სააკაშვილი და ობამა შეხვდნენ!

თუ არა გულითადი მეგობრების წრე, სხვაგან გამოჩენაზე კატეგორიულ უარს ვაცხადებ! მიზეზი? როგორც წესი, წვეულებასა თუ ფინჯან ყავაზე ჩემი ვიზიტი, ჩხუბით მთავრდება. მეც ვღელავ, გული მიჩქარდება, სხვებსაც ნერვებს ვუშლი და სამუდამოდ თავს ვაზიზღებ. ვფიქრობ, აღარსად მიმესვლება… ალბათ, დაინტერესდით, რის გამო ტყდება აყალმაყალი, პირდაპირ რომ ვაღიარო – ხელჩართული ბრძოლა? გარშემომყოფთ სახე ეცვლებათ გაღიზიანებისგან ამერიკის უბრალოდ ხსენებაზეც კი! ამას წინადაც იგივე განმეორდა, ახლო ნათესავების გულთბილ შეკრებაზე შევლილს, უწყინარი ფრაზა წამომცდა,– ,,დახურა, როგორც იქნა მიშა და ობამა შეხვდნენ!“. მანამ მხიარული საზოგადოება უმალ დაიძაბა, სამარისებული სუჩუმე ჩამოვარდა… საკუთარი უმსგავსობით შეწუხებულმა, ვცადე განმემუხტა უხერხულობა და თავჩაქინდრულმა ჩავილაპარაკე,– ,,ჰო, მაგარია ამერიკა და…“. Kocna Omis winასე დაიწყო ჩვენი უსისხლო, მაგრამ სასტიკი ომი! ერთი საათი მაგიდისქვეშ, დეიდაშვილი მწარე ჩქმეტებით ბარძაყს მილურჯებდა… გამოცილებისას გულდაწყვეტილმა დედამ ჩაილაპარაკა,– ეჰ, ყველგან უნდა თავი მომვჭრაო…

გასაკვირია, თითქოს აშკარა ჭეშმარიტებას ვღაღადებ – ამაოდ?! უდავო მტკიცებულებების მიუხედავად, ამ ხალხის გადარწმუნება შეუძლებელია, მათ ინფანტილურ გონებას – კოლექტიურ ,,მე“-ს, პატარა ბავშვივით, მხოლოდ თავისთვის მისაღები, ,,საკუთარი სიმართლე“გააჩნია, რომელიც ხელაღებით უარყოფს ნებისმიერ რაციონალურ არგუმენტს, ქვას რომ ხეთქავს ისეთსაც. მათ გათვლებში, ორჯერ ორი,– ყველაფერს უდრის, გარდა ოთხისა! ობიექტურობა –გამონაკლისია, ხოლო კოლექტიური ნარცისიზმი ანუ შოვინიზმი – წესი. ეჰ, ეს ხომ წვეულებაზე მისვლამდეც ვიცოდი, კვლავ ვერ შევიკავე თავი…

მოკლედ, გთხოვთ მითანაგრძნოთ, მომისმინოთ და ისე განსაჯოთ მტყუან-მართალი. კამათის მსვლელობა და შინაარსი წლების განმავლობაში უცვლელია,– მე საქვეყნოდ გამოვხატავ აღფრთოვანებას დასავლური ცივილიზაციით, მისი მიღწევებით, ხოლო მოწიფული ,,სვეცკი დეიდები“ტუჩებს ბრიცავენ და ,,საღვთო ომს“მიცხადებენ. განსაკუთრებულ აღშფოთებას მათში ამერიკა იწვევს, ევროპა ნაკლებად გამაღიზიანებელია, სავარაუდოთ, დღემდე უცვლელი საბჭოურ-რუსული კურთხევისგამო… ბრძოლის დასაწყისშივე, ჩემს პროდასავლურ დითირამბს საპასუხო შეტევა მოჰყვება: ,,მოიცა რა, სულ ამამერიკას გაიძახით! ვინ დაგიმონებს – რუსეთი თუ ამერიკა, ერთი არაა?!  მერამდენედ დაგვიკიდეს – ყველას ეშინია რუსეთის, ამერიკელებიც ეხუტებიან! ეგ ერთუჯრედიანი ჩმორები!“. ,,დამფრთხალი ჩმორების“ ჩემისეული რეაბილიტაცია იწყება იმ ფაქტის შეხსენებით, რომ მხოლოდ ნიუ-იორკის ბიუჯეტი 1,5-ჯერ აღემატება მთელი რუსეთისას, სადარი მაშტაბის ქალაქი კი ამერიკაში ასზე მეტია! დამატებით, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც ამერიკასთან არიან გაერთიანებულნი სამხედრო ბლოკებში! რათა საბოლოოდ დავამსხვრიო ამ ადამიანების თავში ჯერ კიდევ არსებული – ,,დიადი საბჭოეთის უძლეველობის“კერპი, ვიყენებ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმივით დამანგრეველ არგუმენტს – დღევანდელი რუსეთის ,,შიშზე“და გავლენაზე მსოფლიოში შემდეგი ფაქტი მეტყველებს – საკუთარი პროტექტორატის ქვეშ მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც კი, რუსეთმა ვერ დაიყოლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ,,ახალი სახელმწიფოების“ ოფიციალურად ცნობაზე! ადრე მეგონა – მძიმე ჭურვების გამოყენებით ნანგრევებად ქცეული ,,ბაბილონის გოდოლი“გააოგნებს მტერს, ის ხმას ჩაიკმენდს და მე, “ფორდის”, “კომპიუტერის”, “ჩელენჯერის” და მსგავსი წვრილმანი “ლიმონკებით” ტერიტორიის “ზაჩისტკა” აღარც დამჭირდებათქო. “ნეტარ არიან მორწმუნენიო” – არათუ ჭურვებს, არამედ ჩემს მიერ გაშვებულ “ტომაჰავკ”-ებსაც, ქალბატონების რუსული ფოლადით დაჯავშნული შუბლები კენჭებივით იგერიებდა! დღეს უკვე ვიცი – სასოწარკვეთილი სარაკეტო დარტყმა უარესად გააღიზიანებს მტერს, მისი “პატრიოტული” აღტკინება იმატებს და “ეროვნული ფასეულობების” დასაცავათ, ჩემი სიბნელის წყვდიადს ქართველი მანდილოსნების “კალაშნიკოვის” “ტრასირუიუშჩი” ჯერი გაარღვევს – “ეგ მხოლოდ “დაშაბლონებული რობოტების” ტექნიკური პროგრესია და მეტი არაფერი!”. ომის დასასრულს, ჩემს მიერ “ბრესტის ზავის” დამამცირებელი პირობების მიღების შემდეგ კი გაირკვევა – არც ქართველებს გვყავს ნაკლები მეცნიერები, რომელთაც, უბრალოდ, უფულობის გამო, გაქანება არ ეძლევათ… კვლავ გავერთე, გავუსწარი მოვლენებს, ძირითადი ბრძოლები ხომ წინაა! ქალბატონების ბირთვული დარტყმის მოლოდინში სანგარში გავირინდე…

NOBELვაღიარებ, რაც მართალია – მართალია – საკუთარი დიდებით ტკბობაში ბადალი არ გვყავს დედამიწის ზურგზე, ჩვენ მთავარ მითოლოგიურ უპირატესობას დანარჩენ უგულო, გაციებულ კაცობრიობაზე “სულიერება” ეწოდება!

ოჰ, სულიერებავ – ქართველების კისერზე  გამობმული  ლოდი უნდა გერქვას შენ!..

… და აი, დგება ომის გარდამტეხიფაზა – “კულიკოვო”, “კურსკი”, “სტალინგრად”- თან ერთად! ვხედავ, მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს – წითელი დროშით ხელში, იქვე – ზოია კოსმოდემიანსკაია მოშიშვლებული მკერდით და ოლეგ კოშევოი აფოფრილი ქოჩორით, მტყორცნიან “ჩვენი სულიერების” ატომურ ბომბს!.. ტყვედ ამიყვენეს… “დეიდები” გადადიან, ყველა საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ წამების მეთოდებზე – აქ კი სუბიექტივიზმი მეფობს და გემოვნებაზე არ დავობენ… დაკითხვა იწყება ლიტერატურით! როგორც ურო გრდემლს, ისე მხვდება ნოკაუტისმომგვრელი მუშტი, შოთა რუსთაველის სახით! “კონსტანტინე გამსახურდიას” და “ჭაბუა ამირეჯიბის”, “ტარიელ ჭანტურიას” და “გურამ დოჩანაშვილის” სილებს მაწნავენ აწითლებულ ლოყებზე! სახეზე ვიფარებ “ფოლკნერს”, “უიტმენს”, “სელინჯერს” და “ტვენს” – ჩემი ღმუილი არავის ესმის! სისხლისგან დაცლილს, ყურში ჩამძახიან: “თუ “ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით” განვსჯით, ჩვენები უპირობოდ წინ არიან!”.  წამების მეთოდები იხვეწება და მოიცავს ხელოვნებას, ფილოსოფიას. გულმკერდში მესობა – “რობიკოს ტურუასა” და “გია ყანჩელის”, “სუხიშვილებისა” და “შალვა ნუცუბიძის”– გავარვარებული შანთები! ასე სასტიკად გვაწამებემ მე და ამერიკას! უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, ევროპელებს ვიშველიებ – “შექსპირით” თუ “სერვანტესით”, “კუნდერათი” და “ფამუკით”, “ნიცშეთი” თუ “ფრომით” დაცვა, კვლავ კრახით სრულდება! აშკარად მკლავენ! რა ვიღონო?…

როგორც გამოცდილი მეომარი, სრულიად მოულოდნელ ხრიკს მივმართავ! რათა მინიმალური ობიექტურობისკენ მოვუწოდო სადო-მაზოხისტურ ეიფორიაში ჩავარდნილ ქალბატონებს, მომავალ კაპიტულიაციაზე მოლაპარაკება ბულგარეთში გადამაქვს!.. დეიდები იბნევიან, ვერაფერს იგებენ – რა შუაშია ბულგარეთიო?!ოდნავ სულმოთქმული, ვაპირებ საპასუხოდ შევუტიო და უდავო კონტრარგუმენტის ხანჯალი ზურგში ჩავცე აღტკინებულ “დეიდებს”,– “მოდით ვეკვეთოთ ომში ნეიტრალურ ბულგარელებს და გავარკვიოთ – რამდენმა იცის რუსთაველი და რამდენმა – დანტე, დუმბაძე და ეკო, მამარდაშვილი და ჰაიდეგერი? წარმატებით გათამამებულს, მომყავს რომის მაგალითი, რომელშიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 70%- ია კონცენტრირებული… დარჩენილ 30%-ი – ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, ევროპას… საინტერესოა, რამდენი გვრჩება ჩვეენ?..

აქ “საომარი მოქმედების თეატრი” გადადის უხილავ სამყაროში – “ზეციურ ივერიაში”. ქალბატონების ოპერატიულ გეგმაში, ჩემი საბოლოო დასამარება სწორედ მსოფლიოში უპრეცენდენტოდ მართალი რწმენითაა გადაწყვეტილი! “იმან” ასე სთქვაო,– “ღვთისმშობლის წილხვედრიო… გაბრწყინდებაო… ღმერთი ქართულად იქადაგებს და სტალინიც ცხონდაო… საზღვარგარეთ სასწავლებლად არაო…”. ვიცი, “ცხოველ ღმერთზე” საუბარი აკრძალულია, ის ხომ, როგორც უზენაესი, შეუცნობადია და უცდომელი. მართალია, თავში აზრი მიტრიალებს,– მინდა ახალი შეტევის წამოწყება, ამჯერად ავღანეთიდან ან ირანიდან… მათ “იმას”, რომ ვკითხოთ, ისიც ხომ იგივეს გვიქადაგებს,– “ალაჰის წამებულნიო… ღვთისრჩეული ერიო… გაბრწყინდებაო… აიათოლა ჰომეინი ცხონდაო… ამერიკა არაო…”,– ამას მხოლოდ ვფიქრობ და ვნებდები მტრის მოწყალების იმედად… ასეთია ტოტალიტარულ იდეოლოგიად ქცეული რწმენა, ღმერთის ინფანტილური აღქმა – ის მამა, შენ – მორჩილი შვილი. ხმა, კრინტი! ილიას არავინ ახსენებს, “ბედნიერი ერი”-სა და სამღვდელოებაზე ცნობილი გამონათქვამების გამო…

დასასრული, ბოლო სცენა: ომი დამთავრდა, ბრძოლის ველს ბოლი ასდის, დეიდები ვალერიანის წვეთებს მიირთმევენ, მე სიგარეტს სიგარეტზე ვაბოლებ, ვცახცახებ, მეტირება და გული მტკივა… ერეტიკოსი Jiordano Filippo Bruno – “მსოფლიო მოქალაქე”, “ღმერთის მეგობარი”, “მზისა და დედამიწის შვილი”, “უაკადემიო აკადემიკოსი”, როგორადაც იგი თავს დღესაც მიიჩნევს, პირში გაჩრილი საცობით კვლავ აუტოდაფეს ადგილზე მიჰყავთ – კამპო დე ფიორეზე. გარშემო ქუჩებში ოპოზიცია მძვინვარებს, კვლავ მიტინგებია, მიტინგები! ეჰ, ყოველივე ხომ წვეულებაზე მისვლამდეც ვიცოდი, კვლავ ვერ შევიკავე თავი…

ROK

ზურა ოდილავაძე. 2010 წელი, ნოემბერი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

6 Responses to სააკაშვილი და ობამა შეხვდნენ!

  1. Maia Bokeria says:

    ძალიან მაგარია🙂 ეეჰ, რა ხშირად ჩავვარდნილვარ ასეთ სიტუაციაში, ბოლოში ძირითადად კარებების გაჯახუნებით და დედ-მამის ან სანათესაოს მოკითხვითაც კი მთავრდება

  2. ესე მაგრა ვერავინ აღწერს ჩვენ უბედურებს:)!

  3. odilavadze says:

    გმადლობთ!🙂

  4. დიდი მადლობა მაგ ბატალიებისთვის ზურა! ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ რა დღეში ვართ – ჩვენ, ვისაც არ შეუძლია თქვენსავით არგუმენტირებულად დაუდგეს და გაუმკლავდეს ამ მოჭარბებულ “პატრიოტიზმს” და “უნიკალურ-ქართულ-რუსულ-ერთმორწმუნეობრივ-მოწამებრივ” სულიერებას! გმადლობთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s