნელდება.

არის შესანიშნავი ქართული სიტყვა – გულგრილობა! არაა მიზანშეწონილი ისეთი უკიდეგანო სიყვარულის ჩვენება, რომლის დროსაც შენ მუდამ მზად ხარ უპირობოდ დანებდე მას. ადამიანის ბუნება ასეთია – მას მიუწვდომელი იზიდავს და ამიტომ დიდი შანსია, რომ ,,გარანტირებული” მოიბეზროს. ფეხებთან მოკალათებული, მუდამ მოალერსე, ძაღლი უყვარს კაცს და არა – ქალი. მონურად მორჩილი ქალი ხშირად გაღიზიანებას იწვევს მასში და მეტს არაფერს.

3. ფუძე – ,,ძირითადი ინსტიქტი”! (ქვემორე ტექსტი წარმოადგენს ხსენებული  Och.- J.Filipo Bruno – ს კვლევის – ,,Georgiani – Jime, jime Eccellente!” ზედმიწევნით ზუსტ ციტირებას და ის ვენეციელი მეცნიერის დაჟინებული თხოვნითაა ჩასმული ჩემს სტატიაში. დამატებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი მარხვის პერიოდია, უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ – ავტ.)

მაშ ასე, ციტატა Och.- J.Filipo Bruno -ს ნაშრომიდან: ,, …სექსი, ქალისა და მამაკაცის თვით ურთიერთობის ბუნებაშია ჩადებული, ამ ფუძეზე შენდება სიყვარული და ამიტომაც ჰქვია მას ,,ძირითადი ინსტიქტი”. ვინც ასე არ თვლის, ის უარყოფს, რომ ორჯერ – ორი უდრის – ოთხს!

ქართული საზოგადოების კონსერვატიზმისა და სექსუალური აკრძალვების გამო, არ მინდოდა შევჭრილიყავი სექსის ფიზიოლოგიურ დეტალებში. თუმცა მაინც ვერ მივცემ თავს უფლებას არ ჩამოვაყალიბო სექსუალური ტრიადა, რომელიც ასე გამოიყურება: ალერსი, სექსი და მაგარი მინეტი! ამ უკანასკნელის ანუ ორალური სექსის მნიშვნელობა მამრისთვის მეტად დიდია და აღნიშნული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას – სექსი შესდგება თვით სექსისაგან და მინეტისგან! დიახ, დიახ, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს კდემამოსილი, უმანკო ქართველი ქალებისათვის, რამდენიც არ უნდა ბრიცონ ზიზღით ტუჩები, თუ მათ უნდათ ,,მიიბან” საყვარელი ადამიანი, ვურჩევ და ვთხოვ, გაითვალისწინონ შემდეგი ,,წესი” – მინეტის გარეშე სექსი უფერულია და ის თავისი მომხიბვლელობის ნახევარზე მეტს კარგავს! ამიტომ, ქართველი დეიდების პრინციპული პოზიცია და ძირძველი წესი – ,,პირს არ შეიბილწს ქართველი ქალი – არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს“ – დავიწყებას უნდა მიეცეს!

VerXuiამ რჩევის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქმე მარტივად და გასაგებად იქნება – თუ მამაკაცი არ იქნება საწოლში სრულყოფილად ბედნიერი, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია და ის აუცილებლად წავა სასიყვარულო  ხელოვნების უკეთესად მცოდნესთან – რაღა თქმა უნდა, ორალური სექსი ვერ გადაჭრის პრობლემას – ის მხოლოდ ეფექტური საშუალებაა და არა მამრის ,,მიბმის” სრული გარანტია.

ზოგადი, მაგრამ აუცილებელი რჩევები ამ სფეროში ასეთია: ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ორიენტირებულნი! პირველ რიგში იზრუნეთ კაცის სექსუალურ განცდებზე, მის დაკმაყოფილებაზე და ეს თქვენვე ასწილად შემოგიბრუნდებათ!

კოცნა ხანგრძლივი ,,ზასაობით”, კაცისთვის ლამის უდრის სექს! ამიტომ ის ქალი, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისში, მორცხვობს, პასიურობს და რატომღაც უარს ამბობს ,,ზასაობასა” და ალერსზე – იღებს ,,მანუგეშებელ პრიზს” – მის მიმართ ,,იმპოტენტ” მამრს!

დილით, გაღვიძებისთანავე ნუ დაეტაკებით მამაკაცს, ნუ აიძულებთ მას და ძალადობით ნუ მოაბეზრებთ თავს! აცადეთ, თვითონ მოგეფეროთ, თქვენ კი მხოლოდ პროვოცირება მოახდინეთ.

ქართველნო, ძირძველო ივერიელნო, იყავით თავისუფალნი – სექსში მაინც! მართალია, ,,წესიერები, უმანკოები და კდემამოსილები” ამას გარყვნილებას უწოდებენ, მაგრამ ეს შესაძლოა ერთადერთი სფეროც კი იყოს, სადაც ადამიანს ბოლომდე გახსნილად და თავისუფლად შეუძლია იგრძნოს თავი, დაივიწყოს ყოველდღიური ყოფა – პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გაექცეს ერთფეროვნებას. ამიტომ ნუ შეზღუდავთ მამრს კანონებითა და პირობითი ნორმებით. მოგიწოდებთ, იყოთ სექსში ,,გარყვნილები” და ზომიერად უხეშებიც კი! ზუსტად ეს ,,გარყვნილება” აკლია თქვენგან თქვენს მამაკაცს, ამიტომ მიუწევს გული სხვისკენ – სექსუალური მრავალფეროვნების დასაკმაყოფილებლად – ,,საყვარელთან” ან სულაც ,,მსუბუქი ყოფაქცევის” ქალებთან და პოულობს კიდეც მას!  ,,Fa, le Gorgiane Donne, Faaa!” (აქ, კვლავ დაჟინებით მოვითხოვ ყურადღება მიაქციოთ ბრჭყალებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციტატა მე არ მეკუთვნის! -ავტ.)

4. მეოთხე – ქართველი ქალების (ისევე, როგორც კაცების) საშინელი სენი – შემაწუხებლობაროგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, მინდა გირჩიოთ – ნუ შეაწუხებ სატრფოს: ა) შენი მოკითხვებით და სმს-ით; ბ) შენი პრობლემებით; გ) შენი ეჭვიანობით! ,,რომანტიულ ტერორიზმს– არადღეში ას დარეკვას და ეჭვიან გარჩევებს – ყველაზე სასტიკი არა! აცადე, მან უნდა იგრძნოს მარტოობა და აქედან გამომდინარე – შენი ფასი! მიჯაჭვის უხეში, ძალადობრივი ფორმები, მამაკაცს თავისუფლების დაკარგვის განცდას უქმნის, რაც მას ძლიერ აშინებს! პერიოდულად მიანებე, მიუშვი თავის ნებაზე, მერე ისევ მოქაჩე ,,აღვირი”. აქაც გავიმეორებ – ნუ შეაშინებ მას შენი მაღალი ზნეობით, ეკლესიურობითადა წესიერებით, ეს სამუდამოდ დააფრთხობს მამრს. მას სრულებით არ აღელვებს, რომელი რელიგიური ,,მრწამსით” მიხედვით შეიყვარებ!

დამატებით, არასოდეს წამოგცდეს ტიპიური ქართული სატელეფონო თემა: ,,ანზორ, სამსახურიდან ახლახანს მოვედი და გავსკდი, იმდენი ვჭამე! თუ გადავრჩი გადმოგირეკავ!” – ამ ფრაზას აღარ უშველის საუბრის ბოლოს შენი ნაზი გაღიმება – ის აუცილებლად ზიზღს გამოიწვევს! – შენ ხომ საკვების მიმღებ – გადამამუშავებელ ქარხნად წარმოჩინე საკუთარი თავი! საერთოდაც, ნაკლები ისაუბრე საჭმელზე – გზა ,,მამრის გულისკენ კუჭის გავლით”, მხოლოდ ,,ცხოველებისთვის“ გადის!

რათა შეინარჩუნო თბილი ურთიერთობა, ის არ უნდა იყოს მოსაწყენი. ამიტომ, რაოდენ სასურველიც არ უნდა იყოს სატრფოსთან ყოფნა, რამდენადაც ძნელი – განშორება, პერიოდულად ეს აუცილებელია! ყოველდღიურ ყოფაში ამ როლს სამსახური ასრულებს. არ შეიძლება სულ თვალწინ უტრიალებდე მამაკაცს!სასიყვარულო ურთიერთობებში ნაირფეროვნება, სიტყვიერი ურთიერთობის დროსაც კი მეტად მნიშვნელოვანია.

5. შეაქე მამრი! აუწიე თვითშეფასება ქართველ ინფანტილიკს, დაინტერესდი მისი პიროვნებით, მისი საქმით, თუნდაც მისი მოჩვენებითი წარმატებებით! მიანიჭე კაცს მნიშვნელოვნობის განცდა და ის აუცილებლად ეცდება მეტს მიაღწიოს. ,,შესვი” შენს ქება- დიდებაზე, როგორც სანატრელ ნარკოტიკზე, ხანდახან ,,ლომკაშიც” ამყოფე და მერე ისევ ,,მიეცი ნარკოტიკის დოზა”. მონახე საერთო ინტერესები, თემები და მისწრაფებები! მთავარი – განუმტკიცე მას მაგარი სექსუალური პარტნიორის განცდა! გამუდმებით გაუსვი ხაზი მის განუმეორებლობას, მის მაგარ კაცობას – ეს მას აღაფრთოვანებს და ასმაგ სტიმულს მისცემს, რათა სრულად დაიხარჯოს და დაიღვენთოს ისევ შენთან სექსსა თუ ურთიერთობაში. ის ხომ ბავშვითაა და ამიტომ მისი სახელმძღვანელო ლოზუნგია: ,,მე ყველა მიყვარს, ვისაც მე ვუყვარვარ!”.

გახსოვდეს – ყველა შემთხვევაში შენ უნდა იყო გულწრფელი! მოჩვენებითი დაინტერესება კაცის საქმიანობით, მისი პიროვნებით, ცრუ აღტაცება მისი იდეებით, წიგნიერებითა თუ ფიზიკური მონაცემებით – დამღუპველია! შენ ხომ მართლაც ბევრი რამ მოგწონს რჩეულში – თავისუფლად გამოთქვი, იყავი გახსნილი!

J.F.Bruno-ს ყველაზე სასარგებლო რჩევა – შეინარჩუნე დამოუკიდებლობა,  იყავი თავისუფალი და ურთიერთობის დასაწყისშივე, მამრს ნუ ,,გააჟიმინებ ტვინს”!

ბრუნოსეული თეორიის მიხედვით, სასიყვარულო ურთიერთობის ,,იდეალური” ვარიანტი ასე გამოიყურება: ქალი ახერხებს მოერიოს საკუთარ ინფანტილიზმსა და უზომო რომანტიულობას, ის საღი გონებით ირჩევს არა შეყვარებულს ასი წლით, არა საქმროს, არამედ კარგ მამრს – მისთვის მისაღები დონის, კულტურის, განათლებისა და მატერიალური მდგომარეობის სიმპატიურ მამაკაცს, მაგრამ, პირველ რიგში – მამრს!; ამყარებს მასთან ,,თავისუფალ ურთიერთობას”, რაც ნიშნავს: გადაწყვეტილების თავისუფლებას, სექსში თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას –  ურთიერთობას ყოველგვარი ზედმეტი მომაბეზრებელი ,,მიჯაჭვულობის”, ,,პასუხისმგებლობისა” და ,,ვალდებულებების” გარეშე.

Trakiამ შემთხვევაში რომანს ძირითადად სექსუალური ლტოლვა უდევს საფუძვლად და იგი ერთი შეხედვით, ნაკლებად მყარი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ  დროთა განმავლობაში ურთიერთობა სრულიად სხვაგვარად შეიძლება წარიმართოს – თუ ქალი დაინახავს, რომ ამ მამაკაცს შეუძლია სიყვარული, მათ აქვთ საერთო ინტერესები და მისწრაფებები, მხოლოდ ამის შემდეგ სჯობს შეყვარებაზე ფიქრი.

,,ეს შეყვარებულობაზე ფიქრი რაღაა?! –აღშფოთდება ქალების უმრავლესობა – სიყვარული ხომ გრძნობაა და ,,გულს ვერ უბრძანებ”!

დაიმახსოვრე! სიყვარული, არა მხოლოდ ორი  უნიკალური ადამიანის აუხსნელი ლტოლვაა, ძლიერი, მოუთოკავი გრძნობა, არამედ ნებელობითი აქტიცაა, რომელიც გულისხმობს გაბედულ, მაგრამ გონივრულ არჩევანს და დიდ პასუხისმგებლობას!

თავიდანვე ამგვარ განწყობას ის დადებითი ასპექტიც აქვს, რომ არასასურველი ფინალის შემთხვევაში, სასიყვარულო ურთიერთობა მინიმალური გულდაწყვეტით დასრულდება. ამიტომ, მე ასე გირჩევ– მშვიდი ცხოვრებისთვის და გულის ტკივილის თავიდან ასაცილებლად დაიწყე მსუბუქი ფლირტით, შემდეგ გადადი სექსზე, დანარჩენი თავისით გამოჩნდება. სჯობს მიჰყვე სასიყვარულო ურთიერთობას ღრმა გრძნობის ტვინსა თუ გულში ჩაუსახლებლად და მერე ნახო რას მოგიტანს იგი – არის კი შენი რჩეული ის ერთადერთი და განუმეორებელი? და საერთოდ, შეუძლია კი ამ კაცს სიყვარული?

მოკლედ, ჩემო კარგო –  გაიღიმე და დატკბი ცხოვრებით, სიყვარულით, სექსით, მაგრამ იყავი ფხიზლად, გამოაწრთე  და მოუხმე საკუთარ ნებას, იმ შემთხვევაში თუ კი განშორება გარდაუვალია – ეს ნაკლებად მტკივნეული იქნება! ამიტომ, ჩემო კარგებო და განსაკრთომელნო – ეძიეთ მამაკაცში არა მხოლოდ რომანტიული შეყვარებული, არამედ, პირველ რიგში – თქვენთვის სასურველი სექსუალური პარტნიორი და შემდეგ შეეცადეთ გაარკვიოთ  – შეუძლია თუ არა ამ მამაკაცს თქვენი შეყვარება… ან ღირსი არის თუ არა ის თქვენი სიყვარულის?!

წინ ახალი გამარჯვებებისაკენ და როგორც ნეტარი J.F.Bruno დილის საარზე საწოლიდან წამომხტარი, მზის (რომლის შვილადაც იგი თავს მიიჩნევს) ამოსვლისას მიმართავდა ხოლმე მანდილოსნებს: ,,უსაყვარლესო ქალებო, ,,მიაწექით” პირად ცხოვრებას, კარიერას, იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე და მოეფერეთ, მოეალერსეთ იდიოტ მამაკაცებს, ისინი ხომ მიუხედავათ ნაძირლობისა, მაინც თქვენი ბამბინო-ები არიან! Molti Baci- pachi per le Och.- Bruno!”.

დასასრულს, ერთხელაც გავიმეოროთ დიდი ბრუნოს დარიგებანი და დავისვენოთ ერთმანეთისგან! ქალბატონებო, უბრალოდ ქალებო და გოგონებო:

თქვენი ,,გაჟიმვით” იწყება ახალი პარტნიორის ძიება, იქონიეთ ეს მხედველობაში და გაიღიმეთ! კაცი ცვალებადია, ნუ ჩაისახლებთ მას გონებაში, არ დაანახოთ თქვენი უზომო შეყვარებულობა, იყავით მიუწვდომელნი. მოკლედ, მაგრად ,,იჟიმავეთ”, მაგრამ შეინარჩუნედ გონებრივი დამოუკიდებლობა და თქვენ მუდამ ბედნიერები იქნებით!

შენ ხარ არა უბრალოდ ქალი, არამედ პიროვნება! მთავარია შენი დამოუკიდებლობა! შენ უნდა გახდე ქალღმერთი, ღვთაება და ყველა მუხლებში ჩაგივარდება! – არჩევანი უკვე შენი გახდება! სამსახური, შენი საქმე, მანქანა, ფული – ყოველივე ეს თავისთავად უკვე სექსუალურია და შენს წარმატებულობას უსვამს ხაზს!

…და თუ შენ დაიცავ A-სა და B-ს… განუხრელად მიჰყვები С -ს და გაითვალისწინებ D-ს … ეჰ…. ვერ მოგატყუებ და… განშორება მაინც მოვა… მოვა ოღონდ ოდნავ უფრო გვიან… მაგრამ…. ასეა თუ ისე, როდესაც დადგება ეს მტკივნეული წუთი – შენ მას მზად უნდა შეხვდე! როგორ?!

მოემზედე, არ გადმოვარდე სკამიდან!… გონების კუთხე – კუნჭულში უნდა გყავდეს ,,ოქროს რეზერვი” ან უცებ იპოვნო ,,შემცვლელი”! ამან შეიძლება ყოფილი სატრფოც მოაბრუნოს და თუ არა, განშორების ტკივილის გადატანაში მაინც უთუოდ დაგეხმარება. ნუ მიეცემი საკუთარი უბედურებით ტკბობას! გაერთე და მაინც გაიღიმე!

P.S.

…საყვარელო, არ ჩაიკეტო, გთხოვ! ძალიან, ძალიან გეხვეწები!.. მოეშვი განცდებს და… ნუ იტირებ, გევედრები… გემუდარები!.. გეფიცები, გწერ და მეც შენთან ერთად – ჯერ კიდევ უცნობ გოგოსთან – გამოუცდელ სიყვარულზე, მომავალ განშორებაზე, წინასწარ გული მტკივა… მეტირება კიდეც… კაცებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეუძლიათ სიყვარული – კაცი ხომ პოლიგამიური ,,ცხოველია“. შენ პრაქტიკულად უძლური ხარ, შენი გრძნობა წინასწარ განწირულია! სამწუხაროდ, ,,ნაჯახი არ ფრინავს…”, მაგრამ იქნებ შენ ხარ ის, ვისაც უნდა ერგოს გამონაკლისი? – გულით გისურვება მას!

,,სქესობრივი ლტოლვა მცირე ხნით ჰქმნის ერთიანობის ილუზიას, მაგრამ სიყვარულის გარეშე ის ისეთივე უცხოს ტოვებს ადამიანებს ერთმანეთისადმი, როგორებიც ისინი იყვნენ მანამ. ხანდახან ეს ლტოლვა ბადებს მათში სირცხვილს და ურთიერთ ზიზღსაც კი, რადგან, როდესაც ილუზია ქრება, ისინი კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობენ საკუთარ მარტოობას, ვიდრე მანამდე” – თქვა ერთმა ძალიან მაგარმა ტიპმა… ხოლო არანაკლებ ძლიერმა ბრუნომ დაამატა: ,,რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანები ზოგადადმეც ალბათგანწირულნი ვართ მარტოობისთვის” – ეს ერთადერთი ჭეშმარიტი და შეუვალი ფრაზაა მთელ ამ სტატიაში…

Daikide!ამიტომ, გაიღიმე, ჩემო კარგო გოგო, გაიღიმეე!”

ზურა ოდილავაძე და Ochil seu J.Filippo Bruno. 2014 წლის მარტი, სინდისის მორიგი მწვავე ქენჯნის ჟამს…

 

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s