ფერისცვალება კაზანტიპში

ჩვენი კორესპონდენტი სიურეალისტი გენო ანაკლიიდან იტყობინება: ,,კაზანტიპის ფესტივალი ჩაიაშალა!“. ჟურნალისტი გენადი ცნობილია, როგორც მოვლენათა წინასწარმჭვრეტი და მომავალში მოსახდენ ამბავთა შესახებ ინფორმაციის წინასწარმომპოვებელი. აღნიშნული ნიჭის წყალობით, ჩვენი ინტერნეტ- გამოცემა ,,გრაკალის ბომონდი“, სენსაციური ისტორიის განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე აქვეყნებს მის შესახებ მასალებს. ამჯერადაც ასე მოხდა – სიურელისტი გენას ხილვა- რეპორტაჟმა უდიდესი სიხარული მოგვანიჭა – დედაქალაქმაც შვებით ამოისუნთქა!2

აი, რა შეგვატყობინა ცაკალელმა გენკამ: ,,…ჩემო ,,გრაკალელებო“! 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა, რომელიც აღავლინეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და ივერიის ყველა კუთხე- კუნჭულიდან ჩამობრძანებულმა სამღვდელოებამ. 15.00 საათისთვის კი წმინდა სინოდის წევრებმა და მოძღვრებმა ანაკლიისკენ აიღეს გეზი, რათა იქ პარაკლისი გაემართათ…

ყველა პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი ახალი ომის კერის გაჩენას წინასწარმეტყველებდა. მსოფლიო სულგანაბული ელოდა სისხლისმღვრელი კონფლიქტის დაწყებას… მეუფეთა ,,პრადოებისა“ და გააქტიურებული მრევლით დაძეძგილი ,,იკარუსების“ კოლონა კაზანტიპის რესპუბლიკას უახლოვდებოდა… საზღვრის მეორე მხარეს, სანგრებში ასქესებული კაზანტიპელების ჯარი იწვა. მათ საბრძოლო ბასტიონებს ამშვენებდა დროშები დევიზით: ,,ყოველი სექსუალური აღგზნება უნდა დასრულდეს ფიზიოლოგიური ეაკულაციით!.. ან მოსაწევის გაბოლებით და დანძრევით მაინც!“… აი, სამღვდელოთა და მრევლის ავანგარდი ჩამოქვეითდა. ჯვაროსნების არმია კაზანტიპელებისკენ საბრძოლო მარშით  დაიძრა. მოწიფული ასაკის ცვედანმა მეგონა (,,გავროშამ“) კვარაცხელიამ, რომელიც სამღვდელოთა ჯარს წინ მოუძღვოდა სიმღერა შემოსძახა:

Mtavarangeloziჰერიო, ბიჭებო, ჰერიო

არ გავახაროთ მტერიო!

თუ გვინდა კაი ტიპობა,

გავანადგუროთ კაზანტიპობა!

სიმღერა მრველმაც აიტაცა. საომარი სულისკვეთება მასებს მოედო. სქესობრივად დაუძლურებულმა მეგონა- ,,გავროშამ“ შეტევის დაწყების ნიშნად, რუსული ტრიკოლორი ააფრიალა!.. ის იყო, შეტაკება უნდა გაჩაღებულიყო, რომ ორ დანასისხლად გადაკიდებულ ბანაკს შორის, ტელეგადაცემა ,,ანფასის“ უმშვენიერესი და უბიწო ყოფილი წამყვანი, აწმონაზონი გულნარა განსხეულდა! პატრიოტ დედაოს მონასტრის პლაჟზე გარუჯვა შეუწყვიტავს და ბათუმის სანაპიროდან ანაკლიას გამოქანებულა. დედაო გულნარამ ბრძოლის ველს შემოუფრინა და საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი, ლივლივით მწვანე მოლზე დაეშვა… რაღა ბევრი გავაგრძელო და, მეომრული აღტკინება სექსუალურ აღგზნებასთან ერთად უცებ ჩაკვდა… კაზანტიპელებს დაუვარდათ… მონაზონმა მანდილი ჩააგდო და პარაკლისის გამართვა ბრძანა!

დასაწყისი ლოცვები არ იყო დასრულებული, რომ ბრძოლის ველზე ხილული სასწაული აღესრულა: კაზანტიპელების სხეული თოვლივით განსპეტაკდა და მათი გარყვნილების წყლულებიდან რძიანმა თაფლმა იფეთქა. ცელიბატის აღქმით ერთ მუშტად შედუღაბებულ ერს სულიერი ფერისცვალება უმალ მოედო… ,,ასე დაიწყო დიდი შერიგების, სიყვარულისა და ნეტარების ათასწლეული ივერიის ძირძველ მიწაზე“ – დაწერს მომავლის ჟამთაღმწერელი“…

სიურეალისტი გენო კი აგრძელებდა: ,,მოკლედ გადმოგცემთ ჩემს წინ გადაშლილ სურათს. ცხადია, ფესტივალის აღგზნებული მონაწილეები გონს მოეგენ და უკვე 20 აგვისტოს, მარხვის დაუყონებლივ აღებას შეუდგნენ. სამღვდელოება, მრევლი და კაზანტიპის გახრწნილი ჯოგი ლოცვად დადგა! გულმხურვალედ ლოცულობდა ყველა – კდემამოსილი და გარყვნილი, უმანკო და ბილწი, დიდი და პატარა. აგერ მეუფე გერასთან ერთად სინანულის ცრემლები ღვარად ჩამოსდის კაზანტიპის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუნოვს… 3მრისხანე და დაუნდობელი გეი ზახარი სინანულს მიცემია და არაადამიანური ბღავილით ლოყებს იხოკავს. არც გაშმაგებული ლესბოსელი მარგოტი იზოგავს თავს – ის გულამოსკვნით ქვითინებს და ღმერთს ფიქრით შეცოდების გამო პატიებას ევედრება. გოდებენ კაზანტიპელი პუტანებიც. ქეში ნოე წყლის ზედაპირზე ნარნარი სვლით მოაბიჯებს, გაღვივებულ ტარიანს კი მწეველის ცრემლი ასველებს და აქრობს… იქვე, ტელეკომპანია ,,სუბიექტივის“ სთარები რუსეთს აგინებენ და ყოფილი პრეზიდენტის სიყვარულს თავდავიწყებით ქადაგებენ. სიყვარულისგან იწვიან ტრანსსექსუალი გერა და ბისექსუალი ალექსანდრე. უდრეკი ნუდისტი პანტელეიმონი, მიუხედავად 40 გრადუსიანი პაპანაქება სიცხისა, შუაგულ მზეზე გამოდის, დუბლიონკაში იზმანება და თავზე ნაქსოვი შალის ქუდს იფხუტავს…

…გულწრფელი სინანულის ცრემლი არ წყდება! ბიომომხმარებლები ქვის კედელზე თავის რტყმით ინანიებენ უნებლიე ცოდვებს. მკეთებლების ელიტა, იგივე ,,ჯანკები“ ანუ ჰეროინ- გაჩხერილი ქართველი ვაჟკაცები ერთმანეთს ხელებს უკავებენ და გარყვნილებასთან საბოლოო განშორების ნიშნად, ცხვირს არასდიდებით არ იფხანენ! ვიაგრადალეული ასაკოვანი მამაკაცები ტისკებში მოყოლილი ყვერებით იტანჯავენ თავს. შავებში შემოსილი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ძირძველი ანაკლიელი დეიდა ძაბუტა, სექსისგან შერყეული ტურისტებისთვის ბინის მიქირავების შესახებ, მამა კანდელს აღსარებას აბარებს. ანაკლია ცრემლმა წალეკა, ზღვა ცოდვილთაგან ჩამორეცხილ გარყვნილ ვნებებს ვეღარ იტევს და ბობოქრობს. დიდ და საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო!

…ამ ლოცვით ექსტაზში გაერთიანებულ ერსა და  ბერს მხოლოდ ერთი არ ეზიარება – ეს გახლავთ ორპირელი პროტესტანტი, ეკლესიიდან განკვეთილი, სქიზმის მოთავე, უსაძაგლესი ცინიკოსი დავით (,,ჯორდანო“) ვაშაკიძე. გარკვეულ მომენტამდე ის ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული… და აი, დგება კაზანტიპის ფესტივალის დახურვის ამაღელვებელი ცერემონიალის დროც! დათო ,,ჯორდანოს“ აშიშვლებენ და აუტოდაფეს კვარცხლბეკზე აჰყავთ. ის ჯიუტობს, ცოცხალი თავით არ ინანიებს და გაჰყვირის:

დიმპიტაური, დამპიტაური

პლანიც მიყვარს და ქალთან ტ…

…რით სრულდება ეს კუპლეტი უცნობია, რადგან მოხერხებული მამაო კანდელი ასწრებს და ,,ჯორდანოს“ საინფორმაციო ღრუს სიმინდის ტაროთი უხშობს… კოცონი გიზგიზებს, გამხმარი ტაბურეტების შეშა ტკაცუნებს…“

42014 წელი, აგვისტო, ,,გრაკალის ბომონდისთვის“ სიურეალისტი გენო

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

3 Responses to ფერისცვალება კაზანტიპში

  1. ნინო ჩოგოვაძე says:

    ბრავო, ბრავო და ბრავო! სრული ჭეშმარიტება და სიმართლეა. გმადლობთ გენო!

  2. odilavadze says:

    🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s