ალენ დელონი ცხონდა!

მალე მაყურებელი იხილავს ფილმ-პატერიკს – ,,ამბავი ცხონებისა მამისა ჩვენისა წმიდა ალენისა დელონისა“. რეჟისორი სურრეალისტი გენო.

ფილმი იწყება ალენის მძიმე ბავშვობით – დედა ბოზი, მამა ალკაში, მორფინისტი და-ძმა. გარშემო – დაუნდობელი კაპიტალისტები და გაძვალტყავებული ფრანგი პროლეტარიატი. მდინარე სენის სანაპიროზე ახალგაზრდა ალენ დელონი ხვდება საეჭვოდ მოტასავე, მაგრამ ჯერ კიდევ ქალიშვილ ბრიჯიტ ბარდოს. პარიზისთვის დამახასიათებელი, დაგუბებული მოწყენილობისა და აუტანელი ერთფეროვნების გამო, ყმაწვილკაცი იძულებულია გარყვნილების მორევში გადაეშვას… მას თავს არ ანებებს სავსებით წმინდა ჟერარ ფილიპი და ბილწი ცხოვრების ტიპიკონში ამხელს – ,,ფანფან ტიტა“ ცდილობს დაცემული ახალგაზრდა ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს. ალენი სინანულში ვარდება – ჟერარის ლოცვით ის ვეღარ დადის და მუხლმოდრეკილი დელონი მხოლოდ მეტანია-მეტანია გადაადგილდება. ბოლოს და ბოლოს ალენი ფარული მართლმადიდებელი ხდება, მას ,,ფანფან ტიტა“ ნათლავს…

ერთხელ, დილის ლოცვის შემდეგ, პრესის მიმოხილვისას ალენ დელონი საქართველოს ნომერ პირველი მოქალაქის ფოტოს გადააწყდა. გამოჩენილი ფრანგი მსახიობი გაოგნებისგან გაშეშდა – გასაოცარი მსგავსებაა – ეს ხომ ,,ფანფან ბიბია“, ახალი ჟერარ ფილიპი-II!.. ალენი ძონძებში იმოსება, ტანზე ჯაჭვებს იკეთებს და საქართველოსკენ ფეხით მიემართება. ჯერ ერთმორწმუნე ძმებს მოინახულებს და წმინდა რუსეთს მოილოცავს.

…დარიალის ხეობით შემოდის. სურს, გერგეთის სამებაში კურთხევა მიიღოს, მაგრამ ბერები ტაძარში არ უშვებენ, ფრანკომასონის მიერ სიწმინდეების შებილწვას ერიდებიან – მათ არაფერი იციან ალენის ფარული მართლმადიდებლობისა და მძიმე, მაგრამ მაცხონებელი ჯაჭვების შესახებ. დელონიც კრინტს არ ძრავს, ის სალოსობს. ,,ტფილისში“ დიდებით შემოსვლა, პაატა ბურჭულაძე… საპატრიარქოშიმიღება პატრიარქთან, მუხლმოდრეკა, ცრემლიანი აღსარება – ალენი საბოლოოდ გმობს ბრიჯიტ ბარდოსა და ფრანგ ,,გეებს“, პურითა და წყლით მშრალ მარხვას იწყებს  და ლოცვად დგება…

აი, ის უკვე განსპეტაკებულია და ამიტომ ნებართვა ეძლევა მოინახულოს საქართველოში რეინკარნირებული ნათლია ჟერარი – ნიცშე- მგმობელი ,,მესია“. ალენი ,,ბროლის სასახლისკენ“ მიემართება, სოლოლაკის აღმართში ,,მამა მზის“ უშველებელ გორგოლაჭებიან ხატს მიაგორებს, ჯაჭვები ტანს უსერავს… დაცვის ბიჭები, ჩხრეკა… მეტალის ინდიკატორი კივის! ალენი განიმოსება. მოაქვთ ,,სვარკის“ აპარატი და ჯაჭვებს აჭრიან. გულჩათხრობილი დელონი მაცხონებელ მეტალთან განშორებისას ქვითინებს … მაღალი აუდიენცია, დიდი მეტანია, ხელზე მთხვევა და ნათლიასთან გულითადი ჩახუტებაც კი! ხანგრძლივი საუბარი ხელოვნებაზე, ფილოსოფიასა და ამ დარგებში საფრანგეთის სამარცხვინო ჩამორჩენაზე…

ფილმის დასასრულს, გაბრწყინებული ალენი ვრცელ ინტერვიუს აძლევს გაზეთ ,,ასავალ-დასავალს“. შემდეგ ის ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ეთერით ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას ,,ჟვანიას საქმე“, სასწრაფოდ აღადგინოს სამართლიანობა, დაგმოს ,,ლგბტ“ აღლუმები და მკაცრად გააკრიტიკოს ფრიდრიხ ნიცშე!

   ალენი ამაღლებას იწყებს. ისმის ანგელოზთა გალობა: ,,ოსანა მაღალთა შინა! ოსანა… ალენია, შენ დეიღუპე საცხააა!..“

სიურელისტი გენოსიურელისტი გენო. 2015 წელი, თებერვალი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

6 Responses to ალენ დელონი ცხონდა!

  1. Maia Bokeria says:

    რა ვიხალისეე🙂 გაიხარეთ. როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივია🙂

  2. სუპერ! მადლობა ზურა.

  3. Keti says:

    ავადმყოფი!

    • odilavadze says:

      რას მერჩით მე, ერთმანეთს? რეიზაააააააააააააა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s