მამაკაცი და ქალი. ნაწილი II. კაცებს – როგორ ,,დავაბათ” ქალი

«ადამიანური მარტოსულობის განცდა სიყვარულში გაერთიანების გარეშე – არის დარცხვენისა და იმავე დროს, დანაშაულის შეგრძნებისა და მღელვარების სათავე» – ერიხ ფრომი

diet-food-combining-and-raw-food-Uma-Thurmanშენი ასაკი – 50+; სოციალური სტატუსი – საშუალო ფენა; ოცნება – გსურს დააღწიო თავი მარტოობის საპყრობილეს და გაიჩინო საწინააღმდეგო სქესის მეგობარი. ხარ კი მზად დაამარცხო მარტომყოფობის შეშლილობა სიყვარულის გზით?

სიყვარულის პრობლემა მხოლოდ ობიექტის ძიებაში არ არის, როგორც ეს ჩვენ გვგონია, არამედ სასიყვარულო ურთიერთობების მართვის ჩვენეულ უნარში. აქედან გამომდინარე, სიყვარულის ხელოვნებას დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ის ჩვენგან მუდმივ სწავლას მოითხოვს. მით უფრო პოსტაბჭოურ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცისა და ქალის სასიყვარულო ურთიერთობებში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. ახალგაზრდებმა მეტი ინფორმირებულობისა და გამბედაობის გამო, ასე თუ ისე დასძლიეს არსებული ჩამორჩენა, რასაც ვერ ვიტყვით 50 – 55 წლის ქართველ მამაკაცებსა და ქალებზე. მათზე ჯერ კიდევ დიდია მოძველებული რელიგიური თუ იდეოლოგიური, მასებში ტაბუირებული სექსუალური ნორმების გავლენა, მეტია კონსერვატიზმი და ნაკლებია უახლესი ცოდნისადმი სწრაფვა. მაშ ასე, მიზეზი – ძველი ქცევითი სტერეოტიპები –  დადგენილია, ამოცანა – როგორ წავმართოთ სასიყვარულო ურთიერთობა – დასახული – წინ!

უპირველეს ყოვლისა, ვცდილობდი გამერკვია, თუ რა ხიბლავთ ქართველ ქალებს, ვის ირჩევენ ისინი სიყვარულის ობიექტად და შემდეგ, ამის საფუძველზე მამაკაცებისთვის სათანადო რჩევები მიმეცა. როგორც ეს ცნობილ ვენეციელ სექსოლოგ- ჟურნალისტთან – Ochil seu J.Filipo Bruno -სთან თანამშრომლობის პროცესში მოწიფულ ქალებთან ჩატარებულმა გულახდილმა საუბრებმა ცხადყო – ქართველი ქალბატონების უმრავლესობამ ერთხელ მაინც შეაჩერა საკუთარი არჩევანი მასზე გაცილებით ახალგაზრდა ასაკის, 20-30 წლის სექსუალურ პარტნიორზე. ხელაღებით ამ მოვლენის გარყვნილებად შერაცხვა არაფერს მოგვიტანს. bikiფაქტი ფაქტად რჩება – ასეთია რეალობა, ასე მხიარულად და უდარდელად აქვთ საქმე ახალგაზრდა მამრებს! რაღა ვაკეთოთ ჩვენ, 50-55 წლის მამაკაცებმა, რათა გავუწიოთ მათ ღირსეული კონკურენცია? ყურები ჩამოვყაროთ, პათეტიურად წარმოვთქვათ,– ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!” და გაცრეცილი ,,სპორტულებით” ტელევიზორს მივეჯაჭვოთ? არამც და არამც! სჯობს გავერკვეთ, თუ რატომ ხდება ასე, შემდეგ კი ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ,,დავეწიოთ და გავუსწროთ” ახალბედა, გამოუცდელ ,,ცხენებს”.

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდია ლტოლვა განსხვავებული ასაკის ინდივიდებს შორის. ფსიქოანალიტიკური ახსნა, რომლის თანახმადაც მოწიფულნი ქვეცნობიერად ეძებენ შვილს, ხოლო ახალგაზრდები – მშობელს, მხოლოდ განმარტავს მოვლენის არსს და ნაკლებად იძლევა სიტუაციის შეცვლის პრაქტიკულ შესაძლებლობას. საქართველოსთვის ამ ახლად წარმოჩენილი სექსუალური მოვლენის კვლევამ მე და ხსენებული Ochil, brothers, daqal and one sister -სი (2010) იდენტურ შედეგებმადე მიგვიყვანა. ქვემოთ მოცემულია ქართველი ქალების ,,ახალი არჩევანის” მიზეზები და რეკომენდაციები მამაკაცებისათვის, თუ როგორ შეიცვალონ იმიჯი და საკუთარი ჩვევები ახალი რეალობის გათვალისწინებით.

დასაწყისი! პირველ რიგში, დაივიწყე ეს წყეული პოლიტიკა და ,,ეროვნული ფასეულობების“ დაცვა – სოციალურ ქსელებში აგრესიისა და სიძუვლის ფრქვევით, ორგაზმი არ მიიღწევა! დაზოგე ისედაც დაშრეტილი სექსუალური ენერგია – უაზრო პოლიტიკურ დავებსა და ,,ძირძველი, მამაპაპეული ტრადიციებისთვის“ ბრძოლას, სჯობს შეუტიო ქალებს! წინ!

მიზეზი .1.მოძველებული ტაქტიკაერთ-ერთ წარმატებულ ქალთან საუბრისას, როდესაც დავინტერესდი, თუ როგორ აღმოჩნდა ის ესოდენ ახალგაზრდა ბიჭთან საწოლში, ასეთი პასუხი მივიღე: ,,აბა, გენომ ,,ვერაფერი მოახერხა” და რა მექნა?! თუ იყო კიდეც 57 წლის გენოსგან სასიყვარულო ურთიერთობაზე მინიშნება, ის იმდენად დუნე და მოუქნელი იყო, რომ ყოველგვარ სურვილს მიკარგავდა. მაგალითად, ბატონი გენადი ინტერნეტით სამი თვე მწერდა წერილებს სახელმწიფო კრედიტების შესახებ, იმავდროულად, შემაწუხებელი ინტენსივობით მილოცავდა მრავალრიცხოვან რელიგიურ დღესასწაულებს. შემდეგი ერთი თვე მოანდომა ერთ წინადადებაზე გადასვლას – მოდით,  ქალბატონო თამარ (ვერ ვიტან, თამარს რომ მეძახიან! აი, თამუნია, თამ – მსიამოვებს, ვდნები!) რესტორან ,,ცისკარში” ან ტავერნა ,,დურუჯში” შევხვდეთ და იქ განვიხილოთ ხელშეკრულების პროექტი, საბანკო პროცენტი და საგადასახადოს წილიო….  სანამ ბატონი გენადი თაიგულებიდან ჯერ კოცნაზე, შემდეგ კი მკერდზე გადავიდოდა, კიდევ ნახევარი წელი მაინც უნდა მეცადა. გიომ კი ისე შემომხედა – მაშინვე ვნება მომეძალა! მეორე დღეს ის უკვე ალერსზე გადავიდა… მეც დავნებდი”.

რჩევა .1.– იჩქარე ნელა! ,,კვიცი” პირდაპირ, უკომპლექსოდ უტევს, მას არ აბრკოლებს, ჰყავს თუ არა ქალს მეუღლე და დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში. ქალიც ძლიერი ვნების ობიექტად გრძნობს თავს, ასეთი მოჭარბებული ენერგეტიკა მისთვის საშინლად აღმგზნებია! ქალისთვის შეგრძნება იმისა, რომ ის სასურველი არსებაა, ლამის ორგაზმის ტოლფასია! შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ,,ბატონი გენოს” ანუ შენი ფლირტის ტაქტიკაც, ის უნდა გახდეს ზომიერად ჩქარი და სექსით გაჟღენთილი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულსწრაფი, უხეში ზეწოლაც, ხშირად აფრთხობს ქალს. მაშ, როგორ დავიცვათ ოქროს შუალედი?

შეტევიდან არ უნდა ჩანდეს, რომ შენთვის ქალთან სექსი თვითმიზანია. აგრძნობინე ქალს, რომ შენ მასში პიროვნებას ხედავ, მის შეცნობას ცდილობ და შეყვარება გწადია!

ეჭვიანობას, შარის მოდებას – კატეგორიული არა! კრიტიკას – არა! ნუ ეცდები გადააკეთო ქალი – ის ისეთია, როგორიც არის!

გაცნობისთანავე, ნუ მიეცემი უსაზღვრო რომანტიულ ვნებას, ნუ დაანახებ ქალს მისადმი სიყვარულით სრულ დამონებას, შეინარჩუნე საღი გონება! ტაქტიკა ასეთია: პირველი ,,ცხელი” შეტევის შემდეგ, დაუკელი ტემპერატურას, შეამცირე რომანტიკა, აცადე ქალს იგრძნოს მარტოობა და თვითონ გააკეთოს არჩევანი… შემდეგ ისევ გაზარდე გრადუსი. თუ შენ არ დაემონები ვნებას და დარჩები პიროვნებად – საბოლოო გამარჯვებაც მოვა!

გაითვალისწინე, როდესაც ქალი ორჭოფობს, ხშირად ასეც ხდება: მან ზუსტად იცის, რომ შენს მოძალებას ვერ გაუმკლავდება, მაგრამ თუ ,,დაიკარგე”, თითსაც არ გაანძრევს შენს დასაბრუნებლად.

მიზეზი.2. – ნუთუ მოხუცდი?! 387445_220808931322755_1781828855_nთუ ყურადღებას მივაპყრობთ ქართველი კაცების გარეგნულ იერს, მათ ღიპებსა და ღაბაბებს, დავუმატებთ გავრცელებულ ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს, ზოგადად, ცხოვრების არაჯანსაღ წესსა და მუდმივ გადაღლილობას – ადვილი გამოსაცნობია მათი სექსუალური პოტენციის ხარისხი. ამდენად, სავსებით გასაგებია, რატომ ანიჭებს უპირატესობას ქალი ,,ჯაგლაგის” მაგივრად მოუსვენარ ,,კვიცს” – მას ხომ ახალგაზრდა, ათლეტური სხეული აქვს და მაგრადაც უდგება! აქ არაფერია სადავო და გასაკიცხი – კარგ, ასაკოვან ქალს, ხარისხიანი სექსი სწყურია და ამ გზით ის იღებს კიდეც მას.

რჩევა .2. – განაგდე მოხუცის ,,მე”! აიმაღლე თვითშეფასება, შეცვალე ცხოვრები სწესი! როგორც თავად ქალბტონები აღიარებენ, მოწიფულ მამაკაცს მრავალი სხვა დადებითი თვისება გააჩნია და ასაკი სულაც არ გახლავთ გადამწყვეტი. ამ ასაკის მამრებში ხშირია ფსიქოლოგიური იმპოტენცია, რომელიც გამოწვეულია ქართველ მამაკაცთა ინფანტილიზმით და დაბალი თვითშეფასებით, ხოლო ასაკობრივი ორგანული ცვილებები, კერძოდ, ვენური უკმარისობა და მისით გამოწვეული დუნე ერექცია, თანამედროვე სექსოლოგიისთვის აღარ წარმოადგენს გადაუჭრელ პრობლემას და იგი სავსებით განკურნებადია. აქ ისევ ქართული ფარისევლობა და უსაფუძვლო მორცხვობა იჩენს თავს – ჩვენში ერიდებათ სქესობრივ პრობლემებზე საუბარი და არ მიმართავენ ექიმს. და ბოლოს – იმოძრავე, იარე საცურაო აუზზე, კარგად დაისვენე, ბევრი იძინე, მიირთვი ჯანსაღი საკვები და მოუკელი ალკოჰოლს, სიგარეტსა და ,,გოჭის ხორცებს”. მაგრამ გახსოვდეს – ყველაზე მთავარი მაინც მაღალი თვითშეფასებაა!

მიზეზი .3. – მოძველებული მენტალობაბიჭურ ლტოლვას, ცოცხალ სულს, სუფთა, ხასხასა ფერები, ახალგაზრდული სხივი შეაქვს მოწიფული, გადაღლილი ქალის ერფეროვნებისგან მოწყენილ ყოფაში. ქალი ტკბება მასთან ურთიერთობით, იწვის მისი უხეში ვნებით. ახალგაზრდას სხვა, ნაკლებად მძიმე საკითხები აწუხებს, ვიდრე პრობლემებით დახუნძლულ, მტირალა ბატონ გენოს. ქალში იბადება განახლებული ადამიანი – ის ახალგაზრდავდება, ასხივებს სიცოცხლეს, სიხარულს და სექსუალურობას! ის იფურჩქნება!

რჩევა .3. – გაახალგაზრდავდიგაიღიმე, გაიღიმე და მუდამ იღიმე! შეისიხლხორცე ახალი იდეები, იკითხე თანამედროვე ლიტერატურა და ჟურნალ-გაზეთები, გაერკვიე მეცნიერებაში, პოლიტიკაში, მუსიკაში, პოეზიაში, აგრეთვე, მოდაში, ჩაცმულობის წესებში, პრესტიჟულ სუნამოებში, ავტომობილების ახალ მოდელებში. და მთავარი –ბოლოსდაბოლოს დაკაცდი, ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, შე ჩემა! ის, ვინც შენ ასე მოგხიბლა – ულამაზესი, ცოცხალი, სურნელოვანი, ნაზი ყვავილია და არა შენი დედა! მოურიდებლად, რომ ვთქვა – ნუ შესცემ ქალს შენი პრობლემებით!

მიზეზი .4. – აქ ,,კვიციაშკარად გჯაბნისქალისთვის სასტიკად დამთრგუნველია სხეულის ჭკნობის განცდა. ნორჩ სხეულთან ახლო კონტაქტი, ახალგაზდა მამრის მიერ ქალის სხეულით აღტაცება თრგუნავს დანაოჭებული კანით, ჩამოკიდებული მკერდით გამოწვეულ კომპლექსებს. სწორედ ,,კვიცთან” სექსში კურნავს მოწიფული მდედრი სხეულის ბერებით გამოწვეულ ტკივილს – მისი თვითშეფასება ერთი-ასად იზრდება!

ამას გარდა, ახალბედა ,,კვიცთან” თამაშით ქალი აკრძალული ხილით, ფარული, უცხო ვნებითა და ტაბუირებული მორალური ჩარჩოების რღვევით ტკბება, აქედან გამომდინარე კი ყოვლისშემძლეობის შეგრძნებითა და ისევ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებით!

რჩევა .4. – ამ გზით აჯობე ,,კვიცს”:

ა) ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”. Rolingშეაქე ქალი, აღნიშნე მისი გამბედაობა და მომხიბვლელი გარეგნობა! რაც შეიძლება ბევრი ქათინაური! შეურჩიე მას ორიგინალური სახელი და უკვე მისი წარმოთქმითაც კი მოეფერე სატრფოს! ყურადღების გარეშე არ დაგრჩეს კანის სინაზე, სხეულის ფორმის, სახის, თვალების, ტუჩების სილამაზე, სექსუალურობა. ხაზი გაუსვი მის ორიგინალურ გემოვნებას, ჩაცმულბის სტილს. ოღონდ შენი აღტაცება უნდა იყოს გულწრფელი, გულიდან ამომავალი, ცოცხალი. გახსოვდეს, ქალთან საუბარში გულწრფელობა –გამარჯვების ნახევარია! ნუ დააკომპლექსებ გათხოვებასა და ,,წესიერებაზე” საუბრებით. აქაც უხეშ ფორმას გამოვიყენებ და ვიტყვი – ნუ გაატრაკე შენი რელიგიურობითა და უმანკოებით, არამედ აჩვენე ქალს შენი გული! შენ ხომ მართლაც გულრწფელად მოგწონს ის!

ბ) ,,ხერხი სჯობია ღონესათუ კაცი მოიგონებსა”. შენ დიდი უპირატესობა გაგაჩნია ახალბედა კავალერის წინაშე! მეტად გალანტური ხარ, ყურადღებიანი, შეგიძლია მიუძღვნა ქალს თავბრუდამხვევი დითირამბები. გაქვს სურვილი და შესაძლებლობა საყვარელი ქალი ყურადღების ცენტრში გყავდეს, მოულოდნელი და ორიგინალური საჩუქრებით მოინადირო მისი გული. შენ წარმატებული ხარ, გყავს კარგი მანქანა და იზიდავ ქალს. ასე რომ, საქმე არც თუ ისე ცუდადაა და ამიტომ – გაიღიმე, ძმაო, გაიღიმე-ე!

აქვე გავიხსენებ ერთი წარმატებული კაცის ახლადშერთული მეუღლის ტრანსფორმაციას: ,,სანამ ცოლად გავყებოდი, მე მისი ყვავილები და საჩუქრები მხიბლავდა, დღეს კი, სამსახურიდან რომ მოვიდა და დიდი თაიგული მომართვა, დიდად არც გამხარებია. ამჟამად, მე პირველ რიგში, ის მადარდებს, თუ როგორ და რამდენჯერ გამჟიმავს ღამით, მსურს დარწმუნებული ვიყო, რომ სექსი მასთან ისეთივე მაგარი იქნება, როგორც მისი საჩუქრები”. ასე რომ, მხოლოდ გაღიმება არ კმარა, ბიჭოო-უ-უ!

მიზეზი .5.

) ის ,,ცოცხალი ვიბრატორი”.უფროსი ქალი – ,,დედა”, დომინანტია ახალგაზრდა კაცთან ურთიერთობაში. მდედრი, ჩვეული მორჩილი, დამონებული როლისგან განსხავავებით, ამ შემთხვევაში, დედოფლად, დიქტატორადაც გრძნობს თავს! ის მართავს სასიყვარულო ურთიერთობის ინტენსიობას. ჭაბუკი ,,ვიბრატორის” ამპლუაშია, მისით როგორც უნდათ ისე თამაშობენ, სურვილისამებრ იკმაყოფილებენ სექსუალურ ვნებას. ასეთი ურთიერთობა ქალისთვის სასიამოვნო და უპრობლემოა. მან იცის, რომ ძველი გამოცდილების მსგავსად არ დარჩება მამაკაცისგან მიტოვებული, პირიქით, მის ხელშია ურთიერთობის ხანგრძლივობა, ის ირჩევს რომანის დასრულებისა თუ გაგრძელების დროს და პირობას. ქალს შეუძლია ახვეწინოს, ითამაშოს მამრით და იქეთ დაამციროს ის. ახალბედა კვიცთან მდედრი დამრიგებელია, მას დაკმაყოფილბის ნებისმიერი ხერხი შეუძლია მოითხოვოს და ის უპრობლემოდ შესრულდება. ქალი არ განიცდის ახალგაზრდასთან დანაშაულის გრძნობას, არა აქვს საკუთარი ,,გარყვნილების” შეგრძნება, ის კარნახობს და ანხორციელებს ნებისმიერ სექსუალურ ფანტაზიას. სექსი თავისუფალია, შეუზღუდავი! ,,კვიციც”, თავის მხრივ, შეუდარებელ ნეტარებას განიცდის, ის სიამოვების მწვერვალზეა! მის ნაშებზე გაცილებით გამოცდილი, სექსში ,,გარყვნილი” უფროსი ქალი დიდ უპირატესობას ფლობს, რითიც პარტნიორები კვლავ და კვლავ იმაღლებენ თვითშეფასებას!

) შენ  ,,ცოცხალი მკვდარი”.სოციალისტური და რელიგიური სექსუალური თუ მორალური ნორმებით დახუნძლული, ინტელიგენტური, მობერებული მამაკაცის ერთფეროვნება მომაბეზრებელია სექსში. მისი ზედმიწევნით დაშაქრული გალანტურობა, ქონივით მსუყე და ბანალური ქათინაურები გულისამრევია, ქცევა – დაგეგმილი, წინასწარ ადვილად გამოსაცნობი და ამდენად მოსაწყენი.

რჩევა .5. – იყავი გმირი, საყრდენი კედელი
ახალგაზდრა მამაკაცში ქალი ,,შვილს” ეძებს, ჭაბუკურ ვნებას, ცხოველურ ჟინს! არადა იცოდე – მანამ ის სწორედ ზრდასრულ მამაკაცს ეძებდა, ნამდვილ ვაჟკაცსა და მაგარ მამრს, მაგრამ როდესაც ერთხელ, ორჯერ, მრავალჯერ ინფანტილიკს წააწყდა – გადაწყვიტა – სიყვრული ან არ გამოსდის, ან იქნებ, სულაც არ არსებობს! შედეგად, ნელ-ნელა გაითავისა აზრი, რომ თუ სიყვარული არ სწყალობდა, ხარისხიანი სექსი მაინც ეპოვნა დამჯერე ყმაწვილთან, სადაც თავად იქნება მასწავლებელიცა და უფროსიც! რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასე, შენი უუნარობისა და ინფანტილიზმის მიზეზით დაიწყო მან ,,კვიცის” ძიება! ამიტომ შენ უნდა ეცადო გაერკვე საკუთარ თავში, გააცნობიერო, თუ რაში მდგომარეობს შენი უპირატესობა:images

ქალს მზრუნველი და, იმავდროულად, ბრძენი დამრიგებელი სჭირდება, რომელსაც ის ნებაყოფლობით დაემორჩილება, მხარი, რომელსაც ის დაეყრდნობა, მზრუნველი მეგობარი, რომლის მკერდზეც ის სულს მოითქვამს და დარდსაც განიქარვებს!

ბ) იცი, სად აქვს მამაკაცს ყველაზე სექსუალური ორგანო?.. სწორია, თავში – ესაა მისი ტვინი, ინტელექტი და გონი! განავითარე, დახვეწე ის, ამითი შენ ნებისმიერ ,,ცხენს” რეალურად გაუსწრებ!

გ) დაბოლოს, შენი მთავარი უპირატესობა – სიყვარულის ხელოვნებაა! ესაა შენი ყველაზე მძლავრი იარაღი! თუ ახალგაზრდას ხელთ მახვილი უპყრია, ანუ – სექსი, ჩვენს ხელთაა ბირთვული იარაღი – ცოდნა ჭეშმარიტი, ნაზი, გულწრფელი, ხანგრძლივი სიყვარულისა! ,,კვიცთან” ქალი მხოლოდ სიმბიოზურ კავშირს ამყარებს, კავშირს, რომელიც ორივეს აწყობს – ქალს ახალგაზრდა სხეული, ახალგაზრდა ,,ცხენს“ – გამოცდილი, სექსში თავისუფალი მდედრი. საბოლოო ჯამში ამგვარი ერთობა ბატონ-ყმობას ჰგავს, ის წინააღმდეგობრივია და ხანმოკლე. შენს შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა – გაერთიანება სიყვარულში გულისხმობს პიროვნული თვითმყოფადობის, ინდივიდუალობის შენარჩუნების პირობებში მთლიანობას! ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სიყვარულის ცოდნაში, მის გამოცდილებაშია! დამატებით – ,,მრავალჭირნახადი მეომრის”, წარმატებული, დამოუკიდებელი მამაკაცის იმიჯი, რეალურ, უდავო უპირატესობას განიჭებს შენ!

P.S.

ყოველივე ზემოთქმული შენი მომავალი გამარჯვებების შესახებ, სავსებით რეალურია, ერთადერთი, მაგრამ აუცილებელი პირობით – შენში უნდა ცოცხლობდეს და მუდამ მოქმედებდეს, ის ახალგაზრდა რომანტიული, გულწრფელი სულის ამოუცნობი ავანტიურისტი – 20-25 წლის ბიჭი, რომელიც საბოლოოდ დაატყვევებს ქალს! ნუ შეშინდები იყო მარად ახალგაზრდა და შენ ყოველთვის გაიმარჯვებ!

021ზურა ოდილავაძე და Ochil seu J.Filippo Bruno. 2014 წლის მარტი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s