ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, ამასწინათ თქვენ ბრძანეთ შემდეგი: ,,უნდა გითხრათ რომ, ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა. მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი! მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო!“- http://www.youtube.com/watch?v=e_JhoOoOA78

 მაშ, ასე, ერთად გავიხსენოთ ისტორია…

1

 „უგანათლებულესო მეფის ძეო, კათალიკოზო ანტონ!

საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმინდესის და უმართებულესის სინოდის გამგეობასა. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათალიკოზის ყოფნა… ზემორე აღწერილ მიზეზთა გამო, პატივსა გცემთ რა, ყოვლად უმოწყალესად გთხოვთ, გადადგეთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობიდან…  ს. პეტერბურგი, 10 ივნისს, 1811 წ. ალექსანდრე”.

ამ წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიის უკანასკნელ კათალიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ. მანამ, 1810 წლის 3 მარტს, კათალიკოსი ანტონ II, ვითომდა საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით, პეტერბურგს გაიწვიეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურად დანიშნეს ვარლამ ერისთავი და უბოძეს საქართველოს ეგზარქოსის ტიტული.

გენერალმა ტორმისოვმა პირდაპირ განუცხადა ვარლამს: „სინოდის ობერ-პროკურორი მამცნობს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოაწყოთ, რომ იგი დამოკიდებული იქნეს წმინდა სინოდზე”. პროექტის თანახმად, შეიქმნა დიკასტერია და საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, ანუ გაუქმდა ივერიის უძველესი საკათალიკოსო, სიკვდილამდე კათალიკოსად არჩეულ ანტონ II-ს, დამოუკიდებელი საეკლესიო ოლქისა და მსოფლიო ეკლესიის წევრს, ჩამოერთვა ხარისხი. რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დაარღვია 30-ე და 35-ე მუხლი მოციქულთა კანონებისა, ასევე 22-ე კანონი ანტიოქიის კრებისა, რომლის მიხედვით, რუსეთის ეკლესიას არ შეეძლო მასზე ძველ საქართველოს ეკლესიაზე განეხორციელებინა დიქტატი.

გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩაიდინა უკანონობათა მთელი წყება:
1. საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა ადგილ-მამულები და ეკონომიკურად წელში გატეხა იგი;
2. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები;
3. გარდა კვირა და უქმე დღეებისა ან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ტაძარში ლოცვა უნდა ჩაეტარებინათ რუსეთიდან ჩამოსულ ბერებს. ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა დაიწყო სვეტიცხოვლის „რესტავრაცია” და, მისივე განკარგულებით, რუსმა სალდაფონებმა კირით გაათეთრეს სვეტიცხოვლის შიდა კედლები, რის შედეგადაც განადგურდა ბევრი შესანიშნავი ძველი ფრესკა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს უმეტესი ეკლესიების მოხატულობას;
4. საქართველოს სასწავლებლებში ქართული ენა იკრძალებოდა და სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ეგზარქოსმა პავლემ სასულიერო სემინარიებში აკრძალა ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება. იგივე ბედი ეწია უძველეს ქართულ საგალობლებს. ანტონ II-სადმი გაგზავნილ წერილში მთავარსარდალი ციციანოვი ასე ახასიათებდა ქართულ გალობას: „ეკლესიის აქაური ქართული საგალობლები თხის კიკინს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმღერას, სჯობს ვასწავლოთ კიევური ნოტები”;2
5. საქართველოს ეკლესიის მმართველებად ადგენდა ეგზარქოსებს, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, არ იცნობდნენ ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს. რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო პირებმა გაძარცვეს ქართული ეკლესია-მონასტრები, შეცვალეს ქართლ-კახეთის ეპარქიათა სტრუქტურა. ეგზარქოსის საქმიანობის პროგრამა კარგად იყო ჩამოყალიბებული შავრაზმელ მღვდელ ვოსტორგოვის სიტყვაში: „საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია, მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე”.
ეგზარქოსი ფეოფილაქტი იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავს, მაგრამ ღმერთმა აღარ აცალა და იქვე, საფლავთან ამოაძრო სული; ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა ეკლესიები და მონასტრები გაქურდა; ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა; ეგზარქოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი და მექალთანე იყო, გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი ქვები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის სამოსლის დატაცებაში.

ეგზარქოს პავლეს კიშინიოვიდან სემინარიის რექტორად გამოაყოლეს დეკანოზი ჩუდეცკიც, რომლის მეუღლესთან ეგზარქოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი თბილისში სემინარიის ნამოწაფარმა ქართველმა პირადი ანგარიშის გამო მოკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარქოსმა მთელი ქართველობა დაწყევლა. ამის გამო თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა 8 ივნისს 1887 წელს ეგზარქოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, ბოდიში უნდა მოიხადოთ ქართველი ერის წინაშეო. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოსყიდულმა მკვლელმა მოკლა.

ეგზარქოსების მოღვაწეობის შედეგად, XIXს-ის ბოლოს ქართველების დიდ ნაწილში შეიმჩნეოდა გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და თვით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი თავისი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული”, – გულისტკივილით აღნიშნავდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).3
ჩვენი ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირნი ყოველთვის იდგნენ ხალხის გვერდით, მათი ერთი ნაწილი აქტიურად ჩაება 1900-1906 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. რუსეთის ცარიზმის მიერ იდევნებოდნენ ეპისკოპოსები კირიონი და დავითი, არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდელი ვასილ კარბელაშვილი და მრავალი სხვა.
რევოლუციის წლებში პროგრესულმა ქართველმა სამღვდელოებამ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. თვითმპყრობელმა მთავრობამ დაარბია ავტოკეფალისტთა ყრილობა და დელეგატების ნაწილი პასუხისგებაში მისცა. დევნის მიუხედავად, 1905 წლის მეორე ნახევარში ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის მთავრობას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტოკეფალიის გაუქმებას ასახელებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ მის აღდგენას. ამასთან დაკავშირებით 1906-1907 წლებში პეტერბურგში გაიმართა სათათბირო სხდომები. საქართველოს მხრიდან შეკრებას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდე, კირიონი, ექვთიმე, პროფესორები: ა.ცაგარელი, ა.ხახანაშვილი, ნ.მარი. თათბირის მონაწილეთა უმეტესობამ, საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია.4

პირველმა მსოფლიო ომმა და მომდევნო რევოლუციებმა ბიძგი მისცეს საქართველოში პოლიტიკური და ეკლესიური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1917 წლის 27 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ, დაიწყო იმპერიის რღვევა. ამავე წლის 12 მარტს მცხეთას ათასობით ადამიანი მიაწყდა. წირვის შემდეგ წაიკითხეს „ოქმი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ ცხოვრების აღდგენისა”. მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ გადასცა პლატონს განცხადება საქართველოს ეგზარქოსობიდან მისი გადაყენების შესახებ. მცხეთის კრებამ საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ დანიშნა ეპისკოპოსი ლეონიდე.

ავტოკეფალიის განსამტკიცებლად და კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა. 1917 წლის 8 სექტემბერს 600-მდე დელეგატი შეგროვდა თბილისის სიონის ტაძარში. 17 სექტემბერს კრებამ დაასახელა ორი კანდიდატი: ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. არჩევნები ჩატარდა ფარული ხმის მიცემით და კირიონმა ლეონიდესთან შედარებით მიიღო 11 ხმით მეტი. კრებამ კირიონი არჩეულ კათოლიკოსად გამოაცხადა და უგალობა მას „აქსიოს”. ასე დასრულდა ეს ისტორიული კრება და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 107 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია.

1917 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ბოლშევიკებმა. დაიწყო ეკლესიისა და სარწმუნოების ტოტალური რბევა-აწიოკება.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო 1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვეს ათეისტურ პოზიციაზე მდგომმა „მენშევიკებმა”. ამავე დროს თავი იჩინა უთანხმოებამ კირიონსა და ლეონიდეს შორის. 1918 წლის 27 ივნისს, დილით, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე თავის საზაფხულო რეზიდენციაში, მარტყოფში, საძინებელ ოთახში, რევოლვერითგანგმირული იპოვეს. პატრიარქი დაკრძალეს 7 ივლისს სიონის ტაძარში. მარტყოფის ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული.

51920 წლის 27 ივნისს სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) კათოლიკოს-პატრიარქად დაამტკიცა. 1921 წლის 11 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე აღესრულა. 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში შედგა მესამე საეკლესიო კრება, რომელმაც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და საქართველოს პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტი ამბროსი (ხელაია).

1921 წლის 25 თებერვალს ,,წითელი არმიის“ ნაწილებმა თბილისი დაიკავეს… ასედაიწყო  საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი, სისხლიანი ისტორია, რომელმაც 650 000 ადამიანის სიცოცხლე  იმსხვერპლაასიათასობით უდანაშაულო მამულიშვილი კი დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა ხალხთა საპყრობილეში – ,,გულაგში“…

„დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, – წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს ვ.მოლოტოვს. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.

71922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.
ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. „კონტრრევოლუციური საქმიანობის” ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე და მრავალი სხვა…
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

P.S.
არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება შემდეგი მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.

ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან.

ჩვენ ერთად გადავხედეთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანის მხოლოდ რამდენიმე ფურცელს. თუ დამატებით გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,  გრძელდება  ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) დაბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად დავასკვათ: ,,ერთმორწუნე ძმა“ საუკუნეებია ცდილობს გააქროს ქართული მართლმადიდებლობის კვალიც კი!

თქვენო უწმინდესობავ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: როდისღა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, როგორც თქვენ ბრძანებთ ,,ძმური და მეგობრული“?

Skripka

პატივისცემით ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, ივნისი.

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

23 Responses to ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

  1. Sandro Tushmalishvili says:

    Saqartvelos, bolo atcleulebis mandzilze ori beberi chatlaxi mtrobda. Am oriode clis ukan kidev erti miemata, shedarebit axalgazrda. Neolitis xanashi charchenil xalxs ki jerac scams,rom Sam veshapze sdgas qvekniereba…

  2. Zauri says:

    ირანს,თურქეთს,არაბებს და სხვა ათასი ჯურის მომხვდურებს ასჯერ და მეტჯერ უფრო დიდი სიბოროტე აქვთ ჩადენილი ჩვენს მიმართ, არ დაგავიწყდეს ეს. და საერთოდ ეს უმეტეს შემთხვევეში მაშინ ხდება როცა ჩვენ არ ვცხოვრობთ სწორად,

    • odilavadze says:

      აი, ახლა ყოველივე ცხადი გახდა! პატრიარქი რუსეთთან ურთიერთობებზე იმიტომ ამბობს ,,ძმური და მეგობრულიო“ და პუტინს იმიტომ ეძახის ბრძენს, რომ მე არ ვცხოვრობ სწორად. ძლივს არ გავრეკვიე საკითხში, უფ!

      • rezo says:

        არა, ბ-ნო ზურაბ, ეგ საკუთარ თავზე ლაპარაკობს და სწორად რომ არ ცხოვრობს, მაგაში ეჭვი ნამდვილად არ არ უნდა შეიტანოს კაცმა.

    • george says:

      Gulwrpelad mecodebi

    • GAGI says:

      ანუ არასოდეს გვიცხოვრია სწორად? რადგან რუსები არაბები სპარსნი ოსმალონი და სხვა ათასი ჯურის მომხვდურნი არასოდეს მოგკვლებია.

    • rezo says:

      ჰო, არ ვცხოვრობთ სწორად. უნდა შევუერთდეთ რუსეთს. რა თავში იხლის ის ხალხი დამოუკიდებლობას, რომელიც რუსული ჩექმის ლოკვაზე და მწვანილის გაყიდვაზე ოცნებობს? დღეს კი ჩვენი მთავარი მტრები მონღოლეთი, აშშ და ხვარაზმელები არიან, რაზეა საუბარი?

      • Ioseb bachiashvili says:

        საქართველოსია და რუსეთს შორის არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტად “ძმური” თუ “მეგობრული” დამოკიდებულება და ამის მიზეზი ყოველთვის იყო რუსეთის გაუტანლობა, სიმუხთლე და უსაზღვრო შურით გამოწვეული ბოროტება .

    • yves pourcel says:

      ამ სრულიად უწიგნურმა რუსეთუმე ორფეხებმა და კრიმინალებმა, ეკლესიამ და წითელმა “ინწილიგენციამ ვერაფრით ვერ გაიგეს ან “არ უნდათ” რომ გაიგონ, რომ წინა საუკუნეებში რაც ხდებოდა, ის წარსულში ჩაბარდა… ცივილიზაცია წინ მიიწევს, ყველა მაღალ განვითარებული ქვეყნები, ეს იყო ინგლისი თუ საფრანგეთი, ესპანეთი თუ პორტუგალია, გერმანია თუ ჰოლანდია…. ყველა ეს ქვეყნები ეწეოდნენ დამპყრობლურ ომებს, მაგრამ ბოლო 50 წელს, დემოკრატიამ და ცივილიზაციამ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია და მათ, თავიანთ ყოფილ კოლონიებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს, ხოლო “ერთმორწმუნე”, სრულიად ველური, თათარ-მონღოლური მოროდიორების ურდო-ეგრეთ წოდებული “რუსები” კვლავაც განაგრძობენ დამპყრობლურ ომებს, გენოციდებს, ეთნიკურ წმენდას, დეპორტაციებს და ასე შემდეგ. როდის უნდა განვითარდნენ და იქცნენ ადამიანებად ზემოთ ჩამოთვლილი მოღალატეთა და გონებადახშულთა, ბოლშევიკურ-კრიმინალური ბანდები?….ზაზა

  3. vinc rusetisken erti tvalit mainc gaixedeba orive unda datxaros kacma

  4. იმაზე უარესადაა საქმე,ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა,რომ
    ინაშვილის,ამაშუკელის,კორკოტაშვილის,სადღობელაშვილის და მსგავსი ოდიოზების მიმართ მეტია ყურადღება,ვიდრე მეტად საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიმართ,რომელიც ყველა თაობამ უნდა იცოდეს საქართველოში.

  5. Yves Pourcel says:

    სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ საუუკუნეების წინ, ირანს, თურქეთს და სხვა Xურისა და სარწმუნების ერებს ჩადენილი აქვთ ბოროროტება! Mგონი მავანს და მავანს, ავიწყდება, რომ ეხლა ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და როგორი ველურებიც იყვნენ ეს “ერთმორწმუნე”, “მართლმადიდებელი” გაურკვეველი Xურისა და ეროვნების რუსულ ენაზე მოლაპარაკე ოკუპანტი ერი, ისეთივე დარჩნენ, არავითარი ცივილიზაცია მათ ოდნავადაც კი არ შეეხოთ და ეს “ღვთისნიერი” “მართლმადიდებლები” ყოველდღიურად სხვა და სხვა ქვეყნებში ჯლიტავენ და მუსრს ავლებენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, მოროდიორობენ, უწყობენ ნამდვილ გენოციდს მოსახლეობას, ყრიან საკუთარი კარ-მიდამოებიდან, უწვავენ სახლ-კარს, იტაცებენ მიწებს, იტაცებენ ადამიანებს, ესე იგი …რუსიაობენ,(ახსნა-განმარტება, რუსიაობა-საუკუნეების წინ, ლეკები იტაცებდნენ ადამიანებს და ამას ერქვა ლეკიანობა, ე.ი; თუ დიადი, “ერთმორწმუნე”,”მართლმადიდებელი”, “სამრთლიანი”, ოკუპანტები მოიტაცებენ ადამიანებს, ამას ჰქვია….აბა თუ მიხვდებით…სრულიად მართალი ბრძანდებით-რუსიანობა.) და სტალინის ხატებით სირბილი, ოკუპანტებზე ლოცვა-კურთხევა , დილა საღამოს ამ ურXულოების უკანალის კოცნას, არასოდეს არაფერი მოუტანია და ვერც მოუტანს საქართველოს და მის მოსახლეობას…..პატივისცემით…..ზაზასასაცილოა იმაზე საუბარი, რომ საუუკუნეების წინ, ირანს, თურქეთს და სხვა Xურისა და სარწმუნების ერებს ჩადენილი აქვთ ბოროროტება! Mგონი მავანს და მავანს, ავიწყდება, რომ ეხლა ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და როგორი ველურებიც იყვნენ ეს “ერთმორწმუნე”, “მართლმადიდებელი” გაურკვეველი Xურისა და ეროვნების რუსულ ენაზე მოლაპარაკე ოკუპანტი ერი, ისეთივე დარჩნენ, არავითარი ცივილიზაცია მათ ოდნავადაც კი არ შეეხოთ და ეს “ღვთისნიერი” “მართლმადიდებლები” ყოველდღიურად სხვა და სხვა ქვეყნებში ჯლიტავენ და მუსრს ავლებენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, მოროდიორობენ, უწყობენ ნამდვილ გენოციდს მოსახლეობას, ყრიან საკუთარი კარ-მიდამოებიდან, უწვავენ სახლ-კარს, იტაცებენ მიწებს, იტაცებენ ადამიანებს, ესე იგი …რუსიაობენ,(ახსნა-განმარტება, რუსიაობა-საუკუნ
    ეების წინ, ლეკები იტაცებდნენ ადამიანებს და ამას ერქვა ლეკიანობა, ე.ი; თუ დიადი, “ერთმორწმუნე”,”მართლმადიდებელი”, “სამრთლიანი”, ოკუპანტები მოიტაცებენ ადამიანებს, ამას ჰქვია….აბა თუ მიხვდებით…სრულიად მართალი ბრძანდებით-რუსიანობა.) და სტალინის ხატებით სირბილი, ოკუპანტებზე ლოცვა-კურთხევა , დილა საღამოს ამ ურXულოების უკანალის კოცნას, არასოდეს არაფერი მოუტანია და ვერც მოუტანს საქართველოს და მის მოსახლეობას…..პატივისცემით…..ზაზა

  6. ონისე says:

    ეს მიმართვა წაიკითხა ნეტავ? და განა ვერ ხვდება რას ამბობს მაგრამ ეს სულით რუსია. “ხორცი ქართული და სული რუსული”

  7. “თურქეთს და ირანს უფრო მეტი ბოროტება აქვს ჩადენილი საქართველოსთვის”, იტყვიან მოსეს თაობის ქართელნი. ამ სუბიექტებს ვერც კი გაუგიათ ასეთი შედარების ამორალურობა, გადახლართული სიბრიყვესთან. ეს იგივეა თემურ ლენგის შემოსევის დროს ( ან სხა ნებისმიერი დამპყრობლის ) ქართველს, რომ ეთქვა; არაბებმა და სპარსელებმა უფრო მეტი უბედურება მოგვიტანეს და რას ვერჩით მონღოლთა მემკვიდრე თემურსო… ეს იდიოტური გამონათქვამი მეტი არაფერია, თუ არ ამ უმეცარი პრიმიტივების სულში ჩაბუდებული ფარული სიყვარული. მტრის, საქთველოს მტრის რუსეთის სიყვარული. მტერი ვერფერს დაგვაკლებდა რომ არა ამ მოღალატური სისხლის ყივილი. ეს ის სისხლია რმელიც შემოუძღვა ბოლშევიკებს და ეს სისხლი მზადაა დღესაც შემოძღვეს მტერს. მათ პრიმიტიულ აზროვნებას მხოლოდ ასეთი მოღალატური არგუმენტის მოყვანა შესწევს. ამ კატეორიას ერთი და იგივე ფრაზეულობით ამოიცნობ კაცი )) ესენია; რატომაა რუსეთი მტერი. რუსეთმა რა დაგიშავა, რა გიმდა პუტინისაგან… გირჩევთ ამ სიყტვების გაგონების შემდეგ მის ავტორს ნუ შეეკამათებით, აზრი არა აქვს, გაიხსენეთ, რომ ძაღლის კუდი არ გასწორდება… საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრი დამპყრობი, მაგრამ არცერთი არ ყოფილა რუსეთივით ვერაგი და დაუნდობელი. არავის არ გაუსწორებია ქართული სოფლები მიწასთან. ეს გააკეთა რსეთმა 21 საუკუნეში. 2008 წლის ომის შედეგ სამაჩაბლოში, ათეულობით სოფელი პირწმინდად მოსპო. თამარაშენი ( ხელნაწერებში მოიხსეეა 12 საუკუიდან ) მიწასთან გაასწორა და მის ადგილზე სამხედრო აეოროდრომი ააშენა. რუსეთმა ერთმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებულმა გააუქმა ქართული სახემწიფოებრიობა და ეკლესია, რაც მანამდე თავშიაც არ მოსვლია არცერთ დამპყრობს. რუსეთი ვერაგობით ბიზანტიას წააგავს და ბედიც იგივე ეწევა, ერთი განსხვავებით. ბიზანტია ხანგრძლივი დროის მანძილზე მიდიოდა მოუსავლეთში. რუსეთი ჩამოიქცევა როგორც საბჭოეთი, ძალიან სწრაფად. მანამდე ის მაინც უნდა შევძლოთ ქართველებმა, რომ გავძლიერდეთ ეკონომიკურად და ბუტაფორიული ჯარის ნაცვლად ბრძოლის უნარიანი სპა შევქმნათ. გიორგი ბრწყნვალის ჟამი განმეორდება აცილებლად. რუსეთი, ეს მონგოლური ურდოს გაგრძელება უახლოეს 5 წელიწადში დაიშლება და საქარველომ უნდა შეძლოს გიოგი ბრწყნვალის დარათ ყველა მტრის და ორგულის ალაგმვა, მხოლოდ სწორი კავკასიური პოლიტკის გატარების ხარჯზე, ისევე როგორც მაშინ. გორგიმ ქვეყნის დალაგება დაიწყო იმით, რომ ვაინახების დახმარებით, ერთიანი ძალებით ალაგმა გათავხედებული ოსები, რომლებიც 80 წლიანი უმეფობის ხანაში არბევდნენ ქართლს და გორიც კი ჩაეგდოთ ხელში… რაც შეეხება “ივერიელს” ის არის ერთგვარი რეინკარნაცია ქართლის პატრიარქის, რომელმაც დავით აღმაშენებელი ანათემას გადასცა, რის შემდეგაც მოწვეულ იქნა რუის ურბნისი და ქართლის პატრიარქი განიკვეთა, საეპარქიო კი დაექვედებარა მარტვილის, ჭყონდიდის საეპარქიოს. ახალი რუის ურბნისია მოსაწვევი…

    • ბატონო ზურაბ, მართალი ბძანდებით… მაგას იმეორებს იმ ადამიანების კადეგორია,ვინც რუსული პროპაგანდის თანამოზიარეა… რუსები გვიმეორებენ ერთი და იგივეს, ჩვენ რომ არა,თქვენ გამუსულმანდებოდითო,ჩვენ გადაგარჩინეთო… მაგრამ,ვაი ამ ამოფარებული ფარის უკან რას მალავს დიდი რუსეთი, ამას მხოლოდ განათლებული ადამიანი თუ მიხვდება ან მაგათ შეწირული… ჩვენი ბრძოლა იმით უნდა დაიწყოს, რომ ჯერ შევძლოთ ჩვენი ერის გაცნობიერება, ვინ არის ჩვენი რეალური მტერი,ჯერ შინა და მერე გარეთა…

      • გეთანხმებით ქალბატონო მარიამ. წერა-კითხვის შემსწავლელი საზოგადოების ჩამოყალიბებაა აუილებელი, ისე დაეცა განათლების დონე საქრთველოში. მეორდება ისტორია. ილიას ეს საშვილიშვილო საქმე შემთხვევით არ დაუწყია, უნოდა სულმნათს, უმეცარ ქართველობაში სინათლე შეეტანა, მაგრამ ვერ შეძლო და რა უბედურებაც მოყვა ამას, რომელიც დღემდე გრძელდება, ვიცით. დღსაც იგივე საფრთხე ემუქრება საქართველოს…

  8. ქართველი says:

    დიდი ქვეყნის მეგობრობა პატარა ქვეყანასთან მანამაა მეგობრული სანამ ინტერესთა ტანახვედრა არ მოხდება.რუსეთის ისტორიიდან იხსენებთ ტუ როგორ ჯლეტტდნენ რუსები სხვა მცირე ერებს ( ეს რუსეთს არც მაშინ შეუწყვეტია,როცა რუსული იმპერიის სათავეში ქართველები იყვნენ და ისინი განაგებდნენ სრულიად რუსეთის იმპერიას.სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.)ავიღოთ ამერიკა ,რომლებმაც სრულად ამოჟუჟეს ადგილობრივი მოსახლეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ეს წარშულში.უახლოეს ისტორიიდან რა გვახსენდება ხიროსიმა და უფრო აქეთ არანაკლები სისასტიკე ჰუსეინის მიმართ ატომური ბომბის საბაბით და საბოლოოდ გაირკვ რომ ჩანასახიც კი არ იყო იქ ბომბის.ან კადაფი რომელსაც ლამის კომუნიზმი ჰქონდა თავის ქვეყანაში და ყველანაირი გამოკითხვით მოსახლეობის 80% უჭერდა მხარს დედა უტირა ამერიკული დემოკრატიის სახელით.ამერიკული დემოკრატია მხარს არ უჭერდა სააკაშვილს როცა რუსთაველზე სააკაშვილმა ლამის 9 აპრილი გაიმეორა.ასე რომ რუს გავექეციც ვაის გავექეცი ვუის შევეყარე გამოდის.simartles tvali gausworet

    • odilavadze says:

      ერთი განსხვავება მაინც არის – რუსები მესამე საუკუნეა გვიპყრობენ და დღესაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები, ,,ცუდი” ამერიკის ტანკები კი არ ჩანს… პირიქით, გვეხმარებიან

    • რევაზ ფურცელაძე says:

      თქვენმა კომენტარმა ის სცენა გამახსენა, ილიკო რომ ეუბნება ფოსტალიონს, რავა გაზეთის ენით მელაპარაკები, შენით მოგვიყევიო… თქვენც ამ 30-40 წლის წინ საბჭოთა ყაზარმის გვერდით, “კურილკაში” მოსმენილ პოლიტინფორმაციას გვიყვებით თქვენი სიტყვებით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s