კაზანტიპის სინოდის განცხადება

გრაკალის ტყეებიდან სიურეალისტი გენო იტყობინება:

 საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 25 ივლისს, გვიან საღამოს, ფესტივალ კაზანტიპის საქართველოში ჩატარების წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. კაზანტიპის პროგრესული ბერ – მონაზვნობა გაკვირვებულია ამ განცხადების მენტორული ტონით და აკეთებს საპასუხო განცხადებას:

ამხანაგო მორალისტებო და საბჭოური ფასეულობების მქადაგებლებო!

12941 

თქვენს მოწიფულ თუ მხცოვან კდემამოსილ სულებს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ახალგაზრდები, ვართ 20-25 წლის გოგო-ბიჭები და გარეთ XXI საუკუნეა. ჩვენ ვაპროტესტებთ თქვენს ფარისევლურ მორალსა და სიძულვილით გაჟღენთილი ყოველდღიურობის სევდიან ერთფეროვნებას. ჩვენ გვსურს ანემიური ყოფის სისხლით ავსება და მიზიდულობის კანონის სიმსუბუქით უარყოფა!

ჩვენს ასაკს შეჰფერის თავგადასავლის ძიება, მუდმივი რისკი და გაგიჟების პირას მისვლა. ჩვენ გვინდა ვნახოთ, თუ რა არის ცხოვრება სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, განვიცადოთ კაშკაშა წვა და დაფერფვლა!

ჩვენ ვაპროტესტებთ თქვენს მშვიდ ცხოვრებას, რომელიც ბოსელში გასასუქებლად შემწყვდეული საქონლის არსებობას ჰგავს. თქვენი უფერული არსებობა ხომ  საკლავი პირუტყვის ყასბის დანის მოსაწყენი მოლოდინის ტოლფასია.

თქვენ წერთ: ,,ჩვენის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის“ – ეს მხოლოდ თქვენი აზრია! ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ!

ჩვენ გვიყვარს კარგი მუსიკა და ხმაური, გვევასება თავაშვებულობა, მაგარი განწყობა და ერთმანეთის სიყვარული. დიახ, მოგვწონს თავისუფალი სექსი და ნარკოტიკები – ეს ხომ საკაიფოა! სასიამოვნო და თრობის მომგვრელი, თავისუფალი და შფოთიანი ცხოვრების წყარო. ჩვენ ახალგაზრდები ვართ,  ა -ხალ – გაზ -რდე – ბიი – ი – ი, გაიგეთ?!

4

მოეშვით მოსახლეობის დაშინებას იმ მოტივით, რომ ,,ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც“. მადლობას გიხდით თქვენ, მოთავადაზნაურო ელემენტებს, ტოტალიტარულ ბიძიებსა და უმანკოებით აღსავსე დეიდებს ჩვენზე ესოდენ თავდაუზოგავი ზრუნვის გამო.

ჩვენმა სინოდმა განაჩინა: ოღონდ არა სიმშვიდეს! ბრძოლა საბჭოეთის დაგუბებულ  ჭაობში ჩაფვლას! სიკვდილი სჯობს თქვენს ჩამყაყებულ არსებობას, ფარისევლობითა და ბოღმით გაჟღენთილ უღიმღამო გდებას!

6

პატივისცემით, სიცხისგნან ადუღებული და ურვისგან გარდარეული კაზანტიპის ლიბერალური ბერ – მონაზვნობა. 2014 წელი, 26 ივლისი, ზადენი – ორპირის ეპარქია, სოფელი გრაკალი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

34 Responses to კაზანტიპის სინოდის განცხადება

  1. ამონარიდი ამ სტატიიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ სტატიის ავტორები გაკრიტიკებულზე უკეთესები არ არიან:

    “…დიახ, მოგვწონს თავისუფალი სექსი და ნარკოტიკები – ეს ხომ საკაიფოა! სასიამოვნო და თრობის მომგვრელი, თავისუფალი და შფოთიანი ცხოვრების წყარო. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ა -ხალ – გაზ -რდე – ბიი – ი – ი, გაიგეთ?!…” – რომელ დედას უნდა მისი შვილი უგზოუკვლოდ ტყნაურობდეს და ზედ ნარკოტიკებს ამატებდეს. მე პირადად სექსი სახეირო რამ მგონია, მაგრამ როცა ეს ახალგაზრდები სექსს ნარკოტიკებში აზავებენ და ცხოვრების მიზნად ისახავენ, ეგ უკვე მეტისმეტია.

    • odilavadze says:

      1. ავტორები? თითქოს ავტორი ერთია? 2. დედას უნდა? იმ ახალგაზრდებისთვის ხომ არ გვეკითხა, რა მოწონთ და რა არა? იქნებ მათთვის არაა მეტისმეტი? თავი რისთვის აქვთ, სხვის ნებაზე რატომ უნდა იარონ?

    • სიმართლე says:

      ჯანმრთელი, სიყვარულით გამოწვეული, სექსია სახეირო და არა დოპინგებით გამოწვეული სიშლეგე!!!

      • ადამიანის თავისუფალ ნებაზე რას იტყვით? ვისაც უნდა შლეგი იქნება და ვისაც უნდა ჭკვიანზე ჭკვიანი? რაიმეს აკრძალვა (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ სხვა ადამიანის ნების გარეშე მისთვის ზიანის მიყენებას) არის საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა. რატომ გგონიათ, რომ უფლება გაქვთ ადამიანებს პირადი ცხოვრების აკრძალვისა, როგორ ამორალურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის? შეიძლება მე ბევრ რაიმეს არ ვაკეთებდე, იმიტომ, რომ ამის მოთხოვნილება არ მქონდეს, მაგრამ არასოდეს დამიშლია ვინმესთვის ის რასაც მე არ ვაკეთებ და ბოლოს მაგალითს იძლევიან საქციელით, სიტყვით მიცემული მაგალი დემაგოგიაა და მეტი არაფერი.

    • darsadze says:

      ამ მამაოს კითხე სასტავმა ხო მოტყანით ტვინი რა. თქვენ ვინ გეკითხებათ ახალგაზრდები სექსს ნარკოტიკებში გააზავებენ, თუ მაწონს მოასხამენ, ვინ ჩემი ყლეები ხართ, რო სხვებს ცხოვრებას უსაზღვრავთ? რას პროპაგანდონობთ ბიჭო, თქვენს ტრაკებს მიხედეთ და ნუ აფიშირებთ ამ თქვენ ყლეურ აზროვნებას.

  2. ნინო ჩოგოვაძე says:

    ,,რომელ დედას უნდა მისი შვილი უგზოუკვლოდ ტყნაურობდეს და ზედ ნარკოტიკებს ამატებდეს.” ნარკოტიკებთან მეც მწყრალად ვარ, მაგრამ შეკითხვის პირველი ნაწილი ძალიან შთამბეჭდავია. ნეტა მამები რას ფიქრობენ შვილების სექსუალური კავშირის სიხშირეზე???. რა გჭირთ ხალხო, ვაცალოთ ახალგაზრდებს ახალგაზრდობა… მუსიკა ცეკვა, გართობა სიგიჟე… ეს ძალიან კარგი რამაა, არც სექსია ეშმაკის მოგონილი. დაეხსენით ახალგაზრდებს! დიდი მადლობა ავორს. ბრავო, ბრავო, ბრავო!

    • სიმართლე says:

      ყველამ, ოჯახის წევრებს, ირგვლივ მყოფებს, სადაც ხმა მიგიწვდებათ აუხსენით რომ ეს არის, საბოლოოდ, მიზანმიმართული მათი დამონება და ფიზიკური განადგურება, და არა როგორც აქ წერია: ახალგაზრდული სიგიჟე და დროსტარება! ასე განადგურდა აქ ჩამოთვლილი ცნობილი ხალხი ადრეულ ასაკშივე. მათაც არ უნდოდათ ნარკოტიკი მიეღოთ, მაგრამ იმათმა წინაპრებმა, ვინც თქვენ გირევენ გონებას ახლა და ამით ანვითარებენ საკუთარ ბიზნეს–შოულობენ მილიარდებს, აურიეს მათაც გონება! მერე კი, უკვე, ამ ავდმყოფობისგან თავის დაღწევის მცირე %–ია. ღმერთი ფარავდეს სრულიად მსოფლიოს და გვიხსნას ამ პარაზიტებისგან!!!

  3. odilavadze says:

    ანაკლიის მოსახლეობამ გასცა პასუხი მორალისტებს: https://www.youtube.com/watch?list=UUIvmtFdqBSmn1XfUcG48R2A&v=g902Hov44eU#t=186

    • სიმართლე says:

      საცოდავი ბებოები, აზრზე არ არიან :))) :(((( დიახ, ამ 2–3 კაკალი დაბოლილებისგანაც ჩანს, რა პუბლიკაც აიყოლიეთ და ვინც გიჭერთ მხარს…

      • me says:

        იქნებ, სწორედ თქვენ ხართ “დაბოლილი”? არ გიფიქრიათ ამაზე?

  4. დავითი says:

    ადამიანები რომლებიც სექსით, ნარკოტიკებით და სხვა საშუალებებით ცდილობენ რელაქსს, და ამბობენ რომ ეს ძაან მაგარია და სხვებმაც მსგავსად უნდა აკკეთონ, ასეთი ადამიანები ცხოვრებაში – ვერასდროს შექმნიან შედევრს, ყოველთვის იქნებიან მონები სხვის სამსახურში, ვინც მოიხმარს მათ ისე რომ წლის ბოლოს ისღა დარჩენიათ თავისუფალი სექსით და ნარკოტიკებით განიტვირთონ, ან/და მეორე ვარიანტი მაგარი უსაქმური სასტავია, რომლებიც მუდმივად სხვის კმაყოფაზე ცხოვრობენ – ჩისტა “პანკურ” “ბომჟურად” და ეს გონიათ თავისუფლება. ხოდა ასეთებო, თავისუფალი სექსი და ნარკოტიკების მოყვარულნო, რომლებიც არ გაცილებიხართ მართლაც საკუთარი ორღობის ბოსელს, და გგონიათ სადაც თქვენ არ ხართ ყველგან მაგარია და მხოლოდ წარმოდგენებში ცხოვრობთ და ამით საკუთარს და მეგობრის ცხოვრებასაც ღუპავთ, გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ფენა, რომელიც არასდროს არც ისტორიას და არც მაქსიმუმ თქვენსავე გვარში მაქსიმუმ ორ თაობასაც არ ემახსოვრებით, და ან ემახსოვრებით თაობად რომლებიც გადაყვნენ, თავისუფალ სექს და ნარკოტიკს და ძღებოდნენ და ანადგურებდნენ სხვების მიერ, თუნდაც მსგავსი ბერების მიერ სააუკუნეების მანძილზე შექმნილ კულტურას, თვითმყოფადობას, ერს, და საერთოდ თქვენს არსებობას თუნდაც რომ დღეს არსებობთ და “ტკბებით” მაგ თქვენი ფსევდო – “თავისუფლებით”.

    • სიმართლე says:

      ეს კომენტარი სხვაგან დაიწერა და ამიტომ ზედმეტი წერია. ასე უნდა იყოს: თუ კაზანტიპი ნებადართულია და ატარებთ, მაშინ რატომ იჭერთ და უწერთ ჯარიმებს ნარკომომხმარებლებს??? ვერაფრით ვერ ჩავწვდი ამ პარადოქსული მოვლენის ,,ფენომენს,, ზუსტად … მაგრამ ერთი რამ აშკარად იკვეთება: ვინც თქვენიანია, ყველაფრის ნება აქვს, თუნდაც ნარკომომხმარების თუ ვაჭრობის, სხვამ კი ამაში იხადოს ჯარიმა… გასდით ხალხნო თქვენთან და მოეგეთ გონს! ყველამ, ოჯახის წევრებს, ირგვლივ მყოფებს, სადაც ხმა მიგიწვდებათ აუხსენით რომ ეს არის, საბოლოოდ, მიზანმიმართული მათი დამონება და ფიზიკური განადგურება, და არა როგორც აქ წერია: ახალგაზრდული სიგიჟე და დროსტარება! ასე განადგურდა აქ ჩამოთვლილი ცნობილი ხალხი ადრეულ ასაკშივე. მათაც არ უნდოდათ ნარკოტიკი მიეღოთ, მაგრამ იმათმა წინაპრებმა, ვინც თქვენ გირევენ გონებას ახლა და ამით ანვითარებენ საკუთარ ბიზნეს–შოულობენ მილიარდებს, აურიეს მათაც გონება! მერე კი, უკვე, ამ ავდმყოფობისგან თავის დაღწევის მცირე %–ია. ღმერთი ფარავდეს სრულიად მსოფლიოს და გვიხსნას ამ პარაზიტებისგან!!!

      • odilavadze says:

        ერთხელ ერთიდაიგივე კომეტარის დადება საკმარისია

      • სიმართლე says:

        თქვენი მოწოდებაა ვიყოთ დემო(ნ)კრატიულები და რატომ მიკრძალავთ ერთი და იგივე კომენტარების დადებას სადაც მსურს… საჭიროა ასე და იმიტომ ვდებ: მთლიანი კომენტარები იქნებ არ წაიკითხონ და ყველას ვპასუხობ; თანაც აგერ წერთ: ,,დავითი says:
        July 26, 2014 at 7:30 pm
        odilavadze
        გავჩუმდეთ თუ როგორ არის საქმე, ვერ მიგიხვდით. odilavadze says:
        July 26, 2014 at 7:49 pm
        გეკადრებათ, რომ არ მინდოდეს კომენტარებს გამოვრთავდი და ეგაა სულ. უბრალოდ, მკითხველისთვის განმარტება გავაკეთე,, :*

      • odilavadze says:

        ამხანაგ მორალისტებს: Морализм – это пристрастие к нотациям и нравоучениям. Мечта моралиста – сделать всех морально устойчивыми с единственным исключением для себя. Морализировать – означает, как говорил Г. Гейне: «попивая вино тайком, проповедовать воду публично». То есть, моралист проповедует строгую мораль, не следуя сам моральным принципам.

      • სიმართლე says:

        ყვეამ რომ გაიგოს ქართულად გიპასუხებთ, odilavade! ეს ციტატა ეხება ფსევდომორალისტებს და არა ნაღდს!!! ისევე როგორც კაზანტიპია ფსევდოკაიფი, ფსევდოორგაზმი (თქვენს ენაზე) და არა ნაღდი :* სამწუხაროდ, ისე გაგძარცვეს უკვე ემოციებისგან რომ, ხომ ხედავთ დოპინგების გარეშე, ვერ ,,ადვიჟენიებთ,,… არადა ისეთი მშვენიერია სამყარო და ნაღდი გრძნობებიიი, ღმერთის მიერ შექმნილიიიი… ესეც წაიკითხეთ და ღმერთის წყალობას–გონების თვალის ახელას გისურვებთ!!! http://life.mediamall.ge/?id=116044&fb_action_ids=1529386803956648&fb_action_types=og.comments&fb_source=aggregation&fb_aggregation_id=288381481237582

      • odilavadze says:

        Когда морализируют добрые, они вызывают отвращение;
        когда морализируют злые, они вызывают страх.
        Фридрих Ницше – აბა, დროებით🙂

      • სიმართლე says:

        ნაკითხებმა იციან რომ ტყუილ ციტატებს წერთ და იყენებთ ავტორიტეტებს :))) არანაკითხები კი თქვენი ელექტორატია და ვეცდებით არ გაგასულელებინოთ!!! ღმერთი იყოს მათი–არანაკითხების მფარველი! ჩვენ ისედაც გვმფარველობს და მადლობა მას! პკ

      • odilavadze says:

        როდესაც საკუთარი მართლობის ხიბლიდან გამოხვალთ, გირჩევთ გაეცნოთ https://odilavadze.wordpress.com/2013/09/17/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99/

      • odilavadze says:

        და უფრო კარგი იქნება, თუ ამას დაძლევთ: http://sulakauri.ge/books/single/860

    • სიმართლე says:

      დავით, ზუსტად! (y)

  5. toma says:

    აჰა საცოდავი გინზბერგი, კერუაკი, ბეროუზი. .” ასეთი ადამიანები რომლებიც ცხოვრებაში – ვერასდროს შექმნიან შედევრს, ყოველთვის იქნებიან მონები სხვის სამსახურში, ვინც მოიხმარს მათ ისე რომ წლის ბოლოს ისღა დარჩენიათ თავისუფალი სექსით და ნარკოტიკებით განიტვირთონ” ,

  6. odilavadze says:

    ნარკოტიკების მიღება ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდია! ხოლო რაც შეეხება შედევრების შექმნას, ეს ადამიანები სისტემატურად იღებდენ ნარკოტიკებს: ზიგმუნდ ფროიდი, მაილს დევისი, ლუის კეროლი, სალვადორ დალი, ვლადიმერ ვისოცკი, ჯიმი ჰენრიქსი, კურტ კობეინი, ედიტ პიაფი, ალექსანრე ბლოკი, ეგდარ ალან პო, ელვის პრესლი, მიხეილ ბულგაკოვი, კარდინალი რიშელიე, უილიამ ბეროუზი…

    • დავითი says:

      ნახე ქრონოლოგიაა სხვანაირი, ეს ადამაინები ნარკოტიკს იღებდნენ და სხვა უამრავიც შეიძლება, მაგრამ საქმე მდგომარეობს სხვა რამეში, ჰემინგუეი ამბობდა “ჭკვიანმა კაცმა თუ არ დალია გაგიჟდება”-ო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიჭკვიანე დალევიდან მოდის ან ჭკვიანი ლოთს ნიშნავს, ან ბურტ კობეეინი იმიტომ ქმნიდა კარგ მუსიკას რომ ნარკოტიკებს ღებულობდა, სამწუხაროდ ბევრ “ვაუ” ქართველს ესე გონია რომ, მადონა ბოზი რომ არის, იმიტომ არის მაგარი მომღერალი, ან მაიკლ ჯექსონმა კანის ფერი რომ შეიცვალა იმიტომ გახდა პოპულარულ. სამწუხაროდ ქართველ ახალი თაობის უმრავლესობას, ვერ გაუუთავისებია, რა არის შრომა შემოქმედებისთვის და გონიათ, ბურტ კობეინს ნარკოტიკეების მიღებაში თუ მიბაძავენ ან მადონას სექსში, იქნებიან მაგარი როჟები ან მორდები ან კიდე წარმატებულები, არადა პირიქითაა ყველაფერი, თუნდაც ის რომ კაზან ტიპი ბევრისთვის მხოლოდ სექსი და ნარკოტიკია, არავის მოსვლია თავში აზრად ეთქვა რომ უბრალოდ კარგი რელაქსია, უბრალოდ ამ კაზან ტიპის დამცველებში ამოიკითხება ერთგვარი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი და ნარკოტიკებით დაგბრუების სურვილი, რაც დამღუპველია ისედაც ასეთი პატარა ერისთის სადაც ახალი თაობა ქვეყნის მშენებლობით უნდა იყოს დაკავებული და არა იმით, პლიაჟზე ვის მისცეს.

      • odilavadze says:

        იმედია გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ნახევარ საუკუნეს გადაცილებულმა კაცმა, ბევრზე გაცილებით კარგად და ღრმად ვიცი. ეს წერილი მხოლოდ შაყირია ატეხილ აჟიოტაჟზე. სხვა რომ არაფერი, ამ ბლოგზეც დევს, წიგნები მაქვს დაწერილი მაგ საკითხზე – დიდი, სქელი წიგნები😉

    • lika says:

      isini geniosbi iyvnen, magram umravlesoba narkotikis migebit froidi da dali ver gaxdebian, aramed ufro gamotayvandebian

  7. დავითი says:

    odilavadze
    გავჩუმდეთ თუ როგორ არის საქმე, ვერ მიგიხვდით.

  8. odilavadze says:

    გეკადრებათ, რომ არ მინდოდეს კომენტარებს გამოვრთავდი და ეგაა სულ. უბრალოდ, მკითხველისთვის განმარტება გავაკეთე

  9. tata says:

    ესეიგი, გამოხტება ერთი წვერიანი, “ძალიან განათლებული და ღვთისმოსავი” რაღაც სისულელეს იტყვის, ამას მოისმენს გამომრევლებული, ზომბირებული ხალხი და მოგეცა ლხენა🙂 თქვენ იცხოვრეთ “წმინდა” ცხოვრებით და გვაცალეთ ჩვენ გარყვნილებს რა🙂

  10. ძალიან სასაცილოდ სჩანს როცა ზურას დაკომპლექსებული მკითხველი უკითხავს მორალს, არავის დაცინვა არც მიფიქრია მაგრამ ამ გამობრძმედილ დინოზავრთან მართლა ღიმილისმომგვრელია თვქნი კომენტარები🙂

  11. ჯ. აბაშიძე says:

    არა მგონია მაგ ფესტივალზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე იბალნი სტანოკი იდგეს. თუმცა ვისაც თავაშვებული ტყნაური ევასება, იტყნაუროს, არავისი საქმე არაა ეგ. არავის არ აქვს უფლება თავს მოახვიოს სხვას ისეთი ცხოვრების წესი, როგორიც მას მოწონს ან მას მიაჩნია სწორად. რა, ჩაიკეთოს სენაკში ახალგაზრდა, ჯანმრთელმა ადამიანმა და 24 საათი ილოცოს მხოლოდ იმის გამო, რომ თუნდაც მოსახლეობის 90%-ს ასე მიაჩნია სწორად? ვისაც როგორც უნდა ისე იჟიმაოს, თუ სხვას არ აყენებს ზიანს.
    P.S. დიდი სიამოვნებით წავიდოდო კაზანტიპზე, მარა რაცხა ხელი არ მეწყობა :))))

  12. anuka says:

    ბატონო ზურა, თქვენს გვერდით მიგულეთ ერთი ჩვეულებრივი მკითხველი და “20-25 წლის გოგო-ბიჭი”🙂 მადლობა “მეთოჯინეებისთვის” და “იმპერიის ორსულობისთვისაც” რათქმაუნდა. სამწუხაროდ სხვას არაფერს არ ვიცნობ თქვენსას😦

    • odilavadze says:

      anuka – ძალიან გამახარე! ამ ორი წიგნის გარდა, სხვა ჯერ არც გამოქვეყნებულა, სექტემბერში უნდა გამოსცეს ისევ ბაკურ სულაკაურმა. იმედია “20-25 წლის გოგო-ბიჭებიც” წაიკითხავენ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s