რომანი ,,ორპირი – თბილისი – სტოკჰოლმი“

YDA Wignis

რომანი თანამედროვე საქართველოში მცხოვრები მამაკაცის დავით (,,ჯორდანო“) ვაშაკიძის ამბავს მოგვითხრობს. ტექსტში გადმოცემულია პიროვნების განვითარების პროცესი, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საბჭოეთიდან გადმოყოლილი მითოლოგიური, უკრიტიკო და ბატონ- ყმური ცნობიერების დაძლევას.

მამაკაცის ცხოვრებისეულ გზას ორი ძალა წარმართავს: 1. სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი და 2. სექსუალური ლტოლვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს შემდეგს: კაცს სურს მუდმივად იღებდეს საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებას და გრძნობდეს თავს სასურველ სექსუალურ პარტნიორად. ჩვენთან ცხოვრების ეს მხარე მიჩქმალულია, არა და, ის იმდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, რომ დიდწილად პირველს – ,,სურვილს, იყო მნიშვნელოვანი”-ც კი ჯაბნის.

წიგნი ქალისა და კაცის სასიყვარულო ურთიერთობებზე, ქართული სექსუალური რევოლუციის თავისებურებებსა და ,,ქართველების კისერზე გამობმულ ლოდზე“ – ფარისევლობაზე მოგვითრობს. მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებზე, სექსზე თხრობა არ გახლავთ რომანის თვითმიზანი. სექსუალური რევოლუცია, ხომ არა საწოლში, არამედ, პირველ ყოვლისა, ცნობიერებაში უნდა მოხდეს. შესაბამისად, ამ თემის დღის სინათლეზე გამოტანაც, საზოგადოების გახსნას ისახავს მიზნად. ჩვენი არასაკმარისად ჩქარი განვითარების მიზეზი, ისევ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ – სწორედ ტოტალიტარული ცნობიერება, იგივე მითოლოიური აზროვნება თუ ფარისევლური მორალი არ გვაძლევს სწრაფი წინსვლის საშუალებას.

მოვიყვან კიდევ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობების თემა, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოში. ადამიანი დარწმუნებულია, რომ არაფერია სიყვარულზე ადვილი და მისი უნარი ჩვენში ბუნებრივად დევს. ამგვარი შეხედულება მცდარია, რადგან სიყვარული უდიდესი ხელოვნებაა და მას ისეთივე სწავლა სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ხელოვნებას, ვთქვათ: მუსიკას, ფერწერას თუ საექიმო საქმეს. მით უფრო საჭიროა ამ ხელოვნების ათვისება პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. მამრის ისედაც ბუნებრივი მოწოდება ,,მონადირეობისადმი” მეტად გაზრდილია ქართველ მამაკაცში. მიზეზი ცნობილია – მანკიერი აღზრდით გამოწვეული ინფანტილიზმი, მისგან გამომდინარე ეგოიზმი და შესაბამისად ჭეშმარიტი სიყვარულის განცდის უუნარობა. სწორედ სიყვარულისადმი  მოუმზადებლობის გამო, ქართველი მამაკაცები ქალს აღიქვამენ, როგორც დასაპყრობ, მეორეხარისხოვან ობიექტს. არც საზოგადოებრივი აზრი კიცხავს კაცის ღალატს, მის პოლიგამიურობას, პირიქით, მას ,,მაგარი, წარმატებული კაცის” სტატუსს ანიჭებს. ამრიგად დღეისთვის, ქართულ საზოგადოებაში ქალის როლის საგრძნობლად ამაღლების მიუხედავად, ქალის უთანასწორობა კაცთან ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ქალისა და კაცის ურთიერთობასთან ერთად, რომანი ეხება თანამედროვე საქართველოს ყოფის ბევრ სხვა მხარეს: მის ,,სულს“ – ეკლესია და სულიერი მწვრთნელები; ,,თავს“ – მმართველი ელიტა და ხელისუფლება; ,,კიდურებს“ – იგივე რიგითი მოქალაქეები და ხალხი; აგვისტოს ომს; ელიტარულ კლანებსა და პოსტსაბჭოური საზოგადოების ავტორიტეტებს… და რომანის მთავარი თემა – საბჭოური ინერტულობისა და უიმედობისგან გამოსვლა. ეზოში პლანის წევისა და ლუდის სმის ფონზე, დომინოს ჭახუნისა და მორიგი მთავრობის გინების დასრულებიდან – პიროვნული განვითარებისა და წარმატებისკენ სწრაქფვის გზა.

წაგებული და უიმედო მდგომარეობა არ არსებობს – ამბავი იწყება ორპირში მიგდებული მომაკვდავი სნეული ,,ჯორდანოს“ ისტორიით, გრძელდება მისი დედაქალაქში გადმოსვლით და ბოლოს, 2020 წელს ნობელის პრემიის მინიჭებით. ადამიანი მუდამ ახალი მწვერვალისკენ უნდა მიისწრაფვოდეს – სწორედ მაღალი მიზნები განაპირობებენ დიდ საქმეებსა და მაღალ მიღწევებს.

P.S.

კარგად მოგეხსენებათ გამომცემლობების მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ამ მიზეზით, სანამ წინა ტირაჟი სრულად არ გაიყიდება, გამომცემლობა ვერ იწყებს ავტორის შემდეგ ნაწარმოებზე მუშაობას. წიგნი შეგიძლიათ, შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში: ,,ბიბლუსი“ (სახლში მიტანის სერვისი – 032 2 48 68 44); ,,სანტა ესპერანსა“, ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზია“ (ტელ. – 2 422 422; აღმაშენებლის გამზ. 150) და სხვ.

ზურა ოდილავაძე, 2015, მაისი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s